|
:smilie:
ბატონებო, როცა განყოფილებას ჰყავს, 2 ან ორზე მეტი მოდერი, ჩეთებისგან თემა მალე იწმინდება და კარგია ზოგადათ.
მაგრამ მაგალითად მოდერისთვის არცთუისე საინტერესო თემა არის გახსნილი, როგორ უნდა მიხვდეს მოდერი რომ იმ თემაში უკვე მეორე მოდერმა თავისი საქმე გააკეთა, ანუ წაიკიტხა,პოსტები წერა და ა.შ?
ასეთი იდეა არის, როცა თემას გამოეხმაურება, იუზერები, თემის გასწვრივ წერია რიცხვი, თუ რამდენმა გამოეხმაურა, აი ამ რიცხვის დაწკაპუნების შემდეგ, შეიძლება თემაში მონაწილე ნიკები გაიხსნას ,ცალკე ფანჯარაში? მაგალითად, თემაში 15 იუზერმა მიიღო მონაწილება, დავაწკაპუნებთ თაგუნიას 15-ზე და ვნახავთ ნიკებს, როცა იქნება მოდერის სახელიც,ნიკიც, მეორე მოდერი არ იქნება ვალდებული იქ ყველა პოსტი გადაიკითხოს. პლიუს.. როცა იუზერებზე უკვე საკმაო წარმოდგენა ექმნება სხვა იუზერებს, მაჩვენებლის გადახედვით, განსაზღვრავს, თუ მისთვის სასურველმა იუზერებმა მიიღო მონაწილეობა ,აუცილებლად იაქტიურებს..
გმადლობთ წინასწარ,პასუხისთვის.
|