ეხლა ეს ამბავი რომ არ მოგწერო გავგიჟდები ალბათ...
მოკლედ,იმას აღარ გწერ როგორ აწკრიალდა ჩემი საძაგელი "ბუძელნიკი"რატომღაც ისევ დროზე გვიან,როგორ ფრენით გავრბოდი და თან ვიცმევდი კიბებზე, მერე როგორ არ გამიჩერა ერთა მარშუტკამ და როგორ წამიყვანა მეორემ, ფეხზე დამდგარი(არა,უფრო სწორედ, ვიღაცის მხარზე ჩამომჯდარი) მარა რას ვჩიოდი ადგილამდე ხომ მიმიყვანა და....მოკლედ იქ დამაგვიანდა...მერე იმან ესაო, ამან ისაო, რატომ დაიგვიანეო, რატომ ასე არაო, რატომ ისე არაო....მოკლედ ამას არ გწერ არაფერს...ეს ჩვეულებრივი ჩემი გიჟი დღის ნაწილია და შენ ჩემზე კარგად იცი..
ამ გიჟი დღის ბოლოს კი ვდგავარ უნის ეზოში,ისეთი დაღლილი ვარ ნახევრად ვაზროვნებ.ჭიქა ცხელი ყავა და ჩემი საყვარელი სავარძელი,ყველაფერს მირჩევნია...მაგრამ სადაა?! ეჰ! და ვხედავ ეზოში რაღაც თეთრი დაფრინავს..სადაც დაეცემა აიღებენ ,დახედავენ გაიღიმებენ , გაუშვებენ.ხოდა ასე დაფარფატებს ხელიდან ხელში...მოკლედ, ცოტა იფრინა ამ თეთრმა ჩიტმა თუ ბევრი იფრინა ჩემს ფეხებთანაც ინება "დაპასატკება" დავხედე და თეთრი ქაღალდის თვითმფრინავია. ავიღე,ზედ დიდი წითელი ასოებით აწერია:
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! ! !ბიჭოს!!!! ასეთ სიალმაზეს ფეხის გასათელად ხომ ვერ დავტოვებდი?! მეც შევუბერე სული ცხვირთან( ბავშვობაში ვაკეთებდით ხოლმე ასე, დიდხანს რომ ეფრინა) გავაფრინე და გავაგრძელე დაქალებთან საუბარი...რამდენიმე წამში, ვიგრძენი რომ მარცხენა მხარზე ვიღაც ცალი თითით მიკაკუნებს, რომ შემოვბრუნდი ჩემი თავლების სიმაღლეზე ვიღაცის შეხსნილი საკინძეა... ავაყოლე -ავაყოლე თვალი (გადამივარდა კისერი) და როგორც იყო ვიპოვე ადამიანის თავი(დედა, რამ გაგაზარდა ამხელა შე დალოცვილო?! გავიფიქრე გუნებაში)
-არ მეგონა თუ მიცნობდი!!(შემომღიმა თბილად უცნობმა)
-რა ბრძანეთ?!გიცნობდით?! ვინ გითხრათ რომ გიცნობთ???(გადავასხი ცივი წყალი)
-არ მეგონა თუ მიცნობდი, შენ კი თურმე...(გააგრძელა იგივე ღიმილით და არ დაასრულა სათქმელი)
-რა თურმე???(ვერ მივუხვდი სათქმელს.თან ვიგრძენი რომ კისერი მტკიოდა და უკან დავიხიე რომ პირდაპირ შემეხედა უცნობისთვის და არა ასე, კისერგადაგდებულს მეყურებინა.)
უცბად მის ხელში მოელვარე თეთრი თვითმფრინავი შევნიშნე და დამცხააა(ვეაღარ "მოვწვი" მეკაიფებოდა თუ ... და ღრმად ჩავხედე თვალებში..იქ კი ისეთ შეუპოვარიი სერიოზულობა ჩანდა, რომ დავიბენი....)

---არა, იცით ,ცუდი არაფერი იფიქროთ...ეგ ჩემი დაწერილი არააა...უბრალოდ აქ დაფრინდა , ყვეალ აფრენდა და მეც გავაფრინე, არა მე კი არ გავაფრინე, თვითმფრინავი გამოვაფრინე, მაგრამ თქვენთან არაა(ამება ენა, ამერია სათქმელი)უბრალოდ გავაფრინე რაა...მოკლედ მთელი 5 წუთი ფრი, ფრო, ფრა და მისთანები ვიძახე და ვეცადე რაც შეიძლება დამაჯერებლად ამეხსნა რომ "პროსტა" გავაფრინე რაა...
იმან კიდევ-ბალღო , ტყვილად ვინ ამბობს მიყვარხარო?!შებრუნდა და წავიდა...და თან მგონი არ დამიჯერა , იმიტომ რომ ის თვითმფრინავი ჯიბეში ჩაიდო და თან წაიღო...
მოკლედ, ეხლა ეს ამბავი რატომ მოგწერე იცი???ვაი და არ დამიჯერა იმ დალოცვიილმა და არ იფიქროს ვაიდა ვუყვარვარ ცოდოა ბალღიო..და თუ დავიკარგე ახლო მომავალში ხომ უნდა იცოდე სად მეძებოთ რაა...=tavfx=