რომ შემოგხედავ შენი თვალები რატომ მიცინის?
ნეტავ ვიცოდე, რას ფიქრობ მაშინ, ნეტავი რას გრძნობ,
მე რომ გიყურებ, მაშინ თვითონაც მე აღარ ვიცი
რას ვფიქრობ მაშინ, მაშინ ვერაფერს მე ვეღარა ვგრძნობ.
რომ გამიღიმებ და თვალებში გამიყრი მზერას,
შენ როცა მეტყვი, რომ აქ, კარგო, ჩემთან მოხვედი,
მაშინ შენს გარდა ქვეყანაზე ვერაფერს ვხედავ,
შენი ხმის გარდა არაფერი აღარ მომესმის.
შენი სადარი ქვეყანაზე არავინ ვიცი,
შენზე ლამაზი მე არავინ არ მეგულება,
ვიცი, არა მაქვს უფლება მე შენზე ფიქრის,
მე კარგად ვიცი, მაგრამ რა ვქნა, რომ მეფიქრება
