გზა
ჩემი ცხოვრების გზა ფიქრია...და ეს იცოდე,მე მარტო არასოდეს არა ვარ.ხანდახან შენს მაგივრობას ფიქრების ფანტელები მიწევენ და მანუგეშებენ.
მარტოობას ჩემთან რა უნდა...
მიმატოვე?...და შენ არ გეგონოს ,რომ ყველამ და ყველაფერმა დამტოვა.თურმე ცხოვრება გზაა და მე ვდგავარ მასზე.მივდივარ მივყვები იმ გზას,რომელიც უსასრულობისკენ მიდის და რომელსაც ბოლო არ უჩანს.მივდივარ,მაგრამ არ გეგონოს,რომ დაგკარგო.-დაგივიწყო???-და შენ გსურს ეს?...მაპატიე ,ვერ შეგპირდები,მე ამდენს ვერ შევძლებ,კვლავ მეყვარები.
ის გზა რომელიც მე მაქვს არჩეული,ბედნიერების მწვერვალისკენ მიდის,მაგრამ შენ მე ვერ გხედავ.ბედნიერების მწვერვალზე კი მხოლოდ შეყვარებულები პოულობენ ბედს.მე კი უბედური მოვერიდები მწვერვალს.იქვე შორიახლოს ჩამოვჯდები და კვლავ შენზე ვიფიქრებ,იქნებ ისევ დამიბრუნდე...
