↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined31 Oct 2007
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
მოდი ჩე! მოყევი ავტო ბიოგრაფია ვინახარ?

არ ვიცი ვინ არის მაგრამ ერთი კი ვიცი მაგარი მასტია და გლიჯავს :) გაიხარე ზურიიიიი!!!!! =sher=

GI_GA ვარ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts326
კარმა50
OFFLINEPROFILE
უსაშველო მონატრება დაგუბებულა ჩემს გულში...სანთელი იწვის.სანთელი კი არა ,ყველაფერი იწვის,მაგრამ შენ ვერ ხედავ ამას.სიყვარული გეძახის ჩემთან.ადამიანი სიყვარულისთვისაა გაჩენილი ამ ქვეყანაზე,საშინელებაა,როცა არავის არ უყვარხარ,უფრო მეტი საშინელებაა,თუ არავინ გიყვარს.
ნუთუ იმიტომ ივსებოდა მისხალ-მისხალ სიყვარულის საწყაული,ასეთი ბოლო რომ ჰქონოდა.ნუთუ ამიტომ იყო ყველაფერი ტრაგიკული ჩვენს ურთიერთობაში?
-ფიზიკური დაშორება არ ნიშნავს თურმე სულიერს დაშორებას.მონატრება ენით აღუწერელი ტკივილი ყოფილა თურმე .უსასრულოდ მეჩვენება გზა შენამდე.
უსაზღვრო ტკივილი დაგუბებულა გულში,ეს სულიერი მონატრებაა მოგონებათა,ჟამთა გარდასულთა.
ზლიერ მყვარებიხარ...ილევა შემოდგომა.აწი ჩამოწვებაუსაშველოდ გრზელი ღამეები და მე მეშინია მისი,ფიქრის მეშინია,შენზე ფიქრის.კიდევ-მარტოობის მეშინია...ჩემი მონატრება შენ გეკუთვნის,შენზე დიდი ტკივილი არ არსებობს ამჯერად ჩემთვის.სიხარული წავიდა და დამიტოვე უძილო ღამეები...
მე შენ იმ სიყვარულით მიყვარხარ, ერთხელ რომ უყვართ.ადამიანის გულების დაშორებაზე დიდი უბედურება ქვეყნად არ ყოფილა თურმე.ასე მგონია, თითქმის სხვა ვიღაც ვარ,სხვა სამყაროდან მოსული და სხვის სულში ჩასახლებული.
-მოწყენილობის თეთრი ღამეებიდან გიხმობ შენ.ამ წუთში შენით იწყება და შენით მთავრდება ჩემთვის სამყარო.
ჩემო საყვარელო! ჩემს აზროვნებაში მგონიწერტილი დაისვა."ფიქრმა არ შეწყვიტა თოვა"აღარც გაზაფხულს აღარ ველოდები ჯერ-ჯერობით.
დამიდგება კი ასეთი გაზაფხული?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
zuriel --"მაშინ მოვა გაზაფხული , როცა სულაც არ ელი...." დაგიდგება, დაგიდგება...მხოლოდ გჯეროდეს!!!

მოვედი,იცი მივეჩვიე შენთვის წერილების წერას.აქამდე ვფიქრობდი ხოლმე, ხან ხმამაღლა, ხან ხმადაბლა, ჩემთვის...ეხლა? ეხლა კი ვზივარ და წერილებს გწერ. გამოგიტყდები ,მომწონს კიდეც ეს ...;-)

დიდი ხანია ჩვენთან ასეთი"წესიერი"ოქტომბერი არ ყოფილა.აი დადგე ნოემბერიც. წვიმა, ტლახი-არ მიყვარს ნოემბერი. ალბათ უფრო იმიტომ, რომ გარდამავალ მდგომარეობას ვერ ვიტან.ეს უსასრულო ღამეებიც სევდის ბადეს მიქსოვს ჩემს სარკმელთან. ვერც მე და ძილი დავმეგობრდით და მიწევს საკუთარ სამყაროში ბოდიალი...იცი მიყვარდა ოცნება, ფიქრები..მაგრამ ეხლა მეშინია ოცნების , მეშინია ფიქრების, მეშინია რეალობამ ჩემს ნატვრას ისევ არ დაამსხვრიოს ფრთები და მიწამიყრილი არ დატოვოს სულის სიღრმეში... სევდის გაქრობაში კომპიუტერი დამეხმარება.აციმციმდა მონიტორი...ნაცნობ საიტებს ჩამოვუარე
_გამარჯობა!!! (აელვარდა წარწერა)
-გაგიმარჯოს !!!:)
-როგორ ხარ???
-არა მიშავს, შენ???
-ვარ რააა...როგორი დღე გქონდა???
-ნორმალური, შენ!
-მე??? ჩემი დღეები უკვე დიდი ხანია აღარაა ნორმალური, და ჩვეულებრივი...
-ვაა, რატომ???
-იმიტომ , რომ შენზე დაუმთავრებელ ფიქრს დაემსგავსა ჩემი ცხოვრება,რომლის ყოველი წუთი გაჟღენთილი კითხვით -სად არის ,რას აკეთებს ახლა??? ვცდილობ გამოვნახო მეტი თავისუფალი დრო, მოვრბივარ რომ გნახო , წავიკითხო რა დაწერე...რატომ აღარ წერ??
--რა ვიცი,რაღაც ვეღარ გავხსენი სულის სამყარო...გასაღები დამეკარგა გულის ჯიბეში... შენ რატომ არ წერ არაფერს???
-იმიტომ რომ მე შენსავით ლამაზად საუბარი არ შემიძლია...მე მხოლოდ შენი ნაწერების კითხვა და მერე დაუსრულებლად მათზე ფიქრი შემიძლია...
-ლამაზად საუბარი არაა ძნელი.ისე უნდა გამოთქვა როგორც გულში გაქვს.სიტყვას მით უფრო ძლიერი და ლამაზია რაც უფრო მეტი გულის სიღრმიდანაა ის ამოთქმული.სიტყვის მშვენება, მისი გულწრფელობა, პირდაპირობა და შეუპოვრობაა!!!
--მაგრამ ხომ არსებობენ გამოუთქმელი სიტყვებიც???:))
--კი, არსებობენ !!!:)
--შეიძლება გკითხო???
--მკითხე.
--რა ფერის თმა გაქვს?
--წაბლისფერი
--თვალები? თვალები რა ფერის გაქვს???
--თაფლისფერი
--თითები?
--გრძელი
--ტუჩები?
--ვარდისფერი, ოდნავ სრული.
--იცი რატომ გკითხე?ასე მინდა წარმოგიდგინო, როგორი ხარ...
-- რა მნიშვნელობა აქვს როგორი ვარ???
-- არასოდეს გსმენია?"მამაკაცებს უყვართ თვალებით, ქალებს ყურებით" მე ცუდად ვარ ასე.გელაპარაკები და ვერც წარმოგიდგენ..არ ვიცი როგორი ხარ..მიგებ?
--მესმის, მაგრამ ზუსტად მაგიტომ არ მინდა გნახო .არ მინდა ვინმეს თვალებით ვუყვარდე.მინდა სული შეამჩნიო ჩემი.მინდა მას ხედავდე!
--მე შენს სულს ვხედავ , ვიცნობ, ფიქრებში გესაუბრები შენ, ვიმახსოვრებ შენს ყოველ სიტყვას,ვეძებ და ვპოულობ შენს სულს შენს ნაწერებში...მაგრამ კარგი...ვერ დაგაძალებ როგორც გინდა, დაგელოდები...თუნდაც საუკუნე დამჭირდეს ლოდინი, ჩუმად დაგელოდები...მე ზუსტად ვიცი, შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ...კარგი,უნდა წავიდე ეხლა ...მოვალ როგორც კი მოვახერხებ!!!:)
--კარგი, მალე მოდი რაა!!!:)(მონიტორი ჩაქრა)

მოდი, მოდი და იქნებ, როდისმე ის უთქმელიც ითქვას...იქნებ ითქვას რამდენჯერ გამოვიჭირე დღეს საკუთარი თავი შენზე ფიქრში...
რამდენჯერ გავუღიმე შენს ჩემეულ წარმოსახვას...როდისმე შეიძლება ითქვას...მანამდე კი მინდა დავრწმუნდე რომ შენ ზუსტად ის ნათელი წერტილი ხარ, რომელსაც დავეყრდნობი, რომლისთვისაც თითეულ ნაბიჯს გადავდგავ...რომლითაც ვიცოცხლებ და ვიარსებებ!!!

...როდისმე...მაგრამ ვინ იცის, ვინ იცის.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
=ko= =love= =love=

,,ჩე" გააგრძელე,შენს წერილებს დასარული არ უნდა ქონდეს,მაგრად მიყვარხარ,მაგარი ადამიანი ხარ და ვამაყობ ასეთი მეგობარი რომ მყავს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე მგონი სულ დავკარგედ ჩე ჩე!!!! სადახარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
მალე მოვა ანა -თეკლა ,,ჩე" და კიდევ გაგვიხარებს გულს თავისი წერილებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:

=ko= =sher=

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩე გლოცავ! იდღეგრძელე მრავალჟამიერ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
დიდი დიდი მადლობა ყველას განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია (ნუ გამაწითლედ:))ჩავეხუტოთ ერთმანეთს და ფურცელზე გადავიტანოთ ესაადა ეს თქვენც ცადედ დარწმუნებული ვარ რომ გულით ნათქვამი ერთი სატყვაც ისეთი ლამაზი გამოგივათ რომ გაგიკვირდებათ.თქვენს სამსახურში მიგულეთ მართლა გულით მიყვარხართ.=sher= =ko=

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
კარგი საყვარელო ნუ გაწითლდი,შეიფერე,ძალიან მაგარი ხარ მართლა,მპუაააა შენა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
საოცარი ფენომენია გაუგზავნელი წერილი.რატომ ვწერთ ან, რატომ არ ვაგზავნით?რა არის ეს? გაშიშვლებული საკუთარი აზრები რომელთა დამალვა გვსურს ,თუ საკუთარი ტკივილისგან განთავისუფლება და მისი ქაღალდისთვის შეტოვება? იქნებ ეს ის ფიქრები და აზრებია, რომელსაც ხმამარლა ვერ ვაღიარებთ, რადგან ამისთვის სითამამე არ გვყოფნის? ალბათ ყოველივე ჩვენთვის იმდენად სანუკვარია, რომ მისი გამხელა არავისთვის არ გვსურს, გარდა უტყვი ქაღალდისა? თანამედროვე კომუნიკაციური ტექნოლოგიების გარემოცვაში ეპისტოლარული ხელოვნება ნაკლებად პოპულარულია. დღეს დღიურებსაც იშვიათად წერენ. ამაში არის რაღაც ნოსტალგიური და ძალიან პირადული...........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Sep 2007
Posts541
კარმა49
OFFLINEPROFILE
სამი წერტილი ყველაფრის მთქმელია.და იდგა ჩუმი ღამე... თუმცა რაღაც ხმაური მაინც არღვევდა ჩუმ და წყვდიად სივრცეს.
წრიალი,მოუსვენარი ბრუნვა ხან ერთ ხან მეორე მხარეს... ისმის ოხვრით ამოძახილი-კიდევ არ ჩანს მთვარე,სანატრელი გახდა მთვარის შუქი,თუნდაც ვარსკვლავები,რომლებსაც თურმე აქამდე ვერ აფასებდა,მაგრამ მხოლოდ ბურუსი და მუქი ფერები-დედა დეე... პასუხი არ ისმის,ყველას ძინავს,ის კი ნატრობს ძილს,მაგრამ ბობოქარი ფიქრი ხომ მხოლოდ მაშინ ძლიერდება,როცა შიშისგან თრთის მისი მსხვერპლი. სწორედ ასე კანკალებდა ის.
ისმის-ჩუმი ამოაძახილი-ბედნიერი ყოფილა ხალხი...
ნატრობდა მოსულიყო ფერადი ფიქრები, რომლებიც მას ფერად სამყაროში გადაიყვანდა.
უცებ მთვარის მკრთალმა შუქმა, მის აფორიაქებულ სახეს მიანათა, თითქოს რაღაც გამამხნევებელს ჰგავდა ეს სხივი, მაგრამ მხოლოდ სევდა მოიტანა.
ისევ ჩუმი ჩურჩული ისმის-რატომ ღმერთო, ნუთუ ძილიც სანატრელია, ბედნიერი ყოფილა ხალხი... ამ საუბარში შიში სავსე მთვარის გამოჩენამ გაფანტა, ახლა ნოსტალგიამ იფეთქა, ახლად შექმნილმა გარემომ, რომანტიკულმა გარემომ უარესად იმოქმედა მასზე.
ისევ ჩურჩულებს-რა იქნებოდა მეც მყოლოდა... არა ჯობს გავჩერდე ბედნიერი ყოფილა ხალხი... უცებ გაურკვეველი მოგონებები გამოჩნდნენ მასში, ჩურჩულებს-რამ გამახსენა, ნეტავ რატომ?| რისი ბრალია საიდან მოვიდნენ ჩემში მე ხომ არ მიფიქრია მათზე.
შეწყვიტა სუნთქვა, მერე კი ერთიანად ამოიხვნეშა-ნუთუ... არა ჯობს გავჩერდე, ჩემთვის სიყვარული აკრძალულია. ბედნიერი ყოფილა ხალხი... შიში უკვე სრულიად გამქრალიყო, ის კი ისევ მისთვის გულში ჩურჩულებდა-არა არ მინდა, რაზე ვფიქრობ, იმაზე თუ როგორი ბედნიერია ხალხი.-მგონი ჯობს დავიძინო.
თვალს ხუჭავს, მაგრამ თითქოს ისევ შიშმა შეიპყრო, მაინც ვერ იძინებს, მაწანწალა ფიქრები თავს არ ანებებს.-ნეტა რა მინდა?| მხოლოდ იმას ხვდება, რომ არც თვითონ იცის ურჩევნია ეძინოს თუ ეღვიძოს, უყვარდეს თუ არ უყვარდეს, ოთახში ოთახში მთვარის შუქი ანათებდეს თუ მკრთალი სხივი აჭყიტებდეს, მგონი რაღაც გამორჩა, მთავარია თავი არ მოიტყუოს, ისინი ხომ მარტო არიან, ის ღამე და მთვარე. და მიხვდა მის ცხოვრებაში დგებოდა ღამე, რომელსაც ასე თეთრად გაათენებდა, ეს უკვე ახალი წუთები იყო ახალკ ცხოვრებაში,მაგრამ რას ნიშნავდა ის?||ამას ალბათ მომდევნო ღამე ეტყოდა.
=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
რა მოხდება შენც რომ ჩემი ნოტებით გესმოდეს??? ნოტები გეტყოდნენ სათქმელს, როგორ თბილად ბნელა არა??? როგორი მგრძნობიარე ხარ, დახუჭე თვალები და მოუსმინე ვიღაცა საქსაფონზე უკრავს …

რა დიდი ძალა აქვს ნოტებს, ძალიან დიდი თუ შენი ფიქრები მოერგება ზუსტად. ფაქიზები არიან, ნაზები, ვერ იტანენ სიყალბეს, უწესრიგობას. მოდიან ერთმანეთის მიყოლებით და მოაქვთ ემოცია, გრძნობა. ძალიან უყვართ ერთმანეთი, ისე უყვართ რომ თუ ერთი გამოგეპარა, მომდევნო ისე აყვირდება რომ იძულებული ხარ აღირო შენი უყურადღებობა. ნოტებში შეყვარებულებიც არიან, ისინი ძალიან განსხვავდებიან სხვა ნოტებისაგან, რადგან იპოვეს ერთმანეთი და შექმნეს აკორდი, ძლიერები არიან ასეთი პატარა ოჯახები და თავმოყვარენი, ვერ იტანენ შეურაცყოფას და თუ გულდასმით არ დაუგდე ყური მათ მობრძანებას, შეგარცხვენენ მელოდიასთან და გაწითლდები. მათ შორის ნაზებიც არიან ზალიან და არიან ამაყებიც. ნაზები პიანოს შვილები არიან და გამოირჩევიან კდემამოსილებით, უმეტესად ჩურჩულით გეუბნებიან სათქმელს. აბა როგორ შეედრება ისინი ფორტეს შვილებს, სიამაყე რომ გამჯდარი აქვთ ბუნებაში და მოდიან და მოარღვევენ რიგებს. ისე დასჭექავენ რომ კაი დედმამის შვილი ხარ და არ გაიგონებ სათქმელს. ნათესავებიც არიან. ხშირად ორი გვარისანი ერთად მოდიან თავისი სამფლობელოებიდან და თითოეყლ გვარს თავისი გასაღები აქვს, “ბანელები” უმეტესად ქვემო უბანში ცხოვრობენ და ძირითადან მიმართულებას აძლევენ მწყობრს.
დავალება აქვს ნოტებს ძალიან დიდი, და თუ არ შესარულებენ თავის მისიას ისე მოკვდებიან, რომ დამტირებელიც არავინ ეყოლებათ, მაგრამ თუ პირიქით მოხდა მაშინ დაისაკუთრებენ სამარადისო სიცოცხლეს…

სანთელიც ჩაიწვა, როგორ მოგეწონა ბოლო აკორდი???? ცეკვისას თუ შეგეძლო ჩაძინება არ მეგონა, რა ნიჭიერი ხარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
sosoias rusi wrote:
ციტატა:
რა მოხდება შენც რომ ჩემი ნოტებით გესმოდეს??? ნოტები გეტყოდნენ სათქმელს, როგორ თბილად ბნელა არა??? როგორი მგრძნობიარე ხარ, დახუჭე თვალები და მოუსმინე ვიღაცა საქსაფონზე უკრავს …

ციტატა:
რა დიდი ძალა აქვს ნოტებს, .

მოდიან ერთმანეთის მიყოლებით და მოაქვთ ემოცია, გრძნობა.

ნოტებში შეყვარებულებიც არიან, ისინი ძალიან განსხვავდებიან სხვა ნოტებისაგან, რადგან იპოვეს ერთმანეთი და შექმნეს აკორდი,

ციტატა:
სანთელიც ჩაიწვა, როგორ მოგეწონა ბოლო აკორდი???? ცეკვისას თუ შეგეძლო ჩაძინება არ მეგონა, რა ნიჭიერი ხარ

რა საინტერესოა მაუსიკის შენეული აღქმა. ასე წერა მხოლოდ იმას შეუძლია ვისაც მუსიკის უზადოდ აღქმის უნარი აქვს...უსაზღვროდ ლამაზია და ძალიან თბილი...

პ.ს. ისე გაგენდო მუსიკა რომელმაც ამხელა ემოცია მოგცა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
სოსოიას რუსო=sher=

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი