|
რომ დაგიჩოქო, დარწმუნდები ჩემს სიყვარულში? მომეფერები? გამიღიმებ? მითხარი, კარგო, რომ შეგევედრო,ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში? თუ ყველაფერი სიგიჟეა,სჯობს დავიკარგო. ო, როგორ მინდა შენს ფეხებთან ერთხელ დავემხო, არ დაგაცადო აღშფოთება, ან გაკვირვება, მაგრამ სად,როდის,როგორ შევძლო შენთან ცრემლის ღვრა, როგორ გაკადრო მე ბედკრულმა შენ შეყვარება. ჩემი ბრალია,თუ გამიხდი ძილში ზმანებად, ჩემი ბრალია,ყურთასმენა თუკი წამერთა, ჩემი ბრალია, ქვეყნად სენს მეტს თუ ვერვის ვხედავ, დამნაშავე ვარ,თუ ამის თქმას ვეღარ გიბედავ. ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს, კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა, გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას ქვეყნად მეც მყავდეს მეგობარი,ო, როგორ მინდა. რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში? მომეფერები? გამიღიმებ? მითხარი კარგო, იქნება სჯობდეს ყველაფერი ჩავიკლა გულში და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო.
|