↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
სოსოიას რუსო, აი ამას არ მივწერდი იმას არასოდეს :)

მოვირგე ნიღაბი ქალის და შემეზარდა...
და შენც დაიჯერე ჩემი ქალობა. მოვირგე იმიტომ რომ გაზრდა მეჩქარებოდა

მოვირგე ნიღაბი ბედნიერის და შემეზარდა...
და შენც გჯერა რომ ბედნიერი ვარ.

მოვირგე ნიღაბი ძლიერი ქალის და შემეძარდა...
და შენც გჯერა ჩემი სიძლიერის

და გჯერა რომ მე ვარ ძლიერი ბედნიერი ქალი და ალბათ უფრო ამიტომ გამწირე დაუსრულებელი მოლოდინის და მარტოობისთვის...

რა ვქნათ ეხლა მე და შენ? გავაგრძელოთ ასე?
გვიანია ნიღბების მოხსნა...წლებია შემეზარდა...
წლებია დავკარგე ნამდვილი სახე...

სხვა რაღა დამრჩენია, ვიქნები ქალი, ვიქნები ძლიერი ქალი და მოგაჩვენებ თავს რომ ასეთ მუდმივ მოლოდინში და მარტოობაში ბედნიერი ვარ....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Oct 2007
Posts630
კარმა55
OFFLINEPROFILE
ჩე წავიკითხე შენი წერილები.ძალიან მაგარი ხარ.მიხარია რო ვიცნობ შენნაირ ადამიანს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ისევ მომენატრე, ისევ გამოვიქეცი შენთან, ისევ მინდა მოგწერო....იცი რა მოხდა დღეს???

ხომ იცი რაღაცნაირად შემომეჩვია ეს უძილო ღამეები, უძილობა სულის კარზე დამიკაკუნებს ხოლმე და შემოსვლას მთხოვს, "მობრძანდი , სტუმარი ღვთისაა!" უმალ გაეპასუხება ჩემი სული(მგონი ესეც მიეჩვია ამ დაუპატიჟებელ სტუმარს და გუნებაში ცოტა არ იყოს ელოდება ხოლმე კიდეც). ხოდა, უძილობასაც მეტი რა უნდა?! შემოვა, ამაყად მოთავსდება ჩემსა და მარტოობას შორის და გააორგულებს ხოლმე ჩემს ერთგულ მარტოობას. ვიღა დაგაძინებს?! ხოდა მეც მივიჩოჩე ჩემი საყვარელი სავარძელი შეჩვეულა დგილს და ცას ავხედე... იქ კი მთვარის ახლოს ახალი ციმციმა ვარსკვალვი გაჩენილიყო:
-გამარჯობა ციმციმა-მივესალმე გულში..

-გაგიმარჯოს! შენ ვინ ხარ???(დამხედა ზემოდან)

-მე ქეთა ვარ

-ქეთა?!

-დიახ ქეთა.შენ სად იყავი ამდენ ხანს რატომ არ შემიმჩნევიხარ??? ახალი ხარ???

-არა, მთლად ახალი არა , ისე ამ ვარსკვლავებზე პარტარა ვარ. სულ რაღაც რამდენიმე ათასეული წლის წინ დავიბადე.მის მერე ვკაშკაშებ და ვკშკაშებ.(გამოიქცა და ფანჯრის რაფაზე ჩამომიჯდა პატარა, ცელქი ვარსკვლავი... თავისი ციმციმა ფეხები მოიკეცა, ზედ იდაყვებით დაეყრდნო, ხელის გულებზე მოციმციმე ნიკაპი ჩამოდო და თვალებში ჩამხედა.მისმა ელვარებამ თვალი მომჭრა და გვერძე გავიხედე, თავისი სიცელქით აღფრთოვანებულმა გულიანად გადაიკისკისა!!!)
- შენ ხომ ადამიანი ხარ???

-კი ადმიანი ვარ!!!

-ეხლა აქ, ყველა ადამიანს სძინავს, შენ რატომ არ გძინავს ქეთა???

-არ ვიცი, არ მეძინება და იმიტომ...

-შენს თვალებში რომ სხივი კრთის მაგას რა ქვია???

-სევდა...

-რა არის სევდა???...

-სევდა?! სევდა ადამიანური შეგრძნებაა როცა რამეზე გული გტკივა, ან ვინმე გენატრება , მაშინ გეუფლება ხოლმე...შენ არ გეცოდინება!

-არაფერიც, ვიცი(გაებუტა ტუჩები).იმიტომ რომ, მეც მენატრება...გინდა ერთი საიდუმლო გითხრა??(არ ვიცი მომეჩვენა თუ მართლადავინახე, რომ უფრო მეტად აელვარდა)

-მინდა!!!

-იცი აქამდე რატომ ვერ მხედავდი???კაშკაში მეზარებოდა, მეძინა.:) ძილში კი ასე კარგად ვერ ვანათებდი.იცი რატომ მეძინა?! გითხრა?! სიზმარს ვხედავდი...სიზმარში მეგობარი მყავდა ლამაზი ,ცისფერი ქუდით და მწვანე კაბით... მესიზმრებოდა, რომ სულ ერთად ვთამაშობდით დედამიწაზე...მაგრამ, აი შეხედე, აი ის,ის(ელვარე თითით მიმანიშნა).. ძალაინ რომ ანათებს. ის მთავარი ვარსკვლავია...ხოდა ერთხელ შემამჩინია და კოპებშეკრულმა მითხრა: თუ ძილს თავს არ დაანებებ და შენს საქმეს არ მიხედავ, ცის კაბადონიდან გაგაძევებ და უკან აღარასოდეს დაგაბრუნებო..ხოდა, მეც მეტი რა ძალა მქონდა?! ავაკშკაშდი და ვცდილობდი არ ჩამძინებოდა.ერთხელ ცის თავლიერება რომ მომბეზრდა დედამიწისკენ ჩამოვიხედე და იქ დავინახე რომ ვიღაც ხელს მიქნევდა.დავაკვირდი და ის ჩემი მეგობარი იყო, სიზმარში რომ ვეთამაშებოდი, იგივე დიდი ცისფერი ქუდითა და მწვანე კაბით...მაშინვე მისკენ გამოვიქეცი...მან კი რა კარგია რომ დამინახეო,რამდენი ხანია ხელს გიქნევო. ამდენ ხანს ვერ მამჩენვდი იმიტომ რომ ცოტას ანათებდი.მეც ძილში გელაპარაკებოდი და გეთამაშებოდიო.. ეხლა კი რომ აკაშკაშდი,ეს ყვავილებიანი მინდორი გაანათე და მეც შემამჩნიეო.იმის შემდეგ დაღამება აღარ მეჯავრებოდა, აღარც გაკაშკაშება...დედამიწაზე ჩამოვდიოდი და მის მინდორში ვთამაშობდით, მის მეგობარ იებთან ერთად....მართლა, არ ვიცი გითხარი თუ არა, ჩემს მეგობარსაც ია ჰქვია... ხომ მშვენიერი სახელია? თითონაც საოცრად ნაზი და ლამაზია...რატომ იღიმი? მართლა ლამაზია...ეხლა ზამთარი მოდის, ია იმ ბელტს ამოეფარა...მე კი ვიცი რომ მას სიბნელის და მარტოობის ეშინია, ამიტომ მთელი ძალით ვანათებ, რომ იგრძნოს რომ მე მის გვერდით ვარ და ველოდები გაზაფხულს...მანამდე კი ია ყოველ საღამოს წერილებს მწერს და მთვარის შუქს ატანს ჩემამდე...მე სულმოუთქმელად ვკითხულობ მათ, ვიცი რომ მალე გაზაფხულდება, ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით და დღე სიზმრებში ,ხოლო ღამით კი მინდორში ვითამაშებთ.ეს ნამდვიად ვიცი....მაგრამ მაინც უზომოდ მენატრება .... აი ასე...ხომ, მიხვდი ეხლა რომ ჩვენც გვცოდნია სევდა... წამოდგა: უნდა წავიდე თორემ ის დიდი ვარსკვლავი გამიბრაზდება, ადამინებთან ლაპარაკი აკრძალული გვაქვს...არ მოიწყინო ქეთა......გასაფრენად გამზადებულმა მოიხედა, შემომღიმა და მითხრა იცი ქეთა , შენმა თვალებმა მითხრეს,რომ შენც გეშინია სიბნელის და გძულს მარტოობა... მე შენ აღარასოდეს დაგტოვებ მარტო...მე ეხლა ორმაგად გავანათებ, იმიტომ რომ შენთვისაც უნდა გავანათო...მე შენი მეგობარი ვიქნები ცაზე...

-ციმციმ-მოხვალ კიდევ?!

-ყოველ ღამე მოვალ, ვარსკვალევები მეგობრებს არ ტოვებენ!!!!

რა ცუდია რომ შენ ჩემთან არ იყავი და ციმციმა ვერ ნახე...არა უშავს სამაგიეროდ მოგწერე...ისე, შენთან რაღაც დავაბარე, შემპირდა გადავცემო...ნეტავ ხომ არ დაავიწყდა????

(აი შენ კიდევ ერთი-ზღაპარ წერილი.რომელსაც ვერასოდეს წაიკითავ ალბათ .ესეც იმწაუკითავი წერილების კოლექცაიში დაივანებს ერთხანს, მერე კი გულგადაუშლელად განადგურდება.

უფ, რამდენი გესაუბრე..მშვიდობიან ღამეს, ნებიერ ძილს და
ბედნიერი დღის გათენებას გისურვებ, ჩემო....):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts326
კარმა50
OFFLINEPROFILE
არა არ დაავიწყდა ,მეც ვუცდიდი ციმციმას.მოვიდა მომეფერა და მითხრა ...
შენსავით

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:
ციტატა:
ისე შენთან რაღაც დავაბარე, შემპირდა გადავცემო...ნეტავ ხომ არ დაავიწყდა????

არ დაავიწყდება, მე ჩამოვართმევ პირობას:)

კიდევ რომ მოვა ციმციმა იცოდე არ გამოგვაპაროოოო =ch

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
Nia_ko wrote:
ციტატა:
სხვა რაღა დამრჩენია, ვიქნები ქალი, ვიქნები ძლიერი ქალი და მოგაჩვენებ თავს რომ ასეთ მუდმივ მოლოდინში და მარტოობაში ბედნიერი ვარ....

რაც არ უნდა ეცადო, ვერ მოაჩვენებ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Sep 2007
Posts541
კარმა49
OFFLINEPROFILE
tikiki wrote:
ციტატა:
ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ:(

რა 80 წლის ბებერივით ამოიოხრე ჰა? =lol= =lol= =lol=

ქეთა მაგარი ხარ ძააააან!!! თიკო შენც :side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
მადლობა გიგა,ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
Gi_ga wrote:
ციტატა:
და მიხვდა მის ცხოვრებაში დგებოდა ღამე, რომელსაც ასე თეთრად გაათენებდა, ეს უკვე ახალი წუთები იყო ახალკ ცხოვრებაში,მაგრამ რას ნიშნავდა ის?||ამას ალბათ მომდევნო ღამე ეტყოდა.
=tavfx=

:)და რას ნიშნავდა ის???=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
სიცოცხლეზე მეტად მიყვარს,იმის გარეშე ყოველი წამი ჯოჯოხეთია ჩემთვის,სხვანაირად მიყვარს მართლა სხვანაირად,ხანდახან მგონია რომ ჩემსავით სიყვარული არავის შეუძლია.ახლობელმა მითხრა გუშინ მაინც დაფიქრდი იქნებ ვინმეს შენზე მეტად უყვარს,ეცადე რომ დაივიწყო და იმას დაუთმე ვინც შენზე მეტად შეძლებს მის სიყვარულსო და დავფიქრდი და იცი რა ვუპასუხე?მართლა გულწრფელად? მაშინ თავად ღმერთი ყოფილა მეთქი.ვერც კი წარმომიდგენია რომ ჩემზე მეტად ვინმეს უყვარს, შეუძლებელია ყოვლად შეუძლებელი.
თავდაჯერებული ხარ ძაანო მეტყვით.
ცუდია?
მე მართლა უზომოდ მიყვარს.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Oct 2007
Posts630
კარმა55
OFFLINEPROFILE
=bf= =mq

ნეტა ვინაა ეგ ბედნიერი ჩე?ასეთ ლამაზ სიტყვებს ვის უძღვნი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
=ko= ჩე ძალიან მაგარი ხარ,მეც მაინტერესებს ვის უძღვნი ამ წერილებს,არადა აშკარად ვიღაცისთვის წერ,ვამაყობ შენით
=bf= =mt =mq

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ღამის წყნარ მდუმარებაში შენზე ვფიქრობ, წვიმის წვეთები შენს თავს მაგონებს, თითქოს შენი ხმა მესმის , შენი ჩურჩული, ნეტავ იცოდე როგორ მენატრები, სული მტკივა , ოჰ, როგორ არ მინდა შენთან განშორება, მეშინია სიმარტოვის, მიჭირს უშენობა, მოგონებები გულს მისერავენ, მიკვირს როგორ მოგეჩვიე ასე უცებ, როგორ მოგენდე ჩემი არსებით, შენ ჩემი გული მთლიანად დაჩრდილე , არ მშორდება შენი სახე, შენი ლანდი თან დამდევს ყველგან , მაგრამ ეს მხოლოდ ლანდია . ყოველი ღამე თენდება , მაგრამ სევდა არ მშორდება, ყოველი ღამე , ყველაფერი შენს თავს მაგონებს, სიზმარი არ მავიწყებს შენს თავს.=ko=
ვგრძნობ უსაშველოდ მენატრები, გიხსენებ და რაღაც მაფორიაქებს, მოსვენებას არ მაძლევს
- ეს ხომ მხოლოდ შენი სიყვარულია ..............ძალიან მიყვარხარ . ვიცი ამ წერილს შენ უსათუოდ წაიკითხავ, გთხოვ შეინახე ეს წერილი , ეს სიტყვები შენ გეკუთვნის და სხვას არავის.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
che wrote:
ციტატა:
ღამის წყნარ მდუმარებაში შენზე ვფიქრობ, წვიმის წვეთები შენს თავს მაგონებს, თითქოს შენი ხმა მესმის , შენი ჩურჩული, ნეტავ იცოდე როგორ მენატრები, სული მტკივა , ოჰ, როგორ არ მინდა შენთან განშორება, მეშინია სიმარტოვის, მიჭირს უშენობა, მოგონებები გულს მისერავენ, მიკვირს როგორ მოგეჩვიე ასე უცებ, როგორ მოგენდე ჩემი არსებით, შენ ჩემი გული მთლიანად დაჩრდილე , არ მშორდება შენი სახე, შენი ლანდი თან დამდევს ყველგან , მაგრამ ეს მხოლოდ ლანდია . ყოველი ღამე თენდება , მაგრამ სევდა არ მშორდება, ყოველი ღამე , ყველაფერი შენს თავს მაგონებს, სიზმარი არ მავიწყებს შენს თავს. ........................ვგრძნობ უსაშველოდ მენატრები, გიხსენებ და რაღაც მაფორიაქებს, მოსვენებას არ მაძლევს - ეს ხომ მხოლოდ შენი სიყვარულია ..............ძალიან მიყვარხარ .=070 ვიცი ამ წერილს შენ უსათუოდ წაიკითხავ, გთხოვ შეინახე ეს წერილი , ეს სიტყვები შენ გეკუთვნის და სხვას არავის.''

აუ უგვრძნია კაცს =bw. მართლა ეგრე მწარეთ ხარ შეყვარებული? =mdaa=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი