↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რა არის სამშობლოს სიყვარული?


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 76 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Jun 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
სამშობლოს არვის წავართმევთ
ნურც ნურვინ შაგვეცილება
თორემ ისეთ დღეს დავაყრით
მტერსაც კი გაეცინება!!!

ეს სტყვები მხოლოდ ნაღდ ერს ეკუთვნის,რომელსაც დიდი მოთმენა შეუძლია, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს!!!!
გაუმარჯოს დიდი ილიას,ქაქუცას,მერაბის და ზვიადის ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს!!! ამინ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
ანა -ტეკლა უჯიგრესობა ხარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
არა რა, მაინც რა მაგრები ვართ ქართველები ლაპარაკში....

ბრტყელ-ბრტყელ ლოზუნგებში, სამშობლოს და ოჯახის სიყვარულზე დიიიიდი სადღეგრძელოების თქმაში...

არსად ამდენს არ ლაპარაკობენ...სამწუხაროდ მარტო ლაპარაკობენ....
საქმე???

ასე რო გვიყვარს ეს სამშობლო, ერთმა მაინც თქვას აქ მყოფმა რა გაუკეთებიათ ამ საცოდავი სამშობლოსთვის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მადლობ ფოცხვერ! გაიხარეთ ყველა ქართველმა, გავძლიერდეთ და გავმრავლდეთ

ნიაკო ჩემო კარგო, სიკეთეს, და გაკეთებულ საქმეს არ უხდება აფიშირება მემგონი დამეთანხმები და თუ ვცდები ამიხსენი . გეფერები ჩემო ქართველო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
მადლობ ფოცხვერ! გაიხარეთ ყველა ქართველმა, გავძლიერდეთ და გავმრავლდეთ

ნიაკო ჩემო კარგო, სიკეთეს, და გაკეთებულ საქმეს არ უხდება აფიშირება მემგონი დამეთანხმები და თუ ვცდები ამიხსენი . გეფერები ჩემო ქართველო.

ხო რა ვიცი... შეიძლება მეც ვცდები ან პატრიოტიზმი სულ სხვა რამე მგონია ვიდრე ღვინის ჭიქით ხელში ბლაჰ...ბლაჰ..ბლაჰ-ში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ 1000 პროცენტით სუფრაზე პირფერობა ახასიათებს ქართველობას , პატრიოტიზმი სულ სხვა მცნებაა, დიდი გმირობა თავდადება, თავგანწირვაა საჭირო .გმირობა ერთეულების ხვედრია . პატრიოტობაკი შეგვიძლია თუ სამსობლოს სიყვარულით ვარტ ანთებული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ვით თეთრი აფრა ჩაძირულ გემზე,
ისე უმიზნოდ ფართხალებს ეს მზე...
ჩვენ საქართველო ვფლითეთ და ვკემსეთ,
ვით თეთრი აფრა ჩაძირულ გემზე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
ერთი ერი მითხარით,რომელსაც ქართველზე ძლიერი ნოსტალგია ქონდეს სამშობლოს მიმართ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ჩვენ კი გვიყვარს სამშობლო, მაგრამ საკითხავია, ჩვენ თუ ვუყვარვართ ჩვენ სამშობლოს???????

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined15 Jan 2008
Posts52
კარმა52
OFFLINEPROFILE
ისე რა მაგის პასუხია თქვენ რომ აქ თემა გაქვთ გააქტიურებული,მაგრამ მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე რადგან იქ არავინ ყურადღება არ მიაქცია რატომღაც,ისე თუ ნებას დამრთავთ რამდენიმე კომენტარსაც დავურთავ რომლებიც ასევე ამ გვერდძე ამოვიკითხე .
tranger said:
სად ხართ პატრიოტიზმით სულ აბობოქრებულო დესპანელებო? ფორუმში იქნებით უეჭველი და გეხუტუნე-გენათალეს ძახილით უმტკიცებთ ერთმანეთს ქართველობას ალბათ.ფორუმში რომ ირტყავენ მჯიღებს მკერდში ფოცხვერი და კიდევ მისთანა ბევრი სხვა,ქართველობა მაძღარ კუჭზე სიმღერა და ბრტყელ-ბრტყელებით დედულეთ მამულეთის სილამაზის გადმოცემა არაა მარტო.თქვენი თანამემამულის ტკივილიც უნდა გეტკინოთ და დაეხმაროთ.ამაზრზენია თქვენი მოსმენა როდესაც ქართველობასა და კაცთმოყვარეობაზე დებთ თავს და სადაც საჭირო ხართ იქიდან კუდამოძუებულები მიიძურწებით.ერთ თემას არ ტოვებთ პოლიტიკაზე ისე რომ 200 კომენტარი მაინც არ გააკეთოთ.ფორუმში ხომ გეხუტუნე გაკოცე და წელში შეგვარდიო ეშაქრებით ერთმანეთს.ამ თემას კი რატომღაც ყველამ იგნორი გაუკეთა(არ ვგულისხმობ იმ 2 თუ 3 კაცს აქედან ესმესებით რომ ცდილობდნენ დახმარებას).ალბათ თვალი გადაავლეთ,ერთი ორი წაივიშვიშეთ და ახლა უკვე ფორუმში საქართველოს და ქართველების სიყვარულით გულანთებულები ქოთქოთობთ გმირ წინაპრებზე.ესეა ეს და ახლა ნუ გამომიხვალთ მამალი ყოჩები და ნუ დაიწყებთ თავის მართლებასა და ჩემს გალანძღვას.ბევრი თქვენთაგანი მხოლოდ ვირტუალურ სამყაროშია ლომი და ფოცხვერი ,რეალობაში კი მხოლოდ საკუთარი კუჭის სიმაძღრე ადარდებს .ოხუნჯობა და ცეკვა თამაშით ვერ დატოვებთ ისეთ ნაკვალევს აი იმ გმირი წინაპრებისას რომ ახსენებთ ხშირხშირად .დახმარების ხელიც გაუწოდეთ გაჭირვებულს,დალხინე ბულის გასაცნობად ხელის გაწვდენას რა უნდა
January 25, 2008
elchi said:
stranger- ar pasuxobs telefoni. gaige zmao, ar vici sxvisi, magram darwmunebuli var bevrma sinja darekva, magram ver daukavshirdi veravis.
January 25, 2008
elchi said:
is sheni bolo komentari ar mqonda cakitxuli. shen, xom ar daukvirdebodi ras laparakob. me ar minda da veravin maizulebs igive gipasuxo rac shen daroshe. eeeeeeeee cota azrze modi she tartarozo. es xalxi, miuxedavad imisa, saqartvelodan shors cxovroben da moshorebulebi arian tavis samshoblos, es adamianebi arian vinc mosaxleobis did nawils inaxavs da muxlebze dachoqili loculobs saqartveloshi dabrunebas. chventvis erti lari araferi ar aris ubralod ver movzebnet kavshiri.
January 26, 2008
stranger said:
მე ჩემი სათქმელი გითხარით ,ის რაც ასე თვალში საცემია და აწი რამდენი შენნაირი გამოტყვრება ყველას პასუხს ვერ გაგცემთ,თუნდაც იმიტომ რომ აზრი არა აქვს.ზოგიერთებისთვის სამშობლოს სიყვარული სუფრაზე ფართოდ გაშლილ ხელებსიქით არ მიდის.მაინც დავკონკრეტდები,შენი ანს რომ ინახავ და მშიერი არ გყავს იქ ამაშიგასაკივირი არაფერი არარის და ვერც შენი ნოსტალგიით დაამტკიცებ პატრიოტიზმს.თუკი სხვა თემებზე არ გელევათ სათქმელი აქ ყველამ ასე ერთსულოვნად იგნორი როგორ გააკეთეთ .მოკლედ რომ ვთქვათ აღარ მინდა ამ თემაზე გაგრძელება თუნდაც იმიტომ რომ ვინც უფრო მეტად ამოიცნობს საკუთარ თავს ის უფრო მეტი მონდომებით დაიშენს მკერდში მჯიღებს რომ საპირისპირო დაამტკიცოს.კარგად ვიცნობ თქვენნაირ კუანა თევზებს (თუმცა ყველას არ ვგულისხმობ).ქვეყნის ისტორია მხოლოდ თავის მოსაწონებლად გაქვთ დაზუთხული რომ ბრტყელბრტყელი სადღეგრძელოების დროს მარჯვედ მოიშველიოთ.სადაც საჭირო ხართ იქიდან კი შეუმჩნევლად იცურცლებით.და კიდევ ერთი, ეხლა ჩემი გალანძღვით კი ნუ დაუმტკიცებთ ერთმანეთს მაგარ ტიპობას,საკუთარ თავს შეეკითხეთ, მხოლდ ზარების გაშვებით კი არა სერიოზული თანხის(თუნდაც 100$) გადარიცხვით დახმარებას რატომ არ ცდილობთ?უამრავ პასუხს მოუძებნით ამ შეკითხვას და სანამ ახლა მე დამიშენდეთ საკუთარი სახიდან აგლესილ ტალახს ,მანამ საკუთარ გულის პასუხებს ჩაუღრმავდით.
January 26, 2008
stranger said:
elchi."ჩვენთვის ერთი ლარი არაფერი არარის",აი მაგ შენს ორ სიტყვაში ჩანს შენი და შენნაირების "სულგრძელობის" მთელი ლოგიკა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Oct 2007
Posts325
კარმა57
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ სიმართლეც არის stranger ის სიტყვებში :( და ქვა მართლა იმან ისროლოს ვისაც ამის უფლება აქვს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
manianna wrote:
ციტატა:
სამწუხაროდ სიმართლეც არის stranger ის სიტყვებში :( და ქვა მართლა იმან ისროლოს ვისაც ამის უფლება აქვს
მანიანნა,ერთი ამბავი მინდა მოგიყვე,თან მეუხერხულება,მაგრამ რატომ ვყვები გამიგებ ალბათ შენც და სხვაც ამის წამკითხავი.სიკვდილი კარს სად,როდის და ვის მოგვადგება,არავინ ვიცით,ხოდა ერთი ახალგაზრდა დაიღუპა ემიგრაციაში.ახალი ჩამოსული იყო და ნაცნობების სიმრავლეს ნამდვილად არ განიცდიდა,თუკი ვინმეს ყურს მიწვდა მისი დაღუპვის ამბავი,არავის უკან არ დაუხევია,ფული იმდენი შეგროვდა, მისი გადასვენებისთვისაც საკმარისი იყო და ოჯახისთვისაც უნდა გაეგზავნათ.პრობლემა იყო მხოლოდ-საბუთები არ ქონდა მიცვალებულს წესრიგში და საქმეს ეს აჭიანურებდა.იქედან კიდე ახლობლები ლანძღვა-გინებით რეკავდნენ,გაწყვეტამდე ხართ მანდ ქართველები და მიცვალებულს ვერ გვიგზავნითო.ალალი იყოს იმ საწყალზე თითოეული კაპიკი და აცხონოს ღმერთმა,მაგრამ უმადურობაც საშინელებაა.
აქური ტანჯვა-წამება და ტკივილი რომ იგრძნოს ადამიანმა,იგივე უნდა გამოსცადოს,თორემ ისე ვერაფრით გაგვიგებს.და კიდევ ერთი,ეტყობა სტრენჟერიც საქართველოში დარჩენილთა იმ კატეგორიას განეკუთნება,რომ იძახიან:უცხოეთში ვინც თავი ამოყო,გამდიდრებულია და ეგ არისო

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined15 Jan 2008
Posts52
კარმა52
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ მეც ბევრი სიმართლე დავინახე სტრენჯერის კომენტარში .მემგონი ეს წერილი ბევრს გამოსაფხიზლებლად სჭირდება.ალბათ ყველა არ უგულისხმია და ისე სიმარტლეც რომ ბევრი სტქვა ეგ ხომ ფაქტიქა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Oct 2007
Posts325
კარმა57
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
manianna wrote:
ციტატა:
სამწუხაროდ სიმართლეც არის stranger ის სიტყვებში :( და ქვა მართლა იმან ისროლო ს ვისაც ამის უფლება აქვს
მანიანნა,ერთი ამბავი მინდა მოგიყვე,თან მეუხერხულება,მაგრამ რატომ ვყვები გამიგებ ალბათ შენც და სხვაც ამის წამკითხავი.სიკვდილი კარს სად,როდის და ვის მოგვადგება,არავინ ვიცით,ხოდა ერთი ახალგაზრდა დაიღუპა ემიგრაციაში.ახალი ჩამოსული იყო და ნაცნობების სიმრავლეს ნამდვილად არ განიცდიდა,თუკი ვინმეს ყურს მიწვდა მისი დაღუპვის ამბავი,არავის უკან არ დაუხევია,ფული იმდენი შეგროვდა, მისი გადასვენებისთვისაც საკმარისი იყო და ოჯახისთვისაც უნდა გაეგზავნათ.პრობლემა იყო მხოლოდ-საბუთები არ ქონდა მიცვალებულს წესრიგში და საქმეს ეს აჭიანურებდა.იქედან კიდე ახლობლები ლანძღვა-გინებით რეკავდნენ,გაწყვეტამდე ხართ მანდ ქართველები და მიცვალებულს ვერ გვიგზავნითო.ალალი იყოს იმ საწყალზე თითოეული კაპიკი და აცხონოს ღმერთმა,მაგრამ უმადურობაც საშინელებაა.
აქური ტანჯვა-წამება და ტკივილი რომ იგრძნოს ადამიანმა,იგივე უნდა გამოსცადოს,თორემ ისე ვერაფრით გაგვიგებს.და კიდევ ერთი,ეტყობა სტრენჟერიც საქართველოში დარჩენილთა იმ კატეგორიას განეკუთნება,რომ იძახიან:უცხოეთში ვინც თავი ამოყო,გამდიდრებულია და ეგ არისო

ეხ nanano :) ანალოგიური ისტორია მე შემიძლია მოგიყვე. მეც ახალი ჩამოსული ვიყავი და შემთხვევით წავაწყდი ქართველ ქალს საავადმყოფოში Brooklyn ში და შენ წარმოიდგინე ერთი მე მივდიოდი და ვუვლიდი. კვდებოდა უპატრონოდ და მე მეუბნებოდნენ ექიმები ხელი მოაწერე რომ აპარატი გამოვრთოთო და მე ჩამოვიყვანე მაგის ძმა თბილისიდან(რაც ძალიან დიდი ნერვების ფასად დამიჯდა) როცა დაიღუპა და ფულის შეკრება დავიცყე გადასვენების შენ წარმოიდგინე ბევრი ქართველი გამოჩნდა რომელმაც თქვა აფერისტია ვიღაც და ფულებს კრებსო. ქალს სახელად დინორა ერქვა გვარი ნამდვილად არ მახსოვს.ასე რომ ნამდვილად ვერ გამაკვირვებს ვერავინ ვერც გვერდით დგომით და ვერც გაჭირვებით. და რაც შეეხება stranger ის სიტყვებს, კიდევ ვიმეორებ სამწუხაროდ ბევრი სიმართლეა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
იცით რა არის ხალხო?... გაჭირვებულს როგორ არ უნდა დაეხმარო ადამიანი მაგრამ განა ყველას აქვთ საშუალება ამისი? სტრანგერ მეგობარო ყველას რომ ასე გადაგვისვი ხაზი იქნებ იმ ადამიანებიდან შენ რომ ჩამოთვალე იქეთ საჭიროებენ დახმარებას. რაღამც უცხოეთში ვართ როდი ნიშნავს რომ გვაწვიმს დოლარები და ევროები თავზე... ამაზეც დაფიქრდი რა და ნუ განგვიკითხავ. რამდენი ადამიანი ვალითაა ჩამოსული და ვერ ისტუმრებს იმდენი აქვს და უკანაც ვერ ბრუნდება ამის გამო, ზოგი უპატრონოდააა თავის თავის ანაბარა, ბედს მინდობილი წელებზე ფეხს იდგამს რომ მისი ოჯახი შიმშილისაგან იხსნას, ალბათ 80% მაინც აქ შემოსული ემიგრანტი არალეგალია და ისეთ სამუშაოებზე მუშაობს რაც საკმარისია მხოლოდ იმისათვის რომ არსებითი საციცოხლო პრობლემები მოაგვაროს.

განა მასე ქვის გული გვაქვს რომ საწყალი ზუკას გაჭირვება გულზე ვერ მიგვიტანია?... არა მგონია მეგობარო ასეთი გულქვები ვიყვეთ. პირადად ვცდადე დარეკვა მაგ ნომრებზე და ავტომოპასუხე ირთვება რომ ნომერი შეცდომითაა და მომხმარებელი მასეთი არ არსებობს. ხომ არ სჯობდა დავადგინოთ რაშია საქმე ნომერთან დაკავშირებით, შევასწოროთ ნომერი და ბევრი დარეკავს და მცირე წყვილს შეიტანს მაგ პატარა ანგელოზის გადასარჩენად. გარდა ამისა უნდა იცოდე რომ ქართველების 80% მაინც ოჯახებში ლივინგით მუსაობს და გარეთ თვეების განმავლობაში ვერ გადიან, თუნდაც ბანკში რომ მივიდეს ზოგს ამის დროც არ რჩება, ამიტომ ჩვენი გაჭირვებაც გვეყოფა ემიგრაციაში და კიდევ მასეთ დანაშაულს ნუ მოგვაწერ...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 76 posts ] 
რა არის სამშობლოს სიყვარული?
დესპანი