↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
მინდა შეგისუნთქო
თამბაქოს კვამლივით,
ჩემი თმის შეხებით
მინდა რომ გაგათბო.
მინდა შენს მკლავებში
ჩავეშვა დაღლილი,
შენ კი, დაბნეული,
სიმშვიდით ამავსო.
მინდა საჰარაზე
მომიყვე ამბები,
ჩვენი შეხვედრები
ჩადრის ქვეშ დავმალოთ,
მინდა შენთან ერთად
დავთვალო ჭადრები,
ჩემი ყველა ფიქრი,
სურვილი გაგანდო.
მინდა შეგისუნთქო
თამბაქოს კვამლივით,
ავადმყოფ ფილტვებში
ჰაერით გაგათბო,
წელზე შემომხვიო
ხელები გაშლილი,
სუსტი, ცრემლიანი,
სიმშვიდით ამავსო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი
და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების.
მოგონებები, წამიერი ელვა ცხოვრების,
და ზღვის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები.

ჩვენი შეხვედრა, მოგონება, კვალი წაშლილი,
პატარა გრძნობა, სიყვარულის მხოლოდ ნაწილი;
ცხელ უდაბნოში გზად ნაპოვნი ვარდი გაშლილი,
სხვის მოლოდინში დაკარგული და გადაღლილი.

შენი ოთახის გამოღებულ ფართო ფანჯრებში
ჩანს სილუეტი გარს მოცული იდუმალებით;
გამოღებული დაგრჩენია გულის კარები,
შენი ღიმილის ანარეკლი ჩანს სხვის თვალებში.

მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი
და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების.
ჩვენი შეხვედრა, წამიერი ელვა ცხოვრების
და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები.
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined31 Oct 2007
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
სილამაზეში არ ეძებო სიყვარული,
არამედ სიყვარულში ეძებე სილამაზე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
არაფრისაგან ყველაფერი არ უნდა შექმნა
რადგან სულ ბოლოს იგი მაინც არაფერია,
დღესაც არ ვიცი შენს გარეშე რა უნდა მექნა
გარეშე შენდა არსებობა საშინელია...
მთვარე კი გარეთ ისევ ართობს მტირალა ღამეს
და თვალებიდან ვარსკვლავების ცრემლები მცვივა
ნუ დაბრუნდები, ნუ შემინდობ ნუ შემიყვარებ ,
თორემ რაღაცა ვიცი ისევ არ გამოგვივა
და გადავყვები სადღაც გამქრალ არაფრის იმედს
არაფრისაგან გამოგონილ უცხო ზმანებებს
არაფრის ბოლო თუკი მაინც არაფერია
სანამ შენ წახვალ მე თვითონვე თავს დაგანებებ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
,,ეს ნიჭი არაა...ეს სიყვარულია,გულიდან გადმობეჭდილი...
სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი....
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული.
ეს,ლექსი არა...სიტყვებია, გულიდან ამოხეული.
ეს ნიჭი არაა,დამიჯერე...გულია გადარეული..
მონატრებაა,შეშლილი და გზააბნეული.
არა,მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული....
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული,,


სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined31 Oct 2007
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
სადღაც უკან ნაკადულის ჩქამია
მთვარე ფანტავს ფერიების სიცილს
სიყვარული ეს ისეთი რამეა
საიდუმლო ბილიკები იცის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined31 Oct 2007
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიცოცხლე- შანსია მიიღე,
სიცოცხლე- სილამაზეა შეიყვარე,
სიცოცხლე- ნეტარებაა იგემე,
სიცოცხლე- ოცნებაა აიხდინე,
სიცოცხლე- გამოცანაა შეხვდი,
სიცოცხლე- მოვალეობაა შეასრულე,
სიცოცხლე- განძია დაიფარე,
სიცოცხლე- სიმდიდრეა გაუფრთხილდი,
სიცოცხლე- სიხარულია დატკბი.
სიცოცხლე- საიდუმლოა აღმოაჩინე,
სიცოცხლე- სევდაა გადალახე,
სიცოცხლე- ბრძოლაა იცოცხლე,
სიცოცხლე- თავგადასავალია გარისკე,
სიცოცხლე- ბედნიერებაა დაიმახსოვრე.
სიცოცხლე- მადლია დაიცავი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
goglika55 wrote:
ციტატა:
ჩემია))))

უყურებ ცას ვხედავ მთვარეს!
უყურებ ვარსკვლავს,ვხედავ ღამეს!
გიყურებ შენ და ვფიქრობ რამდენს!
ნეტავი თუ შევძლებ შენს გარეშე რამეს!!!

ციტატა:
ჩემია))))

Image გიგა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
არაფერი გამოდგება სიყვარულის წამალად
კაცმა ჭირი რომ დამალოს
ჭირი თავს არ დამალავს.

სიყვარულსო. . ვითა ცხენსო. . .
როგორ ბრძანებთ ბატონო?
არ დამალა სიყვარულმა
თავი ეს უპატრონო.

ზღვას დამალავ,
მთას დამალავ,
ვარსკვლავების ამალას,
რას იტყვი რო ვერ დამალო
რასაც გინდა დამალავ.

ისეთები დაუმალავთ
ცხენი რა სათქმელია
მაგრამ თუკი მართლა გიყვარს
წარ-მო-უდგ-ენ-ელ-ია. . .

სიყვარული რომ დამალო
ბატონია-მონა ხარ,
აგატირებს, აგამღერებს
და გასაფრენს მონახავს.

ვერ დამალავ გეუბნები
ბატონია მსახურებ
გულიდან რომ კარს გამოხსნის
ლექსში გაიჯახუნებს.

იმის მადლი არ გაგიწყრეთ,
არ მოტყუვდეთ არავინ
არ დამალოთ მაგ მშვენიერს
რა სჭირს დასამალავი.

ნუ შეაბავთ ფრთაზე ლოდებს,
ნუ ჩაუყრით სამანებს.
თქვენ თუ დამმალავები ხართ
უგულობა დამალეთ.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
საფიქრალი ამიშალა
შემოდგომამ,
მინდა მხარში უსათუოდ
შე- მო-დგო-მა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
არ მინდა ვიფიქრო შენზე,
რატომღაც მეშინია ფიქრის,
"შენ გიყვარს" მომკივის ქარი,
მომკივის და სადღაც მიჰქრის....

მინდა დავემალო ფიქრებს,
ჩრდილში მოავაქციო სახე,
რომ არ წაიკითხო უცებ.
ის, რაც ამდენ ხანს ვმალე...

არ მინდა ვიფიქრო შენზე
და მაინც მომკივის ქარი...
შენ გიყვარს, შენ გიყვარს, გ ი ყ ვ ა რ ს
ჩურჩულებს ყოველი წამი...

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ლოცვა

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;

არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,

არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…

არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,

შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,

რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,

გთხოვდე: “შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”

ილია ჭავჭავაძე


Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
პეშვით მოეტანა შემოდგომას
ხვავი გალეწილი პურის ყანის,
გაკემსილ ჯიბეზე ასდიოდა
სუნი შენელებულ კვაწარახის.
ზურგზე შემოედგა თივის ზვინი,
ღაწვზე მზის ამბორი შერჩენოდა,
ჭიგოზე დახეულ ჩითის პერანგს
ცოტა გახუნება შერეოდა...
ციცქა-ცოლიკოურ შხეფს ნატრობდა
ქვევრი სიფხიზლისგან დაღალული,
დილა ნედლი იყო სიმინდივით,
ღამე-ჭრიჭინებით გათანგული.
იყო რაღაც მაგრამ, არც რა იყო...
უშენოდ ყოფა შესაფერი,
სანამ დასწყებია ამინდს ბნედა,
სანამ დამავიწყდა ყველაფერი...
მოხვალ თუ არ ვიცი,დარდს გადავყვე?
ვეღარ გამიგია ვ ე რ ა ფ ე რ ი....

:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მე და მარტი

სიგიჟეში შევეჯიბრეთ მე და მარტი,
მან მზე შეიყვარა- მე შენ შემიყვარდი,
იებში აყვავდა- სულში აგიყვავდი,
კვირტებში ჩასახლდა -გულში ჩაგისახლდი,
ფიფქებად დავარდა -თვალში ჩაგივარდი,
მზე ღრუბლით ადარდა -მეც ტირილით გკლავდი,
მერცხალს ცაუსაფრდა - ფიქრში ჩაგისაფრდი,
ერთად შევიშალეთ მართლა ორი ქალი,
......................................................

მარტი გაიპარა, მე კი შენში დავრჩი!

პ.ს. ესეც და წინა ლექსიც ნინო ქადაგიძისააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები,
როგორც შენს თვალებში ჭინკები,
გვიდგას სიყვარულით, გალაღებით,
გრძნობით ავსებული ჭიქები.
ბახუსს გაუშლია ჭრელი აფრა,
ძმები ღვინოს ვსვამთ და ვღვინდებით,
შემთვრალს უფრო ხშირად, უფრო მძაფრად,
უფრო მენატრები, მინდები.
ჰოი, ეს ეჭვები დამახრჩობენ,
ვინ იცის, სად, ვისთან იქნები...
... ცაზე ვარსკვლავები თამაშობენ,
როგორც შენს თვალებში ჭინკები.

გელა დაიაური

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი