↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

უშენოდ წამიც კი ვერ მომითმენია
და მაინც გაგირბივარ... წარმოგიდგენია ?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
სჰენ გენაცვალე ქეტა. რა ლამაზ ლეკსებს მოიტან ხოლმე. ცჰემ ახალგაზრდობას მაგონებ და ამისტვის მადლობას გიხდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
მე მენატრება,ჩემი სახლ-კარი
ჩემი ოთახი, ლამაზი, პატარა,
და იმ ოთახში დედის ნათქვამი
"ტკბილად იძინე ჩემო პატარავ"

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა
და
დრო
გადიოდა.

ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში…

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი…

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდნენ,
და…
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული

და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ლალი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!სურათი აღარ არსებობს

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მტკვარი
უსიტყვოდ მოსთქვამს ივერთ მდინარე...
ცდილობს,არ გახდეს გუბე მძინარე...
არ იმჩნევს დაღლას, ფურთხს და მინარევს...
იმედად ახსოვს დღენი წინარე...
მაგრამ დროის რიგს უკან ვინ არევს?!_
და_ყველაფრიდან გამომდინარე_
უსიტყვოდ მოსთქვამს ივერთ მდინარე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
liana wrote:
ციტატა:
სჰენ გენაცვალე ქეტა. რა ლამაზ ლეკსებს მოიტან ხოლმე. ცჰემ ახალგაზრდობას მაგონებ და ამისტვის მადლობას გიხდი.

უღრმესი მადლობა,ამ სითბოსთვის და ლამაზი სიტყვებისთვის თქვენ...ღმერთი გფარავდეთ!

ჩემგან ეს ლამაზი ლექსი და ქართული ვარდები მიიღეთ, დიდი პატივისცემის ნიშნად!!!:)


ღმერთი და ხელები

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა ,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა ,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა ,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა ,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა .

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი ,
ფრანგნი თუ..ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ .

ზიგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები .
უფლის განაჩენი არ იყო სადაო .

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი ,
რიგი და ქართველი? სადან სადაო

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა ,
წარუდგნენ და ჰკითხეს:
ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა :
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე ?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...

ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები ...
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ....
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო ,
მეუფევ მაღალო!

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად .
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი ,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

.....ალპებად ,
ანდებად ,
თუ კავკასიონის მთებად ,
აიწიენ წარბები შეკრული...

სად დაგაბინაოთ?- არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი.
მამაცნი
ერთგულნი...
სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის , სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ...
ხოლო ეს ედემი -
თქვენთვის დამითმია .
დე, იყოს ალალი!

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
ქუხს მისი სიტურფის,
სიუხვის ამბავი.....

იოსებ ნონეშვილი

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
რატომ არ მოდიოდი,
სხვასთან რატომ გაჩერდი?
გული როგორ მტკიოდა,
მარტო შენ მომარჩენდი.
ისევ ისე მომინდი,
ვუსმენ მტირალ კლავიშებს,
ერთხელ რომ გიპოვიდე,
მერე არსად გაგიშვებ.
მზის ატლასებს გაგიშლი,
დაგსვამ ღრუბლის ბალიშზე,
სულსაც აღარ დაგიშლი,
სულაც არსად გაგიშვებ.
რატომ არ მოდიოდი,
სხვასთან რატომ გაჩერდი?
გული როგორ მტკიოდა,
მარტო შენ მომარჩენდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაზაფხულს ია ამოდის,
სთველში ირემი ყვირისო,
ე ჩემი გული ტიალი,
ისევ და ისევ სტირისო.
ღამით მინახავს მთის ძირას,
ბუ გულსაკლავად კიოდეს,
ნეტავ თუ კიდევ სხვასაცა
ჩემებრივ გული სტკიოდეს?
ამბობენ ყველას ბოლო აქვს,
ზღვანიც კი დაშრებიანო,
მაშ ჩემი გულის დამჭრელნი
რატომ არ გასწყდებიანო?!

ვაჟა-ფშაველა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.
გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.
გათავდა,აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ,
მე ვაფათურებ სიცხიან ლექსებს,
შენს მხრებზე, თმებზე, მუხლებში, სულში.
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს,
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც,
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მითხარი,რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა,
რომ იმ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა,
მითხარი,რომ ჩაქრა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაშინებს ჩემი სევდიანი სახე,უხმო ატირება.
მითხარი,რომ აღარ დაკრეფ ჩემთვის იასამნის რტოებს,
გეძნელება თქმა,მარგამ მალე, მალე მიმატოვებ,
მითხარი და წადი, დამიტოვე სულში უსაშველო ბინდი,
სხვების დასანახად მე ვიქნები ამაყი და მშვიდი.
მაგრამ ჩამოჭკნება სულში იასამნის ლურჯი შადრევნები,
შენზე ოცნებას და შენზე გადარევას აღარ დავნებდები,
ვივლი ისევ მარტო და დამრჩება გულში უსაშველო დარდი,
როგორ შემეშალე-ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად ჰგავდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,ტანს გეტმასნება სველი ალერდი,
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს,
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს...
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი,
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი;
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის-
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანხურვალი
დაეძებ კუროს-
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი :შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი...შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით-
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები;
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვანე ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში-
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები-
თვალები-თვალები:_
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში;
ათასი ქალი და ყველა მრუში,
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი;
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო;
არა ხარ ჩემი;არ ხარ არვისა.
თუმც არასოდეს არ ხარ უარზე;
იცოდე:მოვგრეხ ნებას ყუაზე,
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა;
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები-
თვალები-თვალები:
ეხლა მადონნა-წმინდა-ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ,
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები-
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო,
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს;

ტყუპის ცალივით ხარ ახლობელი,
და ამავე დროს უცხო სრულიად,
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე დასასრულია"

=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გამოგეთხოვე წამის წინ
და უკვე ვითვლი წამებს,
მიმყვება შენი ნაბიჯი,
ვრეკავ ივლისის ზარებს.
ვუსმენ უეცარ ბეთხოვენს,
ვუხმობ გარდასულ მწუხრებს,
წამის წინ გამოგეთხოვე
და მენატრები უკვე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე ის პატარა ნაკადული ვარ,
შენ რომ ამღვრევ და ასე ათრთოლებ,
შენ რომ ცრემლები წყალს გააყოლე
მე ის პატარა ნაკადული ვარ.
მე ის პატარა სიყვარული ვარ,
რატომღაც შენ რომ აღარ ახსენებ,
შენ რომ არასდროს არ მოგასვენებს,
მე ის პატარა სიყვარული ვარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ბიჭმა გველი დაიჭირა,გველმა უთხრა:გეყოფაო,
დღეს დაგინდობ და იცოდე ვისთან უნდა ხუმრობაო.

კრილოვი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი