|
შენმა სულვილმა დამლია,შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ,ხშირად გაყრამა, გულის თვალების ხედვამა, მაკვირვებს შენი გამზრდელი,ვინც შენ გაგზარდა დედამა, კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,მე გულს მაწევხარ ნისლადა, მინდა,რომ მძულდე,მოგშორდე,გულზე მობმულო ღვიძლადა. მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ,ვერ ვძლევ შეჩვეულ გრძნობასა, მთელი ხმელეთის სწორი ხარ,ვინ მიზამს შენოდნობასა. ვინა თქვა:ტრფობა ბერდება და სატრფიალო საგანი, ყინულის ცრემლებს მიოსხამს,წამწმები ცრემლით ნაბანი, ცრემლითა ნასურვილევით,დრო რა გაივლის და ხანი. ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,დამხურეთ მიწის საბანი, თუ ჩემს შენდამი სიყვარულს დაეკლოს ერთი ცვარია, თუმცა რაც პირველად გნახე,მას შემდეგ კარგა ხანია, ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს,თუ ავდარი,თუ დარია, საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,შენით ვიცოცხლებ მკვდარია.
ვაჟა-ფშაველა
|