|
საერთოდ არ მესმის ზოგიერთის კომენტარი...მე არ ვიცი ეს სააკაშვილის გადამეტებული სიყვარულით მოგდით თუ უბრალოდ არ იცით კიდევ რა ხდება საქართველოში,რომელ დაშლაზე და რომელ წესრიგზე საუბრობთ,ეგ ალბათ სხვა საქართველოს ეხება,რომელზეც ხშირად გვესაუბრება პრეზიდენტიც,სადაც ხალხი დემოკრატიის გამო გამოდის ქუჩაში,სადაც არ ცივათ და არ წყურიათ,სადაც ძალიან უყვართ მიშა და სადაც ყველაფერი იდეალურადაა,რომ არა პატარ-პატარა პრობლემები-ეს ჩემო კარგებო ჩვენი საქართველო არაა!!!ჩვენი საქართველო რადიკალურად სხვანაირია და სიმართლე თუ გინდათ საერთოდ არ გავს ზემოთ დახატულ საქართველოს,როგორიც ბევრ თქვენგანს წარმოუდგენია...ბევრმ,ა თქვენგანმა როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ გაიგო ხალხი იქ რამ მიიყვანა,რა პრობლ;ემები აწუხებს მას,რა ტკივა...ვარდების რევოლუციის შენმდეგ ყველას ეგონა რომ შენდებოდა დიდი დემოკრატიოული სახელმწიფო(თურმე როგორც აქ გავიგე ბევრი ქვეყანა საქართველოს სწორედ ასეთად მიიჩნევს)რომელ დემოკრატიოაზეა საერთოდ საუბარი როცა ქვეყანაში ასეთი რამ ხდება,რომელ დიალოგზეა საუბარი საერთოდ...რამდენიმე ათასი კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი გამოყავს პორეზიდენტს იმისთვის,რომ ჩაახშოს მიტინგი,იმისთვის,რომ ერთხზელ და სამუდამოდ გააჩუმოს ხალხი,რომელმაც სხვათაშორის ის ხელისუფლებაში მოიყვანა...დღეს რაც პრეზიდენტმა გააკეთა ეს იყო სრული სიძულვილის გამოხატვა საკუთარი ხალხის მიმართ,გამოდის დღეს მინისტრი ლომაია და აქცენტს იმაზე აკეთებ,რომ თურმე მიტინგის დასაშლელად გამოუყენებიათ არა უბრალო არამედ ევროპაში აპრობირებული ცრემლსადენი გაზი,კარგით რა,აღარ უნდა გვეყოს ამდენი ცინიზმი?აღარ უნდა შევიდეთ ამ ხალხის მდგომარეობაში თუ მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ,რას იტყვის ევროპა საქართველოზე?!ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო და ძალიან ცივი დანმოკიდებულება ხალხისა და საკუთარი ქვეყნის მიმართ. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს ჩემი დაწერილი,მე მაპატიეთ ცოტა არეულად თუ ვწერ,უბრალოდ ვარ უკიდურესად აღშფოთებულლი იმაზე,რაც დღეს საკუთარი თვალით ვნახე.ყველაზე მეტად,რაც ჩემთვის მიუღებელია და რაც ყველაზე მეტად არ მინდა სწორედ ეს არეულობა და დაპირისპირებაა,ცოტას მაზეცვ თუ დაფიქრდება ზევით ვინმე კარგი იქნება... ყველას გირჩევთ ნუ შეხედავთ ამ ყველაფერს ცინიკურად,ნუ იფიქრებთ,რომ იქ მხოლოდ უსაქმური და ფეხ ატკიებული ხალხი დგას და სეც რომ იყოს,პრეზიდენტი ვალდებულია გავიდეს და აუხსნას ხალხს რა ხდება,ეს დემოკრატიის აუცილებელი პირობაა,ხალხსა და ხელისუფლ;ებას შორის მუდმივი დიალოგის არსებობა!!!
|