
მართალი ხარ დორადო....გეტანხმები
dorado wrote:ციტატა:
საყვარელო დესპანელებო,
ალბათ გაგეგონებათ, არის ასეთი ტV არხი "ვეალტჰ ჩენელ"სიმდიდრის არხი, არ ვიცი როგორ გადავიდე ხოლმე ლათინურ ანბანზე...
მოკლედ აქ უშვებენ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნების ტურისტულ რეკლამებს და ასეთ რაღაცეებს "ძლიერთა ამა ქვეყნისათა"-თვის.
დღეს ვუყურებდი და_გაუშვეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკები...
წამყვანი აღფრტოვანებული ამბობდა,რიგა, ტალინი და ვილნიუსი_მსოფლიო დონის ტურისტული ქალაქებიაო...
ალბათ დაგაინტერესებთ, სისუფტავის, ლამაზი არქიტექტურის და წესრიგის გარდა კიდევ რა იყო "რეკლამირებული" ამ ქალაქებში.ძირითადად გვაჩვენებდნენ საპნის, ტანსაცმლის ბუტიკებს, პატარა რესტორნებსა და კაფეებს...ლუდით სავსე შოკოლადის ტრიუფელები, ხილის და ყვავილების საპნები, გამოფენები_არაფერი ისეთი გადასარევ-გასაშტერებელი...
ახლა გეტყვით რატომ ვწერ ამას ამ ტოპიკში...მეტკინა გული...ცვენ რომ ჰავა, ბუნება, კულინარია, გემოვნება, კურორტები და რა ვიცი კიდევ რა გვაქვს_ბალტიისპირეთი კი არა ძალიან ბევრი ვერ შეგვედაროს,რა ღმერთი გვიწყრება?!
რა პოლიტიკა აგვიტყდა და რა გვჭირს... ღმერთო, როდის გვერირსება, რომ აირჩიონ ვინმე ნორმალური და დავწყნარდეთ, რამდენად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები უგვიანდება საქართველოს, რაში მიგვდის დრო!
მოკლედ გრიალებს მსოფლიო, ცხოვრობს ხალხი..."მამულო, საყვარელო, შენ როსღა აყვავდები"?!