↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
7 ნოემბრის ტრაგედია და სირცხვილი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 234 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
5 იანვარს დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. სულ 60 დღეა დარჩენილი არჩევნებამდე. ხალხი დარბეულია, მასმედია დარბეულია, ინპორმაციის ვაკუუმს განვიცდით, საგანგებო რეჟიმშია ქვეყანა, არ არის ცნობილი კანდიდატების ვინაობა, წარმოდგენა არა გვაქვს მათ სამოქმედო პროგრამაზე. დაპიქრდით ხალხნო! მაინტერესებს გრძნობთ თუ არა თავს სრულყოპილ ამომრჩევლად? ნუთუ არ გაქვთ იმის განცდა, რომ ქართველი ამომრჩევლის აზრი არავის აინტერესებს? მე პირადად არაკომპორტულად ვგრძნობ თავს. გარეშე ძალებით დასმული პრეზიდენტი 4 წლის თავზე გახდება ხალხის უკმაყოპილების და ანალოგიური მიტინგების მიზეზი.(თუ დარჩა მანამდე ქართველი საქართველოში). დავანებოთ აქ ერთმანეთის კრიტიკას თავი. გავუპრტხილდეთ ერთმანეთს. გავაკეთოთ გონივრული არჩევანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მართლაც ნატანჯ და სტუმართმოყვარე ქართველ ერს "ველური ერის" სტატუსი არ აგვცდება . ღმერთი გპარავდეთ თქვენ და მთლიანად საქართველოს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
სწორედაც მაგიტომ დაინიშნა 5 იანვარს არჩევნები თავგზა რომ აურიონ ხალხს.ვერცერთი პიროვნება ვერ მოასწრებს თუნდაც ელემენტარულ, სარეგისტრაციო მინიმუმის შესრულებას. ეხლა მთლად "გადააფურთხეს" ხალხს თავზე. ესეც თქვენი(ჩემიც :() მთავრობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ხალხს სურს საპარლამენტო არჩევნები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
barby wrote:
ციტატა:
ხალხს სურს საპარლამენტო არჩევნები!
შენ რავა ამოტეხილ პლასტინკასავით იძახი ხალხს სურს ხალხს სურს.....
და ვინ უსმენს მერე ხალხს?!...=fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ხალხს რომ არ უსმენს არავინ მეც ეგ მაწუხებს. იმიტომაც იმართება ეს მიტინგები. მერე ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ველურ ერსაც გვეძახის. ჩემი ქვეყნისთვის ველურიც ვიქნები და შმაგიც!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
რაის საპარლამენტ არჩევნები აინტერესებდა იმ ბრბოს რუსთაველზე რომ იყო? მათ უნდოდათ პრეზიდენტის გადაყენება, რა მაშინ მზად იყო ოპოზიცია ამისათვის? გააჩნდათ რაიმე სამოქმედო გეგმა. იანვარში ჩატარებული არჩევნები ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს რადგან პრეზიდენტის ავტორიტეტი დაეცა საგრძნობლად. ჩემი აზრით ოპოზიციიდან შალვა ნათელაშვილი იმსახურებს არჩევას პრეზიდენტად. ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნება ჩემი აზრით.
ხალხო მაისაშვილი ვინაა საერთოდ? ხალხი იცნობს? ბევრს საუბრობენ რომ პრეზიდენტი გახდებაო... ებრაელი პრეზიდენტიღა გვაკლდა , ჯერ პატარკაციშვილი ვერ მოგვინელებია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ზვიგენ სააკაშვილს თუ გაუგე ებრაელსაც გაუგებ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ზვიგენ მაისაშვილი არარის ებრაელი და თუნდაც იყოს ქვეყნის საქმეს ვინც საუკეთესოდ წაიყვანს არააქვს მნიშვნელობა. ისე ცნობისთვის თუ მინმე გყავს ახლო წრეებსი ,შეგიძლია გაიკითხო არა ჭორი არამედ რეალური სიმარრთლე , თუ რამდენი სომეხია გვარ გადაკეთებული და სომხებისთვის გულანთებული მინისთრი და პარლამენტარი? ნუხარ აგრესიული კარგი იქაც დაინახე და აქეთაც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts101
კარმა50
OFFLINEPROFILE
მაგ მაისაშვილს, მგონი ლაპარაკიც კი არ შეუძლია. თითქოს და ფეხზეც ძლივს დგასო იტყვი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
არ შეიძლება 7 ნოემბრის მოვლენების გამო ამ დღის 9 აპრილთან და მისთ.ასოცირება.9 აპრილს ხალხი საბჭოთა ბორკილებს ამტვრევდა, 7ნოემბერს კი ღია კარს. აი 7 ნოემბრის სირცხვილში კი გეთანხმებით,სამარცხვინო იყო ყველაფერი მაგრამ ეს სირცხვილი გიორგიევსკის ტრაქტატიდან დაიწყო და მას მერე სულ 7 ნოემბერია საქართველოში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
ებრაელი პრეზიდენტიღა გვაკლდა , ჯერ პატარკაციშვილი ვერ მოგვინელებია.

რატო თუ გაგვაბრაზებს დავჯდებით მერე ან შინდლერის სიას ვუყურებთ ან პიანისტს და გულს მოვიოხებთ=lol=
ისე მგონი ერთადერთი ერი ვართ ასე რო ხაზს ვუსვამთ სხვა ეროვნებისას. აქ ერთ ქალაქში მომიწია წასვლა სამსახურიდან, სადაც 90% პაკისტანელები, ინდოელები და ა.შ არიან, და სამსახურში რო დავბრუნდი,, მეთქი რაა ინგლისელები ვერ ვიპოვეო და რა მიპასუხეს იცი? ეგენი არიან ინგლისელებიო:huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ხო აბა თოლია გია მაისაშვილს შენ ასწავლი ლაპარაკს ოქსფორდის უნუვერსიტეტის პროფესორს ! უბრალოდ ეგ კაცი საპრეზიდენტო არარის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ხალხის აზრში ვგულიხმობ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს და არა რამოდენიმე ათასს ადამიანს რომელნიც მზად არიან კიდევ ერთხელ გადაატრიალოს მთავრობა და პრეზიდენტი და ქაოსში ჩაძიროს ქვეყანა და სამოქალაქო დაპირისპირებაში. აირჩიონ ნათელაშვილი, სააკაშვილი, თოფაძე.. ნებისმიერი ნორმალური და საღად მოაზროვნე ადამიანი. პირადად ჩემი აზრით ნათელაშვილი უკეთესად წარმართავს საქართველოს. ბევრმა გაიგო ისე თითქოს მე სააკაშვილის ფანი ვიყვე, რაც სწორი არააა.. მე იმიტომ ვიყავი აღშფოთებული რომ დამხობა უნდოდათ მთავრობის და სახელმწიფო გადატრიალება რაც სამოქალაქო ომამდე მიიყვანდა საქართველოს. ერთხელ და სამუდამოდ ასეთი მიტინგები, შიმშილობები, კარვები უნდა დამთავრდეს საქართველოში. პოლიტიკური არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს ყველაფერი და ცივილური გზით. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას უჭირს ძალიან და ვინც არ უნდა მოვიდეს პრეზიდენტი უნდა გააჩნდეს რეალური სიღატაკის დაძლევის პროგრამა და განახორციელოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ზვიგენ ხალხს ბრბოს ნუ უწოდებ-სირცხვილია! პრეზიდენტი ამ მიტინგს მის სასარგებლოდ იყენებს, გადმოწია საპრეზიდენტო არჩევნები. რა საკვირველია არჩევნებში თვითონ გაიმარჯვებს, გელათის ტაძარშიც დადებს მეორე საპრეზიდენტო პიცს, მშიერი ისევ მშიერი იქნება, ემიგრანტი ისევ ემიგრანტი, ციხეებს არ მოაკლდება ხალხმრავლობა, თბილისის ქუჩებს-შორტიკიანი ამერიკელები, გაღიპული არაბები, ტვალპაჭუჭა მონგოლ-ჩინელები...ხოდა იარონ, იარონ, იარონ ...ამინ! ვაი...აშკარად მჭირდება კარდიოლოგი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined05 Oct 2007
Posts66
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთ დღეში მოახერხეს ასეთი "მტრების" მოგერიება და 60 დღეში თავის საქმეს რავა ვერ მოაგვარებენ.ეეჰ,კიდე რაღაცა "დემოკრატიულ" თამაშს თამაშობენ "საბავშვო ბაღის"აღსაზრდელები.მაგათ ის ნაცემი ხალხი მაშინვე რო არჩევნებზე წაეყვანათ უკეთესი იქნებოდა.ახლა არჩევნებზე კი არა შეიძლება პურის საყიდლად ვერ გავიდეს ბევრი გარეთ.არ ჭირდება საქართველოს პრეზიდენტი,არა!ჩვენ სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 234 posts ] 
7 ნოემბრის ტრაგედია და სირცხვილი
დესპანი