zvigeni wrote:ციტატა:
barby wrote:ციტატა:
ზვიგენ ხალხს ბრბოს ნუ უწოდებ-სირცხვილია! პრეზიდენტი ამ მიტინგს მის სასარგებლოდ იყენებს, გადმოწია საპრეზიდენტო არჩევნები. რა საკვირველია არჩევნებში თვითონ გაიმარჯვებს, გელათის ტაძარშიც დადებს მეორე საპრეზიდენტო პიცს, მშიერი ისევ მშიერი იქნება, ემიგრანტი ისევ ემიგრანტი, ციხეებს არ მოაკლდება ხალხმრავლობა, თბილისის ქუჩებს-შორტიკიანი ამერიკელები, გაღიპული არაბები, ტვალპაჭუჭა მონგოლ-ჩინელები...ხოდა იარონ, იარონ, იარონ ...ამინ! ვაი...აშკარად მჭირდება კარდიოლოგი.
კარგი ბარბი ნუ ინერვიულებ. ყველაფერი კარგად იქნება=tavfx= მაგ სიტუაცია შენ რომ ასახავ არცერც ადამიანს პრეზიდენტიდან დაწყებული და ოპოზიციიათ დამთავრებული არ აწყობს. უბრალოდ დაძაბული ფონია საქართველოში რაც ჩვენზე ახდენს პესიმიზმის ილუზიას..
რაც შეეხება ბრბოს.. მიტიგზე შეკრებილი ხალხი ბრბოა და შეიძლება ისე წარმართო მათი აზროვნება ზომბებად გადააქციო რაც საქართველოში კარგად გამოსდით ვაი პოლიტიკოსებსაც და პრეზიდენტს.
ზვიგენი გაფიცებ შენს საფიცარს არასოდეს ყოფილხარ მიტინგზე?თუ იყავი,და მოსეირედ?ვარდების რევოლუციის დროს მე არ ვიყავი საქართველოში,რამდენი ხანი გრძელდებოდა მიტინგი ნეტა მაშინ?რამდენი წელი გაუძლო შევარდნაძეს საქართველომ,ის ერთი წელიც გაუძლებდა და ცივილიზებულად აგვერჩია ახალი,ა,რას იტყვი შენ?!დალოცვილო,დასწყევლოს ღმერთმა ეშმაკი და ავი,ვინ მამაძაღლს უნდა ვაი ვიში და უბედურება.მშვიდობა და მშვიდი,გემრიელი ცხოვრება უნდა ხალხს.იმ ხალხს შენ რომ ბრბოს უწოდებ.ალბათ მაგიდასთან რომ დაჯდები ერთმანეთის სიყვარულის და პატივისცემის სადღეგრძელოს იტყვი და ჭიქას ჭიქაზე მიურტყამ იმ ბრბოდან რომელიმეს(ხომ იცი საქართველო პატარაა)ან ვინმე როგორ არ იქნებოდა იქ შენი ყოფილი მოსწავლის მშობელი.ეეჰ,გულდასაწყვეტია.ხან ისე ამბობ,ხან ასე.ალაგ წითელ,ალაგ ყვითელ და რისხვა რომ მოდის მერე გამოურევ დამყვავებლურ ტონს,არ გეწყინოს მარა მე ისე ვგრძნობ თითქოს პატრიოტობას ამტკიცებ და რად გინდა უცხო ხალხში ხომ არა ხარ აქ ყველა შენები ვართ.მოგზავნილი რომელი იქნება