↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე ვარ ფოთოლი - მძლავრი ხე მკვებავს,
მე ვარ ოცნება - ვერც ვერვინ მხედავს,
მე ვარ სიკეთე , რომელსაც ხშირად
ადამიანი ფეხითაც თელავს!
მე ზგვის ტალგა ვარ - უჩუმრად ვგელავ,
ქარიშხალი ვარ -არ მინდა შველა,
მე გაზაფხულის ლურჯთვალა მზე ვარ,
ცისკრის ვარსკვლავი და დილის ქროლვა...
მე მხოლოდ მე ვარ,
მე არვის ვგევარ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
სად არ გძინებია სიყვარულო?!
რა არ გდებია სასთუმლად?!
რამდენი ვინმე აცდუნე
რამდენმა თვითონ გაცდუნა?!
ვის არ უძებნია ზეცაზე
თვალი დაკარგული ბეჭდის?!
ვის არ გასჩენია შენს გამო
განუკურნებელი ეჭვი?!
რამდენჯერ მოხვედრილხარ ქარში და წვიმაში?!
რამდენჯერ მოგხვედრია სილა,
დაგლილ დაქანცული უგონოდ
სად არ მიგდებულხარ ძილად?!
თითქოს მოუხეშავს, თითქოს მორცხვს
ხელში თაიგულიც გჭერია,
ჯოჯოც ყოფილხარ, სატანაც და
უმშვენიერესი ფერიაც!
სვამდი სიყვარულის ნექტარს საოცნებოს,
მაგრამ საწამლავსაც ასმევდი,
დიახ,საიდუმლოს ინახავდი
და თან უსინდისოდ ასმენდი!
ბატონიც შენ ხარ და მონაც საცოდავი,
ჯარისკაციცა და სარდალიც,
ისე მტყუანი ხარ, ისე მტყუანი ხარ...
და თან უცნაურად მართალიც!
დგეს რომ პეპელა ხარ ნაზად მოფარფატე
ხვალ მახრჩობელა ხარ უდავი,
თუმცა მოკვდავი ხარ ,სუსტი, დაუცველი
მაინც ხომ შენვე ხარ უკვდავი?!
მე რომ აქ მგონიხარ,უცებ იქ გაჩნდები,
მე რომ იქ მგონიხარ აქა ხარ...
მძულხარ სიყვარულო,
მძულხარ სიყვარულო,
მძულხარ სიყვარულო,
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
თუკი კახეთში არ სვი მანავი,
ქართლში ურმული არ გიმღერია,
არ გიტირია სამეგრელოში
ბროწეულები როცა ტირიან,
თუკი რაჭაში არ გყავს ძმაკაცი,
გურიის მთებში თუ არ გივლია,
თუ არ მოგხიბლა იმერეთის ცამ
და ან სვანეთის კლდეთა გენიამ,
ან თბილისელი ქალების ეშხმა
გული შუაზე რომ გადახია,
მაშ გიცხოვრია საქართველოში
და საქართველო არ გინახია! ( ამ ლექსზე ვგიჟდებიიიიი)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემო სიცოცხლის სიცოხლეო,
უნავსაყდელო სანაპირო,
გულში ჩამოღვრილო ხასიათის
ზღვაო,ოკეანევ უნაპირო.
ჩემო ნაადრევო ყვავილობავ,
ჩემო კვირტდამზრალო გაზაფხულო,
ჩემო სიკვდილამდე მონატრებავ
ჩემო სიყვარულის სიყვარულო!

კ.გამსახურდია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
თუ ფიქრობ სად ვარ?
თუ მეძებ თვალებით,
თუ იცი მომწონხარ
და თუ გენატრები...
თუ ვერ ძლებ უჩემოდ
თუ მკოცნი შორიდან:
სჯობს მომიახლოვდე-
მეც შენსკენ მოვდივარ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ვიცი არსებობს ზეცაში ღმერთი,
არსებობს ცოდვა დიდი და მცირე,
რაგინდ თვალებში მაყარონ ცერცვი
არ დავმცირდები,არც დაგამცირებ!
უსასოობა თვალებში მიმზერს
ასე მგონია დარჩი წყალგაღმა,
თუმც ბევრს ვპოულობ ტირილის მიზეზს
მაინც ვერ ვბედავ ტირილს ხმამაღლა!
ვიცი არსებობს ცრემლის სიმლაშე,
ვიღაცის შიში და მორიდება
და მჯერა მართალს უფლის წინაშე
თავის მართლება არ მომინდება...
ვიცი არ მომცემს სინდისი ნებას
ვინმეს სიმხდალით თავი გავაცნო,
მე შეველევი უძირო გრძნობას
უფრო მაღალი რწმენის სანაცვლოდ!
ვიცი სიკვდილზე ძნელია უფრო,
როცა ჭრელ მინდორს სიტყვა გადახნავს,
როდესაც რჩები ზეცაში უფრთოდ
და გიკრძალავენ ტირილს ხმამაღლა!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
-მართალია? -ეკიტხება გული
-არა!-პასუხობს ხმა.
-რატომ?-იმეორებს გული
-არ შემიძლია თქმა!
-მაინც რა მოხდა ასეთი?-გული არ ეშვება ხმას,
ცოტა ხანს სიჩუმე იყო და...
-მიყვარხარო- წარმოსთქვა ხმამ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე გიმტკიცებდი,რომ არ მიყვარდი
შენ უარყოფდი ვნებათა ღელვას,
დროს ჩვენ სხვადასხვა გზებით მივყავდით
დიდხანს ვცდილობდი შენს დავიწიწყებას.
თუკი ჩემდამი არაფერს გრძნობდი,
მაშ გული ასე რატომ ფეთქავდა?
თუკი ჩემს გამო შენ აღარ თრთოდი
ალბათ სიცივემ თუ აგიტანა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემო ძვირფასო დესპანელებო, მე რომ მიმიშვა ასე დილამდე არ დავიღლები ლექსების წერით, მაგრამ არ მინდა ძაან გადავაჭარბო და თავი მოვაბეზრო ვინმეს! თუ ოდნავ მაინც ვინმე ვასიამოვნე ამ ლექსებით, ბედნიერად ვიგრძნობ თავს! გპირდებით აქ ძალიან ხშირად შემოვიდე და შეძლებისდაგვარად ჩავამატო ლექსები! დიდი მადლობა ყველას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Nov 2007
Posts6
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარამელა! დიდი მადლობა მარტლას მასიამოვნე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ძალიან გამახარე ! არაფერს ძვირფასო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
თუ არ წაგიღო ოცნებამ გზებზე,
ხანდახან მაინც,-
გზას თუ არ ეძებ,
თუ არ იფიქრე;
ვერ შევძლებ?
შევძლებ?
თუ არ გაივლე გულში,თუნდ ერთხელ;
კეთილი, მაგრამ
ასი წლის შემდეგ,-
შთამომავლობა რას იტყვის ჩემზე?!-
საქმეა მაშინ წასული
არა მარტოკა შენი!-
ქვეყანაც დაღუპულია,-
შენებრი თუა ბევრი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
მივდივარ,რადგან აღარა მაქვს დრონი დარჩენის,
მივდივარ,მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები,
მეც გიმეგზურებ ცხოვრების გზას როცა გაყვები
მე დაგინახავ, მაგრამ ვეღარ დაგენახვები.
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მუხრან მაჭავარიანი

* * *

საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ
იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი,
არაერთს ისე მოეღო ბოლო
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ-
სად არის იგი?
იმ ერთის ხილვის,
იმ ერთის პოვნის
ათასში ერთი გამხდარა ღირსი!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი