ერთხელ პატარა ბეღურამ უთხრა ტონიან სპილოსა
გინდა გაიგო კაიფი რა არის ჩემო შვილოსა?
მინდაო უთხრა სპილომ და ბეღურამაც თქვა: წამო ძმა
სპილოს ხორთუმში შეძვრა და უკანალიდან გამოძვრა.
კიდევ გინდაო? ჰო კიდევ, ბეღურა შეძვრა ისევ და
სპილომ ხორთუმი მიიდო, უკანალზედა მყისვე და თქვა:
მგონი ახლა მოვიდნენ ჩემთან საამო ფიქრები,
შენ ძმაო წრეზე რომ ირბენ, მე სულ კაიფში ვიქნები.=haa=

მაიმუნების გალიის ახლოს, მანჭვით და გრეხით შეჩერდა მთვრალი.
ხეს მოეხვია და წინაპართა ბედნიერ ოჯახს დაასო თვალი.
მაიმუნები აფორიაქდნენ, გაშმაგებული დედა შვილს წვდება,
იხუტებს გულში და შიშით ამბობს:
ნუთუ ჩვენს მოდგმას ეს ელოდება?!
