analusia wrote:ციტატა:
ქეთა, მაგარი საყვარელი ხარ და ყოველ სიტყვასაც კი არაჩვეულებრივად, პოეტურად, ლამაზად წერ.. გაიხარე.. მე წერილების წერა მაინცდამაინც არ მიყვარს და არც მყვარებია..

)))

მოკლედ, რა მინდა მოგწერო...მივხვდი რომ,ფორუმს დიდი გავლენაა აქვს ქვეცნობიერად მაინც...
უცბად ტელეფონი აწკრიალდა...
-სახლში ხარ???
-აბა სად წავალ ამ სიცივეში???
-კარგაი, დათო გამოგივლის და ამოდით დანარჩენებიც ჩემთან არიან...წავიტუსოვკოთ...რაღაცები გავამზადე..მაგრამ შენ დედიდაშვილს მაინცადამაინც მწვადი და ხინკალი ნებავს...ხოდა გაყევი რაა"იბის"ში და ხორცი აარჩევინე...
გაბრდღვიალებულია მაღაზია,რა გინდა რომ აქ არ იყოს. მაძღარი და კმაყოფილი სახეებით დადის ხალხი... მოკლედ, სიმართლეა რომ ამბობენ კაცი მშიერი არ უნდა წაიყვანო მაღაზაიშიო... დათომ რაც დაინახა ყვეალფერი კალათში ჩაყარა...ერთი რომ გაავსო და მეორეს დაუწყო ძებნა
-მოდი დირექტორი მოვძებნოთ მეთქი, (შევთხოვე მოკრძალებით)...
-რად გვინდა დირექტორიო???(გაიკვირვა)
-რა ვიცი, ბარემ ხელშეკრულებას გაუფორმებდი, საწარმოს შესყიდვის თაობაზე.აბა ცარიელი დახლები გინდა ქონია გინდა არა...
როგორც იქნა,ჩათვალა რომ რაც საჭიროა ყველაფერი აქვს და ბედნიერმა გადახედა ნადავლს...
გარეთ შემოდგომის სუსხია, ერთმანეთში ირევიან შემცივნული, ბავშვები, გაჭუჭყიანებულ ხელში პოლიეთილენის პარკი უჭირავთ, წებოს სუნთქავენ და არ ვიცი წებოსგან, არ ვიცი სიცივისგან ენაარეულები გამვლელებს ფულს და საჭმელს თხოვენ...იქვე, სულ -სულ , კუთხეში კაფანდარა გოგონა მიკვრია გამხდარ ბიჭს.თავი აუწევია ,თვალებში ჩასცქერის ვაჟი და იმხელა სიყვარული, სევდა, სითბო და იმედი იხატება მათ წებოსგან მიბნედილ თვალებში, რომ მეც სითბო ჩამეღვარა სულში...თვალი ჩამოვაყოლე...გალურჯებული ხელები ერთმანეთისთვის მოუკიდიათ და მარჯვენა არათითზე რკინის რგოლები წამოუცვიათ...აი რა არის ბედნიერება...გავიფიქრე.
მას არ ჭირდება, არც ფული არც სიტყვები და არც ბევრი საჭმელი..იმ წუთში იმ ორს ბევრ იქ მყოფზე მეტი ჰქონდა...მათ ადამიანური ბედნიერება ქონდათ.ყავდათ ერთმანეთი და მათი იყო მთელი სამყარო....მივუახლოვდი ,პარკები მიავაწოდე უძალო ხელებში...მანქანამდე მიგატანინოთ???-შემომხედა ბურუსიდან გამორკვეულმა..
-არა, თქვენ გქონეთ! ვუთხარი და გამოვბრუნდი...
ერთ ადგილზე გაშეშებულ დათოს გაკვირვებისგან თვალები დამრგვალეოდა და გაყინულივით შემომყურებდა...სანამ აზრზე მოვიდოდა ის პარკებიც გამოვართვი, იქვე მყოფ ბავშვებს გადავულოცე და ხელჩაკიდებული წავიყვანე მანქანისკენ
-რა გამაკეთებინე ნებიერა??(ძლივს გადაყლეპა ნერწყვი)
- კეთილი საქმე..(შევღიმე)
- აააააააააააააა(მრავალაზროვნად ამოიღმუვლა)
-რა იყო ხშირად აკეთებ ხოლმე???
-მგონი არა...მაგრამ იმათ რა ვუყოთ რომ გველოდებიან???
- არც არაფერი(გავშალე ხელები) იმყოფინებენ იმას რაც ნანკამ გააკეთა...მე იმათაც ვუშველე..
-ვაა, როგორ???
-როგორ და ზედმეტს არ შეჭამენ, მერე გაუთავებლად არ იწუწუნებენ წონის კორექციაზე, არ იუგულავდიეტებენ, არ ირბენენ და თავს ზედმეტად არ დაიტანჯავენ.. ეს ბავშვები კი "კაკ მინიმუმ"ორი დღე მაძღრები იქნებიან...ანუ, შენ კეთილი საქმე გააკეთე და გიგასი და ზვიგენის არ იყოს..."ხელი-ხელს და მადლი ღმერთსო"
-ვისი???
-გიგასი და ზვიგენის...
-გიგა კარგი, მაგრამ ზვიგენს რა ენაზე ესაუბრები ხოლმე თუ საიდუმლო არაა???
-არ ვესაუბრები, ვუსმენ...ქართულად...
-ააააააა, კარგი, სადღაც მართალი ხარ ხომ იცი ...ჩვენ გავძლებთ... ეგ ბავშვები კი ღმერთს მადლს ეტყვიან დღევანდელი დღისთვის!!!(გაიღიმა და მანქანა დაქოქა)
მე კი ჩავფიქრდი. ისე, ხშირად რომ გვიჩნდებოდეს კეთილი საქმის კეთების სურვილი,იმ რაოდენობით და ფორმით როგორც შეგვიძლია..იქნება და ამდენი გაჭირვებული და ავადმყოფი ბავშვი არ გვყოლოდა?!
