↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Nov 2007
Posts12
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს იყო გიო ცჰარკვიანის ლექსი
დზალიან მაგარი ვინმეა პროზაშიც და პოეზიაშიც

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Nov 2007
Posts12
კარმა50
OFFLINEPROFILE
მაპატიეთ :) გიო ჩარკვიანი
იკითხეტ ახალი თაობა და მიხვდებით რა ძალიან მაგრები ვართ!! :))))))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სულო , გითხარი რომ არაო
იშალნენ წამწამთა ქოხები,
შენ ცისარტყელავ და მარაო,
ცად რომ დამიფინე ნოხები.
რად არ მოაპკურე ცვარები
გლოვიან უდაბნოს გველისას,
სულში კვლავ რად მოიპარები,
არ სცნობ უარებას თველისას.
მაცდურო სიცოცხლევ, გამეცი,
გველო, ანგელოსურ თვალებით,
დღითაც შენ გიგონებ,ღამეცა,
მძულხარ და თან მევალალები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ელვა-ქარტეხილთა კლაკნილის
მათრახით გახევა ღრუბლების,
უდრტვინველ ცხოვართა აკლება,
ქურდულად წაგლეჯა უფლების.
ბედის უქცეველის გრაგნილი
კითხვა და ცრემლებში ჩახჩობა,
სევდის ვერ წამგვრელი აპრილი,
ნიავთა მალვა და ანცობა.
სიალფე ავშარააშვების,
გლოვისას ჩამორეცხს არშიებს
ვინ იცის დასთხარო ეშვები
მოსისხარ სატანის ნაშიერთ.
ქარდაქარ,ქარდაქარ,ქარდაქარ
იქროლე თეთრკავშა მერნებით,
მიღმეთში ისე ვერ გადახვალ,
ჯვარცმულის წვით თუარ ევნები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ახლა, ღრუბლებიდან არ ცრის,
მაგრამ შეწყვეტილი წვიმა
წუხელ გალუმპული ცაცხვის,
სველი შტოებიდან ცვივა.
წამლის წვეთებივით ჩემში,
კირავს, აკოწიწებს ბზარებს,
წვეთებს გავუწოდე პეშვი,
როგორც წუთისოფლის მგზავრებს.
წარბის შეუხრელად წყნარად,
ვდგავარ გაშვერილი ხელით,
სველი შტოებიდან წამლად
წვეთის ჩამოვარდნას ველი.
ხეზე მოდარაჯე ელდა,
უცებ ააფეთქებს კვირტებს,
ვიღაც მოქალაქე დგება,
ხელში შაურიანს მიდებს.
თითქოს გადმომასხეს წყალი,
თვალი გავახილე მაშინ..
ასე იაფია წამით
თავის დავიწყება ხალხში?

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined21 Nov 2006
Posts20
კარმა51
OFFLINEPROFILE
უიმედობის სონეტი

ჩემი ლოდინი არასოდეს მთავრდება კარგად,
სად არის იგი? - სიხარულის ლამაზი წამი!
მე მზად ვიყავი დამეხარა თავი მიწამდე,
ახლა ვზივარ და სევდის ძაფით სონეტებს ვქარგავ.
გაწვდილ ხელებზე სასოებით მესვენა გული,
ჩიტივთ იწვა, ყავავილივით და ოდნავ თრთოდა.
ამაოება მომკიოდა ქვეყნის ბოლოდან,
მე რად ვიყავი ოცნებებში გადაკარგული?
მოვა სიკვდილი, თუ არა მოვა, მე მივალ თავად!
ჯერ კი ვკანკალებ - არ შემნიშნონ გულისპირ სისხლი,
არ შემიძლია ვუპასუხო და კითხვას ვისხლეტ,
ღიმილს ვიმარჯვებ მწუხარების დასაფარავად.
შროშანს ფურცელი ჩამოსცვივდა, ია გადახმა, -
ბედნიერება სადღაც დარჩა, ცხრა მთის გადაღმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
შენ
ანგელოზები დღეს არ ფრენენ:-დიდი ქარია,
ბანზე ლოდების გორვაა და შეხლა-შემოხლა.
თან გელოდები, თან ვოცნებობ:_ახლა შენ მოხვალ...
შენ მიყვარხარ და შენ შენ რომ ხარ,მე მიხარია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენზე ფიქრის დროს შემიბრალებენ
ეულად მდგარი ნაზი ატმები,
იქნებ მირჩიო რა გავაკეთო,
როცა ძალიან მომენატრები

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენთვის დამინთია ლოცვად ჩემი გული
მინდვრის ყვავილივით ცრემლად დანამული,
მხოლოდ შენ გეკუთვნის ჩემი სიყვარული,
ხატით, სანტელივით, ობლად დანტებული..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
მთვარიან ღამეს ,
ვარსკვლავთა ცის ქვეშ
შენს ერთ კოცნაზე....
სიცოცხლეს მივცემ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
გინატრებ კრძალვით და მალულად,
ზეცა დაიღვრება ფიქრებად.
გული სიმარტოვით შეჰკივლებს,
და მერე მოხვიდე იქნება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე სიცოცხლეში სიხარული არ მღირსებია,
დარდია მხოლოდ,ჩემი გულის სასუფეველი
და თუ თვალები მე ცრემლებით ამევსებიან,
განა ამაში მე მიმიძღვის დანაშაული?......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გული მტკივა და ოცნებას მივსდებ
როდის იყო ცა ასეთი მუქი.
შენი თვალი მაფიქრებდა ისე,
როგორც დღისით ანთებული შუქი.
და გადიან ეს დღეები წმინდა,
დაბერება ხომ მოელის მზესაც.
ახლა წადით,სიმარტოვე მინდა,
ახლა ვუმზერ დამშვიდებულ ზეცას.
ვიცი, შენ მე გამიწიე მტრობა,
მაინც მოხვალ და საყვედურს მეტყვი.
ისევ ვეძებ მარადიულ ყოფას,
სიკვდილია სიცოცხლეზე მეტი.
გული მტკივა და ოცნებას მივსდევ,
როდის იყო ცა ასეთი მუქი...
შენი თვალი მაფიქრებდა ისე,
როგორც დღისით ანთებული შუქი.

ტ.გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გული მტკივა და ოცნებას მივსდებ
როდის იყო ცა ასეთი მუქი.
შენი თვალი მაფიქრებდა ისე,
როგორც დღისით ანთებული შუქი.
და გადიან ეს დღეები წმინდა,
დაბერება ხომ მოელის მზესაც.
ახლა წადით,სიმარტოვე მინდა,
ახლა ვუმზერ დამშვიდებულ ზეცას.
ვიცი, შენ მე გამიწიე მტრობა,
მაინც მოხვალ და საყვედურს მეტყვი.
ისევ ვეძებ მარადიულ ყოფას,
სიკვდილია სიცოცხლეზე მეტი.
გული მტკივა და ოცნებას მივსდევ,
როდის იყო ცა ასეთი მუქი...
შენი თვალი მაფიქრებდა ისე,
როგორც დღისით ანთებული შუქი.

ტ.გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Nov 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყელი-ბროლის.
მკერდი-ფიქლის.
თვითონ-მიზეზი ხარ ფიქრის.
შენთვის-ჯოჯოხეთში ჩავალ
(თუმცა მაქნისი ვარ იქ რის...)
თუ შენს გამო გიჟი არ ვარ-
ყოველ შემთხვევაში, მიქრის...
"საზიზღარი ვიღაცა ვარ!"
შენ კი ნატეხი ხარ ჯიგრის!
ან მე მოვალ!
ან შენ მოდი!
დრო, ვერ ხედავ?-როგორ მიქრის...

ტ.ჭანტურია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი