|
მე პირადად, პრეზიდენტის საუბრით კმაყოფილი დავრჩი. მან მშვენივრად განმარტა ყველაფერი. ჩემის აზრით იგი ძალზედ კარგი პოლიტიკოსი და იურისტია. ბევრ დესპანის წევრს შევეკამათებოდი, მაგრამ ამის ნერვები ნამდვილად არ მაქვს. ეს სწორიდ თქვა პრეზიდენტმა, რომ მას არა აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ საქართველო ერთი ხელი მოსმით გადააქციოს სამოთხედ. რა თქმა უნდა ეს ასეა. მე შემიძლია მოგიყვანოთ დემოკრატიული გერმანიის მაგალითი: 1989 წელს გერმანია გაერთიანდა. ფედერაციულმა გერმანიამ დიდი კაპიტალი ჩადო დემოკრატიულში. ააშენეს მრავალი საწარმოები, დაასაქმეს ხალხი, გაკეტდა მთელი იმფრასტრუქტურა; მაგრამ მიუხედავად ამისა, დღესაც კი ვერ გაუტოლდა ეკონომიურად დემოკრატიული ფედერაციულს. ბევრი ხალხი უმუშევარია. ვერ დადიან კონცერტებზე, თეატრებში, ცირკში და ა.შ. (ასე, რომ მარტო საქართველოში არ არიან უმუშევრები და ღარიბები). ბევრ ხალხს მანქანის ყიდვაც არ შეუძლიათ. თუ შეუძლიათ, თავს იკავებენ ყიდვისგან, რადგან ნალოგია გადასახადი წლიურად. მანქანას მოვლაც უნდა (შეკეთება) და ა.შ. გერმანიის მთავრობა მომუშავე მოქალაქეებს ხელფასის 10%-ს უქვითავს დემოკრატიულის დახმარების მიზნით. მაგრამ მიუხედავად ამდენი შრომისა, დემიკრატიული დღესაც ბევრად ჩამორჩება ფედერაციულს. რაც შეეხება საქართველოს, სულ ცოტა 10 წელი მაინც სჭირდება, რომ წელში გაიმართოს. მართალია ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ ხალხზე უფრო უჭირდათ გერმანელებს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. არ ჰქონდათ სახლები, შეშა და გარეთ ყინვაში ეძინათ და წვალობდნენ და შრომობდნენ (სხვათა შორის უხელფასოდ). მე მაგ მომიტინგეებს არ ვუერთდები. არ მწამს მათი. არა მგონია, რომ მაგენმა უკეთესად იმუშაონ. ხალხი კი ჭკვიანი იქნება თუ არ აჰყვება მათ. რამდენი პრეზიდენტი გინდათ, რომ გადააყენოთ? მონარქისტულ წყობას, რომ ითხოვს ზოგიერთი, ეგეთი ოპოზიცია მეფესაც კი გადააყენებს ერთ დღეს. მე კმაყოფილი ვარ პრეზიდენტის და მისი პოლიტიკის და მინდა მადლობა გადავუხადო ყველაფერი იმისთვის, რაც ამ რამოდენიმე წელში გააკეთა. საკითხავი მასთან, კი არაფერი არა მაქვს. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ბატონო პრეზიდენტო!
|