↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
ვაჟა-ფშაველა

იას უთხარით ტურფასა
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
ასე მოხდენით ლამაზო
თავი რომ აგიღიაო.

1903 წ.

კიდევ კარგი რომ ყველას ლექსებს ვკითხულობ. ამ ლექსის დაწერას ვაპირებდი. დამასწარი. მაგარი ხარ. პირველი კარმა ჩემგან=zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
tikina wrote:
ციტატა:
მაპატიეთ მაგრამ ხშირად მეორდება ერთი და იგივე ლექსი.რაც უკვე დაწერილია იმის თავიდან განმეორება აუცილებელი არაა. და იქნებ ყურადღება მიაქციოთ ძაან ბევრი ლექსი ძალიან დაბალი დონისაა აი ისეთი მე4,მე5 კლასის ბავშვები რომ კითხულობენ. შევეცადოთ ისეთი ლექსები შევარჩიოთ სადაც მეტი აზრი და სულიერება იგრძნობა.ამავ დროულად ბევრი ლექსი გადაკეთებულია და პირვანდელი სახე აქვს დაკარგული.(მოდით ნუ გავაბანძებთ ამ თემას).არადა ძალიან კარგია.....

ძვირფასო აქ წერენ იმას რაც უყვართ. ლექსი დაბალი დონის არ არსებობს. და ვისაც როგორ უნდა ისე წერს ან უფრო სწორად ვისაც როგორ ახსოვს.და რაც მთავარია ჯერ ის უნდა წაიკითხო რასაც პატარები კითხულობენ თუ გინდა დიდების გაიგო. ეს თემა ყველას გვიყვარს, არავინ მის გაბანძებას არ ცდილობს.

პატივისცემით პიკასო22 :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
tikina wrote:
ციტატა:
მაპატიეთ მაგრამ ხშირად მეორდება ერთი და იგივე ლექსი.რაც უკვე დაწერილია იმის თავიდან განმეორება აუცილებელი არაა. და იქნებ ყურადღება მიაქციოთ ძაან ბევრი ლექსი ძალიან დაბალი დონისაა აი ისეთი მე4,მე5 კლასის ბავშვები რომ კითხულობენ. შევეცადოთ ისეთი ლექსები შევარჩიოთ სადაც მეტი აზრი და სულიერება იგრძნობა.ამავ დროულად ბევრი ლექსი გადაკეთებულია და პირვანდელი სახე აქვს დაკარგული.(მოდით ნუ გავაბანძებთ ამ თემას).არადა ძალიან კარგია.....

ძვირფასო აქ წერენ იმას რაც უყვართ. ლექსი დაბალი დონის არ არსებობს. და ვისაც როგორ უნდა ისე წერს ან უფრო სწორად ვისაც როგორ ახსოვს.და რაც მთავარია ჯერ ის უნდა წაიკითხო რასაც პატარები კითხულობენ თუ გინდა დიდების გაიგო. ეს თემა ყველას გვიყვარს, არავინ მის გაბანძებას არ ცდილობს.

პატივისცემით პიკასო22 :)

და თან ასე გვასწავლეს, გამეორება ცოდნის დედააო=oops=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
წარწერა
საკითხავია როდესაც დიდი,ბრმა ტრფობის წერა სჯობს თუ არწერა,
მე მახსენდება საღამო მშვიდი,ქვის საფლავი და მწვანე წარწერა:
"...როგორ მიყვარდი...როგორ გელოდი...როგორ გძულდი და როგორ გამრიყე...
აწ შენი ცოდვის სიმძიმე ლოდი მადევს...ცა იყოს ჩვენი გამრიგე..."

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
წუხელი ტანჯვით გამოვათენე,
ცრემლები თვალებს უხვად დიოდა,
ფიქრი რომელიც შენ დაგადევნე,
არ მშორდებოდა,არ მიდიოდა.
შენ არ გესმოდა ჩემი გოდება,
ცივი ფიქრების ჩუმი ყვირილი,
გული რომელიც,მუდამ გმონებდა
იფერფლებოდა მწარე ტკივილით.
წუხელ კინაღამ მთვარე გახუნდა,
თითქოს სიზმარსაც ედო მკვდრის ფერი,
ამ ტანჯულ სხეულს იცი რა უნდა?
შენი შეხება სხვა არაფერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
სანთელი
ზაზა თვარაძე

რომ ყველაფერი საბოლოოდ გახდეს ნათელი
მე და შენ შორის,
ყველაფერი იყოს თავიდან
ბოლომდე სუფთა —
გავამხილოთ ჩვენი სათქმელი,
ვანდოთ ერთმანეთს, რაც ჩვენს ბაგეს
არასდროს უთქვამს.
თორემ ხომ ხედავ, რა ძნელია
ჩვენში გაჩენილ
უსასოობას შეგვაჩვიოს ყოველმა წუთმა.
ხედავ, ჩვენი დღე იწურება,
თითქმის გავიდა
და ჩვენ გარშემო თვით სიჩუმე
იმგვარად სუნთქავს,
რომ ყველაფერი საბოლოოდ ხდება ნათელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
tikina wrote:
ციტატა:
მაპატიეთ მაგრამ ხშირად მეორდება ერთი და იგივე ლექსი.რაც უკვე დაწერილია იმის თავიდან განმეორება აუცილებელი არაა. და იქნებ ყურადღება მიაქციოთ ძაან ბევრი ლექსი ძალიან დაბალი დონისაა აი ისეთი მე4,მე5 კლასის ბავშვები რომ კითხულობენ. შევეცადოთ ისეთი ლექსები შევარჩიოთ სადაც მეტი აზრი და სულიერება იგრძნობა.ამავ დროულად ბევრი ლექსი გადაკეთებულია და პირვანდელი სახე აქვს დაკარგული.(მოდით ნუ გავაბანძებთ ამ თემას).არადა ძალიან კარგია.....

ტიკინა-- კარგია რომ ხაზი გაუსვი შენს განსწავლულობას პოეზიის სფეროში....
დარიგებას მაინც მოგცემ, ერთნაირი ლექსები გაატარო შეგიძლია..აქ ყველა იმას წერს ვისაც რა უყვარს და როგორც უყვარს...ამ ხალხიდან ცოტას თუ იპოვი ფილოლოგს. ყველას სხვა სპეციალობა აქვს....ლექსებით კი გულს ირთობენ და ნოსტალგიას იქარვებენ..ამიტომ მათთვის მეხუთე კლასში ნასწავლიც ფასეულია და კლასიკოსების გარითმულიც...
აქ მშვენიერების სამყაროა, სითბოს სიყვარულს და ერთმანეთის მოფერებას ვამეფებთ. აქ ჩვენ სულიერად ვისვენებთ ამიტომ, ის რაც შენ არ მოგწონს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ფასეულობას მოკლებულია...ამიტომ გამოთქმები შეარჩიე...ჩვენს ეზოში, სიმყუდროვის დარღვევას ვერ დავუშვებთ....ნუ იქნები დეიდა ვასასი... ;-) შემოგვიერთდი და შენც ის წერე რაც გიყვარს..თუ მაინცადა მაინც რიცენზიების წერა გადაგიწყვეტია..იქ არ მოსულხარ სადაც მაგეების ადგილა...(მაგ საიტების მისამართები შემიძლია პმ-ში მოგწერო)...

ამ ჯერზე მიმაქვს შენგან კარმა....ფორუმელების შეურაცყოფის გამეორების შემთხვევაში.. წაიშლება შენი ყველა პოსტი და გაძევდები ბანით!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ანგელოზი

''ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი''

გ. ტაბიძე

მე შენ გელოდი,

ვგრძნობდი კაეშანს,

როს ანგელოზის

ფრთები დაეშვა.

როს ანგელოზის

ფრთები დაეშვა,-

მე შენ გელოდი,

ვგრძნობდი კაეშანს.
გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
გალაკტიონი

მე ცის ვარსკვლავს არ შევნატრი, განთიადის შუქით ძლეულს

მე ცის ვარსკვლავს არ შევნატრი,
განთიადის შუქით ძლეულს,
მოსწყენია საწყალს ცაზე,
უიმედოს, ფერმილეულს.

არ შევნატრი ყომრალ ღრუბელს,
ცას რომ ფარავს ფრთა-ტივტივა,
ასტკივდება ხოლმე გული
და ცრემლები სცვივა, სცვივა.

მე ზღვის ტალღას არ შევნატრი,
კლდის ნაპრალს რომ ეტმასნება.
მას ხომ გული აღარა აქვს,
აღარა აქვს ცეცხლის ვნება.

მიყვარს მარტო ქარიშხალი
თვალუწვდენელ ზღვიდან ზღვამდე,
ზღვიდან ზღვამდე, ციდან ცამდე
თავისუფლად მონავარდე!

მიყვარს მისი ნანგრევებზე
ახალ გრძნობით შვება-ლხენა,
მასში სცოცხლობს ფიქრთა ჩემთა
იდუმალი აღმაფრენა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:
ციტატა:
ანგელოზი

''ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი''

გ. ტაბიძე

თვითონ ეს ჩადე რაააა, ქეთა თუ იცი=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
Nia_ko wrote:
ციტატა:
*qeta* wrote:
ციტატა:
ანგელოზი

''ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი''

გ. ტაბიძე

თვითონ ეს ჩადე რაააა, ქეთა თუ იცი=ko=

=ko= ნიაკოს--გფარავდეს ღმერთი და მფარველი ანგელოზი მუდამ...ჩვენო ფერიავ!!!

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,

მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.

მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,

ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!

ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,

უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!

გრაალის კოშკები, ზმანებათ სამრეკლო

შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.

ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი

ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,

ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,

რომელსაც აზიის ცით გადავუარეთ.

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.

ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი

ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!

ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -

საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,

საღამო ნელდება და კვდება ვარდები...

მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქეთა, დიდი დიდიიი მადლობა =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined29 Jan 2007
Posts203
კარმა50
OFFLINEPROFILE
დაგინახავ და...
გაზაფხული მყარდება ირგვლივ,
შუა ზამთარში მეყურება შრიალი ხეთა...
რაც მართალია, მართალია,_
გულწრფელად მიკვირს,
ყველა ჩემსავით რომ არ ღელავს
შენ როცა გხედავს.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქართული ოდის აივნის გვერდით
მე მახსოვს მუხა,-
მუხიდან ტყისკენ ბილიკი ფერდათ'
ვერხვები სწუხან.
ტყიდან ოდისკენ ბილიკი მოდის,
ახლოა მოლი.
ამოდის მთვარე და ძველი ოდის
ლშლება ზოლი.
დგას აივანზე ლამაზი ქალი:
მოწყენით ნუ ხარ!
ტყე შრიალებდა,-იყო ტყის ძალი,
შრიალებს მუხა,
პირიმზე,ჰაა?ხედავ პირიმზე!
ამოდის მთვარე.
ტყე განათდება ქედზე-ირემზე,
ვერცხლდება არე.
რა საოცარი, რა საუცხოო
ღამეა,გესმის?
ვერხვის შრიალი,ამო და უცხო
შრიალი გესმის?
ო,ვარსკვლავებო,ო,თეთრო მთვარე,
მამა და დედა,
გესმით თუ არა ჩემი მწუხარე
ოხვრა დღეზედა?
ო,დამიბრუნე მე ჩემი გული,
მშფოთვარე ქარო,
ჩემო მძლავრო ძმავ,შენი ერთგული
ვიქნები მარად.
ო,გაიგონეთ ჩემი წუხილი
ვარდებში რგული,
ო,დამიბრუნეთ საბრალო გული,
მოკლული გული.
აღმოსავლეთო და დასავლეთო-
ზღვებო,მიწებო,
შენ,სამხრეთო და შენც,ჩრდილოეთო,
ჩემო ბიძებო,
ხედავთ თუ არა წამებას ჩემსას
დაღლილ თვალებით?
ო,შემიცოდეთ,ო,შემიცოდეთ,
არ გებრალებით?
ოკეანენო,მდინარევ,ზღვებო,
შორო და ახლო,
მოსიყვარულე ნათესავებო,
მე მინდა ვნახო...
ველ-მინდვრებისა და მთების ზოლი,
ველი ნელებას.
მომეცით გული,მოეღოს ბოლო
საშინელებას.
სნეული ვერხვი ოხრავს,
სნეული,სნეული ვერხვი.

გალაკტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
შოთა ნიშნიანიძე

ერთი პატარა მზეწვია,
ონავარი და ანცი,
რა ცუდად შემომეჩვია,
დარდით აღარ ვარ კაცი.

არა, არა ვარ წმინდანი,
წადი, შენი გზა ნახე,
ბევრმა ჩიტუნამ ინანა
კაკანათი და მახე.:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი