↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცამ
მზის
ძნა
წნა
ძოწით.
მზემ
ცის
ლეწა
კალო
მოწი–
თალო.
მოწი
ლოყა,
მოწი
ღაწვი,
ბაგე,
მოწი–
თალო,
მოწი,
ქალო!!!
:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ,
რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! -
თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს,
მკლავი ძირში რომ გახმება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

დავას როგორ დაგიწყებენ,
მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, -
დედაენის დამვიწყებელს,
ხვალ-ზეგ დედა გეტირება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

ვიცი, კვლავაც გააჩუქებ -
სავენახეს,
სამზეოს და
სართველოს...
არის კიდევ სხვა საუნჯე,
ვიდრე შენი საქართველო,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

იქნებ გული აღარ გერჩის,
ნაოხარო,
ნატანჯო და
ნათმენო, -
რატომ გიკვირს, ქართველებში
ქართველი რომ ქართველობდეს,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს,
თქვი, უშენოდ
მწუხრი სად გავათენო, -
ერთი დედის შვილები ვართ,
ვაი, ხომ არ გავიწყდება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

მორის ფოცხიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
სჯობს აღიარო რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ,
რომ დასაღუპად ,საკუთარი თავიც გასწირე
ბევრმა გაჩუქა სიყვარული დაუფარავი
მაგრამ შენ თითონ გრძნობა არვის გაუნაწილე!
დაგუფლებია ბოროტების გრძნობა საზარი
თითქოს გახარებს საკუთარი თავის გოდება,
გინდა დალეწო სიყვარულის წმინდა ტაძარი
შენის მარჯვენით განახლებას ,რომ ელოდება,
მაგრამ გონს მოდი,სიყვარული სამტრო როდია,
სიძულვილი თუ არ განდევნე,ცოდვას დაიდებ,
და სულიც გქონდეს,მაგ ლამაზი სახის სადარი
და მე თუ არა საკუთარი თავი დაინდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
Nia_ko wrote:
ციტატა:
ხატიტა_26-ს

ეგ თვალი ვინ დაგიავდრა, გოგონი?
ო, დასწყევლოს ზეციერმა
სიყვარულის მომგონი.
აივანზე დარდიანობ,
მთვარეს გასცქერ ქერათმება,
გოგოვ, ბაგებანგიანო,
ვისი ნახვა გენატრება?
ხედავ?
ღამე დათალხული
მთვარის ბანგით დაიბნიდა,
მითხარ, ვისი გახდა გული,
ვის გასცქერი აივნიდან?

ხედავ,
გოგოვ, თვალგიშერავ,
ღამ-ღამ ფიქრმა არ გიშველა...

ბაგეს ღიმი როდი ფარავს,
დარდმა ცრემლი შეჰკონაო...
გოგოვ,
ვინმე მოგიპარავს,
იტყვის, ოქრო მეგონაო...
ღამეს თეთრად ნუ გასტეხავ,
გოგონი,
ო, დასწყევლოს ზეციერმა
სიყვარულის მომგონი.

ვახუშტი კოტეტიშვილი
უღრმესი მადლობა ნიაკო,=ko= =bf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,გამოგეთხოვე წამის წინ
და უკვე ვითვლი წამებს,
მომყვება შენი ნაბიჯი,
ვრეკავ ივნისის ზარებს.

ვუსმენ უეცარ ბეთჰოვენს,
ვუხმობ გარდასულ მწუხრებს,
წამის წინ გამოგეთხოვე
და უკვე ვითვლი წამებს..."

=mq =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Nov 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე დავივიწყებ ყველაფერს ქვეყნად
და გაზაფხულზე კვლავ შენთან მოვალ,
მე ვერ გავუძლებ აპრილში კენტად
ნუშებისა და ატმების თოვას.
და ვისაც უნდა გვიხილოს ერთად,
არ ვემალები მე არცერთ მსტობარს.
მე დავივიწყებ ყველაფერს ქვეყნად
და გაზაფხულზე კვლავ შენთან მოვალ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Nov 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს,
რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში,
შეუბოჭნია მოძრაობა მთელის ქვეყნ
მთელი ქვეყანა გახვეულა ქალის დალალში.

გ.ტაბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გავიქცეთ ერთად, და იყავი ჩემი მეუღლე,
მღელვარე მკერდზე მომესვენე ქანცმილეული;
შორს უცხოეთში ჩემი გული იქნება მარად
შენი სამშობლო,შენი სახლი მამისეული.
ტუ ჩემთან ერთად არ წამოხვალ,მე აქ მოვკვდები,
და შენ დარჩები ქვეყანაზე მარტო,ეული,
იქნები,როგორც უთვისტომო,მიუსაფარი,
ციხედ გექცევა თვითონ სახლი მამისეული.

ჰაინე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
რატომ მიყვარხარ,თუ ვიცოდე-
დამექცეს სახლი!
რატომ ვწერ შენზე,თუ ვიცოდე-
გამიხმეს ხელი!
ორი სიპი ქვა მიჭირავს და
საფეთქლებს ვახლი,
შენ გახსენებ და... გამოჭრილი
შენგნით მაქვს ყელი!

მურმან ლებანიძე

=cg=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
likako wrote:
ციტატა:
როს ვერ გხედავ,მწუხარებით არ ვიმსჭვალები,
გიხილავ და,როდი ვიწვი გრძნობის ალებით,,
თუმცა დიდხანს თუ ვერ გნახე,დარდი მატულობს,
მუდამ რაღაც მაკლია და ვინმეს ვნატრულობ,
თან დღედაღამ არ მასვენებს კითხვა ფარული:
"ეს რა არის?მეგობრობა თუ სიყვარული?"
როს თვალთაგან გამიქრები,ვწუხვარ ისევე,
შენს ხატებას გონებაში ვეღარ ვიხსენებ,
თითქოს გაქრნენ,დაიკარგნენ შენი თვალები,
და მაინც ვგრძნობ,ფიქრთან ახლოს დაიარები,
არ მასვენებს ერთი კითხვა,გულში ფარული:
"ეს რა არის?მეგობრობა თუ სიყვარული?"
თუმცა ბევრჯერ მიტანჯია,წამცდა მე ოხვრა,
შენთან მაინც არ მოვსულვარ ჩემდა მეოხად.
როცა ფიქრი გზად უაზროდ დამატარებდა,
თვით არ ვიცი,ვით აღმოვჩნდი მე შენს კარებთან,
რისთვის მოველ?კვლავ მაწვალებს კითხვა ფარული:
"ეს რა არის?მეგობრობა თუ სიყვარული?"
თავს გავწირავ,ოღონდ გქონდეს ლხენა ურიცხვი,
ჯოჯოხეთშიც კი შთავხდები შენი გულისთვის,
თუმც არ ვღირვართ მე და ჩემი გული საწყალი
შენს სიმშვიდეს რომ ვიცავდეთ ყისმათგამწყრალნი.
ისევ გულიში მებადება კითხვა ფარული:
"ეს რა არის ?მეგობრობა თუ სიყვარული?"
როცა ჩემს ხელს შენი ხელი თრთოლვით ეხება,
გამოუთქმელ ნეტარებით თავბრუ მეხვევა.
ამ სიზმარში სულსაც დავლევ სალმობიერი,
მაგრამ გულის გამაღვიძებს ცემა ძლიერი,
თან ხმამაღლა მეკითხება,თან სიბრალულით:
"ეს რა არის?მეგობრობა თუ სიყვარული?"
როცა ვწერდი ამ სიმღერას,როგორც მლოცავი,
შთაგონება არ მქონია გასაოცარი,
თუნდ ვეცადო,ვერ აგიხსნი,ვერც მოგიყვები,
ან ეს აზრი რამ დაბადა,ან ეს სიტყვები.
ბოლოს კითხვა ჩავინიშნე ჩემთვის,ფარულად:
"რამ აღმანთო?მეგობრობამ თუ სიყვარულმა?"

ადამ მიცკევიჩი.სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით:
„არ შეიძლება... აკრძალულია“...
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.

შენი ჩურჩული მე შევიყვარე,
როგორც ოჯახის დიდი ნუგეში,
შენი ჩურჩული არხევს ჭიჭვნარებს,
ბალახად წვება ჩიტის ბუდეში.

მე შენს ჩურჩულში ვარ შეყუჟული,
მთვრალი ვარ შენით და საღამოთი
და მეჩვენება, შენი ჩურჩული,
სადღაც, ბუხარში, კვამლად ამოდის.

მეხვევა ეგ ხმა, როგორც ვენახი
და რას აღმითქვამს, მინდა გავიგო.
მაგ ჩურჩულიდან ვიღაც მეძახის
გაუბედავად: „მამა... მამიკო...“

ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით.
„არ შეიძლება... აკრძალულია...“
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.

ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
***
გითხარი... გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,
ბავშვივით დამტუქსე თან:
"რა ცუდი ყოფილხარ... მომეშვი... გამცილდი...
როგორ გამიბედე თქმა?"

არაო, თავს იქნევ, სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი მეგობრებს ვუამბობ
როგორი კარგი ხარ შენ.

ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მცხეთის ქალაქს მირონი დუღს“, მზის და ვაზის მირონი.
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.
ბულბულს როგორ არ ესტვინა
იბერიის ბაღთათვის,
არ მოევლო პალესტინა,
კილიკია, ბაღდათი.
მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,
მოიძიე მონასტრები, ჟამით გადაბერილი.
გაწოლილა ქვაში ხავსად
ჟამი - ნააღაპარი,
ხომ არ ამხელს ხვაშიადსა
ქვის გრძნეული ზღაპარი?..
მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,
იქნებ ქვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!
ვის დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,
შენი სიტყვის მალამოთი გაამართლე წარსული.
გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო
და ქუდს გიხდით საქართველო, კონსტანტინე ბატონო.

შოთა ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი