dorado wrote:ციტატა:
ეს უწყინარი თემა მე წამოვიწყე და ლამისაა ვნანობ...საქმე იმაშია, რომ პოლიტიკური პოზიციის დასაფიქსირებკლად აღარაფერს ეღიდება ზოგიერთი...ვინმე"სტუმარს"ამოუკრებია ჩემი პასუხი და ლანძღვითა და დამცირებით სავსე "ანონიმკა" გაუშანსავს ვებ-ტვ-ის კომენტარებში. სახტად დავრჩი, იმხელა ზიზღი დავინახე...ასე რომ დესპანელებო, წერეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით!
ძვირფასო დორადო ძალიან ვწუხვარ რომ გაწყენინეს:(
რიჩარდ ბახს აქვს ნათქვამი "ილუზიებში":
"იცხოვრე ისე რომ არასოდეს შეგეშინდეს შენი ნათქვამი, ნამოქმედარი თუ ნაფიქრალი ცაზეც კი რომ დაეწეროს ყველას წასაკითხად!"
და იქვე აქვს მიწერილი:
"მაშინაც კი თუ ის რაც გამოქვეყნდა არასწორია"
ეს ბოლო მინაწერი რომ წავიკითხე იმწამს ვერ აღვიქვი. ოდნავ რომ დავფიქრდი მივხვდი რა გენიალურია.
(არაჩვეულებრი წიგნია, ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი საკითხავი. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ)
შენისთანა გოგოს აბა ის საბრალო ჭორიკნობა რას გავნებს?:)
შეყვარებული ვარ შენ წერილებზე, დიდი მადლობა