↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 263 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined05 Oct 2007
Posts66
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით ყველას!მე არც პასუხის გაცემას ვაპირებ და არც პოლემიკის თავი არა მაქვს ნამდვილად.რასაც ვწერ და ვამბობ ჩემი გამოცდილებით.არ მიყვარს როცა ჭკუას მარიგებენ და შესაბამისად მეც თავს ვიკავებ ვინმეს ჭკუის სწავლაში(ყველას აქვს საკმარისი ).მარტო "დოკუმენტების" შემოწმება ყოფილიყო და მეც ეგ მინდა.სადაც კარგად იქნებიან ქართველები არ მგონია შეგვშურდეს ერთმანეთის(მე ასე ვფიქრობ).ეს ჩემი წერილი დიდი ხნის წინ დაწერილია,მაგრამ 2 ნოემბრის მერე გამოჩნდა სად არის ჩვენი უფლებები დაცული,როგორ ზრუნავს მის მოქალაქეებზე სახელმწიფო და მთავრობა.როგორ მინდა რომ ვცდებოდე.პოლოტიკას, პოლიტიკოსებმა მიხედონ,მე ჩემი საქმით რაღაცას და ვიღაცას ვშველი.არც ის ჯაშუშები არ არის ჩემი დასაჭერი.მე როგორც რიგითი ქართველი და მოქალაქე ვთვლი საჭიროდ და აუცილებელია,ყველა მოქალაქის უფლება იყოს დაცული ყველგან.მე არც ერთი მთავრობა არ შემიწუხებია ჩემი პოზიცია ოპოზიციობით,არც მიშას ვუჭერ მხარს და არც პუტინს ბეჭს,ყოველთვის ჩემ აზრს გამოვხატავ,თორე არც რუსები არიან მამა აბრამის ბატკნები და არც ქართველები.მე ვამბობ ჩემსას რაც გამოვცადე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ჩვენს გეოპოლიტიკურ ვითარებაში რუსები ბატკნები კი არა მგლები არიან და საქართველო -წითელქუდა...
ალბათ არ გინახავთ გუშინდელი მასალები დესპანზე "არ ვიცი რა დავარქვა"...ახლა ის დრო არ არის კოსმოპოლიტურ თანასწორობა-სოლიდარობაზე ვილაპარაკოთ.დღეს საქართველოსთვის ლიბერალიზმი დამღუპველია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
ზვ იგენი,ძალიან გაოცებული ვარ შენი მსჯელობით, პირველი ის რომ რადგან ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია უნდა გიყვარდესო ვითომ რატომ უნდა მიყვარდეს , სიყვარული აუცილებელია შეიძლება პატივს ცემდე და არ ილანძღებოდე ეს სულ სხვაა,მერე მეორე სულ ყველა თქვენს საუბარში ,რომ ამბობ ზარმაცები არიან არ უნდატ მუშაობა ბირჟაზე დგომა და ლოტობა ურჩევნიათო მაინტერესებს საიდან მოგაქვთასეთი არგუმენტები თქვენს ირგვლივ ხომ არარის ესეთი ხალხი და გულის ტკივილით იმიტომ ხომ არ ლაპარაკობთ, მე უამრავი ნათესავ მეზობელ მეგობარი მყავს რომლებიც უმაღლეს დამთავრებულები არიან და მზიდავადაც მუშაობდნენ ზპგი ელიავაზე ზოგი კიდევ სად მაგრამ იქაც ტაციობა იყო და იმ ყინვაში და წვიმაში მთელი დღეიდგნენ 5 ლარის გულისტვის და ამხელა კაცები ბევრჯერ ატირებულები ჯოფილან რომ ვერსად ვერაფერს ახერხებდნენ სანამ არ წავიდნენ უცხოეთში და ოჯახები ამით გადაარჩინეს იქაც ვირებივით ზოგი მშენებლობაზე და ზოგი კიდევ სა მუშაობს, ასერომ ნუ ლაპარაკობ მაღალ ფარდოვნად ილაპარაკე საერტო გადასახედიდან , მერე მესამე სულ ხშირად იმეორებ ძველი თაობა რომ ქავა ახალიუკეთესად გააკეთებსო რომელ ძველ თაობაზე ლაპარაკობ რომელმაც მოყვანა აქამდე და შენმა თაობამ დაანგრია? თუ იმ თაობაზეე ლაპარაკობ ჯეობარში რომ არიან,ანჩემი დედა შენი დედას რომ გაიძახიან ,ან იმ თაობაზე რომელიც დიპლომის დაცვა ახალი მეტოდიტ სახესი ფურთხებით რომ ქონდათ, თუ იმ თაობამ რომლებიცილიას და აკაკის უარყოფს დაამერიკულ განათლებას ააღორძინებს საქართველოში სურატის მიხედვით 10 წელი და შენზეც იტყვიან ძველი თაობააო აი მაშინ რას იზამ ძალიან მაინტერესებს ,და ტუ ასეთი კარგი , აშენებული , გალამაზებული და მიმზიდველია საქართველოში ყოფნა ჩამოდი ჩემო კარგო და აქედან ელაპარაკე მერე ხალხს და დაგიჯერებ რომ საამურია ცხოვრება და ვაცადოდ მთავრობას მომავლის იმედიდ რადგან ერთი მერცხალის მოსვლა გაზაფხულს ვერ მოიყვანს თყრმე მაგრამ ეგ ანდაზაც ძველია და თანამედროვეთინ შეცვალედ რადგან ძველი არაფერი არ ვარგა .ისე არ გეგონო უფროსი თაობის თქვენზე უმცროსი ვარ ,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ეხ თოლია რა კარგად მსჯელობ. სოფელში დავიბადე და გავიზარდე, თანაც ისეთ სოფელში ერთ დროს მართლა რომ ქუხდა. არც მუშაობა მაკლდა მეპირადად და მშობლების რაღა მოგახსენო. არც მთლად ეგრეა შენ რო გგონია. მესაქონლეობაო რომ იძახი ეხლა ერთი თვეც არ იქნება გასული, საქონლის საჭმელი ფქვილი შეიტანეს ხონში, მოწამლული, მთელ სოფელს დაუწყდა ღორები. და იცი რატომ?
ვიღაცას ღორის ხორცი შემოუტანია თურქეთიდან და ის აქვა გასასაღებელი. ის ვიღაცა კი დიდ კაცია. ასე რომ დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალიო. მიდი ეხლა და ამტკიცე ეს ასე არააო. თუ ჩემი ნათქვამი არ გჯერა გადაამოწმე ხონის სოფლებიდან ვინმე ნაცნობი გეყოლება. ჩემს სოფელში ხალხი 20-25 ტონა მანდარინს კრეფს, თუ იცი სად მიაქვთ ეხლა ეს ციტრუსი? შარაშან მთელი სოფელი ციტრუსის სასაფლაოდ აქციეს. ყველამ დამარხა. დალპა აბა რა ექნათ. როგორ ფიქრობ წელს რას იზამენ? მე გეტყვი მამაჩემმა უკვე დიდი ორმოები ამოიღო, დამპალი ციტრუსი საქონელმა რომ შეჭამოს მოიწამლებაო, ისევ დამარხავს. შარშან ჩვენი ძროხები ლიმონს და მანდარინის წვწნს იწველებოდა. იგივე იქნება ეხლაც. წადი ეხლა სოფელში და იმუშავე. ჩემს სოფელსაც დაგითმობ თუ გინდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Nov 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
pikaso22
მერე შე დალოცვილო ადამიანო, ამდენი მანდარინი და ფორთოხალი თუ გილპებათ და მიწაში მარხავთ, მანამდე სანამ ეს მოუვა რეალიზაციას რატომ არ უკეთებთ თუნდაც იმ დაბალ ფასში? ან კიდე ბოლო ბოლო ბავშვთა სახლებს მაინც აჩუქეთ, ვიტამინებს მაინც მიიღებენ ბავშვები. რა ავი ძაღლისა დაგმართნიათ თკვე კაი ხალხო....

მეორეა კიდე. ნუთუ ამხელა სოფელში ერთი კაცი ვერ გამოდგა ისეტი, რომ მოეფიქრებინა და სოფლის საძმაკაცო შეეკრიბა, ფული დაედოთ და პატარა ხილის გადამამუშავებელი გაეკეთებინათ, არც თქვენ მოგიწევდათ მანდარინის რძის სმა და ახალწელსაც "საკუთარი ფირმის" ნატურალური ლიმნის ან მანდარინის წვენს დალევდით, ქიმიური ნაგვით დამზადებული კოკაკოლათი რომ იხვრიტავთ კუჭებს.
პატივისცემით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
sc0rpi0n wrote:
ციტატა:
pikaso22
მერე შე დალოცვილო ადამიანო, ამდენი მანდარინი და ფორთოხალი თუ გილპებათ და მიწაში მარხავთ, მანამდე სანამ ეს მოუვა რეალიზაციას რატომ არ უკეთებთ თუნდაც იმ დაბალ ფასში? ან კიდე ბოლო ბოლო ბავშვთა სახლებს მაინც აჩუქეთ, ვიტამინებს მაინც მიიღებენ ბავშვები. რა ავი ძაღლისა დაგმართნიათ თკვე კაი ხალხო....

მეორეა კიდე. ნუთუ ამხელა სოფელში ერთი კაცი ვერ გამოდგა ისეტი, რომ მოეფიქრებინა და სოფლის საძმაკაცო შეეკრიბა, ფული დაედოთ და პატარა ხილის გადამამუშავებელი გაეკეთებინათ, არც თქვენ მოგიწევდათ მანდარინის რძის სმა და ახალწელსაც "საკუთარი ფირმის" ნატურალური ლიმნის ან მანდარინის წვენს დალევდით, ქიმიური ნაგვით დამზადებული კოკაკოლათი რომ იხვრიტავთ კუჭებს.
პატივისცემით

შე კაი ადამიანო მივიდეს ვინმე და წამოიღოს. მაგის ფული ვისააქ ეგ ამდენი ციტრუსი იქეთ-აქეთ ატაროს.თუ რა გინდა მოიკიდოს მამაჩემმა ყუთი ზურგზე და ბავშვთა სახლში აიტანოს. დაბერდა ის კაცი, მაგდენი სად შეუძლია. ან სად უნდა ჩააბარო ერთი როგორ მაინტერესებს. თქვენ რა მართლა გგონიათ სააკაშვილმა ქარხნები გახსნა და არიქა ყველაფერს იბარებენო. ადგილზე უნდა მიხვიდე და ნახო რაც ხდება. ცოტაც მოიცა და ციტრუსიც მოსაძებნი გახდება, ხალხმა მოჭრა დაიწყო. ციტრუსს რო პატრონობა უნდა იმას ფული ჭირდება. თუ რა გგონია ტყეში იზრდება ველურ მცენარესავით. კაია სხვისთვის ჭკუის სწავლება. ჩემს ოჯახს არავისთვის დაუკლია დახმარება და პატივისცემა სხვათაშორის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Apr 2007
Posts64
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე,ზოგიერთი დესპანელის აზრს ვუპასუხებ ,საქართველოში "ვერ"დაბრუნების შესახებ და კითხვას დავუსვამ.საქართველოში მყოფმა თქვენმა შრომისუნარიანმა და-ძმამ ,ის სამუშაო რომ შეასრულონ საქართველოში ,რასაც ემიგრაციაში მყოფი ქართველების 99% ასრულებს,როგორ გგონიათ ვინმე უმუშევარი დარჩებოდა?მაგრამ საქმე იმაშია ,რომ იმას რასაც საზღვარგარეთ დიდი სიამოვნებით გააკეთებდნენ,რატომღაც საქართველოში თაკილობენ.ჰოდა ,ნუ გეწყინებათ ჩემო კარგებო ,ალბათ კიდევ დიდხანს მოგიწევთ უცხოელის მოსამსახურედ ყოფნა თუ თქვენმა ყველა შ რ ო მ ი ს უ ნ ა რ ი ა ნ მ ა ოჯახის წევრმა არ შეგიცოდათ და თავიანთი ამპარტავნება(ძალიან დიდი ცოდვაა სხვათა შორის)არ გადალახა.დარწმუნებული ვარ საქართველოში უამრავი სამუშაო ადგილია,მაგრამ "სპეცოვკის"ჩაცმა და "ფართუკის "აფარება არავის არ უნდა.რატომ რა,თქვენ აქ არა ხართ?.......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ტინი გენაცვალე შენ გიკეთია ფართუკი?ან სპეცოვკა გაცვია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Apr 2007
Posts64
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემი ნიკია თინი.და შეგიძლია არ მენაცვალო ,ასე არ შეგაწუხებ.

პასუხი ასეთია: ვარ ამერიკაში და მიკეთია "ფართუკი"
ვიყავი თბილისში და 20 წლიდან მეკეთა "ფართუკი".

დესპანელებს ნუ დავაბნევთ"ფართუკ"-ში "მუშაობა " იგულისხმება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
კარგი რადგან ასე გსურს არ გენაცვალები და არც თავს შევიწუხებ დიდად მაგაზე.ვიცი რომ ფართუკში მუშაობა იგულისხმება და არა გართობა.ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს,უბრალოდ უკეთესი იქნება თუ ადამიანს იმის საშუალება ექნება თავის ნიჭს მისცეს სწორად ხარჯვის საშუალება და არ ეკეთოს მთელი ც ხოვრება იძულებით ეგ შენგან ბრჭყალებით დაპატიმრებული ფართუკი

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Apr 2007
Posts64
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნამდვილად არ მეგონა, ჩემო კარგო ,ასეთი აგრესია თუ გქონდა სხვისი აზრის მიმართ.ძალიან გთხოვ ,მომავალში ნუ შეწუხდები ჩემს აზრზე რაიმე კომენტარი გააკეთო.შევთანხმდით?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
პიკასო როგორ ხაარ,რამდენი ხანია აღარ გამიგია შენი ხმა.ცოტა იმედი მომეცა კაცო,იმ შენს დიდ და ულამაზეს სოფელში,რომელზეც ბევრი რამ ძაან კარგი მსმენია,ვერავის მოსვლია აზრად რა უქნან იმდენ ციტრუსს და მშვენიერი იდეა წამოვიდა ზემოდან სკორპიონისგან,გააგებინო ეგება იმ ხალხს რა უქნან ციტრუსს.ვაი,ვაი,როგორი ძნელი მოსასმენია ასე ზერელე რჩევები,აბა ერთი თქვენ იყოთ იმ ხალხის ადგილზე ნეტა რას იზამდით.არადა მართლა ძალიან ჭკვიანი,კეთილი და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს იქ ,სადაც პიკასომ იგულისხმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Apr 2007
Posts64
კარმა50
OFFLINEPROFILE
და კიდევ ერთი,ნანანო,როგორც გიჭირდეს ისე გილხინდესო.ახლა თანამდებობების არჩევის დრო არ არის ,ყველამ უნდა იშრომოს,როგორც შეუძლია და მაგის დროც მოვა შენ რომ შენი ნიჭის სწორად დახარჯვა შეგეძლება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ცნობისთვის, არ ვარ აგრესიული(ხშირ შემთხვევაში).შენს აზრზეც და სხვის აზრზეც გავაკეთებ ხოლმე კომენტარებს თუ მომინდება,ასე რომ მაგაზე ვერ შევთანხმდით!აქ იმითომ ვწერთ რომ კომენტარებიც გაკეთდეს.O.K?dn

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ეხ,ჩემო კარგო,ეგ დრო კი არ მიდის,მირბის.წავიდაა ჰეეე.....

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 263 posts ] 
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)
დესპანი