მოდით რა,აქაც დავწერ ჩემს ლექსს დედაზე და ყველა დესპანელის დედას ვუძღვნი ჩემი დედიკოს თამადობით! ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გიცოცხლოთ მშობლები!
დედა
როცა ქვეყანას მოვევლინე,ვიყავ პაწია,
დაბადენიდან დედის სითბოს უხვად ჩვეული,
ფეხის ადგმამდე ბზის აკვანი მარტომ არწია,
დედამ აღმზარდა მე ბევრისთვის გამორჩეული!
როცა ლოგინში ვკანკალებდი მე ხან სნეული,
არ მცილდებოდა,სევდიანი მითევდა ღამეს;
როცა ხანდახან მტკივდებოდა სული,სხეული
ჩემთან კვნესოდა და მიწმენდდა ცრემლიან თვალებს!
დედის კალთასაც მისეული სურნელი ასდის,
ვით გაზაფხულის აყვავებულ ალუბლის რტოებს,
ნუ დაეცემი ქვეყანაზე,როცა ღმერთი გცდის,
დედის ლოცვა ხომ ცხოვრებაში არასდროს გტოვებს!
დედის ძუძუსთან გატარებულ თითოეულ წამს,
ჩემთვის სიცოცხლის სიხარულის მოაქვს წადილი,
ზრუნავს სიზმრებშიც არ მშორდება,დამტრიალებს თავს:
_"როგო გეძინა?" "ხომ არ გცივა?" "ჭამე სადილი?"
დედის ნაზი ხმა,უჩვეულო ხელების სითბო
და იავნანის აჟღერება ჩემს სასთუმალთან,
ბედნიერია ის არსება,ვონც ამას იგრძნობს
და გაატარებს ტკბილ ბავშვობას მხოლოდ დედასთან!
წმინდაო ღვთისა მშობელო და ქალწულო დედავ,
მუხლმოდრეკილი შენს წინაშე ვედრებას ვბედავ:
გემუდარები,დამიფარო მე ის არსება ,
რომლის თვალებსაც ყოველ ღამე სიზმრებში ვხედავ!
ხატია ფაცია
