↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 263 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ვინც შრომის ფასი იცის, ფართუკიც უკეთია და არც არაფერი ეშლება.ამ ადამიანმა თინიმთავისი აზრი გამოთქვა _ერთგვარი ალეგორიის სახით,არ გვინდა რა სიტყვებზე გამოკიდება, OK?

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Nov 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნანანო, ჩაგეთვალათ!
"ფართუკების" და "სპეცოვკების" იძულებით ტარება თუ ასე საამაყოა, საქართველოში ვინ აგიკრძალათ ხალხო? მით უფრო თუ სააკაშვილის რეჟიმიც მისაღები და ასატანია, დაბრუნდით ბატონებო "ბედნიერ " საქართველოში, იამაყეთ ფართუკებით და ემიგრაციაში ნუ დასნეულდებით. ეგებ ნიჭიც დროულად მოიხმაროთ და ფართუკების სიყვარულს არ შემოახარჯოთ. რაო, ვინმემ მოგისაჯათ მოსამსახურედ ყოფნა? თუ დემაგოგიაა ადვილი?
რაც შეეხება dorado-ს უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო დ! მოსაბეზრებელია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ჩემო "თიკეი" რა შუაშია ამპარტავნობის გადალახვა? ან რას ნიშნავს "ფართუკით" მუშაობა? შენ როგორ ფიქრობ, ადამიანი რომელიც წიგნებთან ათენებს და აღამებს, ეს არ არის მძიმე მუშაობა? ასეთი ადამიანი მის ქვეყანაში შესაფერის სამსახურს არ იმსახურებს? ალბათ მიპასუხებ-კიო, მერედა სადაა სამსახურები. შრომისუნარიანი და ინტელექტუალური მასის უმეტესობა ემიგრაციაშია. მე ყველა მშრომელ ადამიანს პატივს ვცემ, მაგრამ მართლა განათლებულ ადამიანს "ფართუკი" არ უნდა ეფაროს.მან მისი საქმე უნდა აკეთოს. ან რატომ უნდა შეასრულოს ჩემმა შრომისუნარიანმა დამ ( რომელიც ასევე ექიმია) თავის ქვეყანაში ის საქმე რასაც ემიგრაციაში მყოფი და პატივაყრილი ქართველი ასრულებს? ან ვის უნდა მოემსახუროს გაღიპულ არაბებს? ყოჩაღ შენ!
"დარწმუნებული ვარ საქართველოშიც უამრავი სამსახურია, მაგრამ სპეცოვკის ჩაცმა და ფართუკის აფარება არავის უნდაო" რომ ამბობ, შენ თვითონ წადი უკან და ეგ ფართუკი აქ რომ გაფარია იქ აიფარე.
ერთსაც გეტყვი-არამგონია "ფართუკში" ნორმალურ შრომას გულისხმობდე. მე ასე ვერ აღვიქვამ. ყოველ შემთხვევაში , ჩემი აზრით , ნორმალურ ქვეყანაში ყველას მისი შესაფერისი "ფართუკი" უნდა ეფაროს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined04 Aug 2007
Posts6
კარმა50
OFFLINEPROFILE
თინი ჩამოდი საქართველოში და აქ შეინახე "ფართუკით"ოჯახი,გადასახადებიც გადაიხადე და შვილებსაც განათლეა მიეცი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ძვირფასო მარიმანდმაპატიეთ თუ სწორად ვერ ამოვიკითხედა ოპოზიციურად მოაზროვნე სხვა თანამემამულენო,მოსაბეზრებელი ისაა ეს დაყოფა-განაპირება რომ მიდის. მარტო თქვენ რომ ილაპარაკოთ ერთი და იგივე და სხვა აზრისამ ვერავინ ჩაგიგდოთ სიტყვა_ესეც მოსაბეზრებელი არ იქნება?ვინც სხვანაირად ვფიქრობთ ყველა დემაგოგი და გასალანძღია?კი ნუ გვებუტებით, გვეკამათეთ.და საერთოდ, გილოცავთ გიორგობას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
დორადო ძვირფასო რას ნიშნავს პოზიცია და ოპოზიცია. ჩვენ ყველა ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ და უბრალოდ კამათსა და ჭკუის სწავლებას შორისაცაა სხვაობა. ვინც აქ ხართ საზღვარგარეთ და ასე მოგწონთ საქართველოში ცხოვრება მიბრძანდით რავა დაგაკავათ ვინმემ. და მერე საქართველოდან გველაპარაკეთ ჩამოდით ავშენდითო. მე პირადად არც მთავრობის მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე,აქ რაზეც გული გვტკივა იმას ვწერთ. არც თბილისში მაკლდა ვირივით მუშაობა მაგრამ 45 ლარი მქონდა ხელფასი. სხვათა შორის მაშინაც სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. და მეორე ბევრია ძალიან დღესაც ეგრე ვირივით რომ მუშაობს მაგრამ რატომღაც თანამდებობის პირები უცებ მილიონრები ხდებიან და მუშა ხალხი ისევ ვირები რჩებიან.ჩვენ ემიგრანტები რომ ეხლა საქართველოში დავბრუნდეთ სააკაშვილი არჩენს ჩვენს ოჯახებს?

მოდით რა ბევრი რომ არ გავაგრძელო ჯერ თქვენ წადით "პოზიციონერებო" და მერე წამოგყვებით ჩვენ "ოპოზიციონერები".

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Apr 2007
Posts64
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძვირფასო ლილუ და ბარბი!,მე საქართველოშიც არ დამიკლია შრომა და არანაირი ფორმა(რა თქმა უნდა მორალის ფარგლებში)სამარცხვინოდ არ მიმაჩნია.მიუხედავად იმისა ,რომ 10 წელი ვიყავი მეცნიერებათა აკადემიის ერთერთი ინსტიტუტის კადრების უფროსი,2 წელი საქართველოს ერთერთი დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგე,4 წელი საზღვარგარეთ ,კონტრაქტით, დიდი ტურისტული კომპანიის ერთერთი მენეჯერი და 2 წელი საქართველოში ერთერთი ამერიკული კომპანიის წარმომადგენლობის მარკეტინგის მენეჯერი,დღეს ჩემს ოჯახს და ჩემს შვილს რომ ყველაფერი ჰქონდეს ფართუკის აფარება დამჭირდა.ამაში სამარცხვინოს და თ ქ ვ ე ნ გ ა ნ გასაქილიკებელს ვერაფერს ვერ ვხედავ.არ ველოდები ,რომ ვინმე ისევ მენეჯერად დამიძახებს -თქო.ვაკეთებ ზუსტად იმას რასაც სიტუაცია მოითხოვს და რაც უფლის ნებაა.

ისე ,ცნობისათვის ,დამთავრებული მაქვს უცხოენათა ინსტიტუტი და ვაშინგტონის ინსტიტუტის ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
თიკეი ეს თინი ხარ თუ მეჩვენება,ისე შენთან კამათში კი დავკარგე კარმა.ეს აგრესიაა თუ დასჯა?არა,ვხუმრობ არ გაბრაზდე.მე ჩემი აზრი მაქვს,შენ შენი.ზოგჯერ დაემთხვევა,ზოგჯერ არა,მგონი როგორღაც კამათის ნორმებშიც ვჯდებით.იცი რატომ ვამბობ?დორადომ მოინდომა უადგილოდ მანდილის აფრიალება,აქ არავინ ვხოცავთ ერთმანეთს,და შესაბამისად ზუსტად პროვოკატორული დამშვიდებებია გამაღიზიანებელი.მადლობა დორადოს გიორგობის მოლოცვისთვის(ჩემ წილ მადლობას ვიხდი)წმინდა გიორგის მფარველობა გქონოდეს მუდამ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
tikei wrote:
ციტატა:
ძვირფასო ლილუ და ბარბი!,მე საქართველოშიც არ დამიკლია შრომა და არანაირი ფორმა(რა თქმა უნდა მორალის ფარგლებში)სამარცხვინოდ არ მიმაჩნია.მიუხედავად იმისა ,რომ 10 წელი ვიყავი მეცნიერებათა აკადემიის ერთერთი ინსტიტუტის კადრების უფროსი,2 წელი საქართველოს ერთერთი დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგე,4 წელი საზღვარგარეთ ,კონტრაქტით, დიდი ტურისტული კომპანიის ერთერთი მენეჯერი და 2 წელი საქართველოში ერთერთი ამერიკული კომპანიის წარმომადგენლობის მარკეტინგის მენეჯერი,დღეს ჩემს ოჯახს და ჩემს შვილს რომ ყველაფერი ჰქონდეს ფართუკის აფარება დამჭირდა.ამაში სამარცხვინოს და თ ქ ვ ე ნ გ ა ნ გასაქილიკებელს ვერაფერს ვერ ვხედავ.არ ველოდები ,რომ ვინმე ისევ მენეჯერად დამიძახებს -თქო.ვაკეთებ ზუსტად იმას რასაც სიტუაცია მოითხოვს და რაც უფლის ნებაა.

ისე ,ცნობისათვის ,დამთავრებული მაქვს უცხოენათა ინსტიტუტი და ვაშინგტონის ინსტიტუტის ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტი.
აქ ის გამოგრჩა თბილისშიც რომ 20წელი ფართუკი ატარე:side:ისე ეგ დალოცვილი უცხოეთში უფრო ძვირია და ფასობს,ვიდრე საქართველოში,(ან საერთოდ არ აქვს ფასი)მე მგონი დამეთანხმები

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Apr 2007
Posts64
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნანანო , ნიკი ჩემი შვილის თხოვნით შევიცვალე,ისევ მე ვარ არ გეჩვენება.
პირველ რიგში გიორგობას მოგილოცავ და მისი მადლი გფარავდეს.ჩემი ტოლი როცა გახდები და ძალიან დიდი პასუხისმგებლობების წინაშე დადგები ჩემი აზრი ესეთ საშინელებლად აღარ მოგეჩვენება.საქართველოში ჩემი ყოფნის დროს ფართუკი არ მჭირდებოდა ,მაგრამ მგონი ახლა დამჭირდება .ასე რომ, როგორც ყველა საქმეში კვალიფიკაცია გვჭირდება ,თანაც საზღვარგარეთ.იხარე და იბედნიერე და ღმერთმა ასეთი" საშინელი "ფართუკი და სპეცოვკა "არ ჩაგაცვას არასოდეს.
ისე როგორი პოპულარული ტერმინი გახდა.(რა თქმა უნდა ვხუმრობ)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
თიკეი ორი შვილის დედა ვარ,უფროსი 15წლისაა,უმცროსი 10ის.იცი რამდენი ხანია არ მინახია,გული მისკდება მაგაზე ფიქრით,ესაა ცხოვრება?არ ვიცი შენ რამდენი წლის ხარ,შეიძლება უფროსიც იყო,მე კი მართლა პატარა ასაკში გავთხოვდი,მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ამ ცხოვრების ტკბილ-მწარე გემო ხომ კაი ხანია გავიგე და ვაი ამ ცხოვრებას, საუკეთესო წლებს შვილების გარეშე ვატარებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
თიკეი მინდა გითხრათ , რომ თქვენი ან ვინმეს ქილიკის ხასიათზე ნამდვილად არა ვარ. მეორეც-თქვე დალოცვილო, თქვენხელა მუშაობის სტაჟი და თქვენი ასაკი რომ მქონდეს (50-ის ზემოთ მგონიხართ), ალბათ მეც ნაკლებად მექნებოდა რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე. სამწუხაროდ ,თქვენი შვილებისგან განსხვავებით, დედაჩემს, რომელსაც თქვენზე ნაკლები არ უსწავლია და უშრომია, ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს რკინის ქალამნების ჩასაცმელად და "ფართუკის" ასაფარებლად, თორემ ალბათ მეც თბილისში ვიქნებოდი და დედის დახმარებით საკმაოდ კარგ კარიერას მოვიწყობდი. ჩემი სპეციალობის ადამიანი საზღვარგარეთ დისკვალიფიკაციის მეტს ვერაფერს მიიღებს. საქართველოდან განათლებული ახალგაზრდების გადინება არავის ადარდებს, ამ დროს ამერიკა ტალანტებს ეძებს მსოფლიოში და თავისკენ ექაჩება, არა მგონია ამერიკა საქართველოზე უტვინო იყოს. მაპატიეთ ასეთი ტონისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
არ ვიცი დაიბეჭდა თუ არა და მეორედ ვწერ, რაღაცა ჭირს ჩემს კომპიუტერს. პიკასო, მე სანახევროდ საქართველოში ვარ და ჩემს საქმეს ასე ჭირდება.თუ გამყვებით და გამომყვებით-გაგახრათ ღმერთმა, ამაზე კარგი რა უნდა მოხდეს!ვილაპარაკებთ მაინც.
პოზიცია და ოპოზიცია არ გვინდა -მეთქი ამას მე თვითონ თავგადაკლული ვიხვეწები . სამწუხაროა რომ აზრთა სხვადასხვაობამ მაინც დაგვყო.ჭკუის დარიგებას რაც შეეხება_მძულს, არც სხვას დავარიგებინებ და არც მე დავარიგებ არავის.უბრალოდ ვლაპარაკობთ.ეს სიტყვის უფლებაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ძალიან ადვილია ოპოზიციონერობანას თამაში... ნაკლს რა გამოლევს, მით უმეტეს საქართველოში, მაგრამ თუ ვინმე ყვირის რაღაც გეგმა უნდა ქონდეს მაინც და უკეთესი იყოს არსებულ მდგომარეობაზე. მასე ბევრმა იყვირა დავუჯერეთ და გაგვიბლატავდნენ, თავად გახდნენ უარესი მათზე ვინც იყო ჭკუა კი ვერ ვისწავლეთ და ახლა ისევ იმ პოლიტიკოსებს ვუჯერებთ რომლებიც ადრე გვატყუილებდნენ. პოლიტიკა არის ბინძური საქმე , პოლიტიკოსები კი ყველა ცრუა და ამორალი.
რა უნდა ხალხს მაინც ვერ გავიგე... სააკაშვილის წასვლა და მის ადგილზე სხვის მოსვლა როგორ გააუმჯობესებს სიტუაციას ? რატომ არ ფიქრობთ ამაზე? მთელი ერი გაპოლიტიკოსებულია და საქვეყნო დებატებია ყველგან. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. ამჯამად საქართველო შედარებით უკეთააა და მართალია კუს ნაბიჯებით მაგრამ მაინც ვითარდება. რას ერჩოდით იმ ადამიანს დააფიქსირა თავის აზრი და ყველა მიესიეთ.. ესაა ოპოზიციის პრობლემაც, ლოზუნგიც ასეთია მათი :"სატანა იყოს, ოღონდ არა მიშა!"

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Nov 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
zvigen! მაგრად გეშლება, ოპოზიციონერობა როგორ არის ადვილი, როცა მშვიდობიან მოშიმშილეებს არავინ არ ინდობს და სახალხო დამცველიც კი დარბევის და ძალადობის მსხვერპლი ხდება.ან რა იგულისხმება საქართველოს შედარებით უკეთ ყოფნაში ნაციონალების დღევანდელი (ალბათ უკვე გუშინდელი)ყრილობა?! საკმარისზე მეტად აფანატებ სააკაშვილზე, ნამდვილად არ იმსახურებს. გასაყიდი გაიყიდა, დასაკარგი დაიკარგა, განათლება განადგურდა, დედა-უნივერსიტეტი გაპარტახდა. სასამართლო უფლებააყრილი და დამონებულია,ხალხი უმუშევარი, დამშეული და დათრგუნული. დღევანდელ ხელისუფალთა ოპონენტები დასატუსაღებლად და დასატერორებლად თუ არა "ჩასარეცხად" განწირულები , სულიერება კი საერთოდ უგულებელყოფილი და ა.შ ... და თუნდაც "კუს ნაბიჯებით" რაღა ვითარდება?! ან ქვეყანაში, სადაც ლამის ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ერთმანეთის ნათესავები თუ არა, ნაცნობ-მეგობრები მაინც ვართ, სკამის სიყვარულმა ისე როგორ უნდა დაგიბნელოს გონება, რომ ქართველებს ერთმანეთი ახოცინო, თუნდაც აცემინო. რატომ გგონია, რომ სააკაშვილით და მისი ხუნტით იწყება და მთავრდება ჩვენი ერის ისტორია?!დიახ: არა მიშა! და არც არავითარი სატანა!!! ქართველ ხალხს ის უნდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამო ირეცხოს ყველა სირცხვილი, ამაღლდეს, გაბრწყინდეს და, ბოლოს და ბოლოს გააკეთოს ღირსეული არჩევანი! მწამს,ისე არ გადავშენებულვართ,რომ ეს ვერ შევძლოთ. და არც არავის არ მივსევივართ .ვცდილობთ, რომ ბელადების სიყვარულისა და ხიბლისგან განთავისუფლდეთ და უფრო მეტად საქართველო გტკიოდეთ!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 263 posts ] 
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)
დესპანი