↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
KHATITA26 wrote:
ციტატა:
რამ გამაოცა?რამ გამაკვირვა?თურმე იმ სიტყვებს რასაც მე მეუნები სხვასაც უწოდებ,სხვაზეც ასე ფიქრობ,სხვასაც ასე ეფერები,და ცხოვრებაში ორმაგ თამაშს თამაშობ...

=ko= რა ნაცნობი სიტუაციაა....=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
My darling!
If you miss me...Put this great desire into your soul and you'll feel my breath.
If you miss me...My shade will come to you! If you even don't close your eyes-open your life book and you'll read my name there! Look at the blue sky and my face will be painted among the clouds...
If you miss me too much...Walk down the street ,the leaves will shake there, I will be one of them!
And if you miss me really... But i wonder, will you?..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,-ქორწილი აქვსო...შიშნეულად იკვლა ფიქრმა...მერე ერთმანეთს მიეხალნენ მოგონებები თუ ტკივილები.ღონეგამოცლილი მივეყრდენი გაყინულ მინას.
-ქორწილი აქვსო...უცებ დაგკარგე...უცხო სამყაროში გადაიხვეწე და წამგვარე ჩვენეულა ხატულა ფიქრი...
-ქორწილი აქვსო...უცებ გადაითქარუნეს ცისფრად დარახტულმა რაშებმა.უცებ...უცებ ჩავიმუხლე და ვეღარ ავდექი...
-ქორწილი აქვსო...ჩამომცვივდა და გაიყინა შავი ფრთები...ჩამოიმარცვლა თეთრი ოცნება...თითქოს არც იყო...
-ქორწილი აქვსო...ღიმილი ავიფარე გახევებულ სახეზე...
-ქორწილი აქვსო...ისევ ჩაწყდა სადღაც ძარღვი და ისევ გაჩერდა დრო...
-ქორწილი აქვსო...თეთრ სამყაროში დავენარცხე ქვაზე უმწეოდ...ვეღარ წამოვდექ...მკვდარი ჩიტივით მოწყდა კედელს გრძელი ნაწნავი...სუსტი ხელებით მივიკარი მკერდზე და ...არ მიტირია...ჩუმად,ჩუმად გარდავიცვალე...
-ქორწილი აქვსო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,ერთ წამში შეიძლება ვიღაც ძალიან მოგეწონოს,ერთ დღეში შეიძლება შეგიყვარდეს კიდეც,მაგრამ მის დავიწყებას უკვე წლები დასჭირდება.ნუ მიენდობი თვალებს ,ისინი შეიძლება ტყუოდნენ,ნუ ეძებ სიმდიდრეს,რომელიც შეიძლება უეცრად გაუჩინარდეს...ეძებე ის ვინც უფერო ცხოვრებას გაგიფერადებს,ჰპოვე ის ვინც გულს გაგითბობს,ვინც ღიმილს გაჩუქებს..."

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
თითქმის მთელი დღეა გულიდან სევდა არ მშორდება.ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები.აღარ ვიცი,რითი გავირთო თავი.ფანჯრიდან ვიყურები,ქუჩაში მოსიარულე ხალხს ვაკვირდები...
ძალით ვიშორებ გულიდან სევდას.თვალებს ვხუჭავ და გნატრულობ.წინ მიდგება შენი საყვარელი სახე,ლამაზი თვალები...
საღამოა.ქუჩაში გამოფენილან ადამიანები.ხარბად ვისუნთქავ ჰაერს...
მხოლოდ ორნი მინდა ვიყოთ-მე და შენ...თვალებში მსურს გიცქირო...მე ვიცი,ვინ ხარ შენ...მე ვიცი,ვინ ვარ მე...მე შენი სიყვარულით არ დავიღლები...მე შენი სიყვარული არ მომწყინდება...მაშინაც შენზე ვფიქრობ,როდესაც შსენზე არ ვფიქრობ...
ქარი გაფანტავს გულის ტკივილებს.მარტო დავრჩები ჩემს ფიქრებთან და გინატრებ.ნეტავ იცოდე,როგორ მაბნევს წუთიერი ბედნიერებით შენი ნახვა და როგორ მკლავს შენი გაუჩინარება...
ვინ თქვა შენზე აუგი...ქვეყანას მირჩევნიხარ...შენთან არ ვარ-მაინც შენ დაგტრიალებენ ჩემი ფიქრები...თუ გიღალატებ...მაინც შენი ერთგული ვიქნები...
ჩვენ გაზაფხულზე აღმოვაჩინეთ ერთმანეთი.ერთად ყოფნა გვეწადა,მაგრამ სიამაყის გამო შორი0შორ ვიყავით.მე შენზე ვოცნებობდი...უცბად გაილია ერთი წელი..და აი,ვდგავარ სარკმელთან მარტო,უშენოდ,სევდით სავსე,თვალცრემლიანი...
ლოდინი და ისევ ლოდინი დაუსრულებლივ.ჩვენ ერთმანეთს ველით და ამ მოლოდინში ვშორდებით...
ქარიშხალივით ავბობოქრდები და თმას აგიჩეჩავ.გარს შემოგეხვევი და გასაქანს არ მოგცემ.გამექცევი?გამოგედევნები...არ მიხმობ?მე ხომ თვითონ მოვედი.არ მოგასვენებ.გრძნობებს დამალავ?არ მაპატიებ სეცდომას დახელს მკრავ?სადაც წახვალ,ყველგან ქამოგყვები...ვეღარ მომატყუებენ ადამიანები.შენ ყველაზე კარგი ხარ.თვალებს სად დამალავ?ისინი გაგყიდიან...
მენატრები-როგორც ზღვა და თოლია...გულის რა შორდება მელანქოლია....მე შენს სიძულვილს არ შევუშინდები-სიყვარულს სიძულვილი ვერ მოერევა...
ბინდი ეპარება ქუჩას.მე რა მემართება?გული სევდას დაუპყრია,თვალები-ცრემლს.მთვარე შემოიჭყიტება ჩემს სარკმელში და მანუგეშებს.მე კი გინატრებ...შემოანგრევს შემი გულის ფიცარს ოცნება და ვეღარ შევაკავებ სიყვარულს ცრემლად დაღვრილს...ცრემლად დავიცლები.ამ ბარათს ქარს გავატან და...ისევ გინატრებ...
შენ?არ მიხმობ?არ მაპატიებ შეცდომას და ხელს მკრავ?ნება შენია..მე წავალ..
თვალებს დავხუჭავ.ძალით მოვიშორებ გულიდან სევდას და...მხოლოდ გინატრებ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
likako =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქეთა მადლობ კოცნისთვის =bf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
არაფრის. ბედნიერი იყავი, ლიკაკო !!!:)

დამღალეე!!! უზომოდ დამღალე, შენი არსებობით დამღალე...შენი ყურადღებით დამღალე...დავიღალე გესმის?! და ვი ღა ლე... შენი მოტრფიალე გოგონების, გააფთრებული შემოტევების მოგერიებით,თითქოს მათი მოსისხლე მტერი ვიყო. შენი მეგობრების აწრიალებით ჩემს დანახვაზე...რითი ვერ მიხვდი დალოცვილო?! არ მჭირდება შენი თვითდაჯერებული სიკარგეეე..დამილოცია შენით აღფრთოვანებულებისთვის!!! ვააახხხ...რა იცი შე დაბდურო...მე მთელს გალაქტიკას ვეძებ...შენ კი ერთ გამოკეტილ ოთახს მპირდები შენი გულის კუნჭულში....მე მისი ხელით დაკრეფილ მინდვრის ყვავილებს ვეძებ.. შენ კი ყინულში ჩასმულ, ერთი და იგივე გამყიდველისგან ნაყიდ ვარდებს მიგზავნი...(მეცოდებიან უზომოდ...და თან ბოლომდეც ვერ ვხდები, სიმართლე გითხრა, რა დატვირთვა აქვთ).მე მის მზერაში გადანაწილებულ ჩემს მზერას ვეძებ...შენი კი შენს მუდმივად ვიღაცისგან დამფრთხალ მზერას მაპარებ...მე მისი გულიდან წამოსულ თბილ ღიმილს ვეძებ---შენ კი სარკეში დაყენებულ შენს ღიმილს მთავაზობ...მე მის დაბნეულ მზერაში დანახული გულიდან ამოუთქმელის დანახვა მინდა- შენ?! შენ, ერთი და იგივე კარგად გაზეპირებულ ქათინაურებს მთავაზობ, რომლითაც თავს იწონებ მთელს დედათა სქესთან...მე მას, ჩემთან ჩუმად მოსულ საფიქრალს ვეძებ...შენ კი ზალპით გინდა ჩემს სულში შემოსვლა...მე ჩემი სულის ნაწილს ვეძებ- შენ კი, გარეგნულად შემოგვნეტრებენო!!!
ჰმ!!!მოკლედ შენ არ გეძებ და ჩამომეხსენ!!!
რა ბედნიერებაა, რომ ვერც ამ წერილს წაიკითხავ,თორემ სიცილით ჩაბჟირდეოდი- ვაი შენს პატრონსო, მოეშვი ოცბნებასო!!!ეძებ ეხლა უცებ არ იპოვოო, მასეთები სად არიანო......მე კი შენს არაორდინალურობაზე გამეღიმებოდა და მშვიდად გეტყოდი:ვაი ჩემს კი არა შენს პატრონსთქო, რომ ოცნების ძალა არ შეგწევსთქო.რომ არსებობენ, და რომ მანამდე მოვძებნი სანამ არ ვიპოვითქო... მოკლედ, რამდენ ვაი- ვუის გადავრჩით ამ წერილის მოუწერლობით ხომ აზრზე ხარ...ხოდა, ასე "დობრად" კარგად იყავი!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
არასდროს დამიწერია წერილი ასე...
ჩემი პირველი წერილის მუზა ხარ...
შენ კი იცი რომ მე მუზა ძალიან მიყვარს
იცი? კი, კი როგორ არა... შენ ხომ მიცნობ კარგად..
შენ ისიც იცი რომ ვერასდროს დამკარგავ...
ძალიანაც რომ გინდოდეს... ან ფიქრობდე რომ გინდა... არა ეს შეუძლებელია...
მაგნიტივით მოგეკრობი , პატარა ბავშვივით ხელებს შემოგხვევ კისერზე და არ გაგიშვებ!
არა... შენ კი თავს დახრი,ტუჩებს დაბერავ:) მაგრამ მე მეცოდინება რომ ასე უნდა ქნა... იმიტომ რომ ვიგრძნო გაბრაზებული ხარ
არაფერს ვიტყვი და გავიღიმებ
და შენც ჩამიხუტებ გულში
მე კი ეს იმ მომენტში ყველაფერზე მეტად მენდომება...
ვიცი.. შენ გეცოდინება ეს და გამიღიმებ...
იცი რომ არ დამკარგავ არასდროს... იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი ვიცით...
კარგია... კარგია რომ დღეს ჩემი მუზა ხარ...
მე ხომ მუზა ყველაფერს მირჩევნია...
კარგია რომ დღეს შენით ვვარსებობ...
კარგია რომ დღეს ერთი ჰაერით ვსუნთქავთ...
კარგია რომ წვიმიანი დღეა.. და სევდას წვიმის წვეთებს გავატანთ...
კარგია ეს ყველაფერი შენთან ერთად...
იმიტომ რომ ვვარსებობთ....
მე შენ მჭირდები....გულით მჭირდები....
სურათი აღარ არსებობს

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
„როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით...
(მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...“

„მარადისობის კანონი“

=ko= მოვეფეროდ ერთმანეთს=ko=

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
che wrote:
ციტატა:
არასდროს დამიწერია წერილი ასე...
ჩემი პირველი წერილის მუზა ხარ...
შენ კი იცი რომ მე მუზა ძალიან მიყვარს
იცი? კი, კი როგორ არა... შენ ხომ მიცნობ კარგად..
შენ ისიც იცი რომ ვერასდროს დამკარგავ...
ძალიანაც რომ გინდოდეს... ან ფიქრობდე რომ გინდა... არა ეს შეუძლებელია...
მაგნიტივით მოგეკრობი , პატარა ბავშვივით ხელებს შემოგხვევ კისერზე და არ გაგიშვებ!
არა... შენ კი თავს დახრი,ტუჩებს დაბერავ:) მაგრამ მე მეცოდინება რომ ასე უნდა ქნა... იმიტომ რომ ვიგრძნო გაბრაზებული ხარ
არაფერს ვიტყვი და გავიღიმებ
და შენც ჩამიხუტებ გულში
მე კი ეს იმ მომენტში ყველაფერზე მეტად მენდომება...
ვიცი.. შენ გეცოდინება ეს და გამიღიმებ...
იცი რომ არ დამკარგავ არასდროს... იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი ვიცით...
კარგია... კარგია რომ დღეს ჩემი მუზა ხარ...
მე ხომ მუზა ყველაფერს მირჩევნია...
კარგია რომ დღეს შენით ვვარსებობ...
კარგია რომ დღეს ერთი ჰაერით ვსუნთქავთ...
კარგია რომ წვიმიანი დღეა.. და სევდას წვიმის წვეთებს გავატანთ...
კარგია ეს ყველაფერი შენთან ერთად...
იმიტომ რომ ვვარსებობთ....
მე შენ მჭირდები....გულით მჭირდები....
სურათი აღარ არსებობს

უკომენტაროდ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
აუ, ხანდახან როგორ მინდება რომ მოგწერო ხოლმე იცი?! ძლაინ- ძალიან...
იცი,გარეთ შემოდგომის მოქუფრული ამინდია, გულშეწუხებული ცა კი ტირილს ვერ ბედავს და მორცხვი ასულივით ჩუმად იცრემლება...ჩემი სახლის წინ დიდი აკაცია ფოთლებშემოძარცვული დარჩა....მისი წითელ -ყვითელი ფოთლები ცელქ ნიავს გაჰყოლიან, ეს კი მოწყენილი გასცქერის მათ გზას...ტოტზე ჩამომჯდარი ყვავი ავბედითად დასჩხავის-აღარ დაბრუნდებიანო აკაციაო , არააააოო...მძულს ეს შავგულა ფრინველი. მძულს და მეშინია მისი.
ჩემს სულში კი ეს მელანქოლია ვერ აღწევს, ვერც ჩემს სიმყუდროვეს არღვევს...ნაცრისფერ გარემოში ჭრელი ფერები შეიმჩნევა, ცხოვრება მშვენიერია....მშვიდად ვიყუერბი ფანჯარაში. შენზე ვფიქრობ, ჰორიზონტს ვუღიმი და აკვაიტებულ მელოდიას ვღიღინებ..
ტამ ტამ ტარარამ!!!!
გკოცნი, საფეთქელზე... ჩემო....

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:
ციტატა:
აუ, ხანდახან როგორ მინდება რომ მოგწერო ხოლმე იცი?! ძლაინ- ძალიან...
იცი,გარეთ შემოდგომის მოქუფრული ამინდია, გულშეწუხებული ცა კი ტირილს ვერ ბედავს და მორცხვი ასულივით ჩუმად იცრემლება...ჩემი სახლის წინ დიდი აკაცია ფოთლებშემოძარცვული დარჩა....მისი წითელ -ყვითელი ფოთლები ცელქ ნიავს გაჰყოლიან, ეს კი მოწყენილი გასცქერის მათ გზას...ტოტზე ჩამომჯდარი ყვავი ავბედითად დასჩხავის-აღარ დაბრუნდებიანო აკაციაო , არააააოო...მძულს ეს შავგულა ფრინველი. მძულს და მეშინია მისი.
ჩემს სულში კი ეს მელანქოლია ვერ აღწევს, ვერც ჩემს სიმყუდროვეს არღვევს...ნაცრისფერ გარემოში ჭრელი ფერები შეიმჩნევა, ცხოვრება მშვენიერია....მშვიდად ვიყუერბი ფანჯარაში. შენზე ვფიქრობ, ჰორიზონტს ვუღიმი და აკვაიტებულ მელოდიას ვღიღინებ..
ტამ ტამ ტარარამ!!!!
გკოცნი, საფეთქელზე... ჩემო....

ქეთუნია ჩემზე იყოს მაგ ყვავის ლიკვიდაცია, შენ ნუ გეშინია:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
რა საკვარლები ხარტ. ტკვენ გენაცვალეტ. სოსოიას რუსი--ცაგეტვალა.მმპპააააააააააა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი