როგორ ხარ შენ??ამდენხანს რატომ სულ აღარ შემეხმაინე...ვერ მოიცალე თუ აღარ გახსოვარ სულ?!

ხოდა ასე, თავის გასასამართლებელ მიზეზებს არ მივიღებ მე..მომწერე ხოლმე ხანდახან, რამდენიმე სიტყვა მაინც...თორემ გაგებუტები და აღარ გაგეღიმილები, ნახავ მერე შენ....:huh:
დღეს ლენას სანახავად ვიყავი..ისე შევედი ოთახში, ვერ შემამჩნია, სარწეველა სავარძელზე გადაწოლილიყო, ნება -ნება ქანაობდა, მუცელზე ხელი დაედო და თავისი თბილი ,დაბალი ხმით იავნანას მღეროდა...მონუსხულივით ვიდექი და ვუსმენდი...იცი, რაღაცნაირად სულში ჩამწვდომი სანახავი იყო...დედობისთვის შემზადებული ქალის და მისი ჯერ დაუბადებელი შვილის სულიერი იდილია...ყველაზე , სათნო, მაღალზნეობრივი და ლამაზი სიმღერა ჟღერდა მისი ბაგეთაგან , მისი ფუძის ყვავილობის ნიშანი...ნათქვამია, ყველა ქალი დედობას ეტრფის ფარულად თუ აშკარადო, მართალია! დედობა ხომ უდიდესი მადლია განგებისგან დაბერტყილი... რომ დამინახა თავი დახარა და გაწითლდა...მომინდა მეთქვა:
იმღერე იგალობე, ჩემო ძვირფასო საგალობელი სიცოხლისა, საგალობელი უკვდავებისა...იმრავლე ვიათრცა ცაზე ვარსკვლავებმა, დაიხუნძლე მსხმოიარე ვაზივით...ყველანაირი ბედნიერება შენთვის დაებერტყოს განგებას...უსაზღვროდ ლამაზი ხარ,ორმაგად სათნო და ძალიან საყვარელი...მაგრამ იმდენად ემოციებით ვიყავი დატვირთული, ჩვენს უხვსიტყვიან ენაშიც კი ვერ მოვძებნე ამ სურათის შესაფასებელი სიტყვები და უთქმელად ჩავეხუტე..ეხალ კი მომინდა შენთვის მომეწერა:) მოდი ერთად ვუსურვოთ ბედნიერი დედობა და ჯანმრთელი გასაზრდელი...
ღმერთი გფარავდეთ ლენ!!!!
ისე, იცი რა მაგრად მაინტერესებს ვის გავს ლენკას შვილი?!ვიცი ,მეტი რა გზაა მომიწევს ვიცადო კიდევ თვენახევარი...
კარგ, გავიქეცი ეხლა მე..გაგეღიმა ხომ..ხოდა მაგ ღიმილზე გკოცნი უ თვა ლავს!!!!