↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
კაცი ვიცი ერთი-ორი,
არაკაცი _ ათასობით.
მზეკაბანი მიდი-მოდის.
წარბმაღლობენ ყაყაჩონი.
ეს სოფელიც, სხვათა შორის,
«ბრუნავს ვითა ტანაჯორი».
მ.მაჭავარიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined21 Oct 2007
Posts63
კარმა50
OFFLINEPROFILE
დღეს არაფერი არ შეიცვლება,რადგან შენ ჩემი მეუღლე გქვია
მაგრამ მე ვფიქრობ ხომ შეიძლება მენახე მაგრამ ძალიან გვიან,
ხომ შეიძლება გეცხოვრად სადღაც შევხვედროდით და ჩაგვევლო უბრად
შეეწყობოდი სრულიად სხვა ქალს დაუმშვენებდი ოჯახს და სუფრას . ეს გაზაფხული შენით მიგვრძვნია,გზა და გზა მინდვრის ყვავილებს ვითვლი
მე ახლა ფიქრიც არ შემიძლია რომ შენ შეგეძლო ცხოვრება სხვითვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * *
მეკოცნის ზღვაში დავიბადე,
გამიგონია,
და კოცნის ზღვაში დავიხრჩობი,
ასე მგონია.
გამიგონია,
კოცნა ლოთებს მოუგონიათ,
მათ ვენაცვალე,
რა სათუთი გრძნობა ჰქონიათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ოდესაც გიცქერ ტკბილად ძგერს გული
შენდამი ტრფობით გატაცებული.
ოდეს გშორდები მუდამ ვსტირი მე
შენ შემოგევლე,შენი ჭირიმე.

შენ ხარ სიმღერა და სიხარული,
ხარ უკვდავება და სიყვარული.
ერთი მაცვენე მზეო პირი მე
შენ შემოგევლე,შენი ჭირიმე!

ბროლის თითებით როს სიმთ აჟღერებ
სირინოზის ხმით ტკბილად ამღერებ,
ნეტარების ცრემლს ვაფქვევ,ვსტირი მე
შენ შემოგევლე,შენი ჭირიმე.

შენ მომივლინე შვება,ნათელი
შენ გამიქარვე სევდა,ნაღველი.
ვეღარას მაკლებს ტანჯვა,ჭირი მე
შენ შემოგევლე,შენი ჭირიმე.

შენი მონა ვარ,შენი ვარ მცველი,
შენი მგოსანი -შენზედ მლოცველი
შენი ჩრდილი ვარ და თან გზირი მე
შენ შემოგევლე,შენი ჭირიმე.

გემუდარები ნაზო ბულბულო
როდესაც მოვკვდე ვიქმნე უსულოდ
და დამაყარონ მიწისპირი მე
ერთი მიტირე შენი ჭირიმე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ძვირფას ქალს

გარშემო იდგა თბილი ჰაერი
და იყო სივრცე, როგორც ზეწარი.
იყო შეხვედრა სულ სხვანაირი,
შეხვედრა, ჩუმი და უეცარი.

მე არ ვფიქრობდი მაშინ წვიმაზე,
ღმერთო, რა იყო ამის მიზეზი.
კვლავ მიდიოდა ქალი ძვირფასი
და შენ სახეზე ნელა მიმზერდი.

და თითქოს ბედი მიჰქონდა თვალებს
და მე სიმშვიდეს შენში ვეძებდი,
ნელა წარმოსთქვი: მე დავიღალე!
და შენ აღმართზე უცებ შეჩერდი.

ჩემებრ გაფრენის სურვილს ანთებდა
ეს ცა მაღალი და ასე მუქი.
ვამჩნევდი, სახეს რომ მინათებდა
შენი თვალების ცისფერი შუქი.

დღე იყო თეთრი, დღე იყო თბილი
და მოგაგონდა შენ ჩემი ლექსი.
მე შენ დამტოვე ხელდაკრეფილი,
მე შენ დამტოვე და გაიქეცი.

გარშემო იდგა თბილი ჰაერი
და იყო სივრცე, როგორც ზეწარი.
იყო შეხვედრა სულ სხვანაირი,
შეხვედრა, ჩუმი და უეცარი.

ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ატმის რტოო, დაღალულო რტოო

ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი,
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიქრის ტბორი.

მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის,
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი,
ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის.

ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
ეხლა სხვაა, ეხლა სისხლის დროა,
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი კარგი...
ატმის რტოო, დაღალულო რტოო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ილია ჭავჭავაძე
ქართვლის დედას

„აწმყო შობილი წარსულისაგან,
არის მშობელი მომავალისა“.
ლეიბნიცი

ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...

გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.

მითხარ, სადღაა მამაპაპური
მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?

მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთი ვალი!

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -

რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ცისა ფერს

ცისა ფერს, ზღვისა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არაამქვეყნიურს
სიყრმითგან ვეტრფოდი.
და ეხლა, როს სისხლი
მაქვს გაცივებული,
ვფიცავ მე არროდეს
ვეტრფო მე ფერსა სხვას!

თვალებში მშვენიერს
ვეტრფი მე ცისა ფერს,
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.
ფიქრი მე სანატრი
მიმიწევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ცისა ფერს.

მოვკვდები, ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს.
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს.
სამარეს ჩემსას როს
გარს ნისლი მოეცვას,
იგიცა შესწიროს
ციაგმან ლურჯსა ცას.

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
იოსებ ნონეშვილი
არის ასეთი ქვეყანა

ვაზის ძირში დარწეული აკვანი,
სალამურის საამური კვნესა,
გმირობის და უკვდავების ზღაპარი,
ხალხში თქმული რუსთაველის ლექსად.

მამა-პაპის წმინდა სისხლით ნაბანი,
მზის სხივებით ანთებული მარად,
უფსკრულებში ჩანჩქერების ჩქაფანი,
მთებზე თოვლი, ბულბულები – ბარად.

ზოგან ირმების ჯოგია,
ზოგან არწივნი ჰქრიან,
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვიან!

თვალტანადი ქალ-ვაჟების ნათქვამი
იავნანა, ურმული და რერო,
სიცოცხლით და სიყვარულით გამთბარი
ვენახები, ყანები და მდელო.

თხილის ერთ გულს ცხრა ძმას ძმურად გაუყოფს,
მას თავისთვის განა მეტი უნდა?...
სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს,
სახლის კარი ღია არის მუდამ.

„ერი პურადი, გულადი“,
სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან...
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!

ურმის წალებს შესეული ბავშვები,
ივრის ჭალებს – კაკაბი და გნოლი...
ჩვენს იმედად, მტერთა რისხვად ნაშენი
ძველთაძველი თბილისი და გორი.

დეკემბერში ვარდის გამოშუქება,
ნოემბერში – ნარინჯების ეშხი...
წყალვარდნილებს ელსადგური უხდებათ
და ქარხნების გუგუნია მთებში.

მისი დიდების ამბავი
საუკუნეებს მიაქვთ.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!

აბა ვინ სთქვას თავის მთით და ბარითა
პატარაა საქართველოს მიწა...
მზეს ეხება, ისე მაღლა ავიდა,
იალბუზით მეშვიდე ცას მისწვდა.

აუვსია, რომ დაუხვდეს გაზაფხულს,
ღვინით თასი, ყვავილებით კალთა,
სხვა ოცნება, სხვა დიდება არა სურს
მშობელ ხალხის დღეგრძელობის გარდა.

ღამით ვარსკვლავებს უღიმის,
დღისით მზე ცეცხლისფრთიანს.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ანა კალანდაძე
საქართველოო ლამაზო

„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ვითარცა მტკვარი

მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და
დრო
გადიოდა.

ვითარცა ღვინო –
ქვევრიდან
ხაპში –
ხაპიდან
დოქში –
დოქიდან
ჯამში –

ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში...

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა –
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი...

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ
და...
მიუხედავად ამისა, მაინც –
გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული

და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და...
იოარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!

მუხრან მაჭავარიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: „სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!“

არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!

მზე ჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
"მახარობელი"
წუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა, დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის რა სიხარული გამოიმეტე!

წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი, წუხელ დემეტრე დაბადებულა.
საქართველოს ცა, ისეც მაღალი, უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი, თურმე ილია დაბადებულა!

წუხელის მტერი – ერთპირად ჩვენი მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი, გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა. გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი, ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად!

წუხელის გოგოც დაბადებულა, ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად ღვთიურის ნათლით განათლებულა.

ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ! ქართველთა შორის ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის, ქართლი ხელახლა დაბადებულა!

ანზორ აბულაშვილი

http://www.youtube.com/v/RVcNJIdJnFw&rel=1

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
კიდევაც დაიზრდებიან

კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან -
ჯავრ არ შესჭამონ მტრისანი.

თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დაიდოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნაომარზედა.

ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.

ხალხური

Image

პატრიოტიზმმა შამომიტია :):) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქეთა კარგი გოგო ხარ

ფავორიტი

მე ვარ შენი ფავორიტი
მე არ მინდა დედოფლობა...
გაიხედე...სასახლეში
არყისფერად ჩამოთოვა...
თეთრ შეზლონგზე
დახრილ ფარდას
თქვენ შეარხევთ
მწუხრის ღამეს...
ღმერთმა ნუ ქნას...
ღმერთმა ნუ ქნას
რომ ძალიან შეგიყვარდეთ...
...რომ უჩემოდ
ვეღარ გაძლოთ,
ო,მეფეო...
თორემ მერე...
მე ნუ მიმზერთ,
თქვენს დედოფალს...
თქვენს დედოფალს მოეფერთ...
მე ვიქნები ფავორიტი...
გაზფხული უგვირილო,
გაცილებით ადვილია
დედოფლობა უგვირგვინოდ...
თეთრ შეზლონგზე
თქვენი სუნთქვა
კვლავ შეარხევს
რძისფერ ფარდებს,
ღმერთმა ნუ ქნას
ღმერთმა ნუ ქნას
რომ მეც ძლიერ შემიყვარდეთ...

ეკა ქაჯაია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი