↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
ახლოს იყავი და ვერ შეგნიშნე,
როგორ მომეპარე ვერც შევნიშნე...
ჩემი იყავი და ვერ შეგიშვნე,
ახლა სხვისი რომ ხარ,ვერ შეგინდე...
ჩემთან იყავი და ვერ შეგიგრძენ,
დამშორდი და თითქოს ახლა გიგრძენ...
ჩემი იყავი და ვერ შევიშნე,
დანაკარგი ტანჯვად გარდაიქმენ.
ჩემი იყავი და ვერ შეგიგრძენ,
ახლა სხვისი რომ ხარ -ვერ შეგინდე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ხან სერს ვამწვანებ ხან სიტყვას ვრანდავ,
ხან მომატარებს ცხრა ცას ოცნება,
მაინც ამქვეყნად სამშობლოს გარდა,
ჯერ არ მინახავს სხვა საოცრება.
ჯერ ვარსკვლავების ასე შემკრები,
სხვა ცაფირუზი მე არ მინახავს,
არ მომივლია უცხო ქვეყნები,
არც ოკეანე გადამილახავს.
თითქოს ბავშვივარ ,თმათეთრა ბავშვი,
თითქოს ვაზივარ ჭიგოს ჩაკრული,
წინანდლის ზვარში, ვარციხის ზვარში,
ხელმადლიანი კაცის ჩარგული.
ხან სერს ვამწვანებ, ხან სიტყვას ვრანდავ,
ხან მომატარებს სხრა ცას ოცნება,
მაინც ამქვეყნად,სამშობლოს გარდა,
ჯერ არ მინახავს სხვა საოცრება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
გათვლა
მე ვარ შენი;
შენ_აგრიეს;
მე ვაშენე;
შენ_ანგრიე:
მე მახსოვდი;
შენ_დამკარგე;
მე რა ცუდი;
შენ_რა კარგი;
მე სულ "ახლა';
შენ სულ "ხვალე";
მე და დაღლა?!
შენ დამღალე...
მე _ნიჩბებთან;
შენ _აფრაზე...
მე შენ ისე გამაბრაზე_
თვალს რომ ვხუჭავ,
ვხედავ იებს,
დაფლეთილებს და პაწიებს!
მე შენ აღარ გაპატიებ.
მე შენ აღარ გაპატიებ.
მე შენ აღარ გაპატიებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
სიმღერა თეთრ ძაღლზე

მთელი დღის დაღლილს საღამოსკენ მჭირდება სახლი,
სახლში _ ბუხარი, შავი ღვინო და თეთრი ძაღლი,
რომ გავისწორო ხარის ქედი დაღლილი დახრით,
(თუ არ იშრომე, როგორც ვიცით_დაგიდგა დახლი...)
რომ გავიხსენო, ვისაც შევხვდი ახვარს და თაღლითს,
(თუ ვერ ვივიწყებ,გუნებაში ცხრა ტყვიას ვახლი...)
შხაპი, ბოგინი, ლოგინი და ლოდინი ახლის...
მთელი დღის დაღლილს საღამოსკენ მჭირდება სახლი,
კიდევ_ბუხარი,
კიდევ_ღვინო
და_თეთრი ძაღლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Aug 2007
Posts727
კარმა79
OFFLINEPROFILE
დორადო პოეტიი ხარრ სუპთა რა.სუპერრ მალადეც

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
გასაღები

შენ ხარ ძნელად გასაგები,
ციხე ალყით ასაღები,
დასაწვავი, დასანგრევი
და თავიდან ასაგები.
საძაგელი და საქები,
ფიანდაზებდასაგები_
როცა ბრაზობ,მნახველები
ქარბორბალად გასაღებენ.
მე კი სულ არ მედარდება
შენი რისხვის ნასახები,
რადგან უკვე ჯიბეში მაქვს
შენი გულის გასაღები.
შენ ხარ ძნელად გასაგები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
რა რომანტიული ხარ geo-gio.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Nov 2007
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეძღვნება დორადოს

ერთი სიზმარი მესიზმრა, იყო რამე საოცარი:
გახუნებულ სარეველში ვარდი ვნახე დაუმჭკნარი
იდგა ქედის მოუხრელად დარი იყო თუ ავდარი
არცა სეტყვა აშინებდა, და არც ქარი ბობოქარი

ჯერ შორიდან ვუთვალთვალე, გავუბედე მერე პწკარი
იხუვლა და მომეღვარა წრფელი ნიჭის ნიაღვარი
დამიდნო და დამილეწა ჩემი ფარი და აბჯარი
დამავიწყა საზრუნავი, ძმაკაცი და მეგობარი
მის თაყვანად მიმაჯაჭვა მხოლოდ მასთან მოუბარი.

მეწადა მივსულიყავი მომესვა მისი ნექტარი
ვევედრე და არ გამიღო ციხე-სხრაკლიტულის კარი...
გამეღვიძა... ვერ გავიგე ცხადი იყო თუ სიზმარი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Nov 2007
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
უშენოდ

საღამო მშვიდი დადგა, ქალაქში ბინდი ჩადგა
ჩუმი და ცარიელი უშენოდ
უეცრად სადღაც გაქრა გულისთქმა, როგორც ნატვრა
და ისევ მარტო ვარ უსაშველოდ
და როგორც სველ ფანტელს, გიწვდი მოცარულ ხელს
სიზმარი არ ახდა უშენოდ

სურვილი აბეზარი, როგორც უწყვეტი ზარი,
გულს ააფორიაქებს უშენოდ
და სულის მეგობარზე, უცხო საოცარ ქალზე,
ოცნება არ ახდება უშენოდ
ეს გული ვერ იტევს სევდას ამოუთქმელს
და ბოლოს მომიღებს უშენოდ

მე რო მონდა, როგორ მინდა, როგორც ყვავილს ნამი ციდან
გულგანდობა, ნაზი გრძნობა, თანაგრძნობა ერთი ციდა
სად გეძებო სად გიპოვო ასე წმინდა მე რო მინდა
ამ უბიდან გამიფრინდა თითქოს ანგელოზი ციდან

მხოლოდ მზე ავსებს მთვარეს, მწუხრის ჟამს მოელვარეს
სინათლით ვერ ვივსები უშენოდ
დავდივარ ნახევარი, სევდასთან ნაომარი,
მთლიანი ვერ ვიქნები უშენოდ
მოგელი როგორც მზეს ყოველ ცისმარე დღეს
ვავედრი არ დასრულდეს უშენოდ

მე რო მინდა, როგორ მინდა, როგორც ყვავილს ნამი ციდან
გულგანდობა, ნაზი გრძნობა, თანაგრძნობა ერთი ციდა
სად გეძებო, სად გიპოვო ასე წმინდა მე რო მინდა
ამ უბიდან გამიფრინდა თითქოს ანგელოზი ციდან

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
გასაღები

შენ ხარ ძნელად გასაგები,
ციხე ალყით ასაღები,
დასაწვავი, დასანგრევი
და თავიდან ასაგები.
საძაგელი და საქები,
ფიანდაზებდასაგები_
როცა ბრაზობ,მნახველები
ქარბორბალად გასაღებენ.
მე კი სულ არ მედარდება
შენი რისხვის ნასახები,
რადგან უკვე ჯიბეში მაქვს
შენი გულის გასაღები.
შენ ხარ ძნელად გასაგები...

დორადო, მაგარი ლექსია! ჩემ შეყვარებულს შეესაბამება და გავუგზავნი სიამოვნებით =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
აღარც ავთანდილი ჩანს და
აღარც თინა თინითინობს,
სულ ამაოდ, სულ ამაოდ,
ვიღაც დავითობას ცდილობს,
რა ვარდებით,
სულ დარდებით,
სისხლით ვწერდით
ისტორიას!
თურმე,სულ ამაო არის,
რაც აქამდე გვიბრძოლია.
ამაოდ გვიშენებია
მცხეთა, ჯვარი, ფიტარეთი,
ენაზე მომდგარ ავ სიტყვას
ვერ ჩარეცხავს მდინარეთი.
ღმერთო, გვიხსენ!
უმეცართა,
უგულოთა
მოდის ურდო,
ქართველ ჯალალედინებად,
შაჰებად და
მურვან ყრუდო.
რა გიშველო, საფიცარო?
გმირებს ვეძებ
ვინა ვინობს...
აღარც ავთანდილი ჩანს და
აღარც თინა თინათინობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
მენატრები...იცი როგორ მენატრები?!-
მელანდები.....
ძლიერ მწადდი.. იცი როგორ ძლიერ მწადდი?!
შენ კი წადი...
მესიზმრები,ისე ხშირად მესიზმრები,
გეფიცები,ჩემი საფიცარი მხოლოდ შენ იქნები...
იცი რაა მონატრება საშინელი,
რაცა გტანჯავს მარტოობის ბნელი ღამე?
დამეხმარე....
და თუ მართლაც შენ მიწამლებ,გეფიცები,
რომ სიცოცხლის არასოდეს დავთვლი წამებს,
შემიწყალე....
სიყვარულში განწირული შემიბრალე.
მესიზმრები...სულ გადამრევს მე სიზმრები,
თითქოს წარსულს მანატრებენ ეს სიზმრები,
გეფიცები მენატრები,იცი როგორ მენატრები?-
მელანდები...
ძლიერ მწადდი...იცი როგორ ძლიერ მწადდი?!
შენ კი წადი....

=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
მლოცავს მარია,
ნუთუ სიზმარია?
ანათებს ფერები,
ნუთუ მეფერები?
მინდა ისევ გნახო
ოცნებებში კარგო,
მინდა რომ გაიგო
გული როგორ გნატრობს.
კვლავ იდუმალება
ჩათხრობილი გული,
სევდიანი მზერა,
დაჩაგრული სული,
კენტი სიყვარული
და ფიქრებტან მარტო,
ჩემი სიყვარული
რად დაჩაგრე კარგო?
:( :( :( :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
წარწერა ხელთათმანზე

მძულდეს სიკვდილი_ჩემი ხვედრია,
ამას ამართლებს სისხლის ყრუ ფეთქვა.
თქვან, რომ იმედი სულის კეთრია!
თქვან, რომ სხეული მიიღებს მეტ ქვას!
შავი_ შავია;თეთრი_თეთრია;
მე შევეცდები სიმტკიცე მერქვას
და არ დავუთმობ სამყაროს ღრიალს
სიტყვას, რომელიც მე უნდა მეთქვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ხვაშიადი
..სიცხე..ისფაჰანი..ფირუზის ღრუბლები...
...სასახლის კიბეზე დიდი შაჰი ადის...
დღესაც _სულ არავის არ ესაუბრება!
მხლებლები ასკვნიან:ისევ ხვაშიადი...

ძღვენი ვასალისა;თეთრი რაში ათი;
ახალი მხევალი;ზღაპრული ჰანგები...
მაგრამ არ ეწყობა კაცს ეს ხასიათი
და ყელში ამოსდის ჰაქიმთა ბანგები.

"სამყაროს ლომი ხარ...ვინ არს სხვა დიადი?!"
_ერთ სუნთქვად ქცეულა ლაქუცა ამალა...
უხმოდ იტრიალებს ბეჭედს ხმა-ზვიადი,
მაგრამ წარბების ბმა ზიზღს ვეღარ დამალავს.

ბოლოს სატახტოშიც დგება ღრმა წყვდიადი,
შაჰმა გადაცმულმა და ცხენმა უბელომ_
ვინძლო ქარვასლაში ჰპოვონ განთიადი,
რომ ამაოებას ცოტათი უყელონ...

იქ დერვიში იცნობს შაჰს შავ მაშიათი,
მიეახლება და "რა გწვავს, თვითონ მზეო!"
და "მზე"ატირდება,მტანჯავს ხვაშიადი
და ბრმა მოლოდინით თვალნი დავიფსეო.

ბრძენკაცი ლექსით და არა კაფიათი
ჭმუნვით უპასუხებს:"მბრძანებელო ჩემო,
სჯობს კაცი იკვებოს მლაშე ქვა_ხმიადით,
ოღონდ არ იცოდეს ხვაშიადის გემო!"

...სიცხე..ისფაჰანი..ფირუზის ღრუბლები..
სასახლის კიბეზე დიდი შაჰი ადის.
დღესაც_სულ არავის არ ესაუბრება!
მხლებლები ასკვნიან: ისევ ხვაშიადი...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი