↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი ცხოვრების კურიოზები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 117 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Nov 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
უვიცი არ გეგონოტ წერა ვიცი უბრალოდ მაუსი ჭედავს:))))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ეხლა ამოცანა დავწერე გონების სავარჯიშოში, ეს ამბავი გამახსენდა და გავხალისდი...მომინდა თქვენთვის მომეყოლა..მართალია მე არ შემმთხვევია და ჩემი მეგობრის დედას დაემართა . მაგრამ მერე რაა?! ასე დავიწყებ და მერე ჩემს ამბებსაც დავდებ...
მოკლედ, დოლიძის ქუჩაზე რომ ახალშშენის დაღმართი ჩამოდის კი იცით ალბათ..ისეთი ციცაბოა ფეხი ძლივს ეკიდება.ზედ თუ დააყინა ხომ საერთოდ ტანჯვა- ვაებაა იქ სიარული...
ხოდა, თბილისური ავი ზამთარია , მოფერფლა, მოყინა და გზები სარკესავით ლიპლიპებს(მაშინ სუბელიანი არ ყრიდა მარილს, ჯერ კიდევ)
ახალი წლის წინა დღეა და მოდის ეს ჩემი დაქალის დედა სახლში შემცივნული და დაღლილი სამსახურიდან .თავში ათასი ფიქრი უტრიალებს, რა გააკეთოს როგორ და საიდან დაიწყოს (მტერს დაუდგეს თვალი..მტრის ჯინაზე ხომ მაინც უნდა იყოს ქართველის სუფრა წელში გაღუნული) ხოდა ,ხედავს მის წინ მიდის ხანშიშესული კაცი, და ხელში უჭირავს კვერცხებით სავსე ე.წ. "ლისტი" .ნეტა მაგის ცოლს...მიართმევს სახლში..აბა ჩემი ქმარი ივლის მასე , ეჰ !!ფეხს ძლივს იკიდებსეს კაცი , ახალშენზე გაჭირვებით მიიკვლევს გზას... ჩემი დაქალის დედაც თავდახრილი ათვალიერებს ფეხი სად დადგას რომ არ დაეცეს...უცბად ხედავს მის ფეხებთან შავი ქუდი მოგორავს..აწია თავი და ...დედა, რას ხედავს ძირს არ გდია კაცი?! აბა გვერდით ხომ არ გაუვლიდა მივიდა , წამოაყენა-დედა, ხომ არაფერი გეტკინათ ბატონო???კითხა თანაგრძნობით დახედა და ხელში არარაფერი უჭირავს...ვაიმეეე..გაგიტყდათ კვერცხები???? შეიცხადა სასოწარკვეთილი ხმით
-არა ქალბატონო ,კვერცხები არა... მარა, საჯდომი კი მაგრად მეტკინა--უპასუხა კაცმა----
დედააა თავხედიო-გაიფიქრა ქალმა და სასწრაფოთ გასცილდა...აიხედა უფრო მაღლა აღმართზე და ჰოი საოცერებავ...აგერ არ მიდის ის კაცი თავისი მთელი კვერცხებიანი "ლისტით"...ის დაცემული სხვა ყოფილა....
სახლში რომ მოვიდა თავს იკლავდა ის ქალი, რას იფიქრებდა ის უცხო კაცი ჩემზეო....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts391
კარმა74
OFFLINEPROFILE
აუ ძაან მაგარი იყო ქეთა ბევრი ვიცინე=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
აუ ქეთა ჩაგეთვალა , გულინად ვიცინე, მე და ჩემი მეგობარი ვკითხულობდით ეხლა ერთად, და ერთმანეთს ვასკდებოდით. გაიხარე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში, მწარედ შეყვარებული რომ ვიყავი, ჩემი შეყვარებულის დაბადების დღეზე დავაპირეთ წასვლა მეგობრებმა, ბევრნი არ ვიყავით ,მხოლოდ რამდენიმე მეგობარი (ერთ ანსამბლში ვმღეროდით ყველა). ერთ-ერთ მეგობარს ჩემთვის უნდა გამოევლო და ერთად წავსულიყვით. ეს ბიჭი წარმოშობით კახელი იყო და დიდი ენაკვიმატი ვინმე გახლდათ. მელოდა ეს ბიჭი ერთი 15 წუთი სანამ მე გამოვიპრანჭებოდი, ბოლოს როგორც იქნა დამადგა საშველი და გამოვეცხადე, მზად ვარ და წავიდეთ თქო. არ ვიცი ასე რატომ მომიწია მაგრამ რატომღაც სულ თეთრებში ვიყავი გამოწყობილი. მის წინ თავმომწონედ დავტრიალდი და ვეკითხები, ჰა როგორ ფორმაში ვარ, ხომ ლამაზი გოგო ვარ თქო. გიამ სერიოზული სახით ამათვალიერ ჩამათვალიერა გულით გადაიხარხარა და სუფთა კახური კილოთი მიპასუხა: რას ამბობ გო! აფეთქებულ კირის ვედრასა ჰგავხარო.. :) :) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts391
კარმა74
OFFLINEPROFILE
დიდება შენს გამოჩენას მანჩო, კურიოზი ძალიან მომეწონა ბევრი ვიცინე, მაგრა ახალ ტესტს როდის შემოგვთავაზებ ჰაააა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
*lulu* wrote:
ციტატა:
დიდება შენს გამოჩენას მანჩო, კურიოზი ძალიან მომეწონა ბევრი ვიცინე, მაგრა ახალ ტესტს როდის შემოგვთავაზებ ჰაააა?

აი ქეთას ვეძებ 3 დღეა, მინდა ვკითხო რაღაც და ვერ ვპოულობ. თორემ ახალი ტესტი მზად მაქვს.:) :) :) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts391
კარმა74
OFFLINEPROFILE
მერე თუ მზად გაქვს დაწერე კაცო,

ქეთუშშშშშშშშშ....... სად ხარ გამოჩნდიიიიიიიი.....
მანჩოს ვეძებდით მთელი დესპანი ეს დღეები და როგორც იქნა გამოჩნდა, ეხლა ქეთა დაიკარგა და ქეთაზეა ძებნა გამოცხადებული ნუ რაააააააა.......

დესპანელებო ნუ იკარგებით!!!!!!!!!!!! თქვენს გარეშე ძალიან მოწყენილივარ ხოლმე, ძალიან მიყვარხართ, გკოცნით ყველას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
მეც მიყვარხართ, რა არის ლულუ, შენი შიშით ვერ დამილევია, გუშინ პახმელიაზე ვიყავი და რა მეტესტებოდა, დღეს კი ქეთას ვეძებ. აქედან დევიზი ,, არ დალიოთ ზომაზე მეტი ''=ae= =ml= =ml= =ml= =ml= =ml= =ml= =ml= =dk= =dk= =dk= =dk=

=lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts391
კარმა74
OFFLINEPROFILE
დალიე კაცო მხიარულებას და დროს ტარებას რა ჯობია, მაგრამ ამ დესპანელებს ნუ მიგვატოვებ შიგადაშიგ მაინც შეგვეხმიანე, უშენოდ მოვიწყინე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts391
კარმა74
OFFLINEPROFILE
და კიდევ იმ ვიღაცის ჯინაზე ვინც შენ კარმას გპარავს ერთს მე მოგიმატებ გამოჩენისთვის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
რა ტიპი ხარ , გაიხარე, გკოცნი ბევრს.=ko= =ko= =ko= =ko=

გოგო, რამის ერთი ბოთლი კონიაკი დავლიე და მეორე დღეს ვკვდებოდი. დესპანი კი არა, თავი სად მება არ ვიცოდი.=ae= =ae= =ae=

=haa= =haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ეს ამბავი 5 წლისას გადამხდა...8 მარტი იყო და მამამ დედას მოუტანა ძალიან პიკანტური, ძვირფასი
ფრანგული სუნამო,რაზედაც დედაჩემი გადაირია სიხარულით და სასწრაფოდ დადო სარკესთან.მე მომეწონა ბოთლისხვათაშორის, ახლაც ვაგროვებ
ძველ, პაწაწინა ბოთლუნებს...დედას ვუთხარი, ეს ბოთლი მინდა მეთქი.დედაჩემი და მამაჩემი წასასვლელად ემზადებოდნენ და აფორიაქებულმა მითხრა,სუნამო როცა აღარ იQნება შიგნით მაშინ მოგცემ ბოთლსო...ყურებს არ დავუჯერე!-გავქანდი და ტუალეტში ჩავამხე ეს თქვენი მოწონებული და ნანი-ნანატრი სუნამო, მერე გავიქეცი და დედას "ვახარე:სუნამო გადავაქციე და ბოთლი ჩემია-თქო...იქ ამბავი ატყდა, ერთი ის მახსოვს, მამა გადამეფარა_ბავშვი არ მოკლა, ძლივს გავზარდეთო...აი ასე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
გერმანიაში ვარ ოპერმედხენად.ბავშვს დაბადებისდღე ქონდა და ძალიან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი,ყველა დავსხედით სუპრასთან,ნუ წარმადგინეს როგორც ოპერი და საქართველოდან.ცოტას ვმორცხვობდი,ჩემი იუბილარი ბავშვი მეუბნება,თიკო ვიფილ ისთ დრაი პლუს დრაი?(თიკო რამდენია სამს პლუს სამი)ზექს(ექვსი)ვუპასუხე,მით ვემ მახსთ დუ სექს?(ვისთან ერთად აკეთებ სექს?)მომახალა უცებ,ალბად სახეზე ყველა ფერი დამედო იმ მომენტში სირცხვილისაგან,თვითონ კი 8 წლის ბავშვი სიცილისაგან კვდებოდა ლამის,ნუ ეხლა კარგად ვიხსენებ მაგრამ იმ დროს სად წავსულიყავი არ ვიცოდი,გაოგნებული ვიყავი ეს რა მითხრა ამ თითის ხელა ბავშვმათქო:)))))))))))))))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
tikiki ბებიას სიტუაციაში აღმოჩნდი არაა,როგორ იყო რომ ამხილე?გაიხარე,გამაცინე
dorado დუხის ისტორიაც მაგრა მომეწონა.ჩემმა დამ გაუკეთა დედაჩემს მსგავსი რამ,ოღონდ არა დუხზე.ძალიან პრანჭია იყო ბავშვობაში,ხოდა გადაეკიდა დედაჩემის კაბას,ჩაიცმევდა,დატრიალდებოდა სარკის წინ და იყო ერთ ამბავში.ერთხელაც Mოინდომა ამ კაბის თავის ზომაზე დაყენება,არც აცია არც აცხელა,დაადო მაკრატელი და გადაჭრა,მოკლედ მაგრად დააკუდრაჭა.ის რისი შემკერავი იყო და ისევ კარადაში შეუძახა.დედაჩემი და მამაჩემი მიდიოდნენ ახლობლის ქორწილში,გამოაღო კარადა და გამოიღო მისი საყვარელი კაბა......ქალი კინაღამ დაიშოკა,იფიქრა მეჩვენებაო.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 117 posts ] 
ჩვენი ცხოვრების კურიოზები
დესპანი