↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 263 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბარბი,
პირადად მე რაც შემეხება:
თქვენი ცხოვრება მოგვარებული გაქვთ ჩემი და სხვისი რომ გაინტერესებთ?და თანაც თავადვე რომ სვამთ დიაგნოზს,და ამავე დროს აბსოლუტურად ცდებით თქვენ ვარაუდებში.
ჩვენს სადისკუსიო თემას რაც შეეხება:
როგორც ჩანს არ გჯერათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დიდი მნიშვნელობა და ვისაც გვჯერა_გაგვატარეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
დორადოს-გაიარეთ ბატონო! ოღონდ გავლას და გადავლას ნუ აურევთ ერთმანეთში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
რა გაჩხუბებთ ხალხნოოოოოოოოოოო???????

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მე_არაფერი, ანალუსია, უბრალოდ არგუმენტი რომ არა აქვთ და ისე, გაღიზიანებულები ლაპარაკობენ ის მწყინს. ის ზურიკელას მაგალითიც იმიტომ მოიყვანეს, ჩემს ლექსებს გადასწვდნენ თანამედროვე ქართულ პოეზიაზე რომ მაქვს...პოეზია ყველას არ უყვარს.ნუ წაიკითხავენ და ნურც იკბინებიან...არც შვილი მყავს ამერიკაში და საერთოდ რას გავს ეს "გარჩევები" თემაზე ვინ როგორ ცხოვრობს!ან რითი უკავშირდება ეს პოლიტიკურ თემას?არგუმენტები რომ გამოელევათ პირად შეურაცხყოფას იშველიებენ და ეს პოლემიკა ჰგონიათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ვეთანხმები ადამიანებს,რომლებიც ამბობენ რომ განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთის პირადს არ უნდა შევეხოთ,მერე რა რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციაზე ვდგევართ.პირადი პირადია და ადამიანის ცხოვრება ღმერთის ნებით მიმდინარეობს.თუ კი ვინმე,ამ ფორუმზე შესაფერის თემაში ,თავის პირადზე მოგვითხრობს და გულს გაგვიხსნის,ბოროტად მისი გამოყენება ნამდვილად არაეთიკური იქნება.და პირადად ჩემზეც იმოქმედებს უარყოფითად,ერთგვარ დისკომფორტს შემიქმნის ვიყო გულახდილი.ნამდვილად არავის ვარიგებ ჭკუას,უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას.პატივისცემით..........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
იქნებ დაგვეხურა ყველა პოლიტიკური თემა ხალხო მცირე ხნით მაინც, ერთმანეთს ისე ვტკენთ გულს რომ ლამის კრივის არენად გადაიქცეს დესპანის ფორუმი. არადა რა შედეგი მოაქვს ყველაფერ ამას? ბავშვები არა ვართ რომ ერთმანეთი დავარწმუნოთ რომ ჩვენ უფრო მართლები ვართ.ვინც პოზიციას ვიცავთ ვერ დაგვარწმუნებთ ოპოზიციის ანგელოზობაში, ვისაც ოპოზიციის შეხედულებს იზიარებთ ვერც ჩვენ დაგარწმუნებთრომ ეს მთავრობა კარგ კურსს ადგას და დებატებმა ჩვენ შორის მხოლოდ შეიძლება მიგვიყვანოს ერთ შედეგებამდე: მწარე კამათი და ერთმანეთის გულის ტკენა. ვისაც რა გწამთ დააფიქსირეთ არჩევნებში და დამთავრდება ყველაფერი კარგად და ისე ნუ ვიზამთ ერთმანეთს ვერ ჩავხედოთ მერე თვალებში. მოდერატორებს ვთხოვ იქნებ დავფიქრდეთ ღირს თუ არა ასეთ დაძაბულ ფონზე პოლიტიკური თემების წამოწევა წინ! გმადლობთ და მიყვარხართ ყველა პოზიციაცა და ოპოზიციაც!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Apr 2007
Posts64
კარმა50
OFFLINEPROFILE
=ko= mancho2007 wrote:
ციტატა:
ქალბატონო ,,ბარბი''!(ნიკიც კი ამ დროს ამერიკული წარმოშობის გაქვთ) არ დავიზარე და თავიდან ბოლომდე გადავხედე ამ თემაზე დაწერილ ყველა კომენტარს. არა, მეხსიერება დარწმუნებული ვარ არც მღალატობდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ გამნეორება ცოდნის დედააო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თქვენი კომენტარის არაკორექტულობაში. რატომღაც ბრალი დამდეთ, რომ მე ყოველთვის არაადექვატურ შეფასებას ვუკეთებ თქვენს კომენტარებს,ხომ ვერ მიმინიშნებდით კონკრეტულად რომელ კომენტარზე გაგეცით პასუხი ერთის გარდა? არ გეკადრებათ მსგავსი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არც ის ცინიზმია თქვენგან მისაღები რასაც ანთხევთ ამ საიტზე, ეხლა კი ვხვდები რატომ გაგიჭირდათ სამსახურის პოვნა. მეორე ის მინდა შეგახსენოთ , რომ თიკეის ერთი შვილი ყავს, შვილებზე მე ვსაუბრობდი, მესამე ის ,რომ თუ ჩემი დაოჯახების ,,სტაჟი'' გაინტერესებთ, 20 წელს ითვლის უკვე, ასე რომ როგორც ნახეთ არც ზურიკელასავით აქ არ მიპოვია გულის სწორი. ანდა რატომ გგონიათ ,რომ თუ ვინმე ნამდვილად აქ ეწია ბედნიერებას და ნამდვილი ქართული ოჯახი შექმნა (მე ბევრი ვიცი მსგავსი) ის თქვენი გასაქილიკებელია? არც მე ჩემს წინა კომენტარში სხვა არაფერი მითქვამს იმის გარდა , რომ თქვენ არანაირი უფლება არა გაქვთ გაკიცხოთ ვინმე,ასე აუგად არ უნდა მოიხსენიებდეთ ქართველ ქალებს, თქვენი თქმით პატივაყრილებს. ამას არა აქვს მნიშვნელობა ისინი რა რჯულის ხალხს ემსახურებიან, პირველ რიგში ყველა თავის ოჯახს ემსახურება. რაც შეეხება ,,შვილიკოებს'' მეც მყავს ამერიკელი ,,შვილიკო'' მერე.... ამით რისი თქმა გსურთ? ვენაცვალე ყველა იმ ქართველს თავის ტრადიციას , ჯიშს და მოდგმას რომ არ დაივიწყებს, აქაური ქართველები გმირები არიან, შეხედეთ ქართული ცეკვის ანსამბლს შექმნილს ამერიკაში, ბავშვები ყოველი გამოსვლით ცეცხლს ანთებენ სცენაზე, რა არის პატარა შვილიკოებში ცუდი? თუნდაც აქ იყვნენ დაბადებულნი? პირიქით ჩემი აზრით უნდა უხაროდეს ყველა ნორმალურ ქართველს ,რომ ნახულობენ აქაური ქართველი დედები იმის ძალას, აქაც ქართული სულისკვეთებით აღზარდონ შვილები. და ბოლოს ისევ დუმბაძის სიტყვებით მინდა გიპასუხოთ: ზემოთ ციტირებული გქონდათ ზურიკელას ლექსის შემდგომ ილიკო, ილარიონის დიალოგი, მე კი მინდა ფრაზა დაგიმთავროთ .თქვენი კომენტარები ცოტა ხმამაღლაა დაწერილი, ისე მაგას კი ეშველება ხმადაბლა წაიკითხავს კაცი მაგრამ , თქვენ.....

მე მგონი გასაგებია. თქვენგან განსხვავებით მე მსგავს კომენტარებზე სმაილიკები არ მჭირდება, თქვენი კომენტარები ისედაც სმაილიკებია თავიდან ბოლომდე.
ეჰ მანჩო,აქ ზოგიერთ ქალბატონს ისე აქვს" კალამი"ალესილი,რომ ნამდვილად პირად შეურაცხყოფაზე გადადიან.წარმოგიდგენია LIVE-ში რას გვიზამენ?არა უშავს,მაინც ყველა მიყვარს და მათგან განსხვავებით სხვის აზრსაც პატივს ვცემ .ისე ბარბიმ კარგი გამახსენა,წავედი ჩემი დიპლომები გავამზეურო.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
Image Image Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთი "დღევანდელი საქართველოს" თემაში შეიხედეთ ყველას გთხოვთ და ავტორიეს მიერ გამოქვეყნებული წერილი წაიკითხეთ ამ პოლიტიკოსების ქონებაზე რომაა დაწერილი.. არ გინდათ რა ვისი გულისთვის ჩხუბობთ? =tavfx= ოპოზიციაც და პოზიციაც უბრალო ადამიანებს დასცინიან მხოლოდ და ჩვენ ხარჯზე მილიარდებს აგროვებენ.=fiqri= ჩვენ კიდე ერთმანეთს ვჭამთ აქ ვისი გულისთვის, ხალხო, ვისი გულისთვის???? =ofl= ჩვენ ვერავინ ვერ გვიშველის ერთად ყოფნისა და ერთმანეთის სიყვარულის გარდა. ღმერთი გფარავდეთ .

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 May 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
უი, მთავარი დამავიწყდა, უბრალოდ სხვისი კომპიუტერით შემოვედი და ნიკის შეცვლა დამავიწყდა,

პატივისცემით მანჩო2007

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Aug 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
დესპანს--- გაუმარჯოს!!!
ყველა პატიოსან და საღად მოაზროვნე ქართველს--- გაუმარჯოს!!!
ხალხო! ავანტურისტები და ბეცები "გაყრის"(ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით) ღირსებია არა მარტო საიტიდან, არამედ ---საქართველოდანაც.
ალბათ ლოგიკურია: ერთი მუჭა "წურბლების" მოშორება და დანარჩენი ერის ამოსუნთქვა, ვიდრე---პირიქით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
კიმაგრამ ეგ სააკაშვილის მიმართვაა???????????????? მოდით ვილაპარაკოთ უფო საინტერესო თემაზე დღევანდელ ფარულ ჩანაწერებზე პატარკაციშვილის უკეთესი არარის?აააააა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ხო ახლა ვუყურე კურიერში მაგ ჩანაწერებს. ოპოზიცია რათქმაუნდა უარყოფს მონტაჟიაო... თუ სიმართლეა ჯეიმს ბონდები ყოლია ჩვენს უშიშროებას.
პირადად ჩემი აზრით კი მე არ მჯერა ოპოზიციის. მიმაჩნია რომ პატარკაციშვილის ფულზე უფრო ფიქრობენ ვიდრე ქართველ ხალხზე. თავად პატარკაციშვილს კი საქართველოში ბიზნესი აქვს და ცხადია ყველაფერზე წამსვლელია და ეცდება ისეთი ფონი შექმნას რაც მის ბიზნესს წაადგება. მე არ მჯერა მონტაჟის და ყველაფერი რაც გაჟღერდა პროკურატურის მიერ მივიჩნებ სიმართლედ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ რომ თავად უარესს აკეთებდნენ ჩვენი მთავრობის ჩინოვნიკები, მაგრამ რატომღაც ოპოზიციას არა აქვს რეალურად რაიმე მყარი კონტრ არგუმენტი მათთან დაკავშირებით. მე ძალიან მაინტერესებს დესპანელები რას ფიქრობენ 5 ნოემბრის შემდგომ მოვლენებზე. მე მაწუხებს ის ფაქტი რომ არჩევნებში რომელიმე კანდიდატის გამარჯვება გახდება მიზეზი არეულობის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გეთანხმები ზვიგენ მხოლოდ ერთი განსხვავებით საერთო სახე ოპოზიციას ესე დავყოფდი გამყრელიზე ორ ფრონტზე თამაშობს მაგრამ არის გაწონასწორებული ინტილიგენტი,სარიშვილზზე ლაპარაკი ზედმეტია ,გაჩეჩილაძე არა პრეზიდენტად ნამდვილად ვერ წარმომიდგენია სისულელეა მითუმეთეს ოჯახს ახლოს ვიცნობ, ნათელაშვილი ნამდვილად პატიოსანი პატრიოტი ადამიანია მაგრამ არა პრეზიდენტათ,სააკაშვილი უკიდურესთა შორის უკიდურესია ,აი პატარკაციშვილმა კი მართლაც გაიფუჭა ყველაფერი რაც კი ქონდა მცირედი ნდობა იმ ხალხის თვალში ვინც,ირჩევდ ა რა გამოდის ? ნუთუ საქარტველოს არაყავს ასარჩევი ან ღირსეული პიროვნება რა ხდება რა ბინძურ თამაშს თამაშობენ ეგ ძალად პოლიტიკოსები .სანდო არცერტი არარის დაწყებული მიშადან დამთავრებული ბადრიმდე .ნამდვილად მგონია 6 რიცხვში არეულობა იქნება და ვაი ხალხის ბრალი თორემ ყველა მაგ ხალხს გასაქცევი არაჩვეულებრივად აქვთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
გეთანხმები ზვიგენ, მე პირადად არცერთის არ მჯერა და თანაც რა მოხდება 5 იანვარს არავინ იცის. ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში არეულობაა მოსალოდნელი.ღმერთმა ქნას ყველაფერი დაწყნარდეს.რაც შეეხება პატარკაციშვილს მე ეგ სერიოზული ოპოზიცია სულ არ მგონია. მე მგონი მთავრობისაგან აქცენტი პატარკაციშვილზე კონკრეტულად იმიტომ კეთდება რომ ხალხის ტვინი არჩევნებზე ფიქრს ცოტა მოაცილონ. უფრო გარკვევით რომ გამომივიდეს ნათქვამი ხმამაღლა ყვირიან პატარკაციშვილს და ხალხი გადართულია სააკაშვილისა და პატარკაციშვილის დაპირისპირებაზე. სხვა კანდიდატები კი უგულებელყოფილია. ამ დროს პატარკაციშვილი ურეიტინგოა. სააკაშვილის მოწინააღმდეგე (ხმის მიმცემ ხალხს ვგულისხმობ) უკვე დაბნეულია . და რასაც უკვე იძახიან ზოგი სიმართლეცაა და ზოგი მოგონილ-გამოგონილი. ისე არცერთი არ დაგვაყრის ხეირს. საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს ცხოვრებაში. მეტი არაფერი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 263 posts ] 
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)
დესპანი