↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
მონატრება

თბილისს ვარდისფერი სახე გაუფრინდა,
ყელზე დაეკიდა მთვარე...
როგორ მენანება, როგორ მენატრება,
ნაღდი თბილისური ღამე.

სანთლის სიჩუმეში მკრთალი ფოთოლცვენა,
ბაღში - მოწყენილი გედი,
ტაძრის სინაზეში ჩიტის გადაფრენა,
თმები - მოქნეული ფრთები.

მტკვარი მოჩითული ჭადრის ფარდაგებით,
ცხელი სიყვარულის როკვა,
მერე ცრემლები და მერე სინანული,
სიონს გალობა და ლოცვა.

მერე მთაწმინდაზე დიდი ღამისთევა,
ვაჟას პოეზიის ცეცხლი.
ცისფერ ბილიკებზე ლურჯი გარინდება,
გალას სისხლიანი ლექსი.

მერე სიგიჟე და თეთრი მწუხარება,
გული - გაგლეჯილი მთვარე.
ღმერთო, მენატრება, როგორ მენატრება
ნაღდი თბილისური ღამე.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
სიზმარში ვნახე სააკაძე

სიზმარში ვნახე სააკაძე -
შავნაბადაზე ასულიყო,
მუხლი მოედრიკა მაცხოვრისთვის,
ლოცვად მამულისთვის დამდგარიყო.
დღე იდგა ბნელი, სუსხიანი,
მზე სანთელივით ჩამქრალიყო,
ტაძართან იწვა თეთრი ბიჭი,
ძერათა ლუკმა გამხდარიყო.
მინდორში იდგა ღვთისმშობელი,
სიმწრისგან ცრემლად დაღვრილიყო,
პაატას თმები ნახანჯლარი,
ნაავდრალ ცაზე გაშლილიყო...
მდინარეს ხრამი ამოევსო,
ლურჯი გზაწვრილი ჩაშლილიყო,
მთის წვერზე მგზავრი გაჰკიოდა, -
ომი სამარცხვინო ამტყდარიყო!
ბაზალეთს ეცვა შავი კაბა,
ქართველთა ხიდი ჩამტყდარიყო,
ვაი, დიდგორი და ბასიანი
მტრის საამებლად წამხდარიყო...
წმინდა გიორგი თეთრი ცხენით
ძმებს შორის კედლად ჩამდგარიყო,
ყველა ქვა-ლოდი და საფიცარი -
ყველა ერთიანად დამტყდარიყო!
შავნაბადაზე შავი რაშის
პატრონი სადღაც გამქრალიყო...
გიორგის ხმალი აელესა,
თბილისის კართან შემდგარიყო,
დედა საქართველოს იფიცებდა!
დედა სამშობლოსთვის დამწვარიყო!
. . . . . . . . . .

თავზარდაცემულმა გავიღვიძე,
ხორცი ტკივლისგან მენგრეოდა,
თითქოს შავნაბადას ფერდობიდან,
ისევ ბაზალეთი თენდებოდა...

თინათინ მღვდლიაშვილი

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
...აღარ თენდება , ღამის მდინარე
თითქოს უეცრად შეტბორდა შედგა.
ისევ სიზმარი..სიზმარში გნახე,
მაგრამ ძლივს ახლა გავბედე მეთქვა-

რომ ჩემს ადრეულ სიზმართა შორის
შენზე სიზმარი ყველას ჯობნიდა.
რომ ძალზე ადრე მოვიდა თოვლი
და გამოვიდა ისიც თოვლიდან

და გათენებას აღარც ვინატრებ,
ღამე ამგვარი მაჩუქე რადგან.
მოვიდა შენი თმების სინათლე,
არაგვის პირას ნისლივით დადგა.

დავით მჭედლური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
..............
გულისა ცემით
და შარაგზით გაბეზრებულნი
მეოცნებენი,
მელექსენი,
გიჟთა კრებული!
ყველა ვისაც კი
ქარიანი ცეცხლი ეკიდა.
მე ვწყევლი,
ვწყევლი
ვინც სიყვარულს
მიმცა შეგირდად...
გესმის გრიალი?
გული გასკდა განა კვირტები!
ნუ დამპირდები,
ნუ,
გაზაფხულს ნუ დამპირდები...

იზა ორჯონიკიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
სიყვარული

მომივარდა ბორგვით, შფოთვით,
შემოგლიჯა კარი...
უბნის ძველი ლოთი-შფოთი,
გაზაფხულის ქარი.
მომაყარა ტყემლის ,ნუშის,
ყავვილების თქეში,
გამახვია მზის ალმურში,
ცისარტყელის ფერში,
დამეჯახა , გამაბრუა ,
ამიყვანა ხელში.

მზია ჩხეტიანი

"წადი,დამეხსენი ქარო სიყვარულის
სანამ სიმყუდროვეს დალეწ!!!"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
დარო ზურაბიშვილს

ლამაზ ქალს ლამაზი აზრის ტარება აქცევს ღმერთადა,-
შენი ნათქვამის ქართულით მაამე მეტისმეტადა!
ნეტავ, სულ ეგრე გაუბნა, როცა ვიქნებით ერთადა:
მოკლულს, ბნელს გულსა ნათელი თავს დაადგება სვეტადა.
ვცოცხლდები, აწმყოს ბეჩავსა მე ვცნობ მომავლის ბედადა,
ხელში ავიღებ ჩონგურსა ლექსების დასაბღერტადა.-
ვლოცულობ ნამდვილ ქართველს ქალს ცა-ხმელთ მფლობელთან ერთადა....

ვაჟა-ფშაველა
1913

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ
დაფდაფითა და ბუკითა
ახლა ყაყაჩო შემომხვდა
ლამაზი ქალის შუქითა.

შემომხვდა შემომანათა,
ჩინჩხლები შემომაყარა,
ალუჩა-ტყემლის შემოსვლა
და გაზაფხული მახარა...

უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა;
შერცხვა და თავი დახარა,
სიწითლემ გადაუარა,
ალბათ იმაზე დაფიქრდა,
მოვეწონეო თუ არა?!

ლადო ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ქალი სიპ ქვაზე დაგასახლებს ნათქვამი არის
ქალი უდაბნოს გადაფარავს ხეხილით, ზვარით
ქალი სინაზით, სათნოებით გაალღობს რკინას,
ქალი თავისი ქალურობით ოდითგან ბრწყინავს.

თუ ქალს უყვარხარ, არის თურმე ღმერთის წყალობა,
განა ყველა ქალს შეუძლია კაი ქალობა?
ქალი სწორ გზაზე დააყენებს გზიდან აცდენილს
ქალი იწვება სიკეთისთვის, როგორც სანთელი.

ქალი მამაკაცს უტოლდება ჭირთათმენაში
ქალი სიტურფეს ნარჩუნებს ფოთოლცვენაში,
ქალი? ქალობა ნუ გგონიათ იყოს ადვილი
ყველაზე წმინდა ქვეყნად არის დედის მანდილი.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ

უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე...
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება უსიყვარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული, უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის,
ხშირად პირველს სჯობს.
იგი არ უხმობს ქარიშხლიან, უმიზნო ვნებებს...
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი...
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება...
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს...
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი...
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ...
და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება...
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ...

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
აფხაზეთის წვიმა მიყვარს,
იცი რად?
მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე
ხმაურობს.
ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი
და წკირად
მასზე ზვირთი დადის და
მოგზაურობს.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
წვიმა მოდის, კოკის პირით
იღვრება,
ხმა შრიალებს დაფნისა და
ლიანის,
და ღრუბლიდან ეშხით
გადმოიხრება
მოგონება სიყვარულის
მზიანის.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
ო, შუშხუნებს ახალგაზრდა
მაჭარი.
ის ხმაურობს, ის განიცდის
თავის დროს,
გამოვიდეს რომელიმე
ვაჭარი
და ამ წვიმის პოეზია
უარყოს!
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
რად მინდა იგი, ჩემო პირიმზე,
ჩემის ჰანგით თუ ვერ დაგაღონებ?
რად მინდა ქნარი, თუ იმის ხმაში
სამოთხის ჰანგებს ვერ გაგაგონებ?
ან რად მიტაცებს კარგი ოცნება
და გულს ალერსის წყურვილით ავსებს?
თუ ეს ოცნება დაუღალავი
შენც ჩემთან ერთად ვერ გაგიტაცებს?
გული სავსეა წყნარი სიმღერით,
სულში ვარსკვლავი ბედის გაბრწყინდა,
ვმღერი, ვით არვის არ უმღერია,
წყურვილსაც მოვკლავ... მაგრამ რად მინდა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined16 Nov 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
რაც უფრო შორს ხარ
გალაკტიონ ტაბიძე
რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული.

1908

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined16 Nov 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
ატმის რტოო, დაღალულო რტოო…
გალაკტიონ ტაბიძე
ატმის რტოო, დაღალულო რტოო,

ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.

ქარიშხალი მოდის საიმდროო,

ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.

მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,

ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.

დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.

ქარი კივის, ქარი კივის, კივის.

ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,

ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა,

თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...

ატმის რტოო, დაღალულო რტოო.

1916

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მიყვარს-თქო,-კი არ წამომცდა,
ვთქვი,გულახდილად ვთქვი.
გაკვირდნენ,
გაკრთნენ,
გაოცდნენ:
-გიყვასსო?ჰი,ჰი,ჰი!!!
რაღა დროს სიყვარულია
შენიო?!-პირში მითხრეს.
წაველ და...
როგორ დაღამდა
არ გამიგია იმ დღეს...

მურმან ლებანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
არსებობის გული

იყო ფიქრების ვალსი,
იდგა რკალები წყალზე,
არ ასვენებდა ღამეს
ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე.

თვალს არ ეკიდა ძილი,
მზეთა ვიყავით შვილი,
რისთვის დაგვარქვეს ნეტა
დემონიური წყვილი?

მაგრამ ეს იყო სრული
ყრმობის სევდა და რული
იმ სიყვარულის ცეცხლი,
იმ არსებობის გული.

აჰჰა! თვით იგი!!! :)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი