↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი ცხოვრების კურიოზები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 117 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რეპერტუარი უნდა შევარჩიოთ რომ კარმა-ლუდი მივიღოთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
რეპერტუარი უნდა შევარჩიოთ რომ კარმა-ლუდი მივიღოთ

დედააა!!!! რას დარბის ეს ქლი ფორუმის გარშემოოო! შეაჩერეთ ვინმემ, ტარაბუა დამეხვა ისეთი სისწრაფით ურტყავს კრუგებს, 2 საათია დავსდევ და კუდსაც ვერ წავატანე ხელი.
=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაიხარეთ კარგად ვიცინე. თიკეი პარკინგი და მანქანა არ გამაგონო,

მე ჩემი უფროსი ბიჭის მიზეზით სახელმწიფო ხაზინა გავამდიდრე.
ერთი პერიოდი მეც და ჩემს უფროს შვილსაც ერთ სახელზე გვქონდა მანქანა გაფორმებული. არა, კი ვიცოდი რომ ,,ტიკეტები ''ქონდა ბევრი აღებული მაგრამ ასეთ შედეგს არ მოველოდი.ერთ დილას სამსახურში წასასვლელად მოვემზადე, ჩავედი ეზოში და... რაღაც მანქანას ვერ ვხედავ, დაბნეულმა სახლში დავრეკე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი ხომ ნამდვილად იქ დავაპარკინგე მანქანა , სადაც ვეძებდი. რომ არ მოგატყუოთ ალბათ ერთი საათის მერე უცებ განათდა გონება და გამწარებულმა ვიყვირე ,,ტიკეტები''. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ. კიდევ აქეთ მახდევინეს ბოდიშები, 800 $ გადამახდევინეს მადლობაც მოუხადე და წამოვიყვანე მანქანა. აი მეორედაც რომ იგივე დამემართა ზუსტად ერთი თვის თავზე, დროის ეკონომია კი გავაკეთე, უცებ მივხვდი რაში იყო საქმე, მაგრამ სამაგიეროდ ფულის ეკონომიით ვერ დავიტრაბახებ. ალბათ ასე გაგრძელდებოდა სასწრაფოდ რომ არ მომეხსნაჩემი მანქანა მისი სახელიდან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვა გაგა გამოჩნდი? სად იყავი დაკარგული? ძალიან გამიხარდა მეზობლებო ასე რომ აიტაცეთ ეს თემა, საღოლ მე აი... ჰი ჰი ჰი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Dec 2007
Posts1
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაიხარეთ , მაგრად ვიხალისე .პირველ რიგში მოგესალმებით სუყველას და მეც გაგანდობთ ჩემ
კურიოზს ბავშვობის წლებიდან.3 წლისა სოფელში წამიყვანეს თურმე,ხოდა გზაზე ჩამოუვლია
ვირს .მე გაოცებისგან და სიხარულისგან თვალები გამიფართოვდა და თავქუდმოგლეჯილი გავქცეულვარ სახლშსი კვილით:მამი, მამი რამხელა კურდღელიიიიიიი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოკლედ რაც აქ ვარ ჩამოსული,კურიოზები მართლა არ მცილდება.ერთხელ ბავშვი მოიწამლა და თავისთავად ბაღში ვერ წავიყვანდი,სახში უნდა დარჩენილიყო,დილით ვაჩამ ესუხარი და ჩაი,მაგრამ შუადღეს კიდევ აღარ ისურვა.ვიფიქრე მაკარონს მოვუხარშავ და ვაჭმევ ისეთქო,მაგრამ უკითხავად მაინც ვერ გავბედე და ვურეკავ მამამისს სამსახურში.აიღო ყურმილი და ვეუბნები,შტეფენ შეილება ბავშვს ნუდელი ვაჭამო,აღარ უნდა ჩაი და სუხარითქო,და ტელეპონიდან გაკვირვებული ხმა მესმის,ვი ბითთე?კიდევ გავუმეორე შეკითხვა და მერე მეუბნება მე შტეფფენი არა ვარ,მისი კოლეგა ვარო,რო ჩავიკეცე სიცილი როდის დავამთავრე არ ვიცი,ისიც ვერ იყო მგონი კარგ დღეში,ვერცერთმა ვერ მოვიფიქრეთ ტელეფონის გათიშვა,ამასობაში შტეფენიც მოვიდა ყურმილთან და მითხრა რა მეჭმია ბავშვისთვის:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
აქ ერთი გერმანელი ახალგაზრდა გავიცანი,ვესაუბრები ქალი ჭკუაზე არავარ,მივდექით მოვდექით,რაზე არ ვისაუბრეთ,მეუბნება,დღეს ცოტა გადაღლილად გამოვიყურები არა?გუშინ გვიანობამდე მომიწია სამსახურში მუშაობაო,მე ვუთხარი,რას ამბობ,რა გადაღლილი,მაგარი "ფეთ" გამოიყურებითქო,კაცს წაუხდა ნირი შევატყვე მაგრამ რა მოხდა ვერ გავიგე,მერე მარტო რო დავრჩი და დავუფიქრდი რა ვუთხარი ისეთი მივხვდი,ფეთ კიარა ფით უნდა მეთქვა,ფეთ ნიშნავს ქონიანი,ჩასქელებული,ფით კი ძალაზე როა ადამიანი ანუ ენერგიით სავსე:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
tikiki wrote:
ციტატა:
აქ ერთი გერმანელი ახალგაზრდა გავიცანი,ვესაუბრები ქალი ჭკუაზე არავარ,მივდექით მოვდექით,რაზე არ ვისაუბრეთ,მეუბნება,დღეს ცოტა გადაღლილად გამოვიყურები არა?გუშინ გვიანობამდე მომიწია სამსახურში მუშაობაო,მე ვუთხარი,რას ამბობ,რა გადაღლილი,მაგარი "ფეთ" გამოიყურებითქო,კაცს წაუხდა ნირი შევატყვე მაგრამ რა მოხდა ვერ გავიგე,მერე მარტო რო დავრჩი და დავუფიქრდი რა ვუთხარი ისეთი მივხვდი,ფეთ კიარა ფით უნდა მეთქვა,ფეთ ნიშნავს ქონიანი,ჩასქელებული,ფით კი ძალაზე როა ადამიანი ანუ ენერგიით სავსე:)
კაცი კი გაგიფითრებია ისე,თიკიკი=haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ერთმა ახლობელმა ქალმა(რუსია ეროვნებით)ჩებურეკებზე მიგვიწვია,მივედით და ერთს ძალიან მოუნდა შეექო მასპინძელი ნადია გემრიელი ჩებურეკებისთვის და ეუბნება,ახ ნადია,კაკ ვკუსნა ვანიაეშ-ო=haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სასწრაფოზე ვმუშაობდი სანიტრად სტაჟისთვის. ერთი გივი ექიმი გვყავდა, არაჩვეულებრივი იუმორის პატრონი ადამიანი იყო . ხოდა, ჩვენ გივის საშინლად ეშინოდა გრიპის. როგორც კი გრიპის ეპიდემია დაიწყებოდა, გივი აიკრავდა ასფა დოლბანდისაგან გაკეთებულ ნიღაბს, ჯიბეში სპირტიან ბოთლს ჩაიდებდა(ხელების გასაწმენდად) და ასე დადიოდა გამოძახებებზე.
გაქანებული გრიპის ეპიდემიაა თბილისში. მე გივის ბრიგადაში ვარ და გამოძახებიდან გამოძახებაზე დავრბივართ.შევედით ერთ გამოძახებაზე.ახალგაზრდა ბიჭია სიცხიანი. (გივი რა თქმა უნდა პირაკრულია) უცებ მოუსმინა ფილტვებში,- ანალგინი დიმედროლითო მომაძახა და გაიქცა. მეც სასწრაფოდ გავუკეთე ნემსი და უკან გავყევი.მისულები არ ვიყავით ფილიალში, რომ იგივე მისამართიდან ისევ გამოიძახეს.ახლა სხვა ბრიგადა მივიდა.
-კი მაგრამ,-ეკითხება ექიმი ავადმყოფის პატრონს,-თქვენთან 15 წუთის წინ არ იყო ბრიგადა მოსულიო?
-რა ვიცი ბატონო, ექიმმა კარებიდან მოუსმინა, ექთანმა ლიფტიდან ესროლა ნემსი და ისე გაიქცნენ, ვერაფერი ვეღარ ვკითხეო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ყველა კურიოზი იყო სასაცილო კარგ ხასიათზე დამაყენეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ჩემმა მეგობარმა მის ამერიკელ ბებიას თავაზიანად შესთავაზა "სნეიკ" ხომ არ გინდაო,ბებამ ერთი შეიკივლა და ვილჩიიდან რომ გადავარდა ის იქედან აღარ აუყენებიათ. "სნეიკ" არის გველი. და ამას უნდა ეთქვა "სნაქ" არის პეჩენიები,ასე დაკარგა ორ დღეში სამსახური.=haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
nabula wrote:
ციტატა:
ჩემმა მეგობარმა მის ამერიკელ ბებიას თავაზიანად შესთავაზა "სნეიკ" ხომ არ გინდაო,ბებამ ერთი შეიკივლა და ვილჩიიდან რომ გადავარდა ის იქედან აღარ აუყენებიათ. "სნეიკ" არის გველი. და ამას უნდა ეთქვა "სნაქ" არის პეჩენიები,ასე დაკარგა ორ დღეში სამსახური.=haa=

=haa= =haa= =haa= =lol= =lol= =lol= აუუ რა მაგრად გამაცინეეეე=haa= =haa= =haa= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ახლა მე მოგიყვებით ერთ ამბავს: ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკაში და მივდივარ ფეხით სამსახურში.მივუყვები ერთ ქუჩას, კინგს ჰაივეის-იმის თავში მეტროა და მივდივარ ასე,გაჩქარებული ნაბიჯით, თავჩაღუნული.უცბად მე რომელ ტროტუარზევ ვარ, იქედან ხალხი მოწყდა ადგილიდან და თავპირისმტვრევით გაიქცა მოპირდაპირე ტროტუარისკენ.შემეშინდა, ქართული არეული ცხოვრებით გამოწრთობილმა-მიტინგია-მეთქი დავასკვენი და მეც გავეკიდე იმ ხალხს,მითუმეტეს რომ პოლიციის მანქანებიც დავინახე.ახლა-იქიდან ისევ უკან გამორბის ეს ხალხი წიოკობით_ისევ იმ პირველ ტროტუარისკენ... გადმოვირბინე მეც!-მოკლედ ასე ერთი 4-5-ჯერ და ამასობაში მეტროშიც შევირბინე,კი გამიკვირდა, მაგრამ-რა ვიცი, გიჟები არიან ეს უჯიშოები-მეთქი და დიდად აღარ მიფიქეია ამაზე, ისედაც მაგვიანდებოდა.მეორე დღეს იგივე კინგს ჰაივეიზე ვზივარ სალონში და ჩემი პარიკმახერი ყვება: გაიგეთ გუშინ რა მომხდარაო? რაო და ებრაელების დღესასწაული იყო, საწყლებმა მუნიციპალიტეტიდან აიღეს ნებართვა, ქუჩა გადააკეტინეს პოლიციას და ერთ მხარეზე ქალებს უნდა ჩაევლოთ რელიგიური მსვლელობით, მეორეზე-კაცებს და სინაგოგაში შეხვედრამდე ერთმანეთს არც უნდა დანახვებოდნენო. ამ დროს ვიღაც ჯინსიანი გოგო სდევნიდა ამ ჩვენი უბნის მორწმუნე მამაკაცებს ტროტუარიდან ტროტუარზე და სულ ჩაშალა მთელი ცერემონიალი, ანტისემიტიზმი არაა ესო?
იმდენი ვიცინე, იმდენი ვიცინე...იმათ ჯიდევ-ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ამყვნენ...ისინი რაზე იცინოდნენ არ ვიცი, მაგრამ მე-სერიოზულად გეუბნებით, ამდენი ხნის შემდეგაც კი გულის წასვლამდე მეცინება ამ ამბავზე.
ასე ჩავშალე ებრაული დღესასწაული...ა-ბა..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
და ჰო კიდევ, ხომ არასოდეს მითქვია, მაგრამ ახლა ვისაც ეს კურიოზი მოგეწონათ_კარმა დამიმატეთ დაუყოვნებლივ...
ვისაც არ მოეწონა და უკეთესი თქვით, ოკ?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 117 posts ] 
ჩვენი ცხოვრების კურიოზები
დესპანი