ninikara wrote:ციტატა:
ჩემი პატარა ანგელოზი!!!!
მთელი არსებით პოეზიის ზღვაში გადავეშვი,რომელსაც მკრთალად ანათებს ღრუბლიანი მზე.აქაფებულ ტალღებს რწვით მივყვები სიღრმეში შორს,უნაპირო ჰორიზონტისაკენ და არ მინდა უკან მოხედვა..ხმელეთის მეშინია,სადაც გუშინდელი დღე დავტოვე,ამაზრზენი დღე,რომელიც მოულოდნელი,კატასტროფული ხასიათით განსხვავდებოდა სხვა ღეებისაგან.უკანასკნელი შეხვედრა იყო,ღმერთო დამიფარე საბედისწერო შეხვედრებისაგან.გადავწყვიტე,არასოდეს,არასოდეს განმეორდეს.........
ვერ გიტან მეთქი.....ეხლა მიკვირს როგორ წამოსცდა ეს უცხო აზრი ჩემს გონებას,შევკრთი მაშინ,მაგრამ უკვე ნათქვამი იყო,ის კი იღიმებოდა თავისი ჯიუტი ღიმილით.."ასეც ვიცოდი ძვირფასო,განა გაწყენინე რამე?მე ხომ ფრთხილად გექცეოდი ყოველთვის თუმცა.....შენს გიჟურ სიყვარულს დაშორება სჯობს მაინც.......
გულში კი გრიგალი ტრიალებს,უთქმელი სიტყვების კორიანტელისაგან..რა მატირებს?უღმერთოდ მიყვარხარ!არა ხარ შენ პატარავ ჩემი უმწიკვლო სიყვარულის ღირსი!რა შესძლებია თურმე ამ საოცარ გრძნობას,დაგაბრმავებს,რაც არ შეიძლება იმას გაგაკეთებინებს....გული კვნესის,სული ღრიალებს,ნუთუ არა გაქვს გრძნობის ნამცეცი სადმე შემორჩენილი,ქალი რომელიცშენი სასთუმალის თანამოზიარეა,ეხლა შენს გვერდითაა და შენს გამო კვდება,ნუთუ ვერ ხედავ ვერაფერს,ან არ გინდა დაინახო?ნუთუ არასოდეს ამოშრება შენი სულიდან ჭაობი?
მჯეროდა წრფელი სიყვარულის,დაიმსხვრა სამუდამოდ ნაგები ბროლის კოშკები,კარგად ვიოცოდი რასაც ვაკეთებდი,შეგნებულად ვგრძნობდი ყველაფერს.სული კვნესოდა და სადღაც შორს,ვიღაც მღეროდა გედის სიმღერას.სიმღერით მონაბერი ნიავი ჰაერს არხევდა და მე საათობით გათიშული აშკარად ვგრძნობდი ამქვეყნიერების მოწამლულ ჰაერს.ვსუნთქავდი იმისათვის, რომ მეგრზნო ბედნიერების ნამცეცი ერთხელ მაინც.სიყვარული მწყუროდა კვალავ...ცეცხლიანი,ალმოდებული სიყვარული,დავმწვარიყავი და მაინც არ მეთქვა დავიწვი_მეთქი.ფერფლად ვქცეულიყავ და ჰაერთან ერთად გავფანტულიყავ სამყაროში.გავმქრალიყავ და მაინც მეარსება...
ო,ოცნებავ ნუთუ არა გაქვს დასალიერი,იქნებ გაქვს და მე ვერ მოგაგენი გზააბნეულმა.სიმყუდროვეს ნატრობს ეს ჩემი აფორიაქებული სული,მოსვენება,ყველასგან მოწყვეტა და უსასრულობაში გადაკარგვა მსურს.ჩემო დაკარგულო ხერლმწიფევ,მეუფეო ჩემო,ხომ არ გეგონა ჩვენი ადრინდელი ოცნებები მართლა ზღაპრად დამთავრდებოდა.არა,ზღაპარაი დასაწყისი იყო,მაგრამ იმდენად ლამაზი და მაგიური ძალის მქონე,რომ ვერ გავბედე მიმეტოვებინა მთავარი გმირის როლი,ზღაპარი რეალობაში გადმოვიდა და ჩვენი სიყვარულის სიმბოლოს ძეგლად ავუგე ცოცხალი ადამიანი.....
სიყვარული ერთხელ ყვავილობს თურმე სიცოცხლეში.ზამთრის სუსხს თუ გაუძლო და მაინც იყვავილა,ნამდვილი ყოფილა მაშინ,საოცრად მტკივა ეს მარადიული ყვავილობა.ტკივილი ყოფილა მარადისობის საფუძველი.მოურჩენელი ტკივილი ყოფილა სიყვარული,სხვანაირად არ მესმის მე,ესე აღვიქვი თავის დროზე და ასეა სუსხიანი ზამთრის მერეც.
ამის წამკითხავს რაღა დამაძინებს..........

შენი სიყვარულისა იყოს ნინი
