არა ჩერუბ, რა მიწასთან გასწორება, ღმერთმა დაგვიფაროს, თქვენს გარეშე რა ფასი აქვს სიცოცხლეს

, მე პირადად დიდ პატივს ვცემ მამრობით სქესს. საკმაოდ კარგი მეგობრებიც მყავს. ჩემი აზრით ქალი თუ კარგად იცნობს საკუთარ შინაგან ბუნებას , მას ალღო არ ღალატობს ზუსტად იცის ვინ დაიყენოს გვერდით
ჩემი დაკვირვებით, კაცები ქალისგან კატეგორიული ტონით ნათქვამ განსხვავებულ აზრს ვერ იტანენ. ეს განსაკუთრებით ეხება კავკასიელ ნეკნის დონორებს

, მაგრამ, თუ ამ განსხვავებულ აზრს ლამაზი ფორმით მიართმევ, გიყვარდეს, მთას გადადგავენ გვერდზე. კაცს სითბო და ბავშვივით ყურადღება სჭირდება, რაც ალბათ ზოგჯერ დამღლელია ჩვენთვის.
და კიდევ, კაცმა , რომ მხოლოდ ჩემს ფიზიკურ მონაცემებზე გაამახვილოს ყურადღება და თუნდაც ანგელოზი მეძახოს ყოველ წუთს (მახინჯზე აღარ მაქვს საუბარი), ესეც შეურაცხმყოფელი იქნება ჩემთვის. მან ჩემი სული უნდა დაინახოს და ჩემი პიროვნება შეუყვარდეს. თუმცა ნათქვამია თვალი ჭამსო, ამიტომ ქალს მოეთხოვება ყოველთვის იყოს ფორმაში.