↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
დღეს ჩვენთან ასეა-
ქვეყანა სავსეა
მედროვე ყმაწვილთა
გუნდით,
სანამდე გასვლლიათ,
ადგენენ შავ სიას,
განძს ეზიდებიან
ზურგით.
გამძლები გაუძლებს,
გულს გული გაუგებს,
იმძლავრებს
მართალთა ხმა.
მე ვერ გამიგია,
კითხვად გამიხდია,
კი მაგრამ-
სად წახალ ხვალ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რისი გეშინია?
შენი აჩრდილია,
დაგდევს და სურვილი აწვალებს.
ჩემო კოცნა უნდა?
არც გასაკვირია-
მას კოცნა აკვანში ასწავლეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მინდა,
ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი,როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?
მივდივარ და სად მივდივარ,
სადაური საითა?
ლელო ერთხელ გავიტანე,
განა კიდევ გავიტან?
გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე,
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ
ჩამოვხსენი კარები.
მხოლოდ ერთხელ აღვაშენე
სვეტიცხოვლის ტაძარი,
და ლაშქარი დიდგორისკენ
მხოლოდ ერთხელ დავძარი.
მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი,
და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი.
მინდა,
ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო
ვაი,როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?
სადაური სად გაფრინდა
ვის ცერზე ზის ტიალი,
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით?
ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს ახლა ერთხელ
მან ჩამოხსნას კარები!
ახლა სხვამაც აღაშენოს
სვეტისცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დასძრას დიდგორს,
როგორც ერთხელ დავძარი!
ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და განეხვნენ ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი.
მინდა,
ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო
ვაი,როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ააწრიალებს სულს უშენობა
და შემოდგომის ნაზი ფერები
ვიცი ქარვისფერ ღამეს გაათევ
და სიზმარშიც ვერ მოგეფერები

ვიცი,ტკივილად გადამექცევი,
მაგრამ გახედე,ზღვაზე ნისლია
ვითვლი უთვალავ დღესა და ღამეს
ძველ დარდისათვის ვერ მომიცლია

უნდა გაიგო,უნდა იწამო
რომ არ არსებობს ქვეყნად არავინ
ბოლომდე მოჰყვეს ძვირფასი კერპი
გაუკაწრავი,გაუბზარავი

თქვი, რომ გიშველა ამ ფოთოლცვენამ
თქვი რომ შეიკრა პირი იარამ
ეს მე ვიყავი ზღვის მონატრება
შენს სიზმარში რომ გადაიარა

ეს მე ვიყავი შორი ნაპირი,
ცად გაკიდული თეთრი თოლია
ხომ ხედავ შუქი იმ შემოდგომის
როგორ ფეხდაფეხ გამომყოლია.

და აწრიალებს სულს უშენობა
მკლავს ნაწვიმარი ზეცის ფერები
ვიცი, ქარვისფერ ღამით დამთვრალი
ყველა სიზმარში მე მეფერები

ტ.გრანელი

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
მე შენ, სისხლით მინდა ლექსი დაგიწერო
იქნება ამ ტკივილმა სულის ტკივილს აჯობოს!
მე შენ გულიდან მინდა ამოგიღო
იქნებ უშენობამ გააჩეროს!

როგორ მინდა სული სხვას მივყიდო
გული ამოვიღო და დავჩეხო,
იქნებ შენმა სიყვარულმა მწარედ ჩაიცინოს
და უგრძნობლელად დაემხოს.

როგორ არ მინდა ამსიტყვის წერა,
ლამის ყელში მადგას დამახრჩოს!
თავის მოკვლა მინდა მე შენზე ფიქრში
და ჯოჯოხეთიც არ მაფრთხობს,

ღმერთო მაპატიე ფიქრიც ცოდვა არის
რატომ გამიმეტე უძალოდ
ერთი ანგელოზი მისთვის შეგენანა
რომ ჩემზე სიყვარული ჩაედო.

განწირული ბიჭის წმინდა სიყვარული
უსიტყვოდ ვერავინ გაიგო
სოფო მიყვარდი და მეყვარები
იქნებ მაპატიო და გამიგო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
მთვარეს უთქვამს,ღამით სევდას,მზის სხივებით ვანათებ
სიყვარულით ბევრ გულებში სიმწრის ნაცვლად ვათავსებ,
კიდევ უთქვამს დღეს ამ სევდას მონატრებას დაარქმევს,
და ჩემს სულში მხოლოდ შენთვის პატარა ცეცხლს დაანთებს,
თურმე შენთვის დაუხედავს და შენს გვერდით უნახავს
ჩემი ფიქრი ამღვრეული როგორ გკოცნის მძინარეს
ფიქრის ბილიკს თან გამოყვა და მომაგნო მღვიძარეს
ჩუმად მითხრა რომ შენს ვარსკვლავს თურმე ჩემსას მიაბნევს
და სიზმარში შენტან ერთად ჩახუტებულს მიხილებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
ერთი მლოცველი მეცა ვარ
შენი წყლისა და ქვიშისა.
ვინა ვარ? - სამასმეერთე
არაგველთა ვარ ჯიშისა!
შენი გაზრდილი ბოკვერი,
მტრისთვის შემკვლელი თავისა,
სულს სხვა რა უნდა სტკიოდეს,
თუ არ სამშობლო თავისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts583
კარმა63
OFFLINEPROFILE
მედეა კახიძე

იმ ქალს,იმ ბერიჯაცს გაუმარჯოს,ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლა,მაინც სიხარული შეუძლია,
ვისაც იმედები პურად ყოფნის,ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც სიყვარულით უარყოფილს,სხვისი სიყვარული შეუძლია,
იმ ქალს,იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,ვისი სიმღერებიც მწუხარეა,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი სეცდომების პატიება,ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი,ტყეებია თუ ველებია,
ვინც ცვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუმართლა,მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,ვისაც სიყვარული შეუძლია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts583
კარმა63
OFFLINEPROFILE
ქართული ენა

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარილის,ლექსის,სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უზველესმა ტომმა
შლეგი ცანჩქერების ნაფრალებზე ხლტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყილვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
ეძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ ცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან...
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმატა ხავერდების და ღმერთების ენავ!

ლ. ასათიანი 1943

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
გაგას ლექსებზე ვაბოდებბ ძაან მაგარიი ლექსებია გაგა,ჯიგარი ხარრ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
იმ უცნაურ გრძნობას დავიფიცებ,
უძილოდ გათენებულ ღამეს,
იმ წმინდა სიყვარულს გეფიცები,
შენს ლამაზ სევდიან თვალებს,
ჯერ არ თქმულ სიყვარულს დავიფიცებ,
თვალებმე რომ გითხრეს მხოლოდ,
თუ გინდა ღმერთსაც დავიფიცებ,
შენ ერთი მიყვარხარ მხოლოდ.=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
მე ეხლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ,
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად მე შენ მიყვარხარ.
ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს
და მის კედლებზე ტუშით ვაწერ მაგიჟებ მე შენ.
გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ ამას მიხვდები,
ვწერ შავი ტუშით,წითელ გულზე მე შენ მჭირდები.
ვდგევარ ხატთან და ფიფქები თავზე მათოვენ,
თვალებში თხოვნა მიწერია ნუღარ დამტოვებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
გაგა; რა სიკვარული სჰეგზლებია ----------- კოცაგ ;არ სჰეიცვალო არასოდეს და კოველტვის ეკვარები ;მას ვიც ;სჰენ ესე ზალინ გიკვარს. გკოცნის ლიაკო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი,
და ჩემი გულის მწარე გოდება.
ვარ ქარიშხლებით დაღლილი გემი,
გაამინდებას რომ ელოდება.

შენი თვალების სევდიან მაისს,
რა უცნაური სცოდნიათ გზები.
მე მინდა გწამდეს შენ ერთი მაინც,
რომ არ ხარ სხვა მაგრამ არიან სხვებიც!

არადა სული მიიწევს მაღლა,
და წუთისოფლის ჩვენ ვართ შვილები.
მიყვარხარ მეთქი რომ გითხრა ეხლა,
მითხარი ხომ მარ დამემდურები?

თუ გაზაფხულის უცხო მორევში,
შენი თვალების მზერას ჩავიტევ.
თუ სუნთქვა დამჩა შენს გაშლილ თმებში,
მითხარი ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?

ამ დაჭრილ გულით ოცნებავ ჩემო,
შენს სილამაზეს გვერდს თუ ჩაუვლი.
ჩემი ტუჩების თუ გაგყვა გემო,
ხომ არ იქნება დანაშაული?

არადა სული მიიწევს მაღლა,
და წუთისოფლის ჩვენ ვართ შვილები.
მიყვარხარ მეთქი რომ გითხრა ეხლა,
მითხარი ხომ მარ დამემდურები? :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე გადავთელავ

მინდვრის ყვავილებს,

ქალი კი არა

კლდე ვარ, ტინი ვარ,

მოვკვდები,

მაგრამ, არ დაგანახებ,

არ დაგანახებ

როგორ მტირივარ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი