ხატიას
მენატრები ჩემო საყვარელო... ჩემო ცხოვრებავ და ჩემო სინათლევ...! ერთადერთო... განუმეორებელო სიყვარულში...!
მიჭირს უშენოდ... ძალიან მჭირდები... ზოგჯერ ისეთი მხარდაჭერა მინდა, აი, შენ რომ იცი ისეთი...
შენი ერთი სიტყვა მამშვიდებს უდიდესი ძალა აქვს შენს მზერას და სიყვარულით აღსავსე თვალებს...!
" შენთან ვარ ყოველთვის",_რომ მეტყვი ხოლმე, მეძლევა იმის ძალა, რომ მთელ სამყაროს ვუმკლავდები... მგონია ყველაფერი შემეძლია, შენ ხომ გვერდით მყავხარ..!
ყოველი წვრილმანი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს შენთან ერთად...
მიყვარდები დღითიდღე, უფრო და უფრო... რადგან ვგრძნობ მძაფრ მონატრებას, და საჭიროებას შენსას....
გადის დრო და ვხვდები, ფასდაუდებელი რომ ხარ... საგანძური ხარ ჩემთვის.. ბრწყინავ, ოღონდ არა ოქროსავით, არა ხელოვნური ბრწყინვალებით, არამედ რაღაც აუხსნელი სულიერი მშვენიერებით!
ობოლი ვარ სულით.... უმწყემსო ცხვარივით ვარ... დავეხეტები ოცნებებში, ნაცნობ ლაბირინთებში....
მე ვიცი შენთან მოსასვლელი გზა... ოღონდ შენც ხომ იცი, ეს სიკვდილი არაა...
გმადლობ საყვარელო ყველაფრისთვის,
მიყვარხარ....!
