|
ღმერთი და ხელები ლეგენდის უარყოფა
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამა ღმერთი, თეთრი ღრუბელი ეფინა ბალიშებად, მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო, და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა. მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა, გაშლილ ხელის გულზე ედო დედამიწა რომ კაცდა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის რიგში იდგნენ ზანგნი თუ არაბნი, ფრანგნი თუ...ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ. ზოგს ველი არგუნა. ზოგს მთები ქარაფი, ზოგს ცხელი უდაბნო ზოგს ველი, მინდორი. ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები, უფლის განაჩენი არ იყო სადაო.
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნდნენ ქართველნი, რიგი და ქართველი? საიდან სადაო. და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი, გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ, უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა, წარუდგნენ და ჰკითხეს: -ჩვენ რა ვქნათ უფალო?
მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ, ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც. განცვიფრდა: -ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე? მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...
ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები, შენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ. რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ, და დაგვაგვიანდა, ჰე, ღმერთომოწყალევ... დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო, მეუფევ მაღალო! და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი, ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად, რა ვუყოთ.. ნუ სწუხარ..შენ კარგად იყავი, ოღონდ დაგიცალე ეს ერთი ფიალა!..
...ალპებად, ანდებად,თუ კავკასიონის მთებად აიწივნენ წარბები შეკრული, -სად დაგაბინაოთ არ არის იოლი, ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ერთგულნი... სულ ყველა გავეცი,- ბილიკიც, ჭიუხიც,- მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი, იქ კალთა დავბერტყე სიტურფის სიუხვის, საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი. მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის, ზეცაში ვიცხოვრებ... ხოლო ეს ედემი დქვენთვის დამითმია... დე იყოს ალალი!..
...და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა ბარი, მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია, ქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი...
...შეუნდოს იგივე უფალმა ვინც ვითომ ქართველებს თავისი გვაჩუქა საუფლო. ან შურდა, ყოფილა ან მიეთმოეთი. არ ვიცი ლეგენდა ნაჩმახი სხვა უფრო.
უფალ ღმერთს კი არა თუ გინდა მართალი. აქ კალთა ჩვენს მშობელ ხალხს დაუბერთყია და თუ საქართველო ასეთი რად არის ქართველი გლეხკაცის ხელები გვეტყვიან. დახეთ მის ხელებს დაკოჟრილ,დაშაშრულს ხან დამწვარს,ხან დამზრალს, მზეში თუ ყინვაში... დახედეთ მის ხელებს.... და გსურთ თუ არა გსურთ, ნისლივით გადნება ლეგენდა-მირაჟი.
შეხედეთ ნაჯაფარ ველ-მინდვრებს მთა-გორებს, ეს ჩვენი ოფლი ჩქეფს, მტკვარშიც და რიონშიც და მითი ლამის რომ მართალი გვეგონა, უცებ ფასს დაჰკარგავს, ვით თვალი რიონში...
შეხედეთ მზედაკრულ მეზვრეს თუ მემინდვრეს, თუ ავდრის ნაბადში გახვეულ მეცხვარეს. შეხედე, შეიგრძენ, შეიცან, შეიტყვე რად არის ლამაზი ეს მიწა,ეს მხარე. შეხედეთ ზღვ-ჩაის,ამ ჭალებს, იმ ველებს... შორს, კავკასიონზე, მუქ-ლურჯი ბინდია. შეხედეთ მოროდში ზემოურ იმერლებს, ფრიალა ფერდობებს თოკით რომ კიდიან.ლ მოდი და კეთილო,იხილე ყოველი მთამ წარბი გაგიხსნას, ძღვამ შემოგღიმილოს. იხილე სიონი თუ სვეტიცხოველი ან ჯვარი- ლაძვარდში აჭრილი მიმინო. მოდი და შეხედე სამთავროს, სამთავისს, იხილე ვარძია სალ-კლდეში ნაშენი, მაინც საქართველო ასეთი რად არის? ან წღომი გიამბობს ან წუღრუღაშენი...
იხილე ყინწვისი,რუისი,ურბნისი დამთების უბეში შედგმული უბისა... ამდენი ტაძარი,საყდარი ურიცხვი, იქნებ მოგვაგონებს აგარაკს უფლისას.
მაგრამ გულთმისნობა არ უნდა ძალიან, მათში წინაპრების გაისმის გოდება, მასში საქართველოს სისხლი და ძვალია, ნაგები გუმბათად, გალავნად, გოდლებად...
მაინც საქართველო-ქვეყანა მშობელი- ლამაზი,მდიდარი რად არის ნამდვილად? ჰკითხეთ,ვინც კოლხეთში ჭაობი დააშრო ან უწყლო სამგორში ვინც წყლები ადინა.
იხილეთ ქარხნებ ცამდე რომ ადიან, Dღედაღამ წამით რომ არ შეისვენებენ... მუშას შეეკითხეთ, მარჯვენა მადლიანს, ახალ საქართველოს მხათვარს და მშენებელს,
Hკითხეთ იმ მეშახთეს, მადანს რომ ეძიებს, და მადლი მიწისა ამოაქვს მადნებად. რად არის ლამაზი? ჰკითხე იმ მეცნიერს, შუბლზე საფიქრალი შუქად რომ ადნება.
სკებივით ზუზუნა სკოლებით იხარეთ და ახალგაზრდობით გულდაუდეგარით... ტაძრები ცოდნისა იხილეთ ახალი, იყალთოს გელათის ბურჯებზე შემდგარი.
შეხედეთ ჩვენ სოფლებს, დაბებს თუ ქალაქებს, ჩვენს მიერ და არა მოლოცვის სამადლოდ და მაშინ ამნაირ მითებს თუ არაკებს აღარ ერწმუნებით,მერწმუნეთ არასდროს.
....უფალ ღმერთს კი არა, თუ გინდათმართალი, აქ კალთა ჩვენს მშობელ ხალხს დაუბერტყია და თუ საქართველო ასეთი რად არის დავხედოთ-ქართველის ხელები გვეთყვიან
(იოსებ ნონეშვილი)
|