ხატიას
ჩემო სიხარულო გილოცავ დაბადების დღეს მრავალს დაესწაერი ჯამრთელად და ბედნიერად შენს საყვარელ ხალხთან ერთად,სულ გახარებული და ასეთი სიყვარულით აღსავსე ყოფილიყავი,ბევრს ბევრს გკოცნი მიყვარხარ,და ბოდიში დღეს მე ვერ ვთქვი პირველი სადღეგრძელო ვერც ღვინით ვერც კალმით.
-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ?
-როგორ ,არ ვიცი?
-სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი,
ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს.
-რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე,
შენი თამაშის მე აღარ მჯერა.
-ნახე, მთვარეა როგორი სავსე
გეთამაშები გინდა ბალიბოლს?
-ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი!
-ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს!
-გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი.
-მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას,
გინდა თამაში დამტვრეულ გემში?
-რომ დაგვინახონ?
-ო,არა უშავს.
-ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ.
ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა?
-გინდა გამთბარი ჰერი ყურში?
-ჩურჩულობანას თამაში გინდა?


