↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 140 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ძვალნიმც გეპოხებიან, მამაო შიო!“
ღირსი შიო მღვიმელის სასწაულები

მამა შიო, ნიშნად მონასტრის ძმობასა და, საზოგადოდ, ქართველებთან მარადმყოფობისა, ყოველ ყველიერის ხუთშაბათს, თავისი ხსენების დღეს, სასწაულს მოუვლენდა ერს - ძვალნი მისნი თავისით ამოიწეოდნენ და ეკლესიაში დაბრძანდებოდნენ ხოლმე. ერთხელ შაჰ-აბასმა თავისი ტყვის, ამილახვრის ქალის, გული რომ მოეგო, ბრძანა და მისი საყვარელი წმინდანის, ღირსი შიოს, ძვალნი სპარსეთში წააღებინა. ამის გამო დიდი უბედურება დაატყდა სპარსეთს - ჭირი, შიმშილი, გვალვა, სიბერწე ქალისა თუ პირუტყვისა... სამი წლის რისხვის შემდეგ წმინდა შიო ერთ მოლას გამოეცხადა და უბრძანა, მისი წმინდა ნაწილები უკანვე დაებრუნებინთ. შეშინებულმა შაჰმა ოქროს საცხედრეში ჩააბრძანა წმინდანის ნაწილები და განთავისუფლებულ ამილახვრის ქალთან ერთად საქართველოში გამოაგზავნა.

1735 წელს, შიოობას, ტაძარში ღირსი მამის სამი ნაწილი ამოსულა: თავი და ორი მკლავი. მანამდე ამდენი ნაწილი ერთდროულად არასოდეს ამოსულიყო. გაუკვირდათ ქართველებს... იმ წელს გარდაიცვალა კათოლიკოსი ბესარიონი. იმავე წელს ნადირ-შაჰმა დაარბია მონასტერი და წმინდა მამის განსასვენებელი დაანგრია. ამის შემდეგ ეს დიდი სასწაული აღარ აღსრულებულა, თუმცა ამბობენ, რომ ერთხელ, 1917 წელს, შიოობას, ამობრძანებულა ღირსი მამის თავი. ეტყობა, მამა შიომ დიდი განსაცდელის წინ გააფრთხილა და განამხნევა ქართველობა.

† † †

ბოლო დროს, როგორც შიომღვიმელი მამები ამბობენ, მამა შიოს სასწაულები ძალზე მომრავლებულა.

ერთხელ შიომღვიმეში ვინმე კაცთაგან შევიწროებული ასულა. საღამო ყოფილა და წინამძღვარს მავედრებელი წმინდა შიოს მღვიმის მოსალოცად გაუგზავნია. მომლოცველი მარტო, ხელის ცეცებით ჩასულა გამოქვაბულში და მიწაზე დამხობილა, რათა წმინდანის საფლავისთვის (მღვიმეში მამა შიოს პირობითი საფლავის ქვა დევს, მიწის ზედაპირდან ნახევარ მეტრზე ამოწეული) ეცა თაყვანი, მაგრამ ქვა ვერ იპოვა. იატაკზე დაწოლილა და ტრიალი დაუწყია, ქვა რომ ეპოვა, მაგრამ ამაოდ. კაცს ძალზე შეშინებია. უეცრად მის წინ ნათლით შემოსილი წმინდა შიო აღმართულა, რომელსაც დაუმშვიდებია, უნუგეშებია იგი და ეკლესიური ცხოვრებისკენ მოუწოდებია. გამოცხადება დასრულდადა კაცმაც უმალვე იპოვა საფლავის ქვა...

† † †

ერთ იმერელ ქალს, სნეულებისგან ლოგინად ჩავარდნილს, ძილში წმინდა შიო გამოსცხადებია და უთქვამს, მოდი ჩემთან და განიკურნებიო. ქალი ტაქსით ამოსულა, მანქანა გაუშვია, საღამომდე ულოცია წმინდა მამის საფლავთან, მიმწუხრისას კი, უკვე განკურნებული, საკუთარი ფეხით დასდგომია მცხეთის გზას. როცა მეორედ მისულა მონასტერში, უთქვამს, ქალაქამდე მამა შიომ ჩამაცილა და მითხრა, აღარ იავადმყოფებო...

† † †

ერთ ებრაელს შეუტყვია მამა შიოს სასწაულების ამბავი, ამერიკაში დაბრუნებულს ახლობელი სნეულებისგან დავარდნილი დახვედრია. უფიქრია, ნეტავ წმინდა შიო მასაც შეეწიოსო. ფიქრი არც კი დაესრულებინა, რომ ავადმყოფი ფეხზე წამომდგარა. ამას ისე შეუძრავს ებრაელი, რომ ქრისტეს რჯულზე მოქცეულა.

† † †

ღირსი მამა განსკუთრებით უშვილოებს შეეწევა. ერთ ცოლ-ქმარს შვილი შვიდი წელი არ ჰყავდა. მთელი საქართველო მოილოცეს, წმინდა მიწაზე, იერუსალიმში, შეკვეთილი წირვა დააყენეს, მაგრამ შვილიერებას ვერ ეღირსნენ. მერე კი წმინდა შიოს საფლავი მოინახულეს, ილოცეს და მესამე დღეს პატარა ჩაისახა...

რუსეთში მცხოვრებ ქართველ ცოლქმარს თხუთმეტი წელი არ შესძენია მემკვიდრე. მათ ახლობლებს მამა შიოს მღვიმეში ულოციათ მათთვის. ცოტა ხნის შემდეგ რუსეთიდან დაურეკავთ და უხარებიათ, პატარას ველითო. მათ არც კი იცოდნენ ვინ გამოითხოვა ღვთისგან მათი შვილიერება.

მოამზადა კახებერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, №3, 2005 წ.

[URL=http://www.picoodle.com/view.php?img=/4/3/6/f_shiomgvimelm_127aef2.jpg&srv=img02][IMG]http://img02.picoodle.com/img/img02/4/3/6/f_shiomgvimelm_127aef2.jpg[/IMG][/URL]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ცხრა ძმა კოლაელნის ხსენების დგეს მოგილოცავთ და მათი მადლი შეგვეწიოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
მოგილოცავთ კველას,ძალიან მიხარია ასეთი თემა რომ არსებობს,უბრალოდ ხშირად ხდება რომ არ ვიცი რა დგესასწაულია და აქ ვიგებ.ღმერთი გფარავდეთ ჩემო კარგებო.ამინ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ყველა მართლმადიდებელ ქართველს ვულოცავ ხარების მრწყინვალე დღესასწაულს! ღმერთმა მშვიდობა,ერთიანობა, სიყვარულის,ერთმანეთისადმი პატივისცემა და ღვთის შიში არ მოგვიშალოს! უფალი ფარავდეს ჩვენს წმინდა და პატარა საქართვლელოს! ამინ!

გილოცავთ კიდევ ერთხელ ჩემო საყვარელო დესპანელებო! უფალი გფარავდეთ!

სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Mar 2008
Posts240
კარმა11
OFFLINEPROFILE
ღმერთი ფარავდეს მთლიანად საქართველოს და ქართველობას გილოცავთ სუყველას ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ყველას გილოცავთ ჩემო ქართველებო ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს! გახარებული გამყოფოთ ღმერთმა,ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს და ყოველი ქაეთველის მფარველი! ყველა დესპანელს ვულოცავ ხარებას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ყველას ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს,ფარავდეს ღმერთი თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ხარების დღესასწაულს,ღმერთი იყოს ჩვენთან!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
ჩემო საამაყო ქართველებო.
გულით და სულით, მოგილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს.
გახარებული და გამრავლებული ყოფილიყოს, ქართველთა ჯიში.

გვფარავდეს უფალი.
ამინ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.
უფალმა იესო ქრისტემ შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც „ჩვენთარ არს ღმერთი“. ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.

და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.

წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“.

მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე - ისრაელის თორმეტ ტომზე - საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო „იაკობის სახლი“ უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული.

ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ ანგელოზი მიუგებს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“, - და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია.

მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.

რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს - სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა.

ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“, - თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას.

სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი - მორჩილება და სიმდაბლე.

ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დაღიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს.

რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ჩვენი დაცემისათვის, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტია „განმანათლებელი“, ნიშნად იმისა, რომ სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონება განანათლა.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
დესპანელებო,გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Aug 2007
Posts835
კარმა79
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=Cw689PdUYNM

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
vinc ar minaxia yvelas gilocavt sixarulis dges xarebas iyavit jamrtelebi rom bevrjer moescrot am brcyinvale dges miyvarxart gexutebiiiit

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Aug 2007
Posts835
კარმა79
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით>>>>>>>>>>>>
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>ყორღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინცკი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts850
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველა დესპანელს! უფალი გფარავდეთ !

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 140 posts ] 
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)
დესპანი