↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამ ქვეყნად ყველა აღმართზე
უფლის იმედით ვიარე.
ხან ზვავმა გადამიარა,
ხან ზვავზე გადავიარე...
შენი ხმა მენატრებოდა
(ის მომირჩენდა იარებს!)
მაგრამ ვერ შევხვდით ერთმანეთს,
გული ვერ გაგიზიარე,
შენ წამით ადრე წასულხარ,
მე წამით დავაგვიანე....

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეტი რა გიტხრა ამაზე ნაღდი.
გიპოვნე, მსურდი, მიყვარდი მწამდი.
რა უნდა გიტხრა ამაზე თბილი,
ვეფერებოდი შენს დარდს და ტკივილს.
რა უნდა გიტხრა ამაზე კარგად.
გულით და გონით გსახავდი კაცად.
მაგრამ რადგანაც კაცისა გაქვს
მხოლოდ იერი.
გაგეცალე და უფალმა გყოს
სულ ბედნიეი,
მეტი რა გითხრა, ბედი მასმევს
სამ სალას მწარეს.
რომ ვერ მიცვნიხარ
ჩემს სასჯელად ისიც იკმარებს!!!
:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნ ო ს ტ ა ლ გ ი ა

უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე,

ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,

ვერ მიცანით ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ?

თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.

რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,

ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!

გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,

მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.

როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?!

ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,

დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს,

ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.

თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე,

ამიხსენით, მიმანიშნეთ არ დამზოგოთ

საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ,

სინანულიც გვიანია ქალბატონო?

ეს ცხოვრება ბილიკია, ეკლიანი

ზოგი დარდის ლუკმას ეძებს სამახსოვროდ,

არ მოგბეზრდათ მარტოდმარტო ხეტიალი?

გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.

მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით

რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს!

მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს,

სიბერეც, რომ შეგპარვიათ ქალბატონო.

და დრო დადგა უკვე ჩვენი განშორების,

ქედს მოგიხრით, მაგ სიტყვების სამახსოვროდ,

გახსოვთ მაშინ, თვალს რო ვეღარ გაშორებდით,

ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო?

თუ გიყვარდით ამიხსენით რატომ დამგმეთ?

ახლა ვინ გყავთ პატრონი ან საპატრონო?
მომიტევეთ, კიდევ ერთხელ პატივს დაგდებთ
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მარად ხმაურობს ფეხქვეშ სიწყნარე,
და ჩამრეცხავი რეცხავს თავისთავს,
თქვენ ვერც ირაკლის ვერ შეიწყალებთ,
ვერცა-სულხანს და ვერცა -0დავითსა!
ერთი მაჩვენეთ, მტრისა გვართაგან
გულში შური და ზიზღი არ ენთოს!
ვერ შეიწყალებთ ვერცა მართალ კაცს,
მართალ კაცს თქვენთან არ აქვს საერთო!
გაქრება წუთი ბოსლის მართვისა,
რა ვქნათ, თუ ღამით დღეს გვიმწარებენ,
გწამდეთ,დადგება დრო სიმართლისა
და თქვენ ,მართალნი შეგიწყალებენ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
უფალო, შეგვიწყალე

უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე
ცოდვილნიც... უცოდველნიც... დიდებიც, პატარებიც,
ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ -
ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები.

შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ,
ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ.
უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის -
ვულკანზე შემდგარი საქართველო.

უფალო, შეაჩვენე სიმართლე მოსყიდული,
ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე,
უფალო, შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი,
ამრავლე, აძიერე გმირები ჭეშმარიტი.

უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ,
ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით,
შვილები დაგვიზარდე დემეტრე-ცოტნეებად,
ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!

უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე,
უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც...
არც ისე საწყალია ეს ჩვენი საქართველო,
არც ისე საწყალია და ხელით სატარები.

შოთა ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
წახვედი, ვერც კი გაგიმხილე ბოლომდე სევდა,
და მერე შენზე მთელი ღამე ბოდავდა ღამე.
მე ჩავიარე შენს ქუჩაზე ღამესთან ერთად,
წახვედი, ვერც კი გაგიმხილე ბოლომდე სევდა.
დაღლილ თვალებში ცა იისფრად შემომათენდა,
გულიც არ დაგწყდა?
რად არ მითხარ, ძვირფასო, რამე?
წახვედი... ვერც კი გაგიმხილე ბოლომდე სევდა...
და მერე შენზე მთელი ღამე ბოდავდა ღამე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
ცოტა დიდივით იფიქრე
და დიდივით მოიქეცი
რა თვალებჩახატული მოდიხარ შეხვედრაზე
და რა ტუჩებდაბერილი?
რადროს შენი ეგეთებია, და რაღადროს ჩემი ეგეთებია!
ან მოიქეცი ისე
როგორც შენი ტოლი გოგოები იქცევიან.
სარკის წინ რო ტრიალებ საათნახევარი
ჯობია შეხვედრაზე არ დააგვიანო.
რო დამაყუდებ და მალოდინებ
და მეც ნერვებს რომ მაშლევინებ
რა პაემანივით ვდგავარ ამხელა კაცი
და რა პატარა ბიჭივით ვნერვიულობ!
რა წარამარა საათზე ვიხედები და
რა წარამარა გეძებ თვალებით სულ ყველა მხარეს.
არ გაგივა ეგეთები!

აჰა, მოდიხარ!
ქუსლებზე შემდგარი,
ძლივს იკავებ თავს რო არ წაიქცე.
ალბათ გუშინ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს.
მოკლე კაბაც მოგინახია
და ეს ჩვევაც გისწავლია, სიარულის დროს შიგადაშიგ ქვემოთ რომ ქაჩო.
თმას ხელის ერთი მოძრაობით უკან იგდებ და
ისე მიღიმი
გეგონება წაქცევას ვაპირებ.
არ გაგივა მეთქი!

ნუ მედიდები!
ნუ მემეორენახევრები!
ნუ მეთანაცხოვრები
და ნუ მკოცნი
ხელკავს ნუ მიყრი
თავს მხარზე ნუ მადებ
და ნუ მსიამოვნებ!

რა დროს შენი ეგეთებია...
და რაღა დროს ჩემი ეგეთებია...

ხელს თუ გადაგხვევ იმას არ ნიშნავს თითქოს შემაბი
თუ წამასწარი ფეხზე რომ დაგხედავ
და თუ შემრცხვება
იმას არ ნიშნავს რომ როგორც ქალს ისე გუყირებ
ან თუ შემთხვევით ჩაგეხუტები
და სახესთან სახეს მოგიტან და ცხვირზე გაკოცებ
არ ნიშნავს რომ სხვაგან კოცნა მინდოდა და ვერ გაგიბედე!
კარგი რა,
ეს ყურისძირში კოცნა მაინც ვიღამ გასწავლა?
ან წელზე ხელის მოხვევა?
არ გეცოდები?

ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
შენი ტოლი გოგოებივით
დაიმორცხვე ნაყინს რომ გიყიდი.
ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფა და რიგრიგობით
ვლოკოთო,
ხო ხედავ მაინც ორს ვყიდულობ
და ერთი ... ერთი შემთხვევით მივარდება... :):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
"სამი არ გაიწურთების:
მგელი, არწივი კაი ყმა..."
ხალხური

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined28 Jan 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
თეთრ რაშს ვინც ხედნის, ის გათელავს ცხოვრების ბილიკს

და ბედაურის სიყვარულსაც დაიდებს ბედად,

არ შეუშინდე ცხოვრების გზაზე ეკლიან ბილიკს,

შენი მფარველი ანგელოზები შენს გვერდით სხედან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
შოთა ნიშნიანიძე
* * *

ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით:
„არ შეიძლება... აკრძალულია“...
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.

შენი ჩურჩული მე შევიყვარე,
როგორც ოჯახის დიდი ნუგეში,
შენი ჩურჩული არხევს ჭიჭვნარებს,
ბალახად წვება ჩიტის ბუდეში.

მე შენს ჩურჩულში ვარ შეყუჟული,
მთვრალი ვარ შენით და საღამოთი
და მეჩვენება, შენი ჩურჩული,
სადღაც, ბუხარში, კვამლად ამოდის.

მეხვევა ეგ ხმა, როგორც ვენახი
და რას აღმითქვამს, მინდა გავიგო.
მაგ ჩურჩულიდან ვიღაც მეძახის
გაუბედავად: „მამა... მამიკო...“

ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით.
„არ შეიძლება... აკრძალულია...“
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Nov 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
ულამაზესი ლექსია, ვისია თუ საიდუმლო არ არის ??გმადლობთ კიდევ ერთხელ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts66
კარმა50
OFFLINEPROFILE
რა ვქნა, გრიგალში გული ვიტკინე

რა ვქნა, გრიგალში გული ვიტკინე
და ჩემი ფიქრი ცისკენ წავიდა.
ახლა ხომ კმარა, რაც მოვითმინე,
მეტ დამცირებას ვეღარ ავიტან.
ჩემი დღეები უცნაურია
და ჩემი გრძნობა ასე ძლიერი.
ძვირფასო, შენი სისხლი მწყურია
და ახლა დროა შურისძიების. {ბოლო სტროფი ლექსს მოუხდა უბრალოდ, შორს შურისძიება}

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts66
კარმა50
OFFLINEPROFILE
მიცქერი, გული დარდით ამივსე

მიცქერი, გული დარდით ამივსე,
არ იღიმები, თითქო დადუმდი.
მე რაც ვიყავი, ისა ვარ ისევ,
და შენ სრულიად გადასხვაფერდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts66
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა

ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა,
და ვიცი, ახლა ხშირად მახსენებ.
შენ ჩამოგშორდი და მე მკვდარი ვარ,
ძვირფასო, მოდი და გამასვენე.
მოდის ცხოვრება - კორიანტელი,
ნუთუ შენ მაინც არ გამახარებ.
ჩემს წინ გაჩერდი, როგორც სანთელი
და გულზე მიწა შენ დამაყარე.
ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა,
და ვიცი, ახლა ხშირად მახსენებ.
შენ ჩამოგშორდი და მე მკვდარი ვარ,
ძვირფასო, მოდი და გამასვენე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts66
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვედრება

დიდ ღმერთს
ვედრება ჩემი,
ვედრება სხვისი,
ვედრება - ცრემლი,
ვედრება - ნისლი.
ვედრება ნელი,
ვედრება წყნარი,
ვედრება - ხელი,
ვედრება - ქარი.
ვედრება - ცრემლი,
ვედრება - ნისლი,
ვედრება ჩემი,
ვედრება სხვისი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი