↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
აუ, როგორ მომენატრეთ!

სიმღერა თარზე

არავის ნახვა არ მინდა,
მე მხოლოდ შენთან მოვედი...
მზევ,გულზე მოშუქებულო,
შენს სანახავად მოველი;
გულით,ფიქრით და ოცნებით
ძვირფასო, შენთან მოველი.
ასე ბრუნდება ზღვებიდან
ქარში ნაწეწი ხომალდი.
ვით მთას არწივი ესწრაფვის,
მეც ისე შენკენ ვქროლავდი.
ვით მოგზაური შინისკენ
მეც შენკენ მოვიჩქაროდი;
მე შენს სიყვარულს გამოვყე,
როგორც მთის ჩანჩქერს ნაფოტი...
იქნებ არ არის საჭირო,
რომ დღესაც შენთან მოველი?
იქნება ზღვაში ხის დარგვას
და აყვავებას მოველი?
ვით ბაღში მაისის წვიმა,
ძვირფასო,ჩუმად მოველი!

გ.ლეონიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
ლადო ასათიანი

ცხრა ძმა ხერხეულიძე

ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭირვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? –
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით...
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნუ დაფიქრდები მიყვარხარ რისთვის,
ნუ განსჯი ცივი,ფხიზელი აზრით,
ნუ დააბრალებ შენს ხასიათს,შენს კარგ თვისებებს
გულს რომ მივსებენ საამო ჰანგით;
ნუ დააბრალებ შენს გარეგნობას,
შენს უგულობას და ჯიუტ უნარს.
ერთნაირ განცდებს,ერთნაირ დასკვნებს,
არასწორ ფიქრებს და მაინც იქნებ
სწორს და უტყუარს.
ნუ გამოიკვლევ გარემოებებს,
შემთხვევითობით განსაზღვრულ მიზეზს
და თავისთვად კანონზომიერს,
ნუ შემახსენებ მოვალეობებს.
ნუ გამოაფენ გულს რაც კარგი გაქვს,
ან დაფარული რაც რამ ნაკლი გაქვს,
რადგან ვერც ახსნი და ვერც ვერაფრით
ვერ შემინელებ შენდამი ლტოლვას
ვერ შეაჩერებ,
ვერც შეაჩვენებ,
ვერც აღმოაჩენ მიზეზთა მიზეზს
მიყვარხარ ისე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts217
კარმა51
OFFLINEPROFILE
ერთ დროს, ერთ ადგილს, ერთსა მიწაზე,
ღმერთი რომ ჰქმნიდა ერთსა სინაზეს,
არვის სჯეროდა, არვინ ელოდა
მის გამარჯვებას დედამიწაზე

სინაზეს ერქვა რწმენა, დიდება,
არავის სურდა მისი მიღება,
მაგრამ ქართველმა ერმა იგი იწამეს
და პატივისცეს ღმერთის სიმართლეს.

ღმერთმა დალოცა ქართველი ხალხი
და გადმოასხა მათ მადლი წმიდა,
საქართველოა ჩვენი სამოთხე
ეს დაგვიბარა წმიდათა წმიდამ!!!

გვიყვარდეს ერთმანეთი ხალხო,გვიყვარდეს!!!!!!!!!
:):):):):):):):):):):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
ლადო ასათიანი

სალაღობო

ხომ ლამაზია ეს ცემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა,
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

„კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!“

დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლებში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!

დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!

ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!

დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება.
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არის?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!

„ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი უნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედველნი,
ზედ მუხლი შავარდნისანი!“

ხომ ლამაზია ეს ცემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა,
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Aug 2007
Posts727
კარმა79
OFFLINEPROFILE
რა პოეტი ხალხიი დადის ტურემ დესპანზეეე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
პაც შემო ჩატშიიიიიიიიიიიიი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ცხოვრებაში ერთ შეცდომას ყველა უშვეს,
მხოლოდ იმ ერთს ვერ ასწორებს ვერაფერი,
თუკი მართლაც დამნაშავედ მიგაჩნივარ,
მაპატიე,მაპატიე, ყველაფერი,
თუკი სევდა გარს გეხვევა როგორც ნისლი,
თუ სიმართლეს ტყუილისგან ვეღარ ვარჩევთ,
თუ ორივე გადაგვღალა ერთად ყოფნამ
მაშინ ,მხოლოდ განშორება გადაგვარჩენს.
მე მივდივარ, მე გშორდები, რადგან ვხედავ,
ჩვენს შეხვედრებს არ შორდება მუქი ფერი
და თუ მართლაც დამნაშავედ მიგაჩნივარ,
მაპატიე, მაპატიე, ყველაფერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts217
კარმა51
OFFLINEPROFILE
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
მუხრან მაჭავარიანი

ვითარცა მტკვარი

მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და
დრო
გადიოდა.

ვითარცა ღვინო –
ქვევრიდან
ხაპში –
ხაპიდან
დოქში –
დოქიდან
ჯამში –

ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში...

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა –
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი...

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ
და...
მიუხედავად ამისა, მაინც –
გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული

და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და...
იოარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts66
კარმა50
OFFLINEPROFILE
ის დროც დადგება, _ თუკი იმ დროს დადგომა ეთქმის,
როცა ყოველი ჩემი ნაკლი თვალში გეცემა,
როცა სიკეთეს მოიმრავლებ მარტოდენ შენთვის
და სიყვარული მოგონებებს გადაეცემა.

ის დროც დადგება, როცა გზაზე ერთად ჩავივლით
და შენს მზერაში მზის სხივები აღარ გაკრთება,
როცა წამიერ შემომხედავ, ჩემზედ მწყრალივით,
და მთელი სახე გულგრილობით დაგენაკვთება.

ის დროც დადგება, განვიკითხავ საკუთარ ცოდვებს,
წარმავალობის სინანული გაათკეცდება
და ჩვენს სიყვარულს საძრახისი თუკი რამ მოსდევს
მე დამრჩება და შენს გაკიცხვას არვინ ეცდება.

...და თუ არჩიე ტრფობის უღელს თავისუფლება,
კვლავ რომ მიყვარდე, არ მექნება ამის უფლება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts66
კარმა50
OFFLINEPROFILE
არა რა დამასწრო შექსპირმა თორემ ამას ყველაფერს მე დავწერდი......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში,
სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში...
ხალხური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
გალაკტიონ ტაბიძე

უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
გალაკტიონ ტაბიძე

დროშები ჩქარა

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები... დროშები... დროშები ჩქარა!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი