zvigeni wrote:ციტატა:
მეგობრებო. როცა პოლიტიკური დებატები გვაგდებს ისეთ მდგომარეობაში რომ ერთმანეთის შეურაცყოფასაც არ ვერიდებით და ჩვენი აზრი გვგონია ჭეშმარიტი იქნებ გააუქმოდ ეს პოლიტიკური თემები. არაა საჭირო!. ვთხოვ მოდერატორებს, ძალიან გთხოვთ ნუ დაპოსტავთ ისეთ თემებს სადაც ასეთი დაუნდობელი დებატები მოყვება და ერთი შედეგით დასრულდება მხოლოდ. ჩვენ არსებულ სიტუაციას ვერ შევცვლით , ვერც ერთმანეთს შევუცვლით აზროვნებას მაგრამ ისე ვატკენთ გულს ერთმანეთს რომ მეორე დღეს ერთმანეთის თვალებში ჩახედვას ვერ შევძლებთ. რისი გულისათვის?.. ჩვენ ერთმანეთი დავჭამოთ და აფერისტი მთავრობა-ოპოზიციის გამო? ეს დაძაბულობა იმოქმედებს უარყოფითად პირადად დესპანზე და მის ყველა მომხმარებელზე. ბოიკოტს ვუცხადებ ყველა სახის პოლიტიკურ თემას დესპანზე! ასევე ვისურვებდი ყველამ ასე გააკეთოს და ნუ შემოვალთ ასეთი სახის თემებზე!
გეთანხმები არ შეილება ერთმანეთის ჭამა პირადი აზრების გამო ეს რა უბედურებაა

სანამ განსხვავებული აზრის პატივისცემას არ ვისწავლით მანამდე არაფერი გვეშველება გინდა მიშა მოვიდეს ისევ გინდა შალიკო და გინდაც გრიშა.
მოვეფეროთ და ნუ მივაყენებთ შეურაცყოფას ერთმანეთს. წყნარად ვაკეთოდ ჩვენ ჩვენი საქმეები. 5 ში კი ჩვენი არჩევანი გავაკეთოდ...