↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიყვარულია-გზა,სიშორე,ცრემლი,გოდება,
შეახებ ხელს და აღარასდროს განმეორდება,
სიყვარულია-სიმარტოვე,სულთა სიშორე,
ხორციელ ვნებებს,მივწვდებით და უმალ ვიშორებთ.
სიყვარულია- განჯა,მცხეთა,უფრთო ფრინველი,
სიყვარულს ვეძებთ,სიყვარული გვინდა ნამდვილი,
სიყვარულია ტაჯ მაჰადის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ ასე თავზე გევლები.
სიყვარულია-თამარი რომ დარჩა თამარად,
სიყვარულს ბევრი შეეცადა ვერსად დამალა,
სიყვარულისთვის სერაფიტა სუნთქავს ქვაშიას,
სთქვი სიყვარულო ძალა შენი მაინც რაშია,
სიყვარულსითვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე,
სიყვარულისთვის სასთუმალთან რაღაც გვაღვიძებს,
სიყვარულია-ათას ერთი ღამის ზღაპარი
ჩაუმქრალ სხივთა,ანთებული თეთრი ლამპარი.
სიყვარუსისთვის ბაირონმა კუბო არჩია,
უნდა შესწირო ყველაფერი რაც გაგაჩნია,
სიყვარულია ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა,
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკავს.
სიყვარულია ტაჯ მაჰადის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ ასე თავზე გევლები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts66
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუ კი ეულად იგრძნო თავი,
თუ გულში გაივლის სევდა, გახსოვდეს
ქვეყნად რომ არის ქალი, შენ
რომ უყვარხარ ყველაზე მეტად,
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო რომ ერთმა ქალმა,
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში,
თუ ბედის წერას მიაყრი ფარხმალს,
იღბალს ტყულით აუხვავ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს,
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე ვისი სუნთქვაც ისევ,
ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
და შენც მიხვდები მაღალმა ღმერთმა
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქ ა ლ ი . . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაინც ღიმილი უნდა შეგეძლოს,
თუ სიყვარული ბარდება წარსულს,
შემომრჩა ტანჯვა,-მიყვარდა ერთ დროს,
სისულელეა და ფიქრიც არ მსურს.
უნდა შეგეძლოს დაგიჯდეს რადაც,
შეინარჩუნო ღირსება შენი,
მიუხედავად,თუნდაც მზის ფასად
უნდა გაუყვე შარას დარჩენილს.
თუ სიჭაბუკე წერამ აგართვა,
აზრი არა აქვს იყო დღეგრძელი,
უნდა შეგეძლოს ცრემლთა ალაგმვა,
მაგრამ ვაჰმე,რომ მე ვერ შევძელი.
უნდა შეგეძლოს ადგე სუფრიდან,
თუ სიყვარული გაჭმევს ნარჩენებს,
წადი უჩუმრად მისი ქუჩიდან,
დაღრეჯილ სახეს ნურვის აჩვენებ.
უნდა შეგეძლოს დამალო ჭირი,
ყოველდღიური ფიქრის ნიღბის ქვეშ,
და შეიკავო ზიზღის ყვირილი,
როცა ყველაზე მეტად გიჭირს შენ.
უკანასკნელი სიტყვების აღმქმელს,
უნდა შეგეძლოს დარჩე ყინული,
უნდა შეგეძლოს დაფარო სახე,
და გააჩუმო მკვდომარე გული.
მაგრამ უზუმოდ მიყვარხარ მაინც
და რა ვქნა,მე ეს არ შემიძლია,
უნდა შეგეძლოს,იცრუე მაინც!
...არ შემიძლია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მიყვარხარ!ახლა ეს სიყვარული
სახეა მთელი ჩემი არსების,
დვრიტაა ჩემი,დვრიტა ფარული
სამყაროს აღქმის და გააზრების.
შენ სულ იყავი!როგორც მოტივი
დაუსაბამო და უთარიღო,
უშენოდ ყოფნა-შენი ლოდინი
და შენით ყოფნა იყო ამიტომ.
მიყვარხარ! ახლა ეს სიყვარული
სახეა მთელი ჩემი არსების,
დვრიტაა ჩემი,დვრიტა ფარული
სიცოცხლის წვდომის და გააზრების.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts217
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული ცა და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

:):):):):):):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts217
კარმა51
OFFLINEPROFILE
ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?
ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა
გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.
და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან
ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, მეცა და წვიმაც.
ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე
დედა~-დაიწერა ბაგეზე.
თვალები ძვლივს გაახილა...
..უცნობი კედლები_მოთეთრო-მონაცრისფრო.
`სადა ვარ?~_გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა.
_თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი!
_გადარჩა?
_სადა ვარ?_ და ვარც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა...
მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლეთებს შორის მზე იჭყიტებოდა, დილით
მეგობართან წავიდა. არ შეეძლო ვინმესთვის არ გაენდო თავისი სატკივარი. ეგონა რომ
არ ვთქვა გული გამისკდებაო. არავინ დახვდა სახლში. ნელა დაეშვა კიბეზე. არ
თავდებოდა კიბის საფეხურები... მისგან შეუმჩნევლად წამოეწივნენ ფიქრები...
`რა ბედნიერი ვიყავი გუშინ და რა უბედური ვარ ახლა...~_ფიქრობდა გოგონა და
ამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.
`რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი,
ვერ მაპატიებს, ვერა...~
_გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.
მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმე
დედა~_ შეაშრა ბაგეზე.
_სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმა
მშობლებს...
რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს...
მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც...
_მაშ, სამოცდათორმეტი საათი დამრჩა?! ო, ღმერთო, როგორ არ მინდა სიკვდილი,
არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ...
..ღმერთს არ ესმოდა მისი...
თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა და
ფიქრობდა, ცდილობდა მის მახსოვრობაში შემორჩენილი ყოველი წამი აღედგინა...
..ღმერთს არ ესმოდა მისი... ანგელოზს რა უნდაო მიწაზე...
`ღმერთო! მაცოცხლე გემუდარები!.. მის უნახავად მაინც ნუ მომკლავ!..~
ღამითაც არ იძინებდა: `ძილი სამუდამო სასუფეველშიც მეყოფაო,~საათს
უყურებდა... გრძნობდა როგორ აკლდებოდა საათები, წუთები, წამები... ყოველ წუთს
თავს აბეზრებდნენ მნახველები, უაზრო კითხვებით ართმევდნენ მისთვის ესოდენ
ძვირფას დროს... გაიღებოდა კარები და ცრემლიანი თვალები... ნუგეში...
`ნუ გეშინია, მალე გამოჯანმრთელდებიო.~ გასულები კი ამბობდნენ: `ვაი შვილო
რა ბავშვი უნდა მოკვდესო!..~
საათს დახედა... სამი საათის სიცოცხლე დარჩენოდა... როგორ უცბად გასულა
დრო... როგორ არ უნდა ახლა ვინმემ შეაწუხოს... კარებმა გაიჭრიალა...
თაიგული... სიშავემდე წითელი ვარდების თაიგული ფარავდა მოსულის სახეს...
`...ჩემი საყვარელი ყვავილები... ნეტავ ვინ მომიტანა?..~ ყვავილებს შორის
ნაცნობ თვალებს წააწყდა... ის უხერხულად იდგა კარებში, მერე გამოერკვა,
მიუახლოვდა... ყვავილებს შორის დაკარგული თვალები დააკავა... სკამი მისწია
ახლოს და დაჯდა...
..ერთხანს დუმილს უსმენდნენ...
..თვალებით ეძახდნენ ერთმანეთს...
..ბოლოს დაირღვა სიჩუმე...

_დღეს გავიგე შენი ამბავი, არ მჯეროდა სანამ ჩემი თვალით არ გნახე...
ბიჭები მაშაყირებდნენ მეგონა... მერე კახამ დაიფიცა... მაინც არ მჯეროდა, ვერ
ვიჯერებდი, ვერ წარმომედგინა... სანამ მოვიდოდი ყვავილები გიყიდე...
გახსოვს იები რომ მოგიტანე?!.
_რა თქმა უნდა...
_ერთად რომ დავდიოდით ხელგადახვეულები?
_მახსოვს...
_გახსოვს ის დღე, სიყვარული რომ აგიხსენი?
_რა დამავიწყებს... მე ყველაფერი გავიხსენე, რადგან ვიცი რომ ხვალ აღარ
ვიქნები...
_მე შენ მიყვარხარ!..
_სიბრალული გალაპარაკებს...
_მე შენ მართლა მიყვარხარ!..
_არ მითხოვია შენთვის შებრალება...
_შენ არ გჯერა ჩემი, მე კი ვიცი, მაგრამ, აი რა...
_არ არის საჭირო, გეხვეწები...
_მე, მეშEნ მიყვარხარ! ღმერთს გეფიცები მიყვარხარ!..
..ისევ დუმილი, არ უნდოდა საათზე დაეხედა, გრძნობდა წუთებიღა დარჩენოდა...
_იცი რაა?
_რაა?
_მინდა, რომ ამ ქვეყნიდან წასულს შენი ტუჩების სითბო გამყვეს!..
..და ტუჩები დაეწაფნენ ერთმანეთს...
..ყვირილმა საავადმყოფო შეძრა...
თეთრ კარებში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ ექიმები, მშობლები,
მეგობრები...
ლოგინთან დაჩოქილი ბიჭი გაშეშებულიყო... ცხელი ცრემლები ისე მოსრიალებდნენ
სახეზე, როგორც წვიმის წვეთები მინაზე...
..სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში...
..ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო...
ეეეეეეეეეეეხხხხხხ,ეგააა ცხოვრებაააა?!:(:(:(:(:(:(:(:(:(:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაიხარე,იმიტომ მიყვარს მხატვრული ლიტერატურა,რომ ცხოვრებისგან განსხვავებით იქ ყველაფერი ლამაზია, ლამაზად უყვართ,ლამაზად სძულთ და ა.შ.
=ko= =dk=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე შენს თვალებში მზის სხივების თამაში მიყვარს,
ცისარტყელების ათინათი ათასფერება,
მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე მიყვარს,
ჩუმი ნიავი, შენს თმებს ნაზად რომ ეფერება...

მე ის მზე მიყვარს, შენს თვალებს რომ ეალერსება,
მე წვიმა მიყვარს, შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად,
მე მდელო მიყვარს შენს თვალებში, სიცოცხლის ფერი,
შენი ღიმილი, გაჟღერება ტრფობის სიმღერის...

მე დილა მიყვარს, გარიჟრაჟის ვარდისფერები,
რომ გაგაღვიძებს და სიცოცხლეს მოეფერები,
მე მიწა მიყვარს, დედამიწა, ფეხს რომ აბიჯებ
და ეფერება, გულში იკრავს შენს ჩუმ ნაბიჯებს.

მე ღამე მიყვარს, ცრემლიანი თავშესაფარი,
ლამაზ სიზმრებში სიყვარულის ტკბილი ზღაპარი
და სასთუმალი, ტრფიალების უტყვი კარავი,
ლურჯი პერანგი...თეძო-მკერდის ვერ დამფარავი...

...და მე ის მზე ვარ, შენს თვალებს რომ ეალერსება,
მე ის წვიმა ვარ, შენ რომ გერტფის უხმო ლექსებად,
მე ის მდელო ვარ, შენს თვალებში რომ იღიმება
და აჟღერდება სიყვარულის უხმო სიმებად.

მე ის დილა ვარ, გარიჟრაჟის ვარდისფერები,
გაღიმებულს რომ გაგაღვიძებ, მოგეფერები,
მე ის მიწა ვარ, დედამიწა, ფეხს რომ მაბიჯებ
და ვეფერები, გულში ვიკრავ შენს ჩუმ ნაბიჯებს...

მე ნიავი ვარ, მონავარდე შენს ლამაზ თმაში,
მე სიზმარი ვარ, გაფრენილი ოცნების ცაში,
მე ის ღამე ვარ, უსასრულოდ რომ ვითვლი წამებს,
ძილგატეხილი, მომქანცველი, უკუნი ღამე...

სასთუმალი ვარ, მოტრფიალე შენი სხეულის,
ლურჯი პერანგი, თეძო-მკერდზე შემოხვეული.
...და მე ყველგან ვარ- მზის სხივშიც და ღამის წყვდიადშიც,
ქარის ჩურჩულშიც, ცისკრის ნამშიც და განთიადშიც...

გთხოვ, მაპატიე, ყველგან რომ ვარ და შენი არ ვარ
და რომ მიხდება შენი კოცნის ჩუმად მოპარვა,
გთხოვ, მაპატიე, თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით,
ჩემო სიცოცხლე, თუ ოდესმე გაწყინე რამით!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
ჩემი აღმართი (ი. გრიშაშვილი )

ახლა შენ ჩემთან აღარ დადიხარ,
ამბობ, შორს ცხოვრობ, აღმართი მღალავს!
შენ რიოში ხარ, როგორც სადიხა
და ჩვენს სიყვარულს არ უხდი ღალას.

როცა გიყვარდი, ვგავდი ია-ვარდს,
მე არ ვიცოდი, რა იყო დარდი.
ლექსად ვფანტავდი, ფერთა ნიაღვარს,
როცა გიყვარდი, როცა გიყვარდი...

როცა გიყვარდი, ჩემი ხარფუხი
შენს შესახვედრად ფეხზე დგებოდა
და სუბსარქისის მკაცრი ქარბუქი,
უნაზეს სიოდ გეჩვენებოდა.

როცა გიყვარდი, ბევრჯერ შევაქეთ
ჩვენი ტუჩების შირაზის ვარდი.
ჩემი აღმართი მიგაჩნდა ვაკედ,
როცა გიყვარდი, როცა გიყვარდი...

ჩემი მართლა საყვარელი ლექსი:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,

დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,

ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?

შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,

ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,

ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,

თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,

მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,

ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ

ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!

ბევრი ვეძებე შენისთანა
წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა
მოდი თავიდან. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
აღმართ-აღმართ (აკაკი წერეთელი)

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული;
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.

ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,
(აწ იგი ხმა ვერ ისმინოს გაისმა).

ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: “ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!”

და ვიფიქრე “ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?”

გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: “მტერს როგორ მონებდა?

მოხიბლულა, შემცდარია, ის არი…
ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!”

მივაძახე: “ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!

შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!”

არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
და დამასო საუკუნოდ დანა გულს!

აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,
თუ ამ სერზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?

ჩემო თავო! ვეღარ გკურნვენ წამალით!
დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!

იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!

დაივიწყე, ვინც გახსოვდა, მარად ის!
ხელ-დაკრებით განისვენე მარადის!

1876 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო.
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს უცხო სრულიად,
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე დასასრულია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
Oct 9 2005, 04:18 PM
სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს?..
ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენ გამო ვარდს შეჰყეფდეს!

სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის:ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.
შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
პოსტი #3

ახალი

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 71

მუხამბაზი

ნუთუ ამ ქვეყნად სიყვარული გამოილია,
ნუთუ ჩაიწვა სანატრელი ესე სანთელი?
მაშ შეიყვარეთ ვისაც გული კიდევ გაქვთ მთელი
და ეს დამბაჩა დიდი ხნის წინ დატენილია!

გაშალეთ სუფრა, დაუკარით დარდიმანდული
და დაახვავეთ ზედ ხორაგი, ვერ დავდოთ ფასი,
მოზიდეთ ღვინო და ჭურები თუნდ იყოს ასი,
უნდა დავცალო, სიყვარულით ვარ გათანგული.

ჩაჰბერეთ საყვირს აღმოსავლურ რითმების მსგავსად,
მწველი ზმანება, ატეხილი სხეული ქალის,
მოსხლეტილ ტანზე მბზინვარება ყავისფერ კანის,
ვარდისფერ ბაგეთ დაკონება სიცოცხლის ფასად.

ღამით კოკორში შემალული კვლავ ჰყეფს ბულბული,
მთვარეც იდუმალ საფლავის ქვებს ეალერსება,
კაციც რომ იყო, გარდიქცევი წამსვე ლექსებად,
იქვე მახლობლად ორი ლანდი, სცემს ორი გული.

რარიგ გშვენოდა იმ საღამოს აჭარელ ასულს
ნაკვერჩხალივით ანთებული სახე, თვალები.
სიცხისგან იყო, თუ დაგათროთ ღვინომ ქალები
და გიტარის რიტმს აყოლილი, ვინ იცის იქნებ
ნატრობდი კიდეც უდარდელ წარსულს.

მე კი, ეჰ, მე კი...
ჩემი გული ზღვას ერევა დღესაც,
კვლავ უღმერთოდ მათრობს შენზე ფიქრი,
წარსული კი, ბავშვობა კი მიქრის
და პატარავ წაიყოლებს წლებსაც...

ბედისწერა ცეცხლის ალზე როკავს,
მაგრამ მჯერა შეგეყრები მალე,
ერთს გთხოვ მარტო, ოღონდ შემიყვარე
და ამქვეყნად ვერაფერი მომკლავს!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი