↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
-ახლა მე მინდა, დედაშენის სადღეგრძელო დავლიო,--მარტო დედაშენის კი არა,
საერთოდ დედების, დედაშენის თამადობით. --მე ღმერთის სადღეგრძელო მინდა ,დავლიო!
მე ღმერთის სადღეგრძელო მინდა დავლიო, გაწბილებული ღმერთის, დაკარგული ღმერთის,
დავიწყებული ღმერთის, გაბითურებული ღმერთის. შენ იცი, ვინ არის დედაშენი? დედაშენი
არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ, ისიც რომ ზის და გიყურებს, შენ რომ დედას
ეძახი და ის შვილოს გეძახის, ამიტომ შენ გგონია, ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ
გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი
ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი,
რომ ღმერთია. ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ
სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ
ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!.. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ
აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს
რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება,
გკოცნის და ტირის შენი გულისათვის, კვდება შენი გულისათვის, ცივა, წყურია, შია
შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისათვის, მაშინ უნდა იწამო. აAბა,
ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ
გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს
შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ
მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?
--მე და შენ გაგვიმარჯოს, გურამ, გაუმარჯოს იმას, რასაც შენ ღმერთს ეძახი,
გაუმარჯოს კაცს მაღალს, ძლიერს, მართალს, კეთილს. გაუმარჯოს რწმენას და მის
დაკარგვას. მე წავალ ახლა და რაც ლექსები დამიწერია, სუყველას დავწვავ, ყველას,
ყველას! დავწვავ ყველას, მერე დავჯდები და დილამდე ერთ ლექსს ვიკითხავ, ღმერთის
დაწერილ ლექსს, იმ ღმერთის ლექსს, რომელიც ისე უბრალოა, ისე ნათელი, ისე ახლობელი,
რომ არც კი გჯერა, რომ ღმერთია.

მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი,-- როგორც მინდა _
ჩემთვის დიდებული
სხივი ამობრწყინდა,
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.. .

-ღმერთს გაუმარჯოს, გურამ, ჩემსა და შენს ღმერთს, რომელიც ღრუბელზე არ
ზის, რომელსაც პირის ბანის დროს წვიმა არ მოყავს და რომელიც ჩვენი გულისთვის სულს
აძლევს ეშმაკს."

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“

„მარადისობის კანონი“

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
„კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს...“

„მარადისობის კანონი“

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
,,ნათელში ამყოფოს ყველა ქართველი მეფე-ვინც სამშობლო ასახელა,ქვეყანას თავზე დიდების გვირგვინი დაადგა,სიცოცხლე არ დაიშურა და მტერს თავი შესწირა.
გაუმარჯოოოს...
ღვინო გათავდა.თვლა ამერია,მერამდენედ მოიტანა ბიძაჩემმა,პატარა უდროოდ წასულმა ბიჭმა დაღვინებული წყალი.განსხვავებული მოვითხოვე:შემცვლელი ვერ ვნახეთ და ორი ჭიქით ისინი მოვიგონეთ,ვინც მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან.მათიც განსხვავებულით შევსვით,ვინც ელოდა სიკვდილს და დაგვტოვა.მესამე განსხვავებულით მათი შესანდობარი ვთქვით,ვინც ჯერ არ წასულა და ადრე თუ გვიან მაინც მოკვდება.
დოქი გამოვცალეთ.ბიჭმა გაშეშებული მზერით დოქს ხელი დასტაცა და ღვინის მოსატანად გაიქცა.ბაბუაჩემმა მითხრა,ახლა ფეხზე ადგომით შენი ხსოვნა-არდავიწყებისა უნდა დავლიოო.მართალი გითხრათ,მეც მესიამოვნა და ფეხზე ავდექი.
ბიჭმა დოქი მოარბენინა,ჭიქები შეავსო და,ის იყო,პურზე უნდა წაგვექცია,შევნიშნეთ,რომ ღვინის მაგივრად წყალი იყო.
რა არის ბაბუა ეს-ვკითხე-წყალი არ დაღვინდა-მეთქი?
აღარ გახსოვართო-მიპასუხა-ჩვენ იქ აღარავინ გვიგონებსო-თქვა და წავიდა.ბიჭმა გამიღიმა და მითხრა-ყველა კაცი კვდება,მაგრამ ყველა როდი ცოცხლობსო.

ბასა ჯანიკაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
გრიბოედოვის წერილი ნინო ჭავჭავაძისადმი

ნინო! ჩემო მადონავ!
მე ახლა პეტერბურგის ციხეში ვზივარ და შენზე ვფიქრობ.ჩემი სული შენსკენ ისწრაფვის,ვითარც ზღვის ტალღა ნაპირისაკენ,ვითარც დაჭრილი არწივი წყაროსაკენ...შენა ხარ ჩემი შვების ნაპირი,შენა ხარ ჩემი სიყვარულის უკვდავი წყარო...

მე თავისუფლება წამართვეს,მაგრამ შენი სიყვარული ვერა...შენ ერთხელ მითხარი ჯვრის მონასტერთან,ადამიანი თავად არისო ტაძარი.მე ახლა გავიგე იმ შენი გრძნეული სიტყვის ჭეშმარიტი არსი.შენა ხარ ჩემი ტაძარი ჭეშმარიტი,მე სალოცავად მოვსულვარ შენთან.

შენა ხარ ხატი...საღვთო სანთლის დასანთებად მოვედი შენთან...

მიახლოება შენს სულთან ღმერთთან მიახლოებას თუ შეედრება ნინო.სხვა ბადალი მას ამ ქვეყანაზე არ გააჩნია...

სიყვარული არის მუსიკა!მაგრამ რა არის შენთან ფილდის მუსიკა,რა არის შენთან მუსიკა ბახის...შენ ყოველივე ამაზე უფრო ნატიფი და მშვენიერი ხარ ჩემთვის...

და ამიტომ გეტრფი.

აი,შენ ნახავ,მე დავწერ სიყვარულის ახალ ბიბლიას,სიყვარულის ღვთაებრივ სახარებას.

მე მას ყველაზე მშვენიერ სახელს-ნინოს დავარქმევ...

ჩვენ მაშინ არ გვესმის ერთმანეთის,როცა ადამიანები საკუთარ თავს აღვემატებით.

ჩემი სიყვარული ჩემზე დიდია და მე ის წამლეკავს თუ შენ ხელი არ შემაშველე.

სანამ შენს სურათს ვნახავდი აქ,ციხეში,ნინო,სანამ მფარველ ანგელოზად გამომეცხადებოდი,მე ჩემი თავი იმ უბედურ ადმიანად დავსახე,რომელიც ყოველ წუთს მზად არის მოკვდეს,მაგრამ იმიტომ კი არა,რომ აღასრულა რაც დაიქადა,არამედ პირიქით,ვერაფერიც ვერ გააკეთა და ყოველგვარი იმედიც გაუწყდა,რომ რამის გაკეთებას შეძლებს.

როცა შენ გამომეცხადე,ისევ დამიბრუნდა სიბრძნეც,იმედიც,მხნეობაც,სიცოცხლის წყურვილიც...

მე რომ მხატვარი ვიყო,მხოლოდ შენი ფრესკებით მოვხატავდი საქართველოს ციხე-ტაძრებს...

მე ახლა მივხვდი,რომ ადამიანის ხსნა სიყვარულშია.

ის არის უნაზესი ღვთაებრივი არსი,რაიც ადამიანს მხოლოდ ღვთაებრივ ხილვათა ჟამს გაუცხადდება.

შეყვარებული ადამიანი ღმერთია!

ამ სიყვარულის განსახიერება ჩემთვის შენა ხარ,ნინო!

ამ ციხეში ჩემზე თავისუფალი არავინაა,როცა შენზე ვფიქრობ...

მე მუდამ მწამდა,რომ სიყვარული პოეზიაა,სიყვარული სიბრძნეა...

რად მინდა სოლომონ ბრძენი ვიყი,თუ შენ ჩემი სიყვარული არა ხარ...

რად მინდა დავითის ფსალმუნების დაწერის ნიჭი,თუ შენ ჩემი არ იქნები...

სოლომონის სიბრძნეა შენდამი ჩემს სიყვარულში და დავითის ფსალმუნების სილამაზე და ჰაეროვნება...

შენ ჩემი უზენაესი პოეზია ხარ!..

შენზე ფიქრი ფრთას მასხამს,შენზე დარდი მკლავს...

შენ ხარ სიწმინდე,რომლის წინაშე მე ლოცვად ვარ დამხობილი.აქ,პეტერბურგში ვღაღადებ,რომ შენ თბილისში გაგაგონო...

მე დემონი ვარ,ნინო,დემონი-ცოდვილი ანგელოზი.მე ფრთები მინდა,რომ ისევ ავმაღლდე.

მხოლოდ შენ შეგიძლია შემასხა ფრთები.

შენ სანთელი ხარ სიყვარულისა,მე ცეცხლი,რომელიც იმ სანთლისათვის გამოკვესა ღმერთმა.

ჩვენ ერთი სანთელი და ერთი ცეცხლი ვართ.

შენ ვეფხისტყაოსნიდან შუქად ამოფრქვეული ნესტანი ხარ,მე კი შენი ხელი მიჯნური.

რუსთაველი თუ უმღერდა ჩვენს სიყვარულს ნინო,მხოლოდ რუსთაველი,აღმოსავლეთის დანტე!

შენა ხარ პოემა პირველი სიყვარულისა,შენა ხარ ნუშის პირველი ყვავილობა და ჩემი ცხოვრების ვარდის ფურცლობაც შენა ხარ,ნინო...

მჯერა,როდესაც ნევაზე გატყდება ყინული და ზამთრის სასახლესთან გაზაფხული ალანქერდება,მე ისევ გიხილავ შენ...

მე მოვყვები გაზაფხულის პირველ შხაპუნა წვიმას საქართველოში.

მიწიდან პირველ იად ამოვალ...

ყოჩივარდების კონას მოგიტან,მარცხენა ძუძუზე გეამბორები და შენს ბაგეებს მოვწყვეტ პირველი სასიყვარულო პაემანის უბიწო ამბორს.

პირველ პაემანზე,მერცხლებთან ერთად დამელოდე საქართველოში...მე და გაზაფხული ერთად მოვალთ...

მახათას მთაზე გაზაფხულის პირველი მეხი რომ იქუხებს,ის ჩემი მოსვლის ნიშანი იქნება.

პირველი სიყვარულის ბარათით პირველ პაემანს გინიშნავ,ნინო.

გკოცნი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
სიყვარულის 10 მცნება!!!

1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.

2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.

3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.

4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.

5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.

6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.

7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.

8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.

9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.

10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ნოსტალგია

-რასშვრები?
-რავი, ვარ, შენ?
-მე ცუდად ,მაქაურობა მენატრება,ყველაფერი მენატრება!
-კარგია, რომ გენატრება,ცუდი იქნებოდა, რომ არ მოგნატრებოდა!
_სიზმარში სულ საქართველოში ვარ.
-შენც ჩამოდი, ხომ დალიე ოკეანის წყალი?მაინც და მაინც უნდა გაიჭყიპო?
-სათქმელად იოლია
-პირველ კლასში რომ ამბობდი"არ გავცლი სალსა კლდეებსაო"....
-რა ვქნა ერთი წელი დამრჩა ეხლა მივატოვო ყველაფერი???
-რაში გჭირდება დიპომი?ქალის დიპლომი ოჯახია და სახლი!
-შენ გგონია ჩამივალ და სახლში დაგიჯდები?
-ხო,არ იქნება ცუდი, კაცი ოჯახში რომ დაბრუნდება, ცოლმა უნდა გაუღოს კარი.
-გექნება გასაღები და შენ თვიონ გააღე.
-მე მთვრალი ვიქნები.!!!
-სერიოზულად ამბობ?
-"დავლევ, დავლევა აბა რას ვიზამ"
-ლოთი ხარ?
-ლოთი კაცი, კაი კაცი!
-სულ არ ჩამოვალ, არ მოგყვები ცოლად!
-აბა რად მომყვები?
-არაფრად,სულ არ მიყვარხარ!
-ხო კაი გეხუმრები.
-იცი, დეიდაშვილი მოდის ერთ კვირაში ჩემი?ისე მიხარია?!
-ის რატომღა მოდის?
-მუშაობას იწყებს აქ ერთ ოჯახში, თან ისწავლის.
-გინდა გამოვატანო რამე?
-არა, ნუ წუხდები არაფერი მინდა.
-არ ვწუხდები, შენ მითხარი რა გინდა გამოვატნო!
-გითხრა?შემისრულებ?
-კი
- შენი თავი მინდა.
-ჩემი თავი?! პაატა ხომ არ ვარ?!
-საზიზღარო!!!
-ხო კაი, ხომ იცი ვერ მოვდივარ!!!
-ვიცი, ისე ვთქვი.
-კარგი
-იცი რა მინდა??? ჩურჩხელა მინდა ,დედაშენის გაკეთებული.ხო გაქვთ სოფელში???
-კი
-ჰოდა გამოატანე, ოღონდ თუ შენი სახლის არ იქნება, არ მინდა, არ იყიდო იცოდე!!
-კარგი 10 ცალს გამოვატან.
-იცი რაა??
-რა??
-არ დამცინო კარგი??
-კარგი.
-ერთი მოკბიჩე და ისე გამოატანე!!!
-რატო?
-მინდა!!! შენი სითბო გამოჰყვება!!!
-კაი, თუ გინდა ათივეს მოვკბეჩ!
-საზიზღაროო!!!
-კაი, სორი!!!
-არანორმალური ხარ.
-ჩვენ ყველანი არანორმალურები ვართ, ნორმას გააჩნია.
-ხო, ალბათ.
-ე.ი. ჩურჩხელა.
-მიიტან ჩვენებთან?ისინიც ატანენ ცოტა რაღაცას!
-კი. უხერხული ხომ არაა??
-უხერხული რა არის! სულ შენზე ველაპარაკები ჩვენებს!!!
-კაი, მივიტან.
-გკოცნი.
-მეც.
*****
-დე რას შვებით,როგორა ხართ???
-კარგად შვილო, შენ რას შვრები???
-სამეცადინო მაქვს ბევრი, საერთოდ ვერ გავდივარ გარეთ. ისე კარგად ვარ, არ ინერვიულოთ!
-კარგი შვილო.
-დე, ჩურჩხელები მოიტანა?
-კი მოიტანა.
-ხო კარგი ბიჭია???
-არის რა, მთავარია შენ მოგწონს?
-კი,მომწონს.წამოვიდა ნათია უკვე?
-კი დედა,თვითმფრინავში იქნება უკვე.გამოვატანე ყველაფერი რაც მთხოვე.
-ჩურჩხელა რამდენი იყო, დე?
-ცხრა ცალი.
-მითხრა ათს გამოვატანო?
--ერთს მოტეხილი ჰქონდა და ძმიშვილებმა შეგიჭამეს........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
თრობას მიეძალე.თრობაა ყველაფერი.ეგ არის ხსნა ერთადერთი,რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა,რომელიც დაგცემს,წელში გაგტეხს.ჰოდა,ამადაც თრობას მიეძალე,გამოუნელებელს.
ჰო,მაგრამ რითი?ღვინით,პოეზიით,სიქველით,რითაც გენებოს,ოღონდა იყავი მთვრალი.
და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები-სასახლსი კიბეზე,მდინარისპირა პატარა მდელოზე,თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში,-მაშინ ქარს,ტალღას ვარსკვლავს,ჩიტს,საათს,ყოველივეს,რაც დარბის,ან დაჰქრის,კვნესის ან მიედინება,ყოველივეს,რაც მღერის ან საუბრობს,ჰკითხე:რომელი საათია?და მაშინ ქარი,ტალღა,ვარსკვლავი,ჩიტი, საათი მოგიგებენ:თრობის საათია!თრობისა დათავდავიწყების,რათა არ ვეყმოთ,არ ვემონით დროს,არ შევიქმნათ მისი მარტვილნი,ამიტომ თრობას მივეძალოთ დაუსრულებელს:ღვინით,პოეზიით,ან სიქველით-წადილისამებრ...

შარლ ბოდლერი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
თუ შენ თავის დღეში არ გინახავს მშვენიერი ქალი სევდიანი და დაღონებული,ნუ იტყვი მშვენიერება მინახავსო.თუ ქალის მშვენიერ სახეზე არ წაგიკითხავს სიხარული,ნუ იტყვი სიხარული მინახავსო.

:( :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
"თემიდან მიპასუხე მეზობელო"

katrin wrote:
ციტატა:
:) დზალინ კარგი პასუხია ცჰემო კარგო.
აბა მიტხარიტ რა არის ბედნიერება?

ზურაბ კუხიანიძე

ფერიები

ტყიდან სამი კეთილი ფერია გამოვიდა. თანთ ბაბუაწვერას ბეწვისგან მოქსოვილი მსუბუქი კაბები ეცვათ, თავზე საპოვნელებისგან დაწნული გვირგვინები ეხურათ და მხრებზე ოქროსფერი თმები მზის ჩინჩხლებივით ჰქონდათ ჩამოშლილი. ნეკერჩხლის ფოთლებისგან შეკერილი ფაჩუჩებით ისე მსუბუქად მოდიოდნენ, თითქოს მიწას ფეხს არც აკარებენო.

ფერიებმა მწვანე მდელოზე გვერდით ფარშავანგის ბოლოსაგან დაწნული კალათები მოიდგეს, მარწყვს შეექცნენ და საუბარი გამართეს:

- ბედნიერ ვართ, - თქვა ერთმა, - ჩვენს არემარეში მშვიდობა სუფევს და ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს ამქვეყნად.

- მშვიდობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა, - დაემოწმა მეორე.

- მართალს ამბობთ, - ჩაერია მესამე, - მაგრამ მოდით, სხვებსაც ვკითხოთ, რა არის მათთვის ყველაზე დიდი ბედნიერება.


იქვე, კურკანტელას ტოტზე შემოსკუპებული პატარა ჩიტი თავის ენაზე რაღაცას ჭიკჭიკებდა. ფერიებმა ყველა სულდგმულის, აგრეთვე უსულო საგნების ენაც კარგად იციან და ჩიტს ჰკითხეს:

- ჩიტუნია, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?ჩიტი არც დაფიქრებულა, ფერიებს ჭიკჭიკით ჩამოსძახა:

- ბარტყები ბუდიდან გადაფრენას რომ დაიწყებენ, შორიახლოდან თვალს რომ ვადევნებ და მათ ჭყლოპინს ვუსმენო

იას ჰკითხეს:

- ლურჯთვალა იავ, შენ რას ფიქრობ, მშვენიერო, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?

- როცა თოვლი დადნება, ბიჭი მომძებნის და ლამაზი გოგოს მკერდზე დამაბნევსო, - თქვა იამ და თავი მორცხვად დახარა.

ფრთახატულა პეპელამ ჩამოიქროლა. ფერიებმა პეპელა შეაჩერეს და ჰკითხეს:

- გვითხარ, ლამაზო, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?

- ყვავილები მიწას რომ ამშვენებენო, - ჩაიჩურჩულა პეპელამ და მინდვრის ყვავილებს ფარფატით შეერია.

მერცხალს ჰკითხეს:

- მერცხალო, კუდმაკრატელავ, შენ რას გვეტყვი, რა არის ბედნიერება?

- გაზაფხულზე ისევ ჩვენს სამშობლოში დაბრუნებაო, - უპასუხა ფერიებს მერცხალმა.

ქარმა დაჰბერა, შორი გზიდან მოდიოდა, ხის კენწეროებს გადაუქროლა და სანამ გადაიკარგებოდა, ფერიებმა მოასწრეს ეკითხათ:

- ქარო, დაუდეგარო მოხეტიალევ, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?

- როცა დიდი ხნის ქროლვის შემდეგ, თეთრ ქუნქულა ღრუბლების სასთუმალზე დასასვენებლად თავს მივდებო, - შეუჩერებლად თქვა ქარმა და გორაკს თავს გადაევლო.

იქვე ნაკადული ჩამორბოდა, ცივი და გამჭვირვალე.

ნაკადულს ჰკითხეს:

- ნაკადულო, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?

- როცა მწყურვალე დამეწაფება, რომ ჰგონია მთლად შემსვამს და მე კი არაფერი მაკლდებაო, - ჩაიწკრიალა ნაკადულმა და თავის გზა განაგრძო.

მინდვრად, საგანგებოდ შექუჩებულ ქვებს შორის, მწყემსებს ცეცხლი დაენთოთ და მწვადებს აშიშხინებდნენ. ფერიები ცეცხლსაც მისწვდნენ.

- ყოვლადძლიერო ცეცხლო, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?

- როცა ტყუილუბრალოდ არ ვარ გაჩაღებული, ვინმე სითბოს მონატრებული ჩემს ალს ხელებს მაინც მიუშვერსო.

ფერიებმა ახლომახლო რომ ვეღარავინ დალანდეს, შორეულ მთებს გასძახეს:

- მთებო, ზვიადო მთებო, ჩვენო შეუვალო უდრეკო დარაჯებო, თქვენ რას ფიქრობთ, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?

- როცა ჩვენს მიწაზე მტერი და დამპყრობელი ფეხს ვერ შემოდგამსო, - დაიბუხუნეს გოლიათებმა და მხრები მრისხანედ შეარხიეს.

გზაზე ურემმა ჩამოარა. ურემზე მუხის ძველი აკვანი იდგა. წინ ასი წლის თეთრწვერა მოხუცი მოუძღოდა, გვერდით დედა და იმ სოფლის ბრძენი მოჰყვებოდა.

ფერიებმა მგზავრები შეაჩერეს და გამოჰკითხეს.

პირველად აკვნიდან დაიწყეს:

- აკვანო, აკვანო, გეტყობა დაძველებულხარ, ვინ იცის, რამდენი ნორჩი გყოლია მკერდში ჩაკრული. რა არის ბედნიერება ამქვეყნად?

- სხვენზე ატანილს რომ მომძებნიან და არტახებს გადამიჭერენო, - გაინანავა აკვანმა.

მოხუცმა:

- როცა იმ სოფლის მიწას მიებარები, სადაც დაიბადეო.

ბრძენმა:

- ჩემზე უფრო დიდი ბრძენი რომ ცხოვრობს მეზობელ სოფელშიო.

დედამ:

- როცა ისეთი შვილი გეზრდება, სამშობლოს რომ ასახელებსო.

ფერიებმა მოხუცს დიდხანს სიცოცხლე უსურვეს, დედას - სასახელო შვილის გაზრდა, ბრძენს სიბრძნე შეუქეს, აკვანს ყვავილები გადააყარეს და სიკეთე დაუბედეს.

ფერიები ნაზი და ჰაეროვანი არსებობები არიან და ამდენი კითხვა-გამოკითხვით, ცოტა არ იყოს, დაიღალნენ. ის იყო წამოიშალნენ და ტყის ბილიკს უნდა გაჰყოლოდნენ, რომ გზაზე პატარა ბიჭი გამოჩნდა, ხელში იფნის სახრე ეჭირა, რომელსაც წვივებზე მსუბუქად იტკაცუნებდა.

ფერიებმა თქვეს: მოდი, ამ პატარა ბიჭსაც შევეკითხოთო. ბიჭს ისეთი დაღონებული და საბრალო სახე ჰქონდა, ფერიებმა პირველად ბედნიერება ვერც კი უხსენეს.

- ბიჭიკო, რამ დაგაღონა? დედა გაგიწყრა, ალბათ, და დარდობ?

- მე ობოლი ვარ, - თქვა ბიჭმა და თავი ჩაღუნა.

ერთ-ერთმა ფერიამ ბიჭს ნიკაპი აუწია, სევდიან თვალებში ჩახედა, თავზე ალერსიანად ხელი გადაუსვა და ჰკითხა:

- საბრალო ბიჭო, რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება ამქვეყნად?

- როცა ვინმე მოგეფერება, დახედავ მის ალერსიან თითებს და უცებ დედის ხელებს მიამგვანებო, - თქვა ბიჭმა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
სიყვარულის ორეული

ამდენი ლოდინი უდიდესი ნებისყოფის ადამიანსაც შეშლიდა,მაგრამ ანა არ შეშლილა.უბრალოდ ელოდა,ელოდა ყოველ წამს,ყოველ წუთს მის გამოჩენას,ის კი არადაარ გამოჩნდა.მისი გული სიყვარულით იყო გაჟღენთილი.არც ტიროდა,არც თავს იკლავდა,უბრალო უყვარდა,უყვარდა და ელოდა.ლოდინი ხომ საშინელია,როცა არც კი იცი მოვა თუ არა.მიყვარხარ,იხსენებდა მის სიტყვებს და ელოდა.ლაპარაკობდა და მასზე ფიქრობდა,დუმდა და მასზე ფიქრობდა,ეზინა და მასზე ფიქრობდა,ყოველ წამს ის ედგა თვალწინ,მისი ხელები,რომლის მიკარებისასაც გული უჩერდებოდა,მისი თვალები მზესავით მწველი,მისი ბაგეები,ღვინოსავით მათრობელა,მისი სახე საყვარელი და ოცნებასავით შორეული.ლოდინში გაილია ექვსი წელი,ფიქრებში გაილია ექვსი წელი და ანა გათხოვდა...
წამი წამს,წუთი წუთს,დღე დღეს მისდევდა.ანას შესანიშნავი ოჯახი ჰქონდა,მაგრამ მაინც,მაინც მასზე ფიქრობდა და აღარ ელოდა.ბიჭის დაბადებამ მეტი ბედნიერება შემატა მის მეუღლეს...
ცხოვრება თავისი კალაპოტით მიდიოდა,მაგრამ აუტანელ ტკივილს გრძნობდა მასზე ფიქრისას.წლები მიდიონენ.იზრდებოდა ანას შვილი.ანა კი ფიქრობდა,უყვარდა და აღარ ელოდა...
ანას მეუღლემ მივიწყებული სურათი და დაუვიწყარი სიყვარულიაღმოაჩინა.მას თვალთ დაუბნელდა.სურათზე აღბეჭდილი მამაკაცი ხომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მის შვილს.მეტრი თუ მოყვარე ანას ლანძღავდა.ანა კი დუმდა.იდგა და ფიქრობდა,იდგა და უყვარდა."მე დამნაშავე არ ვარ"- თქვა ბოლოს.შვილი უხმოდ დაჰყურებდა სურათს.ანა იმ დღეს სახლიდან გააძევეს,როგორც უღირსი ქალი.ანას მისგან მხოლოდ ერთი კოცნა ახსოვს,კოცნა მზესავით მწველი და წყაროს წყალივით უმანკო,მაგრამ მას არავინ დაუჯერა,ბავშვი ხომ ორეული იყო იმ მამაკაცისა,რომელიც ანას არასოდეს შეხებია.ქალს მხოლოდ უყვარდა მამაკაცი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
არა, ეს ხორციელი არ იყო სწრაფვა, იგი უფრო სულის სწრაფვა იყო

ტყუპის ცალის მეორე ცალისაკენ, ნაწილის მოზიდულობა მეორე, ოდესღაც მისგან მოკვეთილი

ნაწილისაკენ-კვლავ მთლიანობის აღდგენისა და ერთ არსებად ქცევისათვის.


გრიგოლ აბაშიძე

'' ლაშარელა''

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:
ციტატა:
სიყვარულის 10 მცნება!!!

1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.

2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.

3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.

4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.

5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.

6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.

7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.

8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.

9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.

10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ...

ქრისტეს 10 მცნებას ვერ ვასრულებ. აი ამ ათში კი გამიმართლა:side: =love :ilv =lll

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ჯერ საშინელი ჭახანი გავიგონე, მერე მილიციელის სტვენა და ბოლოს ვიღაცის აღტაცებული შეძახილი:”აუფ რა ავარიაა!!!” მეტი არაფერი. საოპერაციოა მაგიდაზე რომ დამეს საქმე პირდაპირ ღმერთთან დავიჭირე.
საიქიო თითქმის არაფრით განსხვავდება სააქაოსაგან. ეს კია, საიქიოში ტრანსპორტი არ არის, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთადერთ ეტლს, რომლითაც დღელ და ღამე ილია წინასწარმეტყველი დახრიგინობს და კაციშვილს არ სვამს შიგ.
- დაჟექი! - მითხრა ღმერთმა. დავჟექი და ამოვიოხრე.
- რა მიიღებს ამის სულს! ნახე, როგორ ყარს “ზუბრვკის” სუნით? – მიუბრუნდა ღმერთი სანდომიანი სახის, გაურკვეველი ასაკის ანგელოზს და პირი ამარიდა. მერე ანკეტა აიღო.
- გვარი?
- დუმბავა.
- სახელი?
- ჟვებე.
- სქესი.
მე გამეღიმა.
- გახადე შარვალი – მიუბრუნდა ანგელოზს.
- კაცი ვარ, ბატონო! - შემეშინდა მე.
- ეშმაკიც ვერ გაგარჩევთ, რომელი ხართ. ერთმა მომატყუილა უკვე. გახადე შარვალი რომ გეუბნები! – გაუჟავრდა იგი იმავე ანგელოზს. Laughing
- ღმერთი არა გწამს? ჩემით გავიხდი! – ვიკივლე მე.
სქესი: მამაკაცი, - შეავსო ცოტა ხნის შემდეგ ღმერთმა სათანადო გრაფა.
- ეროვნება?
- ქართველი! – ღმერთმა თავის ასწია და დიდხანს მიყურა.
- რომ არ გავხარ?! – მიტხრა ბოლოს.
- რა ვქნა, ბატონო! – მოვისაწყლე თავი.
- საზღვარგარეთ თუ ხარ ნამყოფი?
- როგორ არა!
- სად?
- თითქმის ყველგან.
- რომელიმე უცხო ენა იცი?
- არც ერთი, ბატონო!
- ვაი შენს პატრონს უბედურს!..საიდანრაც მეცნობა ეს კაცი. – მიუბრუნდა ღმერთი ვიღაცის პირად საქმეში ჩაფლულ ანგელოზს.
- ეს ის არის, მამაზეციერო, ბრმა ნაწლავის ოპერაცია რომ გაუკთეს და მაკრატელი ჩაუტოვეს მუცელში, - უპასუხა ანგელოზმა ისე, რომ ჩემკენ არ გამოუხედავს.
- შენ ხარ, აბა, ის, ბეწვზე რომ ეკიდე? – მიცნო ღმერთმა და გამიღიმა.
- კი,ბატონო,მე ვარ, - გავუღიმე მეც. ღმერთმა უცებ წარბი შეიკრა:
- ბევრს სვამ და ჩქარა დადიხარ, მოქალაქევ.!
- ფეხბურთზე მაგვიანდებოდა, პატივცემულო!
- ვერ თქვია დროზე, შე ურმერთო, ამდენი რომ ტყუილად მალაპარაკე? – შემოირტყა შუბლზე ხელი ღმერთმა . მერე თვალები გაუბრწყინდა და სკამი ჩემკენ მოაჩოჩა.
- მოყევი, თუ ძმა ხარ, რას შვება თქვენი “დინამო”. ამ ბოლო დროს ვეღარ ვადევნებ თვალ-ყურს, ტელევიზორი გადამიწვა ამ დეგენერატმა, ორას ოცზე ჩართო. - გადახედა დარცხვენილ ანგელოზს ღმერთმა.
- ჩვენი “დინამო”,მამაზეციერო!..
- მოეშვი, თუ კაცი ხარ, მაგ ოფიციალობას. უბრალოდ გიორგი დამიძახე, გეხვეწები! – ლოყაზე ხელი მომითათუნა ღმერთმა.
- ჩვენი “დინამო”, გიორგი ჩემო, წელს კარგ ფორმაშია შეიძლება პირველი ადგილიც გავირტყათ.
- ვერ ივარგეთ თორემ თქვენ შარშანაც კი უნდა აგეღოთ პირველი ადგილი, - ამოიხვნეშა ღმერთმა.
- შე კაი კაცი, შენ არ იყავი, ბოლო წუთებში რო გვიღალატე?
- იმ თამაშს სულაც არ დავსწრებივარ, - თვალი ამარიდა ღმერთმა.
- არ დასწრებიხარ, ჩემო ძმაო, და კინაღამ დავიღუპეთ. ღმერთი ააშენებს კოტრიკაძის ოჟახს, იმან გადაგვარჩინა.
- არ გადამრიო! – შეიცხადა ღმერთმა.
- კი, შენ ნუ მომიკვდები.
- ჩემი ბრალია, არ უნდა გამეჩინა ბურთი მრგვალი, - თავისთვის ჩაილაპარაკა მამაზეციერმა.
- ისე ლაპარაკობ, დალოცვილო, თითქოს მარტო ბურთია შენი გაჩენილი.
ღმერთმა მუდარის თვალიტ გადმომხედა: თუ ძმა ხარ, ამ ანგელოზთან ნუ მიჟავრდები და შენობით ნუ მელაპარაკები, თორემ მერე სულ თავზე დამაჟდებაო.
მე ხელად თქვენობით დავუწყე ლაპარაკი.
- ჩვენი ღმერთივით ბიჭები რას შვებიან? - მკითხა ღმერთმა.
- რომელს კითხულობთ, ბატონო?
- მესხი, ბარქაია, იამანიძე, ჩოხელი, კოტრიკაძე, კალოევი, რომელი ერთი ჩამოგითვალო, - აღარ ეყო თითები ღმერთს.
- გმადლობთ, კარგად არიან. მოგიკითხათ ყველამ. ძალიან ენატრებით, მაგრამ...
- გადაეცი ჩემგან: ცოტა ღვინის სმას მოუკლონ და საათში ოცი კილომეტრზე მეტი სიჩქარით ნუ დადიან თორემ... კიროვის ბაღის ბიჭების ბრავილი და კისრის ძარღვების ბერვა ვეღარ უშველით, - წარბი შეიკრა ღმერთმა. – მანქანა რომ კარგი იყპს, მაგენი მომასწრებდნენ მე მანქანის ყიდვას, ამ ხნის კაცი ფეხით რომ დავეთრევი? არც ღვინო მიყვარს სხვაზე ნაკლებად, მაგრამ ხომ ხედავ? – ღმერთმა ფხვნილის რძე გამოიღო მაცივრიდან და მოსვა.
- ასეა, ბაბაია. ახლა წადი და გადაეცი იმ ბიჭებს, რაც დაგაბარე!
- გადავცემ, ბატონო, მაგრამ მათ მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდეთ ხანდახან. ახლა რამდენიმე სათხოვარი მაქვს თქვენთან. მაღალო ღმერთო, ნუ გამაწბილებთ! დავეღრიჟე და მუხლებზე დავეცი.
- მთხოვე, შე კაცო! – გამამხნევა ღმერთმა.
- ხომ ხარ, ღმერთო, ღმერთი? – ვკითხე.
- ახლა ვარ რმერთ, რომ გაგიჭირდა?
- ოღონდ წელს პირველი ადგილი აგვაღებინე, ღმერთო, და...
- რა ვქნა, გენაცვალე, - ჩამომართვა სიტყვა ღმერთმა. – იაკუშინი მთხოვეთ? ჩამოგიყვანეთ. მეტრეველს მეხვეწებოდით? მაგასაც შეგისრულებთ. კარგი ბიჭები გინდოდათ? ეს სიჭინავები და ხურცილავები ვისი გაჩენილი გგონიათ? ჰოდა, ცოტა თქვენც გაანძრიეთ ფეხი. ისღა მაკლია, ამ ხნის კაცი გამოვარდე მინდორში საცვლის ამარა და თქვენს მაგივრად ვითამაშო, - ანერვიულდა ღმერთი. Laughing
- მაგას ვინ გაკადრებთ, ბატონო ღმერთო! ოღონდ წელს პირველი ადგილი გვაჩუქე და ქაშუეთის ეკლესიაში ჩემს სიგრძე სანთელს დაგინთებთ, - გამოვიგლიჟე ყელი მე.
- თუ ძმა ხარ, თავი დამანებე! მასე იცით თქვენ: ჟერ მთხოვთ, მერე გამოდიხართ ტრიბუნაზე, გადმოაგდებთ ცხრა მეტრო ენას და დედ-მამის სულს მიტრიალებთ.
- შეგვირბრალე, ღმერთო! არ გეცოდებით, დასაკლავი ხარებივით რომ ვბღავივართ სტადიონზე? – მთლად მოვიმკვდარუნე თავი.
- უნდა ითმინოთ. მოთმინებითა შენითაო, წერია სახარებაში. სახარებას ხომ კითხულობ?
- არა,ბატონო.
- აბა, რას კითხულობ, შე უბედურო? – გაუკვირდა ღმერთს.
- მე რა უნდა წავიკითხო, თვითონ ვწერ, - ამაყად გადავხედე ღმერთს.
- აბა წერე და იკითხე!
- ერთი თხოვნა კიდევ...
- მალე თქვი და მორჩი, მეძინება - თქვა ღმერთმა და დაამთქნარა.
- თუ შეიძლება, აქედან რომ დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში, მოვყვები ღმერთს ვესაუბრე – მეთქი.
- სადაც გინდა იქ მოყევი მაინც არავინ დაგიჟერებს.
- რას ბრძანებთ, მე ვინ არ დამიჟერებს ?!
- გეყოფა ახლა ტლიკინი,წადი! – მითხრა ღმერთმა და თვალები დახუჭა.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
გთავაზობთ ნოველას ბატონ გოდერძი ჩოხელზე...იმედია მოგეწონებათ.

გუდამაყრელი მერვე სართულზე

ხელის გაწვდენაზეა ჩვენი საცხოვრებელი კორპუსები დიღმის მასივში. გამოღმით მე ვარ, გაღმით კი-გოდერძი ჩოხელი თავისის ჯალაბით.
...ჰოდა, ავად გამხდარა ჩემი მეზობელი. გადავედი, დავხედე.
ახლა არა მიშავს რაო, ეტყობა გავცივდიო. სიცხეც მქონდაო.
-ეეე...წამხდარხარ ხევსურო!...
-ისე, რომ იცოდე, მე გუდამაყრელი ვარ, შავი არაგვის ხეობიდან...მთლად ხევსური არ მეთქმის. ხომ გაგიგონია: "ბნელი ხარ გუდამაყარო, სიბნელე გატანს ძალასა, უსწავლელობის გულისთვის შვილი ემდურის მამასა".
-ჩვენ კი "გაგვაფუჭა" აქაურობამ და, რაც გინდა თქვი, ჩემო გოდერძი...სურდო და გრიპი ქალაქის მოგონილია.
-მართალი ხარ, მე ვერასოდეს შევეგუები ამ კედლებს, ამ მერვე სართულს, კომუნალურ ბინაში გამოკეტვას. ახლა შეიძლება მითხრა-ადექი და წადიო, მაგრამ მთლად ასე ასადგომი და წასასვლელი კაციც არა ვარ. ის უნდა ვაკეთო , შეძლებისდაგვარად , რასაც ვაკეთებ...თბილისი ყოფილა ჩემი ბედისწერა...
-სამაგიეროდ, შენი მოღვაწეობით ხომ ეფერები შენს მთას, შენს მშობელ ადგილებს...
-მთა მაძლევს იმას, რასაც დღეს ჩემი შემოქმედება ჰქვია. მსაყვედურობენ ხოლმე-ისევ მთაზე წერ, ისევ მთაზე იღებ ფილმსო...მე იმათზე ვწერ, ვინც მთაში ცხოვრობს. მთაში მეტი სიწმინდეა, იქაურები ცოტათი უფრო ახლოს არიან ღმერთთან. მთა არ უნდა დაცარიელდეს. მისი ადათ-წესები არ უნდა გაქრეს...კერიის ჩაქრობა ადვილია, გაღვივებაა ძნელი...
...ცხოვრობენ აქა-იქ, რაღა თქმა უნდა, მოხუცები, და ამაგრებენ ერთმანეთს...ჩემი "სამოთხის გვრიტები" სწორედ იმათზეა.

ნათქვამია: ბარში რომ ნამუსი დაიკარგებოდა, მთაში ეძებდნენო. მთა თუ დაცარიელდა, ვინღა შეინახავს ბარში დაკარგულ ნამუსს?

-"სამოთხის გვრიტებმა" შარშან ძაან გვასახელა, ჩემო გოდერძი...სად მიიღო მთავარი პრიზი?
-ანაპის კინოფესტივალზე, "კინოშოკი" ერქვა ფესტივალს...ამაზე ბევრჯელ ითქვა...
-ვიცი, ვიცი, როგორ არ ვიცი...უბრალოდ ქალაქი ვეღარ გავიხსენე...ისიც ვიცი, ამჯერად "ლუკას სახარებას" რომ იღებ.
-ემანდ, ბიბლიური ლუკას სახარება არავის ეგონოს, თუმცა სარწმუნოებასთან ახლოსაა...

...ცოტათი ავტობიოგრაფიულიცაა...მოთხრობილია პატარა ბიჭის ამბავი, თუ როგორ ეძებს იგი ადგილს ურწმუნო საზოგადოებაში. ჩემი ლუკა, ჩემი უფროსი შვილი თამაშობს მთავარ როლს...კინო, ჩემო ვილენ, ჩემთვის ყველაფერია. იგი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი დიდი სასწაულია ამ ქვეყნად...
-ლიტერატურაზე დიდიც?
არა, ლიტერატურა, რა თქმა უნდა, გვირგვინია.
-მე, პირადად, მოთხრობებით გაგიცანი. მახსოვს "ცისკარი" ხელიდან ხელში გადადიოდა შენი მოთხრობების გამო...პირში არ გეფერები...
-სხვათა შორის, მგონია, რომ ჩემი მოთხრობებიც კინემატოგრაფიულია, ხედვით...აი , ახლახან ლექსების კრებულიც გამოვიდა...მოიცა...გაჩუქო...

კრებულისათვის "ბალახის ცხოვრება" დაურქმევია გოდერძი ჩოხელს. როგორც თვითონ წერს: ზოგს გაგეცინოთ იქნება...სათქმელად არც კი ითქმება, კაცის ცხოვრება რაა-ბალახის რაღა იქნება". მაგრამ ნურას უკაცრავად! ბალახსაც სცოდნია-აღტაცება, სიხარული...ჰქონია-ტკივილი, იმედი, დარდი, სევდა...

"ბალახის ცხოვრება" პოემაა. გარდა ამისა, კრებულში ბევრი საინტერესო ლექსია.

საქართველოვ, ვინ დაგხატა ყალმით
ის ღვთიური ფიროსმანი ვინ იყო,
ვახ, თუ ვინმემ მოგიტაცოს მალვით
წაგიყვანოს ჩუმად, პარვა-პარვით,
შირაზის გზით ან დაღესტნის გავლით
ალბათ, ისევ უნდა ვთხოვოთ დავითს:
წამოდექი, დაგვიდექი დავით!

ვილენ მარდალეიშვილი. 1995 წელი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი