↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გვახსოვდეს გმირები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 27 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
მე პერსონალურად მადლობა მინდა გადავუხადო ქეშს ასეთი ძვირფასი მასალების შეხსენებისთვის.

:) მადლობა ის იქნება ჩემთვის თუკი წაიკითხავთ, და მოგეწონებათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
მასალას ბასიანზე კი მართლა თურქებთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წავაწყდით სულ შემთხვევით. და მერე გადავწყვიტეთ გვენახა თითონ ის ველი სადაც ბრძოლა გაიმართა და მეორე დღეს ერზრუმისკენ წავედით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined06 May 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბასიანის ბრძოლა
(ქართული ვარიანტი)

დედაქალაქში მოვიდა დესპანი გამოჩენილი
ნუქარდინს გამოგზავნ თამარისათვის წერილი.
ენისგან უტქმელს უკადრისს იწერებოდა მურდალი:
"მე იკონიის სასულთნოს სახელოვანი სულთანი.
გამცნობ ქართველთა მეფეთა მეფეთა გადამჯოგელი
რომ დედაკაცი ყოველი არის შენსავით რეგვენი
იქამდი როგორ ამაღლდი ან ისე როგორ გალაღდი
რომ დღეს სუყველა გმორჩილებს,ვისაც მონებდი მანამდი,
რომე ქვეყანაზე გაისმის შენი ჯარების გნიასი!
ლამის სირცხვილით დავიწვათ თავზე გვაზიხარ დიაცი!
ან რა უფლებით გაბედე ხელში იმ ხმალის დაჭერა,
რომელიც დიდმა ალახმა მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა,
მაროდენ ჩვენთვის გაჭედა და ვით იქნება ასპიტო
რომ ამით ქრისტიანებმა მუსულმანები გაწყვიტონ.
მუსულმანებუ გაწყვიტონ და პირჯვრის გადასახვამდე
აჰკრიპონ გაუგონარი ბეგარა გადასახადი!
ჰოდა რადგანაც საკუთარ ბუნაგში აღარ ჩერდები
ახლა მე შენზედ მოვდივარ ჩემი მამაცი მხედრებით
გამომიწვრთვნია ომისთვის მშვიდობას შეუჩვეველნი
წინ მანქანები მომიძღვის სიმაგრეების მნგრეველი
უნდა იმგვარად დავლეწოტ ტქვენი ციხე და ბურჯები
რომ ხორნაბუჯში ხორნაბუჯს ეძებდეს ხორნაბუჯელი
რომ დაგავიწყდეს მარადის ლახვარ მახვარის აღება
რომ მზეს კვლავ ვეღარ შესცქირონ ქარტულმა ბაირაღებმა
მაგრამ.უგბილო დიაცო,თუ ჩემი ჯარის მოსვლამდე
შენს რჯულს უარყობ ,რომელსაც მუდამ დიდებიტ მოსავდი,
მაჰმადიანი გახდები კარავში გამოცხადდები,
შეგიცყალებ და შეგინდობ,სულაც არ გაგიცხარდები.
ეს მხოლოს შენტვის ლამაზო,ცხვას არვის ვაძლევ არჩევანს,
ისე დავანგრევ ქვეყანას,მტხრობელიც ახარ დარჩება

ცას ჰგავდა ვარსკვლავიანსა სემეპო სახლის თავანი
ტახტზე დიდბუნებოვანი შვენოდა მეფე თამარი
სულთანის გამოგზავნილი ხელში ეჭირა წერილი
დიდი ტრიალი მინდორი ცხენთაგან გადათელილი
წინ ელჩი ედგა დახლილი მგზავრობის დავიდარებით
სარკმლიდან ჩანდა ეზოში ლომებს აჭმევდა არაბი
ბატონკაცური დუნილით დუმდა დიადი დარბაზი
წითელი ოქრო გინდოდა თუ ზხაპრად თქული ალმასი
მდიდრულ კედლებზე ელავდა ინდოეთი და ელადა
და სტავრა არაბეთისა ცეცხლის ალივიტ ელავდა
ეს ნაკადული ნანაობს თუ ყანა ნათავთავარი
სულთანის ცერილ კიტხულობს შუბლშეჭმუხნული თამარი.
"ნეტავი დხესვე მიბძანოს ურჯულოებზე თარეში
ფიქრობს მხარგრძელი და თან
პატრონს შეჰყურებს თვალებში
მიწყდა ხმა ნაკადულისა მეფემ გადადო წერილი
და ელჩისაკენ მიბრუნდა შველივიტ ყელმოღერილი:
-სხვას კიდევ გვიბძანებს სახელოვანი ნუქარდინ,
ჯერ არც კი ამXედრებულა ქვეყანა შესძრა მუქარით
-სხვა ესეც შემოგითვალათ:
"თუ რჯულს დასტოვებს თამარი
შევინდო ცოლად შევირთო ვუბოძო საქმრო ქამარი
მაგრამ თუ ასე არ იზამს მტერი ყოპილა თავისა
რჯულს ძალით შევაცვლევინებ და მერე ხასად დავისვამ"
სისხლი მოაწვა მხარგრძელსა გული ქარ-ცეცხლით აევსო
ერთი ხამამაღლა შეჰკივლა რა სიტყვით წამლავ ჰაერსო
და პატრონივით ენაბილწც სილა გააწნა ისეთი
გონდაკარგული დაასკდა იატაკს ეშმაკისერთი
წარბები შეჰკრა თამარმა,რად მოეპყარი უშვერად?
_თავსაც მოვჭრიდი მეფეო,მაგრამ ელჩობამ უშველა
რაინდი მეფის ძვირისმთქმელს ბევრს როდი ალაპარაკებს
დილეგში წაიყვანეთო კუშტად უბრძანა არაბებს
ფეხზე წამოდგა მნათობი მეფეთა მეფე თამარი
ამირსპასალარს მიმართა საზრუნავი გვაქვს მთავარი
მტრის ხირსეულად დახვედრა ნუ გვეგონება ადვილი
ამაღამავე მოვაცყოთდიდებულების თათბირი
გადაცყდეს სეპე ჯარს ვენდოთ თU ქუდზე კაცი შევყაროთ
რომ ტურქმა შემოსეულმა ბოლოს ვერ დაიმაკვეხროს
თორემ ტვინამხერებული ქვეყანას საფრტხეს უქადის
გმირულად მამაპაპურად დავხვდეთ სისხლისმსმელ ნუქარდინს
ნება შენია მეფეო დინჯად ეტყოდა მხარგრძელი
ომი მომცყურდა ამქვეყნად უომროდ ვწღარ გავძელი
დარბაზის ერი მოვიხმოთ და ასჯერ განსჯილ ბრძანებით
ბრზოლის ველისკენ ვაპრინოტ ჩვენი სამშობლოს ჯარები
ომი უნდოდა მხარგრძელსა ჯაჭვის პერანგის მორგება
ვაჯკაცსა სახელიანსა ისე არ დაედგომება
წინ ჩაუქროლეს განვლილმა გაციებულმა ომებმა
ეზოში ზარბაზანივით დაიღრიალეს ლომებამ

ვინც კი იარაღს ატარებს გულითადია მეფისა
ვინც დრიშა ს გორგასლიანსა დაუჩოქა და შეჰპიცა
ყველა ლაშქარში ვაშკაცი ერთგული ვინც გვეგულება
იმსჯელეს და გადაწყვიტეს მეფემ და დიდებულებმა
აიღო მინა რხეული ამბობდენ შოტას ნაჩუქარს
დაჯდა თამარი და სულთანს ასე მისცერა პასუხად:
-"რა გითვამს რა მოგიჭორავს რას მეშარები შორიდან
ტყუილ უბრალოდ ცილს მწამებ ალბათ სისხლის ღხვრა მოგინდა
ალბათ სისხლისღვრა მოგინდა თორემ მაშ რისთვის ისურვე
რომ მოგეჩმახა ასეთი უმაგალითო სიცრუე
ჰოი უგნურო ნუქარდინ წინ მიდევს შენი ბარათი
კარავში მოსვლას მიბრძანებ კაციჭამია ჯალათი
მოვდივარ მაგრამ სხვაგვარად თავად გაიგე და მიხვდი
მოვდივარ ჩემის ლაშქარით თუ ვაჟკაციხარ დამიხვდი
მოვდივარ შენს დასასჯელად თავლაფ დასხმულო თავნებავ
დაგამარცხებ და დაგიცხრობ მაგ უშნო ამპარტავნობას"
მეფე მსახურებს ეტყოდა სასწრაფოს დესპანს უხმეთო
შემოიყვანეს დილეგში ღამე ნათევი უღმერთო
უცხო სამოსით შემოსეს შავ მტვერში ამოგანგლილი
და სიამაყით გადასცეს მას საპასუხო გრაგნილი
გულუხვად დაასაჩუქრეს სხვას ვის არგუნე იმდენი
ფეხვარდი ლაფშა მიართვეს წავიდა დიდის დიდებით
მიჰქონდა ოქრო და ვერცხლი თვლები და მარგალიტები
და ყბაზე დამღა მხარგრძელის კელაპრტის სიმსხო თითები

შეკრიბა სრულიას სამეფო იმერეთი და ამერთა
ზღვის პსკერზე ქვიშას ზეცაში ვარსკვლავებს გადაამეტა
ერთ ძლიერ ჯარად შეკრული დაუშლელ გაუფანტავი
ქართველი მამულიშვილი ნიკოპსით დარუბანდამდი
ჯარები ოსთა ყივჩაღთა კახთა და ჰერთა გულათდა
ერთმანეთს დატოლებუილი ფიცვერცხლნაჭამი ძმურადა
ქართლის მესხეთის სომხითის ვაჟები მალხაზ მალხაზი
თორელნი ტაოელები შავ-კლარჯები და აფხაზნი
ფიცხი და მკვირცხლი ლაზები სვანები ბუმბერაზები
და რაჭა-თაკვერ არაგვეთს მამაცი სუმპერრაზმები
აბორგდენენ აბობოქარდნენ როგორხ ზვირთები არაქსის
და მეფის ირგვლივ მოგროვდნენ ვარძიის ციხე ქალაქში
მეფემ ფრთებგანათებული სამეფო დროშა გაშ ალა
და საქარტველოს უძლევი ჯარს დაულოცა გზა შარა
ქალაქ კი ლოცვა კურტხევიტ ქალაქ ოძრახეს წავიდა
თავს დაჰნათოდა სულმნატსა მაისის ცა ვარსკვლავიტა

ერთ შესახედად კმაროდა ლაშქარი ომს მიმავალი
წინ მიუძხვოდა სოსლანი ვაჟკაცი ჰაეროვანი
სოსლანის გვერდით პირქუში მხარგრძელი განცვიფრებული
იქვე ნახავდით შალვას და ივანეს ახალციხელთა
უკან პორფირით მოსილი მისდევდათ ჯვარისმტვირთელი
ნება ნებაზე მიჰქონდათ ქარტული ჯარის ზვირთები
ყველა გულმარიხიანი ერთიც კი არა ჯაბანო
ცხენთა და კაცთა სიმრავლით იზნიქებოდა მთა-ბარი

( გაგრძელება იქნება )

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Sep 2007
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
cash wrote:
ციტატა:
დესპანელებო გთავაზობთ გვერდს სადაც დავწერთ
ჩვენი ქვეყნის გმირებზე, მათ ბიოგრაფიებს, მათ მიერ ჩადენილ საგმირო საქმეებს, მათ სურათებს და ასე შემდეგ. ვისაც აქვს რაიმე ისტორიული საგმირო მასალა, გთხოვთ არ დაიზაროთ და
დადოთ


მოუყვეთ მომავალ თაობას ჩვენი გმირების შესახებ, ავღზარდოთ ისენი თავიანთი გმირების და ამ ქვეყნის დიდი სიყვარულით

სურათი აღარ არსებობს

გენაცვალე სულში ამ თემის გახსნისთვის.

მე ქართველ მეფეს შეგახსენებთ "ფარსმან მეორეს" (ანუ იგივე "ქველი" მეფობდა მეორე საუკინის პირველ ნახევარში) "ვაჯკაცი ვითარცა უხორცო" ასე მოიხსენიებს მას ისტორია.
რომის დიდმა იმპერატორმა "ტრაიანემ" ფარსმანს დიდძალი ძღვენი გამოუგზავნა და როგორც მოკავშირე-მეგობარს პართიის წინაახმდეგ საომარი დახმარება სთხოვა, ფარსმანმაც გაუგზავნა ჯარი.
ტრიანეს შემდეგ კეისარ იმპერატორთან ადრიანესთან ქონდა ფარსმანს განხეთქილება, ქართველმა მეფემ ჯარები შეიყვანა ჯერ სომხეთში, შემდეგ ალბანეთსა და კაბადოკიაში და რომალელები გააძევა იქიდან, იმპერატორი ადრიანე იდზულებული იყო დაეთმო, მან ფარსმანს გამოუგზავნა იმდენი ძღვენი, რომელიც არასოდეს არავისთვის არ უბოძებია საგანგებო ძღვენს მან 50 ლეგიონერი და სპილოები გამოაყოლა.
ფარსმან "ქველის" სიძლიერეს განსაკუთრებით სიფრთხილიდ და პატივისცემით ემპყრობოდა იმპერატორი "ანტონიუს პიუსი" მისი ბრძანებით მარსის მოედანზე აღმართეს ცხენზე ამხერებული ქართველი მეფის ქანდაკება. ანტონიუს პიუსმა სცნო ,ფარსმან მეფის საზღვრები: ტრაპიზუნიიდან- ლაზეთის ხაზიდან მტკვრის ქვემო წელამდე და კავკასიონიდან არარაქსამდე.

(პართიელთა მეფის წაქეზებით ფარსმანის ბიძაშვილმა მირდატე მესამემ ტახტზე ასვლის მიზნით ფარსმანის მოწამვლა და მოკვლა მოახერხა, თუმცა დიდხანს მას არ უმეფია მალევა ქართლის და სამეგრელოს გაერთიანებულმა ლაშქარმა დაამარცხა იგი პართიელებთან ერთად)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Aug 2007
Posts727
კარმა79
OFFLINEPROFILE
lion999 wrote:
ციტატა:
ეეეხ,დღევანდელი საქართელო არაა ისეთი როგორიც იყო ძველად.ეხლა კი,ქართველები ერთმანეთისადმი პატივსა არ ცემენ.იმის მაგივრად ,რომ ერთმანეთი მოეფერონ და ესიყვარულონ,არა და პირიქით ხდება ჩხუბობენ და ურტყამენ ერთმანეთს ქართველი ერი.ეგრე როგორ შეიძლება.
ეეეეეეეეეეეეხხხხხხხხხხხხხხხხ:(:(:(
>>>>>მარტალიი ხარ დამა მაგრამმ ტუ გავიხსენებტტ ადრეცც ბევჯერრრ ხდებოდა ღალატიი ომებიის დროოს კარტველებიის მიერრრ>არინნ კარტველებიი რომლებიიც ჯერრ ტავს არ აფასებენ და მერე კიი მტელლლ საკარტველოოს=cxeni= =cxeni=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
საქართველოს მართლაცა ჰყავს უამრავი გმირი ნებისმიერ საუკუნეში.როგორც ვაჟკაცნი ასევე დიაცნი."ისე მტკიცე იყვნენ თურმე ვით მეტეხის კედელი,გმირი თინა წავკისელი და მაია მწყნეთელი"ღმერთმა ქნას 21ე საუკუნეშიც გვეყოლოს საქართველოში მრავალი გმირი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
1795 წლის სახსოვრად ვაჟა ფშაველა

აგერ ამოდგა აჩრდილი
აკლდამის კარი გაირო
რა ფრიად შეწუხებულა
ხელში ფრანგული აირო
მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი
ნალმა ძგრიალი გაიღო
თვალთაგან ცრემლ-დანადენსა
სისხლი უცინის მკლავზედა
მაინც არ ტყდება მოხუცი
ხელი უვლია ხმალზედა
გასცქერის ტფილისისაკენ
აღშფოთებული ძალზედა
იწვება ჩვენი ქალაქი
ალი შემჯდარა ალზედა
იქ მიშველება სწადიან
თავს ესხმის გუნდი მტერისა
უხმობს იმერთ და ამერთა
ვისაც თავი აქვს შველისა
მოუვლენ არაგველები
გულ-გადალევით ელისა
სადა ჰყავს სავარდნის გუნდი
ვაჟკაცნილომის ფერანი
ტახტი დაუწვეს მეფესა
ქვეყანა ქმნილა ვერანი
სრულ სისხლით გადაბასრულან
მწვანე ივერთა ველანი
ფარფაშობს აღა- მაჰმადი
თამაშობს იმის მერანი
სადაა ქართველთ ბიჭები
ვით ვასძლონ ამის მზერალნი
ვაჰმე სადა და სადღაა
კრწანისზე გასწყდენ ყველანი
უხმობს უწოდებს მხედართა
დადუმებულან ენანი
თამარს და ვახტანგს მიართვეს
ტანზედ წყლულების თმენანი
ვაჰ რომ მათ შთამაოებას
დაგვეხშო ყურთა სმენანი
სისხლის დაღვრასთან სწორად გვჩანს
ქაღალდს ნათითხნი მელანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined06 May 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეხლა კი ილიას მკვლელობის სენსაციური ფაქტები : 1907 წლის 30 აგვისტოს ილია თავის მეუღლე ილღასთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში, ... ეტლი გადახდილი იყო... წიწამურთან მას დახვდე გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა(გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი, "ვინმე იმერელი"), რომელთაც იარაღის მიშვერით შეაჩერეს ეტლი. ილია წამოდგა ფეხზე და ბანდას მიმართა "ილია ვარ არ მესროლოთ" გიგლას პასუხი იყო "ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ" და უცბად გაისმა რამდენიმე იარაღის გასროლის ხმა ... ილია მოკვდა... მას ტყვია ნასროლი ჰქონდა გულმკერდის არეში "აღენიშნება ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა, რომლის ერთი ხვრელი მოთავსებულია მარჯვენა ძუძუს დვრილიდან ოდნავ შიგნით, ხოლო მეორე - მარცხენა იღლიის უკანა კიდეზე; პირველი ოვალური ფორმისაა, მისი უდუდესი ზომა კანზე სამი სანტიმეტრია, მეორის ზომა იღლიის კანზე შედარებით მცირეა, გამავალია ნეკა თითისავის... ჭრილობის არხი მიმართულია წინიდან უკან და მარჯვნიდან მარცხნივ. გასროლა ალბათ წინიდან მოხდა. "- 1907 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის გვამის გაკვეთის აქტიდან. ექიმი იაშვილის დასკვნა...
"დავიწყოთ იმით, რომ ილია ჭავჭავაძის სხეულის ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ილიას მარცხენა ნეკნის არეში (იღლიის ქვეშ) აქვს მცირე დიამეტრის ხვრელი, მკერდის არეში (მარჯვენა ძუძუს დვრილიდან) - დიდი ხვრელი. ტყვია სხეულში შესვლისას ტოვებს წვრილ ხვრელს, სხეულიდან გამოსვლისას კი - გაცილებით დიდს. ამდენად,ექიმ იაშვილს უზუსტობა მოუვიდა. ილიასათვის წინიდან რომ ესროლათ, მაშინ მცირე ზომის ხვრელი მკერდის არეში ექნებოდა, დიდი ზომისა კი - იღლიის ქვეშ. გვამის გაკვეთის აქტში ყველაფერი პირიქითაა, ე.ი. ილიას ზურგიდან ესროლეს... ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს? აშკარაა, რომ გასროლა ბერბიჭაშვილის ბანდის მხრიდან არ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომელმაც ეტლი გააჩერეს და გასროლის მომენტში ეტლის წინ იდგნენ... გასროლა მოხდა მეორე ჩასაფრებიდან, რომლის შესახებაც გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდამ არც კი იცოდა... იმ ხანად ტერორისტულ პრაქტიკაში ასეთი წესები მოქმედებდა : ყველა ტერორისტს ჰქონდა თავისი "ხელწერა", ე.ი. ტერორისტი მსხვერპლს კლავდა მისთვის დამახასიათებელი გასროლით, ასეთი გასროლის ნიმუშები იყო: ერთი ტყვია კეფაში, ოთხი ტყვია ზურგში, ორი ტყვია მკერდის არეში, სამი ტყვია მუცლის არეში და ა.შ... იმ ხანად (1905-1907წწ) მხოლოდ ორი ტერორისტი სარგებლობდა "ხელწერით", როგორითაც ილია მოკლეს. ერთი მათგანი 1907 წლის აგვისტოსთვის ციმბირის გადასახლებაში იმყოფებოდა და საქართველოში გვიან დაბრუნდა. მეორე 1907 წლის იანვრიდან აგვისტომდე, რუსეთის იმპერიის შიმაგან საქნეთა სამინისტრის პოლიციის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებული თბილისის, ქუთაისის და ბაქოს გუბერნიების ჟანდარმერიის სამმართველოების აგენტურული სამსახურის მასალების მიხედვით, არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში, ბათუმში, ბაქოში და ბათუმი-თბილისი-ბაქოს მარშრუტით გადაადგილებისას ხშირად იკარგებოდა ჟანდარმერიის თვალთახედვის არედან. ეს ტერორისტი შედიოდა იმ 50-55 ტერორისტის რიცხვში, რომელთაც, პოლიციის დეპარტამენტის ანალიტიკოსთა დასკვნით, შეეძლო ნებისმიერი სირთულის ტერორისთული აქტის განხორციელება..." ვახტანგ გურული. ილიადან ილიამდე . თბილისი 2006.

ამრიგად ილიას მკვლელობა უფრო მაშტაბურად იყო გათვლილი რუსეთის სამეფოში და მისი მკვლელობა არ იყო კინკრეტული პარტიის ინერესებში ისე აქტუალური, როგორც სხვა ვინმესთვის და ეს სხვა "ვინმე არავინ" იყო თუ არა რუსეთის სათათბირო , რომელსაც ილიამ 1906 წელს ხმამაღლა აცნობა რომ საქართველოში პოლიტიკური აზროვნება ცოცხალია და ვითარდება , მან სათათბიროზე მოითხოვა საქართველოს ავტონომია ... რაც როგორც დრომ გვანახა არ გამოპარვია რუსეთის სათათბიროს ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined23 Nov 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძალიან ამაღელვა ამ თემამ და ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, რომელნიც ისტორიით მოვიდნენ დღემდე, ღმერთმა ქნას დღევანდელი ემიგრანტი გმირებიც მოიხსენიოს მომავალმა თაობამ სათანადო ღირსებით, ასიათასობით ქართველი ეწირება საქართველოში დარჩენილი დაუცველი ქართველი ადამიანების ფიზიკურ გადარჩენას? ჩემს გარშემო რამდენი ქარტველი დედა, მეუღლე ღამეებს ბალიშში თავჩარგული ტირილით ათენებს ოჯახს, ახლობლებს მონატრებული და მაინც ჯიუტად არ ცვლის გადაწყვეტილებას განაგრძოს უსასრულო თავდადება...ამას განსაკუთრებიტ დიდ გმირობად აღვიქვამ პირადად მე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ილია II

დაიბ. 4.01.1933

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1977 წლიდან. ილია II დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში. მისი საერო სახელია ირაკლი. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა - ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი დროებით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან. 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. სასულიერო სეიმარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. „მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად... ... განსაკუთრებით ჩვენ ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა“, - იხსენებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი. ყოველივე ამან გადააწყვეტინა აკადემიის ახალგაზრდა, წარჩინებულ სტუდენტს „ძნელად გადასაწყვეტი საქმე“ - ბერად შედგომა. 24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა. იმავე 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს სემინარიისა და აკადემიის პედაგოგებს. ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მეოთხე კურსზე, მღვდელმონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, - რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. მას საშუალება ეძელოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა. ამავე 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს - არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში რუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტარი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად დაინიშნა არქმიანდრიტი ილია. 1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად. აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი - 1963 წლიდან 1972 წლამდე. 1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს - უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა. 1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში. 1977 წლის 25 დეკემბერს მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება. ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დოდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა. გავიდა 25 წელი და აი, ის არასრული ჩამონათვალი, რაც ჩვენი პატრიარქის მწყემსმთვრულ მოღვაწეობას უკავშირდება: 1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია. კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა. 1988 წელს მისი უწმიდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზიები, სხვადასხვა საერო უნივერსიტეტებში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთისმეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია“, რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში. საპატრიარქო რეზიდენციაში პერიოდულად იმართება სამეცნიერო კონფერნეციები აქტუალურ თემებზე. სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად განიხილავენ ჩვენი ქვეყნსათვის საჭირბოროტო, პრობლემატურ საკითხებს. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ძლევაი“, ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს უწევს დახმარებას, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანში და ზესტაფონში, სადაც მონასტრები მფარველობენ მზუნველობას მოკლებულ ყმაწვილებს. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მოინახულა საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო საქართველოს სხვა პირველიერარქებს მანამდე ამგვარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. პატრიარქ ილია II ასევე აქტიური ურთიერთობა აქვს თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ვახტანგ I გორგასალი

დაახლ. 434 - 494

ქართლის (იბერიის) მეფე V ს. მე-2 ნახევარში. დაახლ. 449-494 წწ. მირდატ VIII-ის ძე. ვახტანგ მეფეზე ”ქართლის ცხოვრებაში” ცალკე თხზულება არის შესული ”ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”, რომლის ავტორია ჯუანშერი. ვახტანგ I იყო შესანიშნავი სარდალი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე. იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან. საქართველოს გაერთიანებისათვის, ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის, შეუზღუდავი სამეფო ხელისუფლებისათვის. 60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური მოქმედება ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებს შორის, მათ ზურგს უმაგრებდა ირანი. პირველი იერიში მეფემ ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგითრად კათალიკოსობა დააწესა. ქართლის ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია. შექმნა ახალი საეპისკოპოსოები. სამეფო დომენში (კახეთ-კუხეთ, ჰერეთი) ხუთი ახალი ეპისოკპოსი დანიშნა. ამ აქციით ვახტანგმა ეკლესია უფრო მეტად სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა. მოუპოვა დამოუკიდებლობა საერთაშორისო ასპარეზზე და გაააქტიურა კავშირი კონსტანტინოპოლთან, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვახტანგმა ხელთ იგდო კავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ და დაუკავშირდა ჩრდ. კავკასიის ჰუნებს. ვახტანგ I-მა მოხერხებულად ისარგებლა ირანის გართულებული ვითარებით შუა აზიაში და 482 წელს დაიწყო აჯანყება. მან მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერ ფეოდალთა მეთაური ვარსქენ პიტიახში. თავდაპირველად წარმატება აჯანყებულთა მხარეს იყო, მაგრამ ვახტანგმა ვერ მიიღო დაპირებული დახმარება ჰუნებისაგან. არც ბიზანტია დაეხმარა. ამას დაერთო შინაურ მტერთა აშლილობა და 483-484 წლებში ირანელებთან შეტაკება ვახტანგის დამარცხებით დამთავრდა. ვახტანგმა დიდი სამშენებლო საქმიანობა ჩაატარა. მის დროს აშენდა უჯარმა, ჭერემი, ხორნაბუჯი, არტანუჯი. მცხეთაში მირიან მეფის დროს აგებული სვეტიცხოვლის ადგილზე ააგო ქვის ტაძარი. გადაწყვიტა დედაქალაქის თბილისში გადმოტანა. დაიწყო მშენებლობა, მაგრამ ვერ მოასწრო. შემდგომში საქართველოს სახელმწიფო დროშას ”ვახტანგიანს” და ”გორგასლიანს” უწოდებდნენ. ”გორგასალი” (სპარსულად ”მგლისთავს” ნიშნავს) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონდა გამოსახული. ვახტანგი ბროძლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად ტგარდაიცვალა. იგი დაუკრძალიათ მცხეთაში. მის მიერ აგებულ საკათალიკოსო ტაძარში. XI ს. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ახალი ტაძარგი, რომელშიც ერთი საფლავი ახლაც ვახტანგ გორგასლისეულადაა მიჩნეული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ხალხური
ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან შემოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 27 posts ] 
გვახსოვდეს გმირები
დესპანი