↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
არა!ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
ტყეში,
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
თქეშში,
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Nov 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
მაგარია ზაააანნნნნნნნნნნნნნნ.შენი ფანი ვარ თიკინა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Nov 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
ცოტა დიდივით იფიქრე
და დიდივით მოიქეცი
რა თვალებჩახატული მოდიხარ შეხვედრაზე
და რა ტუჩებდაბერილი?
რადროს შენი ეგეთებია, და რაღადროს ჩემი ეგეთებია!
ან მოიქეცი ისე
როგორც შენი ტოლი გოგოები იქცევიან.
სარკის წინ რო ტრიალებ საათნახევარი
ჯობია შეხვედრაზე არ დააგვიანო.
რო დამაყუდებ და მალოდინებ
და მეც ნერვებს რომ მაშლევინებ
რა პაემანივით ვდგავარ ამხელა კაცი
და რა პატარა ბიჭივით ვნერვიულობ!
რა წარამარა საათზე ვიხედები და
რა წარამარა გეძებ თვალებით სულ ყველა მხარეს.
არ გაგივა ეგეთები!

აჰა, მოდიხარ!
ქუსლებზე შემდგარი,
ძლივს იკავებ თავს რო არ წაიქცე.
ალბათ გუშინ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს.
მოკლე კაბაც მოგინახია
და ეს ჩვევაც გისწავლია, სიარულის დროს შიგადაშიგ ქვემოთ რომ ქაჩო.
თმას ხელის ერთი მოძრაობით უკან იგდებ და
ისე მიღიმი
გეგონება წაქცევას ვაპირებ.
არ გაგივა მეთქი!

ნუ მედიდები!
ნუ მემეორენახევრები!
ნუ მეთანაცხოვრები
და ნუ მკოცნი
ხელკავს ნუ მიყრი
თავს მხარზე ნუ მადებ
და ნუ მსიამოვნებ!

რა დროს შენი ეგეთებია...
და რაღა დროს ჩემი ეგეთებია...

ხელს თუ გადაგხვევ იმას არ ნიშნავს თითქოს შემაბი
თუ წამასწარი ფეხზე რომ დაგხედავ
და თუ შემრცხვება
იმას არ ნიშნავს რომ როგორც ქალს ისე გუყირებ
ან თუ შემთხვევით ჩაგეხუტები
და სახესთან სახეს მოგიტან და ცხვირზე გაკოცებ
არ ნიშნავს რომ სხვაგან კოცნა მინდოდა და ვერ გაგიბედე!
კარგი რა,
ეს ყურისძირში კოცნა მაინც ვიღამ გასწავლა?
ან წელზე ხელის მოხვევა?
არ გეცოდები?

ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
შენი ტოლი გოგოებივით
დაიმორცხვე ნაყინს რომ გიყიდი.
ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფა და რიგრიგობით
ვლოკოთო,
ხო ხედავ მაინც ორს ვყიდულობ
და ერთი ... ერთი შემთხვევით მივარდება...

თიკინა უმაგრესია, შენი ფანი ვარ:) ვისია ვერ მეტყვი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Nov 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვწერ ვინმე მესხი მელექსე,
ბევრი მივლია მე გზები.
ჯერ ლექსი მწვავდა, მერე მზე
ჯერ მზე და მერე ლექსები.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Nov 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
giuna wrote:
ციტატა:
მაგარია ზაააანნნნნნნნნნნნნნნ.თიკინა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი, ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
რა იყო კარგო,ესე ძლიერ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემარჩინე,
ცოტას დავიცდი,სანამ წვიმის გავა სურნელი
ნუღარ განიცდი,პატიებას ჩემგან ნუ ელი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი ვერ გამიგია,
მე ხომ მოგენდე,ამის მეტი რა შემიზლია.
ცოტას დავიცდი,მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
ნუღარ განიცდი,ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
თუ სიყვარულის სადღეგრძელოს,ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოდ ვერ აავსებ ოხვრას დარდიანს,
თუ სიყვარულში სიყვარულთ არ დაიწვები,
აბა მითხარი უკეთესი რა შეგიძლია,
თუ ჩემს შავ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ,
ვერ აგრძნობინებ,სიყვარული თუ რა ძნელია,
თუ ჩონგურივით ლამაზ სხეულს ვერ ააკვნნესებ,
აბა მითხარი უკეთესი რა შეგიძლია,
სხვისი ტკივილი,შენეულად თუ არ გიცვნია
თუ სხვისი დარდი სიხარულით არ შეგიცვლია,
გაწვდილ ხელისთვის,თუ კი ხელი არ გაგიწვდია,
აბა მითხარი უკეთესი რა შეგიძლია.:( :( :( :( :( :( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined15 Dec 2007
Posts12
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნინიიიიიიიიიიიიი გთხოვ ტელეფონი ჩართე რააააააააააააააა,ძალიან გთხოვ.ძალიან მენატრები გოჭი,შენს ხმას გავიგებ და მორჩა,ძალიან გთხოვ.ვიცი რომ აქ ხარრრრრრრრრრრრრრრრრ.გთხოვ რა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
ტანო ტატანო (ბესიკი)

ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ლოცვა
ოდეს დემონი ურწმუნოების,
უკუთქმისა და მაცდუროების
საწამლავით თვის სავსეს თასს მაცდურს
წინ დაუდგამდეს ჩემს სულსა უძლურს, -

ნუ მანდობ, ღმერთო, ბედისა ტრიალს,
ნუ დამაწაფებ დემონის ფიალს,
და უკეთუ არს შესაძლებელი,
მე განმარიდენ იგი სასმელი!

მაგრამ თუ, ღმერთო, შენ ღვთაებას სურს,
რათა გამოცდა მით ჰქონდეს ჩემს სულს,
განჰქრენ შენ ხმასთან სურვილნი ჩემნი
და იყავნ ნება, უფალო, შენი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
მირზა გელოვანი

ნუ მწერ

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -

გეტყვი, რომ მოვედ ბროლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
შოთა ნიშნიანიძე
წინაპართა საგალობელი

მცხეთის ჯვარზე ანგელოზი დაფრინდა,
ქართლის სული გადმოვიდა ზღაპრიდან.

ვით წვრილთვალა მარჭვალ-მარჭვალ ასხმული
ტანზე წლები შელესია წარსულის.

ხალს გაჰკრავს და წლები ცვივა წკრიალით,
ვარკვლავებს ჰყრის სული ნაპერწკლიანი.

მშენებელი მღვიმეთა და ციხეთა
ნაჭრილობევს ბალახებით იხვევდა.

ბულბულის ხმებს ხარის ტყავში ფუთნიდა
და სიჩუმეს აიქშევდა გუთნიდან.

რა ხანია ლეგენდიდან მეძახის
ჯადოქარი რკინისა და ვენახის.

სად არ რეკდა ხალიბური ფოლადი!
სად არ ჩანდა მეგრელ-ჭანთა ხომალდი!

ცხენივით რომ სიზმრად მოგითოკია, -
აჭიხვინდა შენი კაბადოკია.

ლეგენდაა, განა მწირი აზრია -
შენს ნაკვალევს გასცქერს მცირე აზია.

თუ მტრის მახვილს თორი ვერ აისხლიტავს, -
ბერის კაბა იღებება სისხლითა...

ცისარტყელა იკუწება ფრესკებად,
სიტყვა სიტყვას ელვად გადაესკვნება.

ვენახს სხლის და ავენახებს ეტრატებს,
ხორცი კვდება, სული ადის ღმერთამდე.

წინაპარო, შენი ღირსი გამხადე,
გმადლობ, რაკი მომიყვანე აქამდე.

დაგიკოცნი, რაც არ იქცა მიწადა -
ბატის ფრთას და გადატეხილ ხმლის ვადას.

დაგიკოცნი დაჩეხილ ბეჭს, კვირისტავს,
შენს ახალუხს დავეგები გვირისტად.

ფესვი მომეც სამუხე და საყურძნე,
მზით, ვენახით და სიმღერით დამხუნძლე.

ჭირი იქა, ლხინი აქა, წარსულო,
ჩემს სტრიქონზე მაღლარივით გასულო.

დღესაც ისმის რვაასი წლის გალობა,
როგორც ძლევა, როგორც წარუვალობა.

მომე სულო, ქართლის სულო, კურთხევა,
ვიდგე, როგორც მეციხოვნე, ურყევად.

და ზღაპრიდან შენს წამოსულ ნაკვალევს
ხვალ შვილები გადასცემენ ვარსკვლავეთს.

შეემატე უსასრულო სამყაროს...
ჭირი გუშინ, ლხინი ხვალე, ზღაპარო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მგელი და კრავი

ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ ჰსურდა.

თურმე იმავ დროს მახლობლად,
საჭირბოროტოდ კრავისა,
დაძუნძულებდა პირღია
ბაჩო, მსურველი ავისა.

უეცრად სუნი რომ ეცა,
რადგანც ჩიჩია უყვარდა,
გამოიგონა შარები
და საცოდავ კრავს მივარდა.

შემოუძახა: „შე, ბრიყვო ანტაგონისტო!
აქ როგორა სვამ წყალსაო,
რომ აღარ დასდევ კანონებს
და აღარც სამართალსაო?

ჩაგიდგამს წინა ფეხები,
შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო!
წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ,
აღარც კი იბერტყ ყურსაო!“

- „რა ბრძანებაა, ბატონო,
რას მერჩით მე საწყალსაო?
თქვენ ზევითა ხართ – მე ქვევით,
როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“

- „მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი!
ნუ წაგიგდია ენაო!
შარშანწინდელიც კი მახსოვს
შენგან ბრიყვული წყენაო!“

- „ჯერ ერთი წლისაც არა ვარ,
შარშანწინ როგორ მნახეო?“
- „მაშ, ძმა ყოფილა ის შენი,
მიტომ მიგიგავს სახეო!“

- „არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ,
ტყვილა რადა მდებთ ბრალსაო?“
- „შენი მოგვარე ხომ იყო?
გადახდა უნდა ვალსაო!

მომწყინდა შენი ბღავილი,
ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!
შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,
მიზეზად ისიც კმარაო!“

უთხრა და ზურგზედ მოიდვა,
ტყეში წაიღო საწყალი.
დიდ კაცთან პატარა კაცსა
როდის გასვლია მართალი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
შენი ყავა იყო ტკბილი,
გამოხედვა მათრობელა,
ნუთუ ისევ სიყვარულმა
გულის ძგერა შემინელა?
რომ ვიფეთქო ვარდის კოკრად
ან მაისის ცისარტყელად

......................

ყავა ტკბილი, ბაგე თბილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
კონიაკს დალევ?

-მანგოს წვენს.

-უნდა გაკოცო!

-მაკოცე!

-შენ არ მაკოცებ?

-მე?-არა!

მაშინ მე ორჯერ გაკოცებ!

ტ.ჭანტურია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი