KHATITA27 wrote:ციტატა:
(ჩეს) ,,ამდენ წერილებს მიწერ,და მე კი არასოდეს მომიწერია შენთვის...იცი,ეხლა მინდა რომ ყველაფერი გითხრა,ამოვიღო გულიდან ის გრძნობა ,განცდა,რასაც შენს მიმართ განვიცდი...მინდა ჩაგიხუტო პატარა ბავშვივით და უსასრულოდ გეფერო...ძალიან თბილი,ძალიან საყვარელი და ძალიან კეთილი ხარ...ნელ-ნელა მომეპარე,არც შემაწუხე,არც დამაძალე,არც თავი მომაბეზრე,...ნელ-ნელა მოხვედი და თვალებზე ხელები ამაფარე,თითქოს ვიგრძენი,თითქოს ვერა,მეფერე,მეფერე,ძალიან ბევრი მეფერე...მაინც არ მინდოდა მეღიარებინა შენი არსებობა,ყურში ჩამჩურჩულე რომ გიყვარდი...ჩემი ხელები შენს ხელებს შევახე,თვალებიდან მოვიცილე და მოვბრუნდი,დავინახე სიმართლე,სინათლე და სითბო...მას შემდეგ ასე დავდივარ...გამთარი,განათებული და სიყვარულისკენ სიმართლით მავალი...
მადლობა ამ ყველაფრისთვის...
მენატრები..."
(,,სანამ შენი სიყვარული მიცავს ,
ქვეყნად ვივლი უპირველეს ქალად...")
ხატი წავიკითხე შენი წერილი და გეფიცები სული სითბოთი გამივსო. მიხარია, ძალიან მიხარია რომ ჩემი მეგობარი ბედნიერია, მართალი გითხრა აღარც გრძნობის მჯეროდა და აღარც ერთგულების, მაგრამ შენ და ჩეს რომ გიყურებთ მიხარია, რომ ვცდები და რომ ნამდვილი და ჭეშმარიტი გრძნობა ნამდვილად არსებობს.
მართლა მიკვირს ორმა ასე სულით ლამაზმა ადამიანმა როგორ იპოვეთ ერთმანეთი?
მინდა უსაზღვრო ბედნიერება გისურვოთ

მართლა ძალიან შემაყვარე თავი
