↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts179
კარმა52
OFFLINEPROFILE
:p

ვისაც გაქვთ ჩანახატი თუ საკუთარი ლექსები საქართველოზე, კარგი იქნება თუ ამ ტოპიკში გამოაქვეყნებთ..

:p ბევრ თემებშია თქვენი თბილი და ნოსტალგიური სიტყვები , ბარემ ერთად მოვუყაროთ თავი.

ასევე ცნობილი ესეები|გამონათქვამები და ა. შ რაც საქართველოს ეძღვნება შეგვიძლია ფორუმის წევრებს წავაკითხოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts179
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჰმ, იაქტიურეთ, თორემ მომიწევს ძველისძველი *აბდაუბდა* ჩანაწერების აქ გამოქვეყნება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
"ქვეყნის სიყვარულს საყველ პუროდ და საარჰიყოდ ნუ გაიხდით< სამჰობლო როსკიპი ქალი არაა მტვრალს რომ მოგენატრება დაგაიხსენებ.სამშობლო ტაძარია, სალოცავი,მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურტხეველთან.ცალი ხელით პირჯვარს იწერდე, მეორეთი კი ხმალსი ქნევდე,ეჰმაკები რომ არ დაეპატრონონ..."

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Nov 2007
Posts6
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველოვ მომენატრე ძლიერ... საქართველოვ შენთან მინდა ისევ...
ჩემი მხარე, ჩემი კარმიდამო მენატრება როგორც წყარო-წყარო...
დაიქეცი გაჭირვებავ ბარემ,სიღატაკევ როდის მოგვცილდები?...
საქართველოვ ჩემო საყვარელო როდის
როდის
დავბრუნდებიდები?!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ყველა კარგი ია მინდა გაჩუქო,
ყველა კარგი წიგნი მინდა დაგითმო,
წყალი გინდა?-ცივ წყალს დაგალევინებ!..
მშიერი ხარ?-ჩემს ლუკმა პურს დაგითმობ!..
სითბო გინდა?-გულის სითბოს გაგიყოფ!..
ეს ზღვა გინდა?-შენთვის დამილცნია!
საქართველო?-ვერა,ვერ შეველევი!
ჩემს მიწა-წყალს აბა როგორ დაგითმობ?!

მყვარხარ საქართველოვ! მიყვარხარ საქართველოვ! მიყვარხარ საქართველოვ!!!!!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ღმერთი გფარავდეს ჩემო წმინდა საქართველო !სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
აი კიდევ :სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Nov 2007
Posts12
კარმა50
OFFLINEPROFILE
თეკლე ბატონიშვილი

ქვეყანას ბინძური ნიღაბი ააკრეს
პოეზია
2007.11.05
------------------------------------------------

ქვეყანას ბინძური ნიღაბი ააკრეს,

უსისხლო ნიღაბი,უსახო,მონების,

ლავაშის მაგიერ სინდისი ჩააკრეს

თონეში,რომელსაც ძირი აქვს მონეტის.

ნაკვერჩხალს მორალის შეშა შეუკეთეს,

მთის მწვერვალებიდან აკრიფეს ნისლები,

და სევდის ალღუმზე კუბო შეუკვეთეს

კუბო შეუკვეთეს თუ გარდავიცვლებით.

გარშემო დარდია,მე მარტო დავდივარ,

მყინვარის ცრემლები თვალებზე მადნება

შიშველი ფეხებით ცხელ ცეცხლში ჩავდივარ

მანამდის წარსული კვამლივით გაჰქრება.

გოროზად დამცქერის კლდე ცისფერმთიანი,

საფერავს იგუბებს დაბერილ ვენებში

ხევსურის ხმლებს შორის მოსჩანს განთიადი

და სისხლის ყივილი დაძAრღვულ გენებში.

ნიღაბი ფერფლივით თონეში იწვება,

მზის სხივი ისრუტავს ბაჯაღლოს მონეტას,

მყინვარის წვერიდან არწივი ეშვება

გახსენით ჭიშკარი!ნადიმი იწყება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
”... თურმე შეუძლებელია ”მოკვლა საქართველოსი”, თურმე მართლა მარადიული უკვდავების სული ანთია ამ უცნაური ხალხის სხეულში- ხან მინავლებული, ხან უაღრესად გამძვინვარებული...”

”...იწვა სასიკვდილო სარეცელზე და საბოლოოდ რწმუნდებოდა ”ყოვლის შემძლე ლომი” : ორი რაიმე ვერ დაეძლია ვერასდიდებით-სიკვდილი და საქართველო... ”

ლევან სანიკიძე- ”გიორგი სააკაძე”

გიორგი სააკაძის სურათზე

ცალკერძ შენა ხარ და შენს პირდაპირ
მეორე სახე მე მეხატება
შენის ქვეყანისა -საქართველოსი რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება :
თუ ვერ გავუგებთ, ვერ შევიფარებთ,
კარგი შვილები რად გვებადება?
შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს,
ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?
ცრემლები მაღრჩობს, ვეღარას ვამბობ
კარგის დაღუპვა რად გვენატრება?!
ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება.
ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,
არ გეკადრება, არ გეკადრება ! ...

ვაჟა-ფშაველა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია...

მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

წვრილშვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდობი.

მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!

მათ თვის მკერდით შემუსრონ მტერთა სიმაგრენია, -
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ რად მოგიწყენია?

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
აღსდექ საქართველოვ!!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined12 Jun 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველო... ყველაფერი კარგად იქნება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
მიყვარს კი ჩემი საქართველო და ნამდვილად . პანტერ ყველაფერი კარგად უნდა იყოს.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ღვთისმშობლის წილმხვედრი ქვეყანაა!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
მშვიდად, უპრეტენზიოდ, მაგრამ ვაჟკაცურად, იალბუზიდან გადმოჰყურებს და ჩუმატ ტირის საქართველო ..
ყოვლად ნაცნობი მოციმციმე წერტილები როგორც ციცინათელები ეფინება მიდამოს ... ნაკადულები ცრემლებივით მოედინება მთებიდან ....
ასე მისსტირის საქართველო თავის შვილებს, შვილებს რომლებიც მიდიან, მიდიან იმედით რომ დაბრუნდებია, ...ჰმმ სასაცილოა მაგრამ წასულებიც არ არიან უკვე დაბრუნებას გეგმას ... მაგრააამ ბრუნდებიან როო ??? :(
ტოვებენ და თან მიაქვთ მოურჩენელი ჭრილობა ჟრილობა საქართველოს სიყვარულისა ......

ეეეჰ რომ შემეძლოს მთელი გულით და სულით ჩავეხუტებოდი და გულში ჩავიკრავდი, გვერდში შევეხიდებოდი და საუკუნობრივ ჭრილობებს მოვუშუშებდი ....

პატარა ილუმინირებულ ფანჯარაში ყველაფერი არ ჩანს მაგრამ რაც ჩანს ეგ ყველაფერია ...
მოციმციმე ნათურები ნელნელა იკარგებიან და ქრებიან ...
მალე ფაჯარა მძიმე ღუბლებით იფარება .. საქართველო ემშვიდობება შვილს ...

ცხელი ასფალტის სუნით ივსება თვითმფრინავის დასაჯდომი ბილიკი...

თუთქმის უკვე გათენებულია, მე კიდე ვეძებ ... ვეძებ ჩემს საქართველოს ვეძებ ერთი პატარა ფურცლის ნაჯლეგსაც კი სადაც ჩემს საქართველოს ვიგრძნობ, მის სუნთვას, მის ტკივის დავინახავ და ჩავეხუტები ...
გადის წლები და მე კიდე ვეძებ ... ვეძებ ჩემს საქართველოს,
დაბრუნდები... მაგრამ როდის?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ვუძღვნი ყველა ემიგრანტს და ვისურვებდი მენახა ისეი ბედნიერი საქართველო რომ ყველა თქვენთაგანის დაბრუნების სიხარულით ყოფილიყოს სავსე.

"აიი, ეხლა მერცხლების ამბავი უნდა გიამბოთ:

-ეეეჰ, წასულან ხედავ მერცხლებიც?!
- რაღა დროსია.
- არა, ჯერ, არ წასულან.. ტყეში გავიდოდნენ, ჯერ.
-რა ტყეში.. ბუდე ცარიელია, ცაც.. ბეღურებიც რაღაც დაგუნდავებულები არიან, სულ ერთად ერთად მიდიან და მოდიან..
- სანამ სულ გაფრინდებოდნენ მერცხლებმა სოფლის გარეთ, ტყეში იციან თავის მოყრა.. მერე რამდენიმე გუნდად გაიყოფიან და ასე გადაფრინდებიან სხვა ქვეყანაში.
- ჭკუას ატანენ, მე კი აგერ უკვე მესამედი ვარ საუკუნისა, ისევ მიქრიან.. ჰი, ჰი..
- აქ, ხო იცი გასამრავლებლად რომ მოდიან..
- მარტო გასამრავლებლად?
- ხო, იქ ძალიან ცხელა და სიცხეში ვერ მრავლდებიან..
- მეგონა, მხოლოდ სიცივე ახშობდა გრძნობებს.
- მერე, ოკეანეს როცა გადაუფრენენ, გემებზე ისვენებენ.. მიჰყვებიან დეპორტირებულებივით, უბილეთო ემიგრანტებივით..
- როცა გემები იძირებიან?
- ამიტომაც რამდენიმე გუნდად მიდიან..
- უკან რატომღა ბრუნდებიან?
- შენ ხომ ელი? მეც ველოდები ხოლმე.. აბა, პაპის დღიურში ჩაიჭყიტე.. 1960-1983 წწ. 14 მარტი მოფრინდნენ, 16 სექტემბერი გაფრინდნენ.
- ჩვენი მოლოდინი აბრუნებთ ჩვენთან.
- რა ვიცი... მე კი მგონია, რომ აქ, ყველაზე ლამაზია ცა.. აი, ასეთი ღრუბლები თეთრიიი, დიიდიი, ნაღებივით ტკბილი, მამის ხელივით თბილი სხვაგან არსად არ არის.. ცის მონატრება აბრუნებთ.. მზის.
- დაბრუნდებიან!
- ჰო, მერცხლები, ჰო..

© ნატა ვარადაშვილი"

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
დესპანი